რა არის BNB-ის ავტომატური წვა?

რა არის BNB-ის ავტომატური წვა?

გამოქვეყნებული Jan 12, 2022განახლებული Sep 23, 2025
5m

მთავარი დეტალები

  • მონეტების წვის მექანიზმი გამოიყენება მონეტების ცირკულაციიდან ამოსაღებად, რაც სამუდამოდ ამცირებს საერთო მარაგს. ბევრი კრიპტოვალუტის პროექტი ახორციელებს მონეტების პერიოდულ წვას, რათა შექმნას დეფლაციის ეფექტი.

  • BNB იყენებს მონეტების წვის ორ მექანიზმს, რაც საბოლოოდ მის საერთო მარაგს 50 %-ით შეამცირებს. პირველი მექანიზმი გულისხმობს BNB-ის წილის დაწვას, რომელიც დაიხარჯა BNB Chain-ზე გაზის საკომისიოს სახით (წარმოდგენილია BEP-95-ში). მეორე მექანიზმი მოიცავს BNB წვის კვარტალურ ღონისძიებებს.

  • BNB ავტომატური წვის მექანიზმი ავტომატურად განსაზღვრავს BNB-ის დასაწვავ რაოდენობას BNB-ის ფასისა და გენერირებული ბლოკების რაოდენობის საფუძველზე.

BNB-ის ავტომატური წვა

რა არის მონეტების დაწვა?

მონეტის წვა გულისხმობს პროცესს, რომლის დროსაც ხდება კრიპტოვალუტების ცირკულაციიდან მუდმივად ამოღება, რათა შემცირდეს მონეტის საერთო მარაგი. სხვა სიტყვებით, მონეტები ნადგურდება და შეუძლებელი ხდება მათი გამოყენება ვაჭრობაში ან სხვა საქმიანობაში. 

BNB-ისთვის მონეტების წვის ღონისძიებების მიზანს წარმოადგენს საერთო მარაგის ეტაპობრივი შემცირება მანამ, სანამ არ დარჩება 100 მილიონ BNB-ზე ნაკლები.

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტების წვის რამდენიმე გზა არსებობს, ზოგი პროექტი იყენებს წვის კონკრეტულ ფუნქციას, როგორც მათი პროტოკოლის ნაწილს. მაგალითად, BNB შეიცავდა სმარტ კონტრაქტის წვის ფუნქციას, როდესაც ის პირველად გაუშვეს.

დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პროტოკოლების პოპულარობის ზრდასთან ერთად, მონეტების წვა ბლოკჩეინის სივრცეში უფრო გავრცელებული პროცესი გახდა. Ethereum-მა დაიწყო ყველა ბლოკჩეინის ტრანზაქციების ETH-ის საბაზისო საკომისიოს წვა მას შემდეგ, რაც მოახდინა London hard fork განახლების რეალიზაცია 2021 წელს.

მონეტების დაწვისთვის, კრიპტოს გარკვეული რაოდენობა იგზავნება სმარტ კონტრაქტებზე ან საფულის მისამართზე, რომლის ტრანზაქციის განსახორციელებლად გამოყენებაც არ შეიძლება და რომელსაც არ აქვს პირადი გასაღებები. ეს ნიშნავს, რომ როდესაც მონეტები ამ მისამართზე დაირიცხება, ისინი სამუდამოდ დაიკარგება და შესაბამისად, გაქრება ხელმისაწვდომი მარაგიდან.

მონეტების წვის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია რა არის მონეტების წვა?.

როგორ იწვება BNB?

BNB არის utility ტოკენი, რომელიც გაშვებულია BNB Chain-ის ეკოსისტემაში. საწყისი მთლიანი მარაგი იყო 200 000 000 BNB, მაგრამ ის თანდათან მცირდება მონეტების წვის პროცესის მეშვეობით. წვის ღონისძიებები გაგრძელდება მანამ, სანამ მთლიანი მარაგის ნახევარი არ განადგურდება, რაც მას 100 000 000 BNB-მდე შეამცირებს. 

BNB-ის წვის ორი მეთოდი არსებობს. პირველი შედგება BNB-ის წვის კვარტალური ღონისძიებებისგან. მეორე BEP-95-ის მეშვეობით იქნა წარმოდგენილი და გულისხმობს BNB-ის წილის დაწვას, რომელიც დაიხარჯა BNB Chain-ზე გაზის საკომისიოს სახით.

BEP-95

BEP-95 არის BNB Evolution Proposal, რომელიც 2021 წლის ნოემბერში იქნა წარმოდგენილი BNB Chain-ზე მონეტების რეალურ დროში წვის მექანიზმის დასამატებლად. სმარტ კონტრაქტი ავტომატურად წვავს ვალიდატორების მიერ თითოეული ბლოკიდან მიღებული გაზის საკომისიოების ნაწილს. რაც უფრო მეტი ადამიანი იყენებს BNB Chain-ს, მით უფრო მეტი BNB დაიწვება, რაც წვის პროცესს უფრო დააჩქარებს.

BNB ავტომატური წვა

BNB ავტომატური წვის მექანიზმი ავტომატურად განსაზღვრავს მონეტების დასაწვავ რაოდენობას BNB-ის ფასის და ბლოკების რაოდენობის საფუძველზე, რომელიც გენერირდა BNB Chain-ზე კვარტალის განმავლობაში. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ BNB-ის ფასი დაეცემა, დამწვარი BNB-ის რაოდენობა გაიზრდება.

2025 წლის სექტემბრისთვის ჯამში BNB მონეტის წვის 32 ღონისძიებაა განხორციელებული. ჯამში დაიწვა 62 813 277,92 BNB მონეტა, რამაც საწყისი 200 მილიონიანი მარაგი 31,4%-ით შეამცირა (მთლიანი მარაგი ამჟამად 139 186 722 BNB-ს წარმოადგენს). ამ სტატიის წერის მომენტისთვის, BNB Chain ყოველდღიურად დაახლოებით 67,5 BNB-ს წვავს. 

მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ BNBBurn.info (შექმნილია BNB Chain-ის საზოგადოების მიერ).

BNB ავტომატური წვის ფორმულა

BNB ავტომატური წვის ფორმულა დაფუძნებულია გენერირებული ბლოკების მთლიანი რაოდენობის on-chain მონაცემებზე და BNB-ის საშუალო ფასზე:

bnb-ის ავტომატური წვის ფორმულა

B წარმოადგენს BNB-ს, რომელიც უნდა დაიწვას. N არის ერთ კვარტალში შექმნილი ბლოკების საერთო რაოდენობა. P არის BNB-ის საშუალო ფასი, ხოლო K არის ფასის კოეფიციენტი (მისი თავდაპირველი მნიშვნელობაა 1000).

შეჯამება

2017 წელს მისი პირველი გაშვების შემდეგ, BNB განვითარდა და გარდაიქმნა utility ტოკენად. ბლოკჩეინის სივრცე სწრაფად იზრდება, შესაბამისად იზრდება BNB ეკოსისტემაც. BNB ავტომატური წვის ფუნქცია გააგრძელებს BNB წვის მექანიზმების გაძლიერებას, რაც გააუმჯობესებს მის დეფლაციურ მახასიათებლებს და საზოგადოებას მეტ გამჭვირვალობას შემატებს.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.