რა არის Bubblemaps (BMT)?
მთავარი
სტატიები
რა არის Bubblemaps (BMT)?

რა არის Bubblemaps (BMT)?

განახლებული Mar 25, 2025
6m

მთავარი დეტალები

  • Bubblemaps წარმოადგენს ბლოკჩეინის ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება ბლოკჩეინის მონაცემების აღქმის გამარტივებაში ინტერაქტიული ვიზუალიზაციის მეთოდების გამოყენებით.

  • მონაცემთა ორგანიზებისთვის ის იყენებს ბურთულოვანი დიაგრამის ფორმატს, რაც ამარტივებს ტოკენის განაწილების და კრიპტო საფულეებს შორის კავშირების ვიზუალიზაციას. 

  • ამ პლატფორმის მიზანია ბლოკჩეინის მონაცემები გახადოს ყველასათვის მარტივად გასაგები და გამჭვირვალე.

bubblemaps cta ბანერი

შესავალი

Bubblemaps არის ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებელს ეხმარება ბლოკჩეინის მონაცემების მარტივად აღქმასა და ვიზუალიზაციაში. საფულეებს შორის კავშირების გამოსახვისთვის ის იყენებს ბურთებს, ნაცვლად გაუგებარი რიცხვების და ტრანზაქციების გრძელი სიებისა. ეს ამარტივებს იმის გაგებას, თუ ვინ არიან კონკრეტული ტოკენების მფლობელები და რა ტრანზაქციები ხორციელდება ამ ტოკენების გამოყენებით.

როგორ მუშაობს Bubblemaps

Bubblemaps ბლოკჩეინის მონაცემების ორგანიზებისთვის იყენებს ინტერაქტიულ ბურთულოვან დიაგრამებს. თითოეული ბურთი წარმოადგენს საფულეს, ხოლო რაც უფრო დიდია ეს ბურთი, მით მეტ ტოკენს შეიცავს ის. თუ ბურთები ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საფულეებს შორის განხორციელდა ტოკენების ტრანზაქცია. ეს მომხმარებელს ეხმარება ტრანზაქციების პატერნების გამოვლენასა და საფულეებს შორის კავშირების დადგენაში.

bubblemaps v1

Bubblemaps V1

მოდით მოკლედ განვიხილოთ Bubblemaps V1, რათა გავეცნოთ მის საბაზისო ფუნქციებს.

პირველი საფეხურია ტოკენის ან საფულის მისამართის მოძებნა. ამ მაგალითში ჩვენ განვიხილავთ BMT ძიების პროცესს, რომელიც წარმოადგენს Bubblemaps-ის ადგილობრივ ტოკენს. ეს ტოკენი ხელმისაწვდომია Solana და BSC ბლოკჩეინებზე.

ძიება bubblemaps-ზე

ნაგულისხმევი პარამეტრებით, ეს ვიზუალიზაციის ინსტრუმენტი გვაჩვენებს ტოკენის ტოპ 150 მფლობელს. ზოგიერთი ბურთი, რომელიც კონტრაქტებს ან სავაჭრო ბირჟებს გამოსახავს, ავტომატურად არის დამალული, თუმცა მათი გამოჩენა შეგიძლიათ მათი მისამართის ან სახელის გასწვრივ მოცემულ თვალის სიმბოლოზე დაწკაპუნებით.

რამდენიმე კონტრაქტის ან ბირჟის ერთდროულად დამალვისთვის ან გამოჩენისთვის ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ეკრანის ზედა ნაწილში მოცემული „საფულეების სიის“ მენიუ.

bubblemaps v1-ის ინტერფეისი

საფულის არჩევის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ დააწკაპუნოთ ღილაკს [Show transfers] (ტრანზაქციების ჩვენება) რათა ნახოთ ამ საფულესთან დაკავშირებული ბლოკჩეინ-ტრანზაქციები.

bubblemaps ტრანზაქციების დეტალები

დაკავშირებისთვის მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს საკუთარი X ანგარიშები ან Web3 კრიპტო საფულეები, როგორიცაა Trust Wallet, MetaMask ან Phantom, თუმცა აპლიკაციის გამოყენებისთვის ეს სავალდებულო არ არის.

bubblemaps-ის ანგარიშები

Bubblemaps V2

Bubblemaps V2 წარმოადგენს ამ პლატფორმის განახლებულ ვერსიას, სადაც გაუმჯობესებულია ტოკენის მფლობელების და ბლოკჩეინ-ტრანზაქციების ტრეკინგის ფუნქციები. 

bubblemaps v2

V2 ვერსიის რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი:

  • გაუმჯობესებული ბურთულოვანი დიაგრამები: ბურთულოვანი რუკები უფრო ინტუიციურია და დამატებულია ახალი ინსტრუმენტები, რაც აუმჯობესებს ანალიზის პროცესს.

  • დროში მოგზაურობა: დამატებულია ანალიზის ისტორიული მონაცემების ჩვენების ფუნქცია, სადაც ასახულია დროის გარკვეულ პერიოდში ტოკენის განაწილების ცვლილების დინამიკა, რაც გვეხმარება ბაზარზე პოტენციურად მნიშვნელოვანი მოვლენების გამოვლენაში.

  • მაგიური ნოდები: ხელოვნური ინტელექტის დახმარებით პოულობს ადამიანისთვის შეუმჩნეველ კავშირებს საფულეებს შორის, რაც გვეხმარება თაღლითობის ფაქტების გამოვლენაში.

  • ფილტრები და პერსონალიზაცია: მომხმარებელს შეუძლია გაფილტროს მონაცემები ტოკენის ტიპის, ტრანზაქციის თანხის ან სხვა პარამეტრების მიხედვით.

  • განახლებების უფრო მაღალი სიხშირე: პლატფორმა მონაცემების განახლებას ახდენს ყოველ ექვს საათში, რაც გვეხმარება უახლესი ინფორმაციის მიღებაში.

  • ბლოკჩეინებთან თავსებადობა: Bubblemaps V2 თავსებადია მრავალ ბლოკჩეინთან, რომელთა შორისაა Ethereum, Solana, Polygon, Avalanche და BNB Chain.

3 დღის განმავლობაში Bubblemaps V2-ზე დარეგისტრირდა 200 000-ზე მეტი ანგარიში, ამოტომ პროექტის გუნდმა გადაწყვიტა, რომ რეგისტრაციაზე წვდომა დროებით შეეზღუდა და ხელმისაწვდომი გაეხადა მხოლოდ გუნდის წევრებისთვის, პარტნიორებისთვის და ადრეული ეტაპის მომხმარებლებისთვის. რეგისტრაცია ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი იმ მომხმარებლებისთვის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ბეტა-ტესტირებაში. ახალ მომხმარებლებს კვლავ შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ბეტა-ვერსიის მომლოდინეთა სიაში Bubblemaps-ის ვებსაიტზე.

არის თუ არა Bubblemaps-ის გამოყენება უფასო?

2025 წლის მარტის მონაცემებით, Bubblemaps პლატფორმით სარგებლობა უფასოა. V2 ასევე მოიცავს უფასო ფუნქციებს, როგორიცაა „მაგიური ნოდები“, „დროში მოგზაურობა“ და რეალური დროის მონაცემები. 

თუმცა ზოგიერთი მაღალი დონის ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ BMT ტოკენის მფლობელებისთვის. ამ ფუნქციებს შორისაა მოგების და ზარალის კალკულატორი, კროს-ჩეინ ანალიტიკა, კლასტერების ინტერპრეტაციის AI მოდელები და ბურთულოვანი რუკები, რომლებიც ხელმისაწვდომია ტოკენების ტოპ 1000 მფლობელისთვის.

Bubblemaps ასევე გვთავაზობს პრემიუმ ანგარიშს, რომელიც გვაძლევს DeFi ტოკენებზე და ბლოკჩეინის მონაცემებზე შეუზღუდავი წვდომის შესაძლებლობას. თუმცა ეს სერვისი ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის, რომელთა ვერიფიკაცია მოხდა ტოკენის მიგრაციამდე - 2025 წლის 10 მარტამდე.

Intel Desk

Intel Desk წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც შეიქმნა ბლოკჩეინზე კვლევების პროცესში საზოგადოების ჩართულობის წახალისების მიზნით. ის მოქმედებს, როგორც დეცენტრალიზებული, ტოკენზე დაფუძნებული სისტემა, სადაც მომხმარებელს, რომელიც საკუთარ BMT ტოკენს სტეიკინგზე განათავსებს, შეუძლია ხმა მისცეს იმას, თუ კვლევის რომელი პროცესი გახდეს პრიორიტეტული. Intel Desk-ის მიზანია ბლოკჩეინის ანალიტიკა გახდეს უფრო დემოკრატიული.

bubblemaps-ის intel desk

BMT ტოკენი

BMT წარმოადგენს Bubblemaps-ზე გაშვებულ ტოკენს. ის გამოიყება მართვისთვის (კვლევებისთვის ხმის მისაცემად), ჯილდოების გაცემისთვის და პლატფორმის დამატებითი ფუნქციების განბლოკვისთვის.

ტოკენომიკა

  • მთლიანი მარაგი: 1 000 000 000 BMT

  • გაშვების დროს მიმოქცევაში არსებული მარაგი: 261 568 133 BMT (მთლიანი მარაგის 26,15%)

  • ბლოკჩეინ-ქსელები: BMT გაშვებულია Solana და BNB Smart Chain ქსელებზე, რომლებიც იყენებენ LayerZero-ს უნივერსალური ჩანაცვლებადი ტოკენის (OFT) სტანდარტს.

განაწილება

  • ეკოსისტემის ფონდი (21,3%): გამოიყენება Intel Desk-ის წამახალისებელი ჯილდოებისთვის, პლატფორმის პოპულარიზაციის ჯილდოებისთვის და ეკოსისტემის გრანტებისთვის.

  • Airdrop-ები (22,17%): განაწილებულია ადრეული ეტაპის მომხმარებლებს და საზოგადოების მხარდამჭერებს შორის.

  • ინვესტორები (19,35%): განაწილებულია კერძო და სტრტატეგიულ ინვესტორებს შორის.

  • ლიკვიდურობა (12,18%): გამოიყენება სავაჭრო ბირჟებზე სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის.

  • გუნდი (9%): რეზერვირებულია დეველოპერებისთვის და კონტრიბუტორებისთვის.

  • კვლევა და განვითარება (6%): სამომავლო გაუმჯობესებებისთვის განკუთვნილი თანხები.

  • Binance Wallet IDO (4%): გამოიყენება ტოკენის პირველადი გაშვების მხარდაჭერისთვის.

  • Binance-ის HODLer Airdrop (3%): Binance-ის მომხმარებლებისთვის გასაცემი ჯილდოები, რომლებმაც სტეიკინგზე განათავსეს საკუთარი BNB.

  • Binance-ის მარკეტინგი(3%): პოპულარიზაცია კამპანიების ორგანიზების გზით.

BMT Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამაში

2025 წლის 18 მარტს Binance-მა განაცხადა, რომ Bubblemaps (BMT) იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის მე-12 პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს BMT ჯილდოების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 30 მილიონი BMT.

აღნიშნული airdrop-ის შემდეგ, Binance-მა განახორციელა BMT-ის ლისტინგი Seed თეგით. ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.

შეჯამება

Bubblemaps არის უნიკალური ინსტრუმენტი, რომელიც ბლოკჩეინის რთულად გასაგებ მონაცემებს გარდაქმნის ადვილად წასაკითხ ვიზუალურ გამოსახულებებად. მისი ფუნქციები, როგორებიცაა ბურთულოვანი დიაგრამები, ისტორიული მონაცემების ტრეკინგი და საფულეების AI-თ მხარდაჭერილი ანალიტიკა, მომხმარებელს ეხმარება ტრენდების იდენტიფიკაციაში და ტოკენის ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის მიღებაში. Intel Desk და BMT ტოკენი პროექტს მატებს საზოგადოების მიერ მართვად ასპექტებს და მომხმარებელს აძლევს კვლევის პროცესებში და მართვაში მონაწილეობის შესაძლებლობას.

დამატებითი საკითხავი

წინამდებარე სტატია წარმოდგენილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნით. ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.