რა არის Initia (INIT)?
მთავარი
სტატიები
რა არის Initia (INIT)?

რა არის Initia (INIT)?

განახლებული Apr 23, 2025
6m

მთავარი დეტალები

  • Initia აერთიანებს პირველი და მეორე დონის ბლოკჩეინებს. ის გვთავაზობს ძირითად ბლოკჩეინს (Initia L1) და კონფიგურირებადი როლაპების ქსელს, რაც ამარტივებს ბლოკჩეინ-აპლიკაციების შექმნას და მართვას.

  • Interwoven Stack წარმოადგენს ინსტრუმენტების მზა ნაკრებს დეველოპერებისთვის. ეს მოიცავს ბლოკჩეინების დაკავშირების, მმართველობის, ლიკვიდურობის და სხვა აპლიკაციების შესაქმნელ ინსტრუმენტებს.

  • InitiaDEX უზრუნველყოფს ქსელის ლიკვიდურობის გაუმჯობესებას, ხოლო VIP პროგრამა და INIT ტოკენი გამოიყენება აქტიური მომხმარებლებისა და პროექტებისთვის ჯილდოების გასაცემად.

initia init cta

შესავალი

Initia წარმოადგენს ბლოკჩეინ-პროექტს, რომელიც აერთიანებს პირველი დონის ბლოკჩეინს და მეორე დონის კონფიგურირებად როლაფებს. მსგავსი სტრუქტურა დეველოპერებს უმარტივებს საკუთარი ბლოკჩეინების და აპლიკაციების შექმნას — მათ აღარ სჭირდებათ ამ პროცესთან დაკავშირებულ ტექნიკურ სირთულეებთან გამკლავება. ინტეგრირებული ინსტრუმენტების და ინფრასტრუქტურის წყალობით, Initia დეველოპერებს ეხმარება დაკავშირებული, მასშტაბირებადი და მარტივად გამოსაყენებელი ეკოსისტემის შექმნაში.

რატომ უნდა ავირჩიოთ Initia?

როგორც წესი, ბლოკჩეინის პროექტებში მონაწილეობისას, დეველოპერებს თავად უწევთ ყველა გადაწყვეტილების მიღება, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ხშირად შედეგიც არადამაკმაყოფილებელია. Initia კი განსხვავებულ მიდგომას იყენებს. ინფრასტრუქტურასთან, მაგალითად მონაცემთა შენახვასთან, ბლოკჩეინებს შორის კომუნიკაციის მეთოდთან და oracle-ების გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები წინასწარ არის მიღებული — რაც დეველოპერებს საშუალებას აძლევს ფოკუსირება მოახდინონ აპლიკაციების შექმნაზე.

ამ მიდგომის საფუძველზე შეიქმნა ეგრეთწოდებული Interwoven Stack — ინსტრუმენტების და სისტემების ნაკრები, რომლის წყალობითაც გაცილებით მარტივია სპეციალური ტიპის ბლოკჩეინების გაშვება და მართვა (რომელთაც ეწოდება როლაფები).

როგორ მუშაობს Initia

Initia სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება:

  • Initia L1: პირველი დონის ბლოკჩეინი, რომელთანაც არის დაკავშირებული სისტემის სხვა დანარჩენი კომპონენტები.

  • Interwoven როლაფები: სპეციალური ტიპის მე-2 დონის ბლოკჩეინები, რომლებიც წარმოადგენს Initia L1-ის დამატებას.

  • Interwoven Stack: დეველოპერების სისტემა, რომელიც გვთავაზობს როლაფების და აპლიკაციების შექმნის და მართვის ინსტრუმენტებს, სტანდარტებს და ინფრასტრუქტურას.

Initia L1: ძირითადი ბლოკჩეინი

Initia L1 შექმნილია Cosmos SDK-ის გამოყენებით და წარმოადგენს ძირითად საკოორდინაციო და ლიკვიდურობის ბლოკჩეინს. რადგან ის არის ძირითადი ბლოკჩეინი, მას აკისრია სხვადასხვა ფუნქცია, რომელთა შორისაა:

  • უსაფრთხოება: როლაფები L1 ბლოკჩეინს უკავშირდებიან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფუნქციების გამოყენების მიზნით, როგორიცაა ტოკენების ბლოკჩეინებს შორის გადატანა, მონაცემთა ვერიფიკაცია და თაღლითობის აღმოჩენა.

  • ლიკვიდურობა: მასში ინტეგრირებულია DEX, სახელწოდებით InitiaDEX, რაც მომხმარებლებს და როლაფებს უმარტივებს ტოკენების სვოპს და ლიკვიდურობის გაზიარებას.

  • კომუნიკაცია: L1 ბლოკჩეინი როლაფებს ეხმარება ეთნამეთთან კომუნიკაციაში. ის მათ ასევე ეხმარება სხვა ბლოკჩეინ-ეკოსისტემასთან დაკავშირებაში.

  • ჯილდოები: L1 ბლოკჩეინზე გაშვებულია ჯილდოების განაწილების პროგრამები, როგორიცაა VIP (Vested Interest Program) და Enshrined Liquidity.

Interwoven როლაფები

როლაფები ერთგვარი მინი ბლოკჩეინებია, რომლებიც წარმოადგენს Initia L1-ის დამატებებს. ამ როლაფების უპირატესობა ეფექტურობა და მოქნილობაა. დეველოპერებს შეუძლიათ საკუთარი როლაფების ძირითადი ასპექტების კონფიგურაცია, რაც მოიცავს შემდეგს:

  • ვირტუალური კომპიუტერი: თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ EVM (Ethereum-თან თავსებადობისთვის), MoveVM ან WasmVM.

  • გაზი და საკომისიოები: რომელი ვალუტის გამოყენება გსურთ: INIT-ის, სტეიბლკოინის, საკუთარი ტოკენის თუ აქტივების კომბინაციის? თითოეული როლაფისთვის შესაძლებელია საკომისიოების სისტემის ინდივიდუალურად განსაზღვრა.

  • ტრანზაქციების დამუშავების თანმიმდევრობა: დეველოპერებს შეუძლიათ თავად აირჩიონ ტრანაზაქციების დამუშავების თანმიმდევრობის განსაზღვრის მეთოდები, რაც კონკრეტულ საჭიროებებზე მორგების საშუალებას იძლევა.

ფაქტიურად, მეორე დონის ბლოკჩეინის ნულიდან შექმნის ნაცვლად, თქვენ დაგჭირდებათ უბრალოდ მისი პარამეტრების კონფიგურაცია.

Interwoven Stack

Interwoven Stack წარმოადგენს ინსტრუმენტების ნაკრებს, რომელიც დეველოპერებს უმარტივებს როლაფების შექმნას და მართვას. ის გთავაზობთ ინსტრუმენტებს, რომელთა დახმარებით როლაფების გაშვება და მართვა პირველივე დღიდან შეგიძლიათ. Interwoven Stack მოიცავს შემდეგ ინსტრუმენტებს:

  • მზა SDK-ები, რომლებიც გამოიყენება როლაფების შექმნისთვის და Initia L1-თან ინტეგრაციისთვის.

  • ინტეგრირებული ინსტრუმენტები, რომლებიც განკუთვნილია ისეთი დავალებების შესასრულებლად, როგორიცაა ბლოკჩეინების ერთმანეთთან დაკავშირება, შეტყობინებების გაგზავნა, მმართველობა და ლიკვიდურობის მართვა.

  • სტანდარტების და შაბლონების ნაკრები, რომლებიც გეხმარებათ ეკოსისტემის კომპონენტების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფაში.

InitiaDEX

InitiaDEX წარმოადგენს Initia L1 ბლოკჩეინზე ინტეგრირებულ დეცენტრალიზებულ სავაჭრო ბირჟას. მას აქვს Weighted პულების (მაგალითად Balancer-ის) მხარდაჭერა სხვადასხვა აქტივით ვაჭრობისთვის, ასევე StableSwap პულების მხარდაჭერა მსგავსი ღირებულების მქონე აქტივებით (მაგალითად სტეიბლკოინებით) ვაჭრობისთვის.

ეს DEX არის როლაფების დაკავშირების და ლიკვიდურობის გაზიარების ძირითადი კომპონენტი. ის იძლევა როლაპებს შორის როგორც რუტინული, ასევე გაფართოებული სვოპის შესაძლებლობას და წარმოადგენს საფუძველს იმ აპლიკაციებისთვის, რომელთაც ესაჭიროება ღრმა, ხელმისაწვდომი ლიკვიდურობა.

ამ DEX-ს ასევე აქვს Enshrined Liquidity-ს მხარდაჭერა, სადაც მმართველობის მიერ ხდება კონკრეტული ლიკვიდურობის პულების შერჩევა, რომლებიც გამოყენებულ იქნება აქტივების სტეიკინგისთვის. ის ხელს უწყობს ქსელის უსაფრთხოების დონის და ეკონომიკური ჯილდოების რაოდენობის ბაზრის აქტივობებთან შესაბამისობაში მოყვანას.

ეკოსისტემის ჯილდოები

მომხმარებლების და დეველოპერების ჩართულობის წახალისების მიზნით, Initia იყენებს პროგრამას Vested Interest Program (VIP). მისი მეშვეობით ხდება როლაფებს და მომხმარებლებს შორის INIT ტოკენების განაწილება, რაც ეფუძნება შემდეგ მაჩვენებლებს:

  • როლაფში ბლოკირებული აქტივების მთლიანი რაოდენობა (TVL).

  • ბლოკჩეინის აქტივობები (მაგალითად ტრანზაქციების რაოდენობა).

  • მმართველობაში მონაწილეობა.

ამ სისტემის მიზანია იმ პროექტების და მომხმარებლების დაჯილდოება, რომელთაც წვლილი შეაქვთ ქსელის განვითარებაში.

ეკოსისტემის სხვა ინსტრუმენტები

Initia ასევე შეიცავს შემდეგ კომპონენტებს:

  • Initia app: ინსტრუმენტების პანელი ეკოსისტემაში ნავიგაციისთვის

  • Initia scan: ბლოკ-ექსპლორერი

  • Initia usernames: სახელების სერვისი როლაფებისთვის

  • Initia multisig: ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება რამდენიმე ხელმოწერის ფუნქციის მქონე საფულეების მართვისთვის

ეს კომპონენტები შექმნილია დეველოპერებისა და მომხმარებლებისთვის ეკოსისტემის გამოყენების გამარტივების მიზნით.

INIT ტოკენი

INIT წარმოადგენს Initia ეკოსისტემის ადგილობრივ ტოკენს. აი როგორ მუშაობს ის:

  • გაზის საკომისიოები: გამოიყენება ტრანზაქციების საკომისიოების გადასახდელად როგორც L1 ბლოკჩეინზე, ასევე მასთან დაკავშირებულ როლაფებზე

  • სტეიკინგი: საკუთარი INIT-ის სტეიკინგზე გამოყენებით, მომხმარებელს შეუძლია ქსელის უსაფრთხოების მხარდაჭერა

  • მმართველობა: ტოკენის მფლობელებს შეუძლიათ ხმა მისცენ ქსელის განვითარებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს

  • ჯილდოები: გამოიყენება VIP ან სხვა პროგრამებში, აქტივობებში მონაწილეობის წახალისების მიზნით

INIT-ის მთლიანი მარაგი შეადგენს 1 მილიარდ ტოკენს. მისი ნაწილი განთავსებულია სტეიკინგზე, ნაწილი გადაეცემა დეველოპერებს, ხოლო ნაწილი კი მომხმარებლებს სხვადასხვა პროგრამების, მაგალითად Binance Launchpool-ის მეშვეობით.

INITI Binance Launchpool-ზე

2025 წლის 17 აპრილს, Binance-მა განაცხადა, რომ INIT იქნებოდა Binance Launchpool-ზე გაშვებული 68-ე პროექტი. მომხმარებლები, რომლებიც ფარმინგის პერიოდში დაბლოკავდნენ საკუთარ BNB, FDUSD და USDC ტოკენებს, შეძლებდნენ INIT ჯილდოების მიღებას. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 30 მილიონი INIT, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 3%-ს შეადგენს.

ფარმინგის პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდა INIT ტოკენის ლისტინგი Binance-ზე და მიენიჭა Seed თეგი, მისი გადაცვლა შესაძლებელია USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.

შეჯამება

Initia წარმოადგენს მოდულურ, დეველოპერებზე ორიენტირებულ მიდგომას, რომლის დანიშნულებაა მასშტაბირებადი ბლოკჩეინ-აპლიკაციების შექმნა. მასში გაერთიანებულია პირველი დონის ბლოკჩეინი და კონფიგურირებადი როლაფები და დეველოპერებს სთავაზობს ინსტრუმენტების უნივერსალურ ნაკრებს. Initia-ს მიზანია გაამარტივოს Web3 აპლიკაციების შექმნის პროცესი და აღმფხვრას რამდენიმე ბლოკჩეინისგან შემდგარი სისტემების შექმნასთან დაკავშირებული პრობლემები.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.