რა არის Usual პროტოკოლი (USUAL)?
მთავარი
სტატიები
რა არის Usual პროტოკოლი (USUAL)?

რა არის Usual პროტოკოლი (USUAL)?

განახლებული Jan 16, 2025
6m

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის. Binance-ის მეშვეობით მოწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ინვესტიციებთან ან ვაჭრობასთან დაკავშირებულ რჩევას ან რეკომენდაციას. Binance არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. რაიმე ფინანსური რისკის გაწევამდე, რჩევისთვის მიმართეთ პროფესიონალს. ამ სტატიაში მოხსენებული პროდუქტები შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში.

მთავარი დეტალები

  • Usual წარმოგიდგენთ დეცენტრალიზებულ ფინანსურ სისტემას, რომელიც ორიენტირებულია რეალური სამყაროს აქტივებთან წვდომის დემოკრატიზაციაზე. 

  • ის მიზნად ისახავს ტრადიციული სტეიბლკოინების პროვაიდერებისთვის აქტუალური პრობლემების აღმოფხვრას, როგორიცაა შემოსავლის ცენტრალიზაცია, შეზღუდული ხელმისაწვდომობა და გამჭვირვალობის არარსებობა.

  • Usual ეკოსისტემას აქვს ორი ძირითადი ტოკენი: USD0 და USUAL. პირველი არის რეალური სამყაროს აქტივებით უზრუნველყოფილი სტეიბლკოინი. მეორე კი არის governance ტოკენი.

  • Usual-ს ასევე აქვს ლიკვიდურობის სტეიკინგის ტოკენი (LST), სახელწოდებით USD0++, რომელიც წარმოადგენს სტეიკინგზე განთავსებულ USD0-ს.

რა არის Usual?

Usual პროტოკოლი არის ბლოკჩეინის პროექტი, რომლის მიზანია შეცვალოს Web3 მომხმარებლების რეალური სამყაროს აქტივებთან (RWA-ებთან) ურთიერთქმედების გზები. 

ეს პროექტი, რომლის მიზანია სტეიბლკოინის ბაზრის წინაშე მდგარ გამოწვევებთან გამკლავება, აერთიანებს სტაბილურობას, გამჭვირვალობას და ინკლუზიურობას და დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi-ს) მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.

რა არის Usual პროტოკოლი?

მოკლედ რომ ვთქვათ, Usual პროტოკოლი წარმოგვიდგენს დეცენტრალიზებულ ფინანსურ სისტემას, რომელიც ორიენტირებულია RWA-ებთან წვდომის დემოკრატიზაციაზე. ამ პროტოკოლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია მისი ორი ძირითადი ტოკენი:

  • USD0: სტეიბლკოინი, რომლის დამზადებაც არ საჭიროებს ნებართვას და უზრუნველყოფილია რეალური სამყაროს აქტივებით.

  • USUAL: governance ტოკენი, რომელიც მომხმარებლებს ჯილდოების მიღების და პროტოკოლის განვითარებაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.

რისთვის შეიქმნა Usual?

სტეიბლკოინები DeFi-ს მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რადგან ის საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ თქვენი აქტივები და არ იღელვოთ ვალუტის ფასის მნიშვნელოვან ცვლილებაზე. ის გვეხმარება ტრადიციული ფინანსების (TradFi) და DeFi-ს ერთმანეთთან დაკავშირებაში და წარმოადგენს ტრანზაქციების განხორციელების სტაბილურ საშუალებას. 

თუმცა არსებული სტეიბლკოინების პროვაიდერებს მაინც უწევთ გარკვეულ შეზღუდვებთან გამკლავება:

  1. მოგების ცენტრალიზაცია: სტეიბლკოინების მსხვილი პროვაიდერები მილიარდებს გამოიმუშავებენ, თუმცა მომხმარებლებს ამ ფულის დანახვა არ შეუძლიათ.

  2. შეზღუდული წვდომა: RWA-ებთან წვდომა ხშირად შეზღუდულია, რის გამოც ბევრ მომხმარებელს არ შეუძლია საკუთარი აქტივებიდან სარგებლის მიღება.

  3. გამჭვირვალობის არარსებობა: ხშირად მომხმარებლებს არ აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ სტეიბლკოინების მართვის და უზრუნველყოფის პროცესებს. მათთვის ძნელია იმის გაგება, თუ რითია მხარდაჭერილი ეს ვალუტა და რამდენად უსაფრთხოა ის.

Usual პროტოკოლის შექმნის მიზანი იყო ამ პრობლემების აღმოფხვრა ეკონომიკური სარგებლის გადანაწილების ახალი მეთოდის შემოთავაზების, გამჭვირვალობის გაუმჯობესების და RWA-ებთან სამართლიანი წვდომის უზრუნველყოფის მეშვეობით.

Usual პროტოკოლის ძირითადი კომპონენტები

1. USD0: სტეიბლკოინი

USD0 აროს სტეიბლკოინი, რომელიც Usual ეკოსისტემაზე წვდომის შესაძლებლობას გვაძლევს. მისი უნიკალური მახასიათებლები მოიცავს შემდეგს:

  • დამზადების სიმარტივე: მომხმარებლებს USD0-ის შექმნა შეუძლიათ დეპოზიტზე შესაბამისი უზრუნველყოფის აქტივის განთავსებით.

  • რეალური აქტივებით უზრუნველყოფა: USD0 მხარდაჭერილია სრულად უზრუნველყოფილი, დაბალრისკიანი ინვესტიციებით, როგორიცაა სახაზინო ვალდებულებები.

  • გამჭვირვალობა: უზრუნველყოფის შესახებ დეტალური ინფორმაციის შემოწმება შესაძლებელია საჯარო აუდიტების მეშვეობით როგორც on-chain, ასევე off-chain სივრცეში.

როგორ ხდება მისი დამზადება და გატანა

არსებობს USD0-ის დამზადების და გატანის ორი ძირითადი მეთოდი:

  • პირდაპირი: USD0-ის დასამზადებლად, მომხმარებელი შესაბამისი ტიპის უზრუნველყოფის აქტივს განათავსებს პირდაპირ დეპოზიტზე.

  • არაპირდაპირი: თუ მომხმარებელი არ ფლობს კონკრეტული ტიპის აქტივებს, პროტოკოლის DAO ეხმარება მას USD0-ის დამზადებასა და მიღებაში.

უზრუნველყოფის აქტივების მართვა

USD0-ის უსაფრთხოების მიზნით, პროტოკოლი უზრუნველყოფის სახით იღებს მხოლოდ იმ აქტივებს, რომლებიც აკმაყოფილებს მკაცრ სტანდარტებს:

  • ის უნდა იყოს სრულად მხარდაჭერილი და ლევერიჯის გარეშე.

  • ის უნდა იყოს დაბალრისკიანი და ლიკვიდური, რათა საჭიროების შემთხვევაში ადვილი იყოს მისი გაყიდვა.

  • უზრუნველყოფის მონაცემები უნდა იყოს გამჭვირვალე და რეგულარულად უნდა ტარდებოდეს მისი აუდიტები.

მდგრადობის გაუმჯობესების და უზრუნველყოფის პოტენციური დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, პროტოკოლი იყენებს მექანიზმებს, მაგალითად სადაზღვევო ფონდს.

2. USD0++: ლიკვიდური სტეიკინგის ტოკენი (LST)

USD0++ არის ლიკვიდური სტეიკინგის ტოკენი, რომელიც წარმოადგენს ფიქსირებული ვადით (2028 წლის 30 ივნისამდე) დაბლოკილ USD0-ს. მისი დანიშნულებაა მომხმარებლებისთვის ჯილდოს გაცემა USD0-ის დაბლოკვის სანაცვლოდ. 

მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიმუშაონ საკუთარი დაბლოკილი USD0-ის შესაბამისი ოდენობის USUAL ტოკენები. USD0 ტოკენების დაბლოკვის პერიოდში შესაძლებელია USD0++ LST-ებით ვაჭრობა მეორად ბაზრებზე.

ვადაზე ადრე გატანის შესაძლებლობები

USD0++ ტოკენების განბლოკვა ვადის ამოწურვამდე შესაძლებელია რამდენიმე სიტუაციაში:

  • USUAL-ის „დაწვისას“: მომხმარებელს შეუძლია „დაწვას“ USUAL ტოკენების გარკვეული რაოდენობა საკუთარი USD0++ ტოკენების ისევ USD0 ტოკენებში 1:1 თანაფარდობით კონვერტაციის მიზნით.

  • გატანა მინიმალურ ფასად: USD0++ ტოკენის გატანა DAO-ს მიერ განსაზღვრული შეღავათიანი ტარიფით.

  • პარიტეტული არბიტრაჟის უფლება (PAR): ექსტრემალური საბაზრო პირობების დადგომის შემთხვევაში, DAO-მ შეიძლება ვადაზე ადრე განბლოკოს USD0, რათა თავიდან აიცილოს USD0++ ტოკენის საბაზრო ფასის მიბმის გაუქმება.

3. USUAL: governance ტოკენი

USUAL წარმოადგენს Usual პროტოკოლის ხერხემალს და წარმოადგენს როგორც ჯილდოების გაცემის მექანიზმი, ასევე მართვის ინსტრუმენტს. მისი მიზანია მომხმარებლის ინტერესების პროტოკოლის განვითარების მიზნებთან თანხვედრის უზრუნველყოფა.

USUAL-ის ძირითადი მახასიათებლები

  • შემოსავალზე დაფუძნებული დამზადება: USUAL ტოკენების დამზადება ხდება პროტოკოლის შემოსავალზე დაფუძნებით, რაც აუმჯობესებს მის მდგრადობას.

  • სტეიკინგის ჯილდოები: მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი USUAL განათავსონ სტეიკინგზე და გამოიმუშაონ დამატებითი USUAL ტოკენები.

  • მართვაში მონაწილეობა: ტოკენის მფლობელებს შეუძლიათ ხმა მისცენ სისტემის ცვლილებებს, მაგალითად გადაწყვიტონ, თუ რა ტიპის აქტივი იქნეს გამოყენებული უზრუნველყოფის სახით ან როგორ მოხდეს ჯილდოების განაწილება.

დამზადების დინამიკური მექანიზმი

USUAL-ის დამზადების სიჩქარეს განსაზღვრავს ბაზრის პირობები, რა დროსაც გათვალისწინებულია შემდეგი ფაქტორები:

  • USD0++ ტოკენის მარაგი (უზრუნველყოფს დეფიციტს მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში).

  • საპროცენტო განაკვეთის ცვლილებები (პროტოკოლის შემოსავლების გათვალისწინებით).

  • DAO-ს მიერ კონტროლირებული ცვლადები ეკოსისტემის ზრდის მართვისთვის.

მართვა და დეცენტრალიზაცია

Usual პროტოკოლის უხარვეზოდ გაშვების უზრუნველსაყოფად, პირველ ეტაპზე მის ცენტრალიზებულ ზედამხედველობას ახორციელებს Usual Labs. დროთა განმავლობაში მართვის პროცესი გადავა დეცენტრალიზებულ მოდელზე და მისი მართვა განხორციელდება Usual DAO-ს მეშვეობით, სადაც გადაწყვეტილებების მიღება მოხდება კოლექტიურად, USUAL-ის მფლობელების და ადრეული მხარდამჭერების მიერ.

მართვის ასპექტები მოიცავს უზრუნველყოფის მართვას, კაპიტალის განაწილებას და ჯილდოების გაცემის სტრუქტურების კორექტირებას.

წამახალისებელი ჯილდოები ლიკვიდურობის პროვაიდერებისთვის

ბაზარზე ლიკვიდურობის დონის ზრდის მიზნით, Usual გასცემს ჯილდოებს იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ამ ტოკენის ლიკვიდურობის უზრუნველყოფაში. მაგალითად იმ მომხმარებელს, რომელიც კონკრეტულ ლიკვიდურობის პულებში ამატებს USD0 ან USUAL ტოკენებს, ჯილდოს სახით შეუძლია მიიღოს დამატებითი USUAL ტოკენები.

შეჯამება

Usual პროტოკოლი წარმოადგენს დეცენტრალიზებულ ფინანსურ სისტემას, რომელიც ორიენტირებულია ტრადიციულ სტეიბლკოინებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრაზე. USD0, USD0++ USUAL ტოკენები მომხმარებელს სთავაზობს რეალური სამყაროს აქტივების მეშვეობით სარგებლის მიღების შესაძლებლობას. ინოვაციური მექანიზმების და მულტიტოკენური სისტემის წყალობით, Usual წარმოადგენს ტრადიციული ფინანსების და დეცენტრალიზებული ფინანსების დამაკავშირებელ ხიდს.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: MiCA-ს მოთხოვნების თანახმად, ევროპის ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე მცხოვრები მომხმარებლებისთვის დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები არასანქცირებული სტეიბლკოინების გამოყენებასთან დაკავშირებით. მეტი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ აქ.

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.