რა არის Kaito (KAITO)?
მთავარი
სტატიები
რა არის Kaito (KAITO)?

რა არის Kaito (KAITO)?

განახლებული Feb 21, 2025
6m

მთავარი დეტალები

  • Kaito-ს AI-თ მხარდაჭერილი პლატფორმის დანიშნულებაა გაამარტივოს კრიპტოს რთული ეკოსისტემა სხვადასხვა წყაროდან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის ორგანიზების, გაანალიზებისა და მიწოდების მეშვეობით.

  • Kaito-ს ტოკენიზებული ყურადღება მიზნად ისახავს კრიპტო ეკოსისტემაში წვლილის სამართლიან შეფასებას, გავლენის რაოდენობრივ შეფასებას ისეთ მაჩვენებლებზე დაფუძნებით, როგორიცაა ჩართულობა და კონტენტის ხარისხი.

  • Kaito პოპულარიზაციას უწევს დეცენტრალიზებულ InfoFi მოდელს ინფორმაციის გაზიარებისა და ღირებული კონტენტის შექმნისთვის, აკავშირებს კრეატორებს, მომხმარებლებს და ბრენდებს უფრო გამჭვირვალე სისტემაში.

რა არის Kaito?

Kaito არის განაწილების პლატფორმა, რომელიც მხარდაჭერილია ხელოვნური ინტელექტი (AI) და შექმნილია სპეციალურად კრიპტო და Web3 სივრცისთვის. ეს ამარტივებს ინფორმაციის, ყურადღების და კაპიტალის გადაგზავნას. 

თუ კრიპტოვალუტის სამყაროს ინტერნეტში განთავსებულ უზარმაზარ ბიბლიოთეკად წარმოიდგენთ, სადაც უამრავი ინფორმაციაა წარმოდგენილი, მაშინ Kaito შეგიძლიათ წარმოუდგინოთ, როგორც AI-თ მხარდაჭერილი ბიბლიოთეკარი. ის არა მხოლოდ ეძებს მომხმარებლისთვის რელევანტურ ინფორმაციას, არამედ ასევე იაზრებს მის კონტექსტსა და არსს. 

ეს მომხმარებლებს საშუალებას მისცემს სწრაფად მიიღონ წვდომა რელევანტურ და მნიშვნელოვან რჩევებზე და დაზოგონ დრო ძიებაზე. 

ისეთი ფუნქციების გაშვებით, როგორიცაა Kaito Pro და Kaito Connect და ტოკენების ქსელის სხვა აპლიკაციებთან თავსებადობის უზრუნველყოფით, Kaito მიზნად ისახავს იყოს პლატფორმათაშორისი Information Finance (InfoFi) ქსელი, რომელიც დააკავშირებს ბრენდებს, მომხმარებლებს და კრეატორებს დეცენტრალიზებულ გარემოში. 

როგორ მუშაობს Kaito

Information Finance (InfoFi)

Kaito-ს არსის და მისი მუშაობის პრინციპის გასაგებად, მნიშვნელოვანია გაიაზროთ Information Finance-ის (InfoFi) არსი, რომელიც წარმოადგენს მოდელს, რომელიც ინფორმაციას ფინანსურ ინსტრუმენტად აღიქვამს.

InfoFi იკვლევს ინფორმაციის ღირებულებას, მისით ვაჭრობის მექანიზმებს და ინოვაციური ეკონომიკური მოდელების შექმნის პოტენციალს, სადაც ყურადღება გამახვილებულია მონაცემთა დეცენტრალიზაციაზე, გამჭვირვალობასა და მფლობელობაზე. 

ამ ახალ სექტორში Kaito მოქმედებს შემდეგი მიზნით -  InfoFi-ს გამჭვირვალე და დეცენტრალიზებული ეკოსისტემის შექმნა. 

Kaito Pro

Kaito Pro არის სპეციალიზებული, AI-თ მხარდაჭერილი საძიებო სისტემა, რომელიც მორგებულია კრიპტო სექტორზე. ის აგროვებს მონაცემებს ათასობით წყაროდან, მათ შორის სოციალური მედიიდან, მმართველო საბჭოებიდან, კვლევითი ნაშრომებიდან, ახალი ამბების პლატფორმებიდან, პოდკასტებიდან და კონფერენციის ტრანსკრიპტებიდან.

Kaito Pro ამარტივებს წვდომას კრიპტოს სივრცეში აქტუალურ რჩევებზე საკუთრების უფლებით დაცული საძიებო სისტემის ალგორითმების, დიდი ენობრივი მოდელების (LLM) ფუნქციების და რეალურ დროში ანალიტიკის მეშვეობით.

Kaito Pro-ს ძირითადი ფუნქციები:

  • ინდექსირება: ახდენს მონაცემთა აგრეგირებას სხვადასხვა საჯარო წყაროდან.

  • რეალურ დროში ინფორმაციის მიღების, ანალიზისა და მათ საფუძველზე მოქმედების სისტემა: უზრუნველყოფს მუდმივად განახლებულ მონაცემთა ნაკრებებს.

  • ფუნქციები: MetaSearch, Sentiment Analytics, Smart Alerts, Dashboards, Token Mindshare, Narrative Mindshare, Catalyst Calendar, Audio Library და AI Copilot.

Kaito Yaps

Kaito Yaps არის ფუნქცია, რომელიც იყენებს AI-ს სოციალური გრაფების და სემანტიკური სიგნალების ანალიზისთვის, ყურადღების რაოდენობრივად შეფასებას, რაც სცილდება ტრადიციული მაჩვენებლების ფარგლებს, როგორიცაა მოწონებები და შთაბეჭდილებები. 

ეს ტოკენიზებული ყურადღების მოდელი მხარს უჭერს SocialFi ინიციატივებს და ჯილდოების განაწილებას. SocialFi გულისხმობს სოციალური მედიისა და დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) კვეთას, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია სოციალური ინტერაქციების და მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტის მონეტიზაცია და მართვა ბლოკჩეინზე დაფუძნებული სისტემებით.

Yaps აფასებს კონტენტის მოცულობას, ჩართულობას და შეხედულებებს, რათა უფრო ზუსტად გაზომოს გავლენა.

  • Yaps: ტოკენიზებული ყურადღების მექანიზმი.

  • Yapper ლიდერბორდები: საჯარო სარეიტინგო დაფები, რომლებზეც რეიტინგის მიხედვითაა დალაგებული კრეატორის მიერ შეტანილი წვლილი და გავლენა.

  • Yapper Launchpad: ბაზრის მონაცემებზე დაფუძნებული პლატფორმა ყურადღების განაწილებისთვის.

Kaito Connect

Kaito Connect არის AI-თ მხარდაჭერილი InfoFi ქსელი, რომელიც შექმნილია ყურადღების და კაპიტალის უფრო გამჭვირვალედ და ეფექტურად გასანაწილებლად. 

Kaito Connect დაფუძნებულია იმავე ფუნდამენტურ ტექნოლოგიაზე, რაზეც Kaito Pro და ორიენტირებულია ინფორმაციის მოპოვებაზე, ცოდნის გრაფებზე და ანალიზზე. AI გამოიყენება ბაზრის ტენდენციების და მომხმარებლის ქცევის ანალიზისთვის.

Kaito Connect მიზნად ისახავს გაწეული წვლილის შესაბამისი ჯილდოს გაცემის და მნიშვნელობის სწორად განაწილების უზრუნველყოფას. მისი ძირითადი ღირებულებები მოიცავს სამართლიანობას, გამჭვირვალობას და ეფექტურობას. მის ძირითადი საშუალებებია Yaps, Yapper Leaderboards და Yapper Launchpad.

მთავარი მონაწილეები, რომლებთანაც Kaito Connect თანამშრომლობს, არიან კრეატორები, მომხმარებლები, ბრენდები და ქსელები. მისი მიზანია კრეატორებისთვის უფრო სამართლიანი გადახდების უზრუნველყოფა, მომხმარებლების მონაწილეობის წახალისება და ბრენდებისთვის გამჭვირვალე საკომისიოებისა და მონაწილეობის შესაბამისი ჯილდოების შეთავაზება.

ტოკენომიკა

KAITO არის Kaito-ის ეკოსისტემის ადგილობრივი ტოკენი, რომელიც უზრუნველყოფს საბაზრო სტიმულებს, ფუნქციონირებს, როგორც ქსელის ვალუტა და იძლევა მართვაში მონაწილეობის საშუალებას:

  • ბაზრის ძალების მართვა: KAITO-ს მფლობელები ჩართულნი არიან ქსელის მიმართულების განსაზღვრაში. მათ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ AI-თ მხარდაჭერილი InfoFi ეკოსისტემის მიერ ყურადღების განაწილების პროცესში. 

  • ვალუტა: KAITO არის Kaito ეკოსისტემის ადგილობრივი ვალუტა, რომელიც ხელს უწყობს ინტერაქციების და ტრანზაქციების განხორციელებას. 

  • მმართველობა: მომხმარებლებს, რომლებიც ფლობენ KAITO-ს, შეუძლიათ წარმოადგინონ შემოთავაზებები, ხმა მისცენ შემოთავაზებებს და განახორციელონ პროტოკოლის და ალგორითმების ძირეული განახლებები. 

KAITO ტოკენების საწყისი განაწილება:

განაწილება

პროცენტი

ეკოსისტემის და ქსელის ზრდა

32,20%

Binance HODLer-ები

2%

საწყისი საზოგადოება და ეკოსისტემის მოთხოვნა

10%

ერთგული კრეატორების წახალისება

7,50%

ლიკვიდურობის სტიმულები

5%

ფონდი

10%

ძირითადი კონტრიბუტორები

25%

ადრეული მხარდამჭერები

8,30%

საწყისი საზოგადოების და ეკოსისტემის მოთხოვნის განაწილებები მიზნად ისახავს სამართლიანობის უზრუნველყოფას დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის მეშვეობით, ითვალისწინებს რა ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა Yaps-ში მონაწილეობა, Kaito-ს ხედვასთან თანხვედრა, ლოალურობა, ეკოსისტემაში ჩართულობა და მმართველობის პროცესებში მონაწილეობა. 

ერთგული კრეატორების წახალისება ხელს უწყობს კონტენტის შექმნის პროცესს, ხოლო ეკოსისტემის და ქსელის ზრდა უზრუნველყოფს ინიციატივების ფინანსირებას, რაც ამარტივებს დანერგვას. Binance HODLer-ების განაწილებები აძლიერებს პარტნიორობას, ლიკვიდურობის სტიმულები ხელს უწყობს სტეიკინგს და Foundation ფონდები მხარს უჭერს პლატფორმის განვითარებას და მმართველობასთან დაკავშირებულ კვლევებს. 

ძირითადი კონტრიბუტორები და ადრეული მხარდამჭერები ჯილდოვდებიან მათი წარსული ძალისხმევისთვის და Kaito-ს ხედვისადმი ლოიალურობისთვის.

KAITO და Binance HODLer Airdrop

Binance-მა გააკეთა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ KAITO (KAITO) იქნება მისი HODLer Airdrop-ების პროგრამის მეცხრე პროექტი. ამ ინიციატივის ფარგლებში, BNB-ის მფლობელები მიიღებენ ტოკენის airdrop-ებს, რომელთა ოდენობა განისაზღვრება მათი ბალანსების ისტორიული სნეპშოტების საფუძველზე. 

მომხმარებლებს, რომელთაც მითითებულ პერიოდებში გამოწერილი ჰქონდათ Binance-ის Simple Earn პროდუქტები, ექნებათ KAITO ჯილდოების მიღების უფლება. გასანაწილებლად გამოყოფილ იქნა 20 000 000 KAITO ტოკენი, რაც საერთო მარაგის 2%-ს შეადგენს.

აღნიშნული airdrop-ის შემდეგ, Binance-მა განახორციელა KAITO-ს ლისტინგი Seed თეგით. ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა BTC, USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.

შეჯამება

Kaito არის AI-თ მხარდაჭერილი პოტენციური გადაწყვეტა, რომელიც დაგეხმარებათ ინტერნეტში განთავსებული კრიპტოსთან დაკავშირებული კომპლექსური და დანაწევრებული ინფორმაციის გააზრებაში. Kaito Pro (მონაცემთა კონსოლიდაცია), Kaito Yaps (ყურადღების გაზომვა) და Kaito Connect (დეცენტრალიზებული გაზიარება) მისი პლატფორმის ყველა კომპონენტია, ხოლო KAITO ტოკენი ქსელს ტრანზაქციების განხორციელების და დეცენტრალიზებული მმართველობის საშუალებას აძლევს.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია მომზადებულია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნით. ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.