მთავარი დეტალები
MyShell არის ღია AI ეკოსისტემა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს AI დეველოპერებს, მომხმარებლებს და მკვლევრებს. ის საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შექმნან AI-თ მხარდაჭერილი აპლიკაციები, შეისწავლონ ისინი და გამოიმუშაონ თანხა.
MyShell გთავაზობთ AI აპლიკაციების შექმნის ინსტრუმენტებს, AI სავაჭრო ბირჟას და ხმოვანი ასისტენტის მოწინავე ტექნოლოგიებს, რომლებიც AI სივრცეში ახალი შესაძლებლობების შექმნას უწყობს ხელს.
ტრადიციული AI პლატფორმებისგან განსხვავებით, რომლებიც დიდი კომპანიების მიერ კონტროლდება, MyShell იყენებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიას დეცენტრალიზებული მმართველობისთვის, გამჭვირვალობისა და მონაცემების უსაფრთხოებისათვის.
რა არის MyShell?
MyShell არის პლატფორმა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს შექმნან AI-თ მხარდაჭერილი აპლიკაციები, შეისწავლონ ისინი და გამოიმუშაონ თანხა. ეს არის სივრცე, სადაც დეველოპერებს, კონტენტ-კრეატორებს და მომხმარებლებს შეუძლიათ იმუშაონ AI-სთან ერთად, შექმნან პერსონალიზებული AI აპლიკაციები და მონაწილეობა მიიღონ ციფრულ ეკონომიკაში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით.
ტრადიციული AI პლატფორმებისგან განსხვავებით, რომლებიც დიდი კომპანიების მიერ კონტროლდება, MyShell მუშაობს დეცენტრალიზებული მმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, რაც მას უფრო გამჭვირვალეს და ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის.
MyShell-ის ძირითადი მახასიათებლები
1. AI აგენტების შექმნა
MyShell მომხმარებლებს სხვადასხვა გზას სთავაზობს AI აგენტების შესაქმნელად, მათი უნარების დონის შესაბამისად:
კლასიკური რეჟიმი – ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შექმნას AI აპლიკაციები ყოველგვარი კოდირებისა და პროგრამირების ცოდნის გარეშე.
პროფესიონალური კონფიგურაციის რეჟიმი – გაუმჯობესებული ვარიანტი დეველოპერებისთვის, რომლებსაც სურთ მეტი კონტროლი AI სამუშაო პროცესებზე.
ShellAgent რეჟიმი – მოდულური AI ჩარჩო, რომელიც ეხმარება დეველოპერებს შექმნან AI-ს მიერ მხარდაჭერილი ასისტენტები და მოახდინონ მათი ინტეგრაცია.
2. AIpp Store
AIpp Store არის MyShell-ის სავაჭრო ბირჟა, სადაც ხდება AI აგენტების გამოქვეყნება და გაზიარება. მომხმარებლებს შეუძლიათ დაათვალიერონ, სცადონ სხვადასხვა AI აპლიკაცია და გადაიხადონ პრემიუმ ფუნქციების გამოყენების საფასური. დეველოპერებს ასევე შეუძლიათ გამოიყენონ სავაჭრო ბირჟა AI აგენტების სერვისების თანხის სანაცვლოდ შესათავაზებლად.
AIpp მაღაზია მომხმარებლებს უმარტივებს სხვადასხვა AI აპლიკაციის შესწავლას, მათზე მუშაობას და გადაწყვეტილების მიღებას იმის თაობაზე, თუ რომელი მათგანი გამოიყენონ. ვინაიდან მაღაზიაში ხელმისაწვდომია AI ინსტრუმენტების ფართო არჩევანი, აქ ყველას შეუძლია იპოვოს სასურველი რამ, იქნება ეს AI-თ გენერირებული ხელოვნების ნიმუში, ტექსტზე დაფუძნებული ჩატბოტები თუ ავტომატიზებული კვლევის ინსტრუმენტები.
3. დეცენტრალიზაცია
MyShell იყენებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიას უსაფრთხოების და გამჭვირვალობის გაუმჯობესებისთვის. ბლოკჩეინი თითოეულ ტრანზაქციას ციფრულ ლეჯერში აღრიცხავს, რაც უზრუნველყოფს მონაცემების უსაფრთხოებას და ართულებს მათში ცვლილებების შეტანას. პლატფორმა იყენებს საკუთარ ტოკენს, სახელწოდებით SHELL, გადახდებისთვის.
ბლოკჩეინის საშუალებით, მომხმარებლებს აქვთ მეტი კონტროლი საკუთარ ტრანზაქციებზე, ხოლო დეველოპერები იღებენ სამართლიან ანაზღაურებას თავიანთი AI აგენტებისთვის მესამე მხარის ჩარევის გარეშე. ეს დეცენტრალიზებული სისტემა განასხვავებს MyShell-ს სხვა AI პლატფორმებისგან, რომლებიც მუშაობენ ტრადიციული გადახდის მეთოდებით და ცენტრალიზებული მფლობელობის პრინციპის საფუძველზე.
4. AI ხმოვანი ასისტენტი
MyShell მოიცავს ინსტრუმენტებს მაღალი ხარისხის ხმოვანი ასისტენტის სერვისების უზრუნველსაყოფად:
OpenVoice – ინსტრუმენტი, რომელსაც სწრაფად შეუძლია ხმების კლონირება.
MeloTTS – მრავალ ენაზე შედგენილი ტექსტის მეტყველებად გარდაქმნის სისტემა, რომელიც ქმნის ბუნებრივ, ჟღერად ხმებს სხვადასხვა ენაზე.
ეს ინსტრუმენტები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მარტივად შექმნან ბუნებრივი ხმები სხვადასხვა აპლიკაციისთვის, აუდიო წიგნებიდან დაწყებული ვირტუალური ასისტენტებით დამთავრებული. ხმების გენერირებისა და კლონირების შესაძლებლობა ასევე ეხმარება კონტენტ კრეატორებს, რომლებიც ცდილობენ დაამატონ AI-თ გენერირებული ნარატივები ან დიალოგი თავიანთ პროექტებში, კრეატიულობის გაზრდაში.
5. საზოგადოება და ღია კოდი
MyShell მხარს უჭერს ღია კოდის პროექტებს და თანამშრომლობას AI დეველოპერებს შორის. პლატფორმა უზრუნველყოფს ინსტრუმენტებს და რესურსებს, რათა მომხმარებლებმა შეძლონ AI მოდელების გაუმჯობესება და მათ განვითარებაში წვლილის შეტანა. დეველოპერებს შეუძლიათ ერთად იმუშაონ უკეთესი AI მოდელების შესაქმნელად, გაუზიარონ ერთმანეთს გაუმჯობესებები და გასცდნენ AI-ს შესაძლებლობების საზღვრებს.
როგორ მუშაობს MyShell
AI აგენტების შექმნა
მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან AI აგენტები MyShell-ის ინსტრუმენტების გამოყენებით. მათ შეუძლიათ აირჩიონ შემუშავების რეჟიმი, დაამატონ AI მოდელები და საკუთარი აგენტები სხვადასხვა დავალების შესასრულებლად მოამზადონ.
გამოქვეყნება და გაზიარება
როდესაც AI აგენტი მზად არის, ის შეიძლება გამოქვეყნდეს AIpp Store-ში, სადაც სხვა მომხმარებლები შეძლებენ მის პოვნას და გამოყენებას. ზოგი AI აგენტი უფასოა, ზოგი კი ფასიანი და მათი საფასურის გადახდა SHELL ტოკენის გამოყენებითაა შესაძლებელი.
ეს გამოქვეყნების პროცესი საშუალებას აძლევს დეველოპერებს წარმოაჩინონ თავიანთი ნამუშევრები და მიიღონ უკუკავშირი მომხმარებლებისგან. რადგან AIpp Store ყველა ტიპის AI აპლიკაციისთვის ღიაა, ის ქმნის მრავალფეროვან ეკოსისტემას, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ხელსაწყოებს და მომსახურებებს.
მომხმარებელთა ურთიერთქმედება
მომხმარებლებს შეუძლიათ დაათვალიერონ AIpp Store, იმუშაონ სხვადასხვა AI აგენტთან და გადაიხადონ პრემიუმ სერვისების საფასური. დეველოპერები გამოიმუშავებენ თანხას, როდესაც მომხმარებლები იყენებენ მათ AI აგენტებს. ეს ერთგვარი სტიმულია დეველოპერებისთვის შექმნან ინოვაციური AI პროდუქტები.
დეველოპერებისთვის ეს საკუთარი AI აპლიკაციების მონეტიზაციის, ხოლო მომხმარებლებისთვის - საჭირო ინსტრუმენტებზე წვდომის და მათი ყოველდღიური დავალებების თუ კრეატიული პროექტების განსახორციელებლად გამოყენების საშუალებაა. AI პროდუქტებით თანხის გამომუშავების შესაძლებლობა MyShell-ს მიმზიდველ პლატფორმას ხდის იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ AI პროდუქტების შექმნა.
SHELL ტოკენის ფუნქცია
SHELL ტოკენი არის MyShell-ის კრიპტოვალუტა. ის გამოიყენება შემდეგი მიზნებით:
AI-ს მიერ გენერირებული სერვისების საფასურის გადახდა.
AI პროდუქტების შემქმნელების დაჯილდოება მათ მიერ შესრულებული სამუშაოსთვის.
პლატფორმაზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობა და ხმის მიცემა (დეცენტრალიზებული მმართველობა).
SHELL ტოკენების მთლიანი მარაგი განაწილებულია დეველოპერებს, მრჩეველებს შორის, ასევე საზოგადოების წახალისების და ზრდის ფონდებს შორის.
სპეციალურად შექმნილი ტოკენი ტრანზაქციების განხორციელებას უფრო ამარტივებს და უზრუნველყოფს, რომ AI დეველოპერებმა მიიღონ სამართლიანი ანაზღაურება მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის.
SHELL Binance-ის HODLer Airdrop პროგრამაში
Binance-მა გააკეთა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ MyShell (SHELL) იქნება მისი HODLer Airdrop-ების პროგრამის მე-10 პროექტი. ამ ინიციატივის ფარგლებში, BNB-ის მფლობელები მიიღებენ ტოკენის airdrop-ებს, რომელთა ოდენობა განისაზღვრება მათი ბალანსების ისტორიული სნეპშოტების საფუძველზე.
მომხმარებლებს, რომელთაც მითითებულ პერიოდებში გამოწერილი ჰქონდათ Binance-ის Simple Earn პროდუქტები, ექნებათ SHELL ჯილდოების მიღების უფლება. გასანაწილებლად გამოყოფილ იქნა 50 000 000 SHELL ტოკენი.
აღნიშნული airdrop-ის შემდეგ, Binance-მა განახორციელა SHELL-ის ლისტინგი Seed თეგით. ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა BTC, USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.
შეჯამება
MyShell არის დეცენტრალიზებული AI პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნან AI-თ მხარდაჭერილი აპლიკაციები, შეისწავლონ ისინი და გამოიმუშაონ თანხა. AI პროდუქტების შექმნის ინსტრუმენტების, AI სავაჭრო ბირჟის და ხმის მოწინავე ტექნოლოგიების ფუნქციების მქონე MyShell გთავაზობთ ახალ შესაძლებლობებს ინოვაციური AI პროდუქტების შესაქმნელად.
MyShell AI პროდუქტების შემქმნელებს უზრუნველყოფს სივრცით, სადაც მათ შეუძლიათ შეიმუშაონ, გააზიარონ საკუთარი ნამუშევრები და გამოიმუშაონ თანხა. MyShell მიზნად ისახავს უფრო ღია, კოლაბორაციული და მიმზიდველი AI ეკოსისტემის შექმნას.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია მომზადებულია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნით. ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.