რა არის Solayer (LAYER)?
მთავარი
სტატიები
რა არის Solayer (LAYER)?

რა არის Solayer (LAYER)?

განახლებული Feb 12, 2025
7m

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის. Binance-ის მეშვეობით მოწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ინვესტიციებთან ან ვაჭრობასთან დაკავშირებულ რჩევას ან რეკომენდაციას. Binance არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. რაიმე ფინანსური რისკის გაწევამდე, რჩევისთვის მიმართეთ პროფესიონალს. ამ სტატიაში მოხსენებული პროდუქტები შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში.

მთავარი დეტალები

  • ლიკვიდურობის სტეიკინგისა და განმეორებითი სტეიკინგის გამოყენებით, Solayer აუმჯობესებს Solana-ს მასშტაბირებადობასა და ეფექტურობას, რაც სტეიკინგში გამოყენებული აქტივებით სარგებლობის და ქსელის უსაფრთხოების საშუალებას იძლევა.

  • პროცესების გასამარტივებლად Solayer-ის ინფრასტრუქტურა იყენებს განმეორებითი სტეიკინგის პულ-მენეჯერს, დელეგირების მენეჯერს, ჯილდოს აღრიცხვის ერთეულს და Oracle-ებს.

  • მისი ტოკენებია LAYER, sSOL და AVS, რომლებიც გამოიყენება მართვისთვის, ლიკვიდურობის უზრუნველყოფისთვის და სტეიკინგის ჯილდოების გაცემისთვის, ხოლო Binance-ის HODLer Airdrop ხელს უწყობს მისი პოპულარობის გაზრდას DeFi-ს ეკოსისტემაში.

შესავალი

წარსულში სასწრაფო შეტყობინებები ცხენოსან შიკრიკებს დაჰქონდათ, შემდეგ ტელეგრაფით გზავნიდნენ, რასაც სიჩქარესა და სამუშაო მოცულობასთან დაკავშირებული პრობლემები ახლდა თან. გამოდის, რომ კაცობრიობას მუდამ გარკვეული ტექნოლოგიური შეზღუდვები ჰქონდა და აქვს. დღესდღეობით, ციფრულ ეპოქაში, ბლოკჩეინის ტექნოლოგია სისწრაფისა და ეფექტურობის თვალსაზრისით მსგავსი გამოწვევების წინაშე დგას. 

თუმცა მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ზემოხსენებული ადრეული სისტემების გაუმჯობესების მსგავსად, Solayer (LAYER) მიზნად ისახავს საფუძველი ჩაუყაროს ბლოკჩეინის ახალ ეპოქას და შეამციროს ან სრულად აღმოფხვრას აღნიშნული დაბრკოლებები.

რა არის Solayer (LAYER)?

Solayer არის მე-2 დონის ბლოკჩეინი, რომელიც დაფუძნებულია Solana-ს ბაზაზე. მისი ძირითადი მიზანია Solana-ს ქსელის მასშტაბირებადობისა და ლიკვიდურობის გაუმჯობესება. თქვენი ტოკენების საფულეში უმოქმედოდ ქონის ან მხოლოდ სტეიკინგისთვის გამოყენების ნაცვლად, Solayer გთავაზობთ ახალ გზებს მათ დეცენტრალიზებულ აპლიკაციებში (DApp-ები) და ლიკვიდურობით წარმოდგენილ ტოკენებში (LRT-ები) გამოსაყენებლად.

წარმოიდგინეთ თქვენი SOL ტოკენი, როგორც მცირე ზომის, ციფრული უძრავი ქონება Solana-ს ეკოსისტემაში. თქვენ მას ოთახის მსგავსად აქირავებთ, რითიც ამცირებთ გადატვირთულობას და მეტ სივრცეს ქმნით DApp-ებისთვის, რათა მათ შეუფერხებლად იმუშაონ. 

ამგვარად, თქვენ აუმჯობესებთ ქსელის სიმძლავრეს და გამტარუნარიანობას. ამ პროცესში თქვენი ტოკენი აქტიური რჩება და აგრძელებს ჯილდოების გამომუშავებას.

როგორ მუშაობს Solayer

მარტივად რომ ვთქვათ, Solayer შეიძლება ჩაითვალოს განმეორებითი სტეიკინგის პროტოკოლად, რომელიც ზრდის SOL ტოკენების გამოყენებადობას. რამდენიმე ძირითადი კომპონენტის ერთობლივად მუშაობის წყალობით, Solayer-ს ეძლევა ბლოკჩეინის ქსელების მასშტაბირებადობის და ეფექტურობის გაუმჯობესების შესაძლებლობა:

მე-2 დონის ბლოკჩეინი და განმეორებითი სტეიკინგი

გარკვეულწილად, Solayer წარმოადგენს Solana-ს მე-2 დონის (L2) სისტემას. არსებითად L2 მთავარი ბლოკჩეინის დამხმარე სისტემაა. ის ასრულებს სამუშაოს ნაწილს, რისი წყალობითაც მთავარი ბლოკჩეინი ნაკლებად იტვირთება და, შესაბამისად, იზრდება მისი სიჩქარე და ეფექტურობა. 

Solayer-ის შემთხვევაში, ეს L2 უფრო ეფექტურად მართავს სტეიკინგის პროცესს. ამით თქვენ გყავთ ერთგვარი სპეციალური გუნდი, რომელიც მართავს SOL ტოკენების სტეიკინგის სხვადასხვა აქტივობებზე გადანაწილების ლოგისტიკურ მხარეს. 

განმეორებითი სტეიკინგის პულ-მენეჯერი

განმეორებითი სტეიკინგის პულ-მენეჯერი შეგვიძლია მთელი ოპერაციის „ტვინად“ წარმოვიდგინოთ. ფაქტიურად ეს არის სმარტ კონტრაქტი, რომელიც პასუხისმგებელია პულში განთავსებული SOL ტოკენების მართვაზე. ის მართავს შემდეგ პროცესებს:

  • SOL ტოკენების მიღება სტეიკერებისგან.

  • sSOL ტოკენების შექმნა და განაწილება.

  • პულში განთავსებული SOL ტოკენების განაწილება სტეიკინგის სხვადასხვა აქტივობებს შორის, მათ შორის Solana-ს მთავარ ქსელზე და სხვა DApp-ებსა და სერვისებზე. 

  • ჯილდოების შეგროვება და განაწილება. 

ლიკვიდურობის სტეიკინგის ტოკენები

ჩვენ ზემოთ ვახსენეთ sSOL-ები, თუმცა კონკრეტულად რა იგულისხმება ამ ტერმინში? sSOL-ები არის ლიკვიდურობის სტეიკინგის ტოკენები (LSTs) და ფაქტიურად წარმოადგენს სტეიკინგში გამოყენებული SOL-ის ტოკენიზებულ ვერსიას. ისინი ლიკვიდურობის სტეიკინგის მექანიზმის ძირითადი კომპონენტია, რომელიც გთავაზობთ ცალკე ტოკენს, რომლის გამოყენებაც Solana-ს ეკოსისტემაში შეგიძლიათ.

ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ გიწევთ დაელოდოთ თქვენი SOL-ის სტეიკინგის პერიოდის დასრულებას იმისათვის, რომ ის სხვაგან გამოიყენოთ. ეს კი აუმჯობესებს მოქნილობას და თქვენ კვლავ აგრძელებთ სტეიკინგის ჯილდოების მიღებას. 

დელეგირების მენეჯერი

დელეგირების მენეჯერი Solayer-ის სტეიკინგის მექანიზმის მნიშვნელოვანი კომპონენტია. განმეორებითი სტეიკინგის პულ-მენეჯერი პასუხისმგებელია გაერთიანებული SOL-ის სტეიკინგის აქტივობებზე განაწილებაზე, ხოლო დელეგირების მენეჯერი განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ SOL-ის დელეგირება. ის ურთიერთქმედებს ვალიდატორებთან და გადასცემს მათ სტეიკინგში გამოყენებულ SOL-ს, რაც უზრუნველყოფს სტეიკინგის პროცესის ეფექტურად და უსაფრთხოდ განხორციელებას.  

ჯილდოების აღრიცხვის ერთეული

ჯილდოების აღრიცხვის ერთეული აკონტროლებს და აღრიცხავს SOL-ის პულის მიერ გამომუშავებულ ჯილდოებს. ის ასევე მართავს sSOL-ის მფლობელებისთვის ჯილდოების განაწილების სიზუსტეს, რაც უზრუნველყოფს ამ პროცესის ობიექტურად განხორციელებას და იმას, რომ sSOL-ის მფლობელებმა ჯილდოები მიიღონ მათი კუთვნილი sSOL-ების პროპორციულად.

ის განმეორებითი სტეიკინგის პულ-მენეჯერისგან იმით განსხვავდება, რომ არ ახორციელებს სტეიკინგს და პირდაპირ არ იღებს ჯილდოებს. ის ერთგვარი ბუღალტრის ფუნქციას ასრულებს, რომელიც ითვლის sSOL-ის თითოეული მფლობელის მიერ გამომუშავებული ჯილდოების რაოდენობას. 

Oracle-ის ფასების მონაცემები

Solayer ეყრდნობა oracle ფასების მონაცემებს, რათა შეინარჩუნოს sSOL-სა და SOL-ს შორის კავშირი. მიზანი ისაა, რომ ერთი sSOL ყოველთვის იყოს დაახლოებით ერთი SOL-ის ტოლი, პლუს გამომუშავებული ჯილდოები. Oracle-ები არის სერვისები, რომლებიც ბლოკჩეინებს აწვდის რეალური სამყაროს მონაცემებს. ამ შემთხვევაში, ისინი გვაწვდიან SOL-ის განახლებულ ფასებს, რათა უზრუნველყონ ზუსტი გაცვლითი კურსის გამოყენება. 

დეტალური პროცესი

თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ Solayer-ის მუშაობის თეორია გარკვეულწილად აბსტრაქტულია, მოდით განვიხილოთ მაგალითი. 

ვთქვათ ახორციელებთ თქვენი SOL-ის სტეიკინგს. განმეორებითი სტეიკინგის პულ-მენეჯერი იღებს თქვენს SOL-ს და სანაცვლოდ გაძლევთ sSOL-ს. ამის შემდეგ განმეორებითი სტეიკინგის მენეჯერი სტრატეგიულად ანაწილებს თქვენს SOL-ს სტეიკინგის სხვადასხვა აქტივობებზე, რაც საშუალებას გაძლევთ გამოიმუშაოთ ჯილდოები. დელეგირების მენეჯერი განსაზღვრავს ზუსტ აქტივობას, სადაც მოხდება SOL-ის განთავსება. 

ჯილდოების აღრიცხვის ერთეული აკვირდება და აღრიცხავს გამომუშავებულ ჯილდოებს, ხოლო განმეორებითი სტეიკინგის პულ-მენეჯერი ანაწილებს ჯილდოებს ამ გამოთვლების საფუძველზე. ამ პროცესის განმავლობაში, Oracle-ის ფასების მონაცემები უზრუნველყოფს, რომ sSOL ბაზარი სტაბილური იყოს და ასახავდეს თქვენ მიერ სტეიკინგში გამოყენებული SOL-ის ფასს. 

Solayer-ის ტოკენომიკა 

Solayer მუშაობს მულტი-ტოკენის მოდელზე, სადაც თითოეული ტოკენი ეკოსისტემაში განსხვავებულ და მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამ ტოკენების უმეტესობაზე, თუმცა მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ ისინი:

  • SOL: ეს არის Solana ბლოკჩეინის ადგილობრივი ტოკენი, რომელიც გამოიყენება სტეიკინგისა და მმართველობისთვის და წარმოადგენს Solayer-ის საბაზისო ვალუტას.

  • LAYER: Solayer-ის ძირითადი utility ტოკენი, რომელიც გამოიყენება სტეიკინგისთვის, მართვაში მონაწილეობისთვის და ქსელის მონაწილეების წასახალისებლად.

  • sSOL: ლიკვიდურობის სტეიკინგის ტოკენი, რომელიც წარმოადგენს სტეიკინგში გამოყენებულ SOL-ს, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ სტეიკინგში და ამავდროულად შეინარჩუნონ ლიკვიდურობა.

  • AVS ტოკენები: სპეციალიზებული ტოკენები, რომლებიც შექმნილია DApp-ების მიერ და გაშვებულია Solayer-ზე, უზრუნველყოფს წვდომას SOL-ით მოგების მიღების და MEV (მაქსიმალური ამოღებადი ღირებულება) შესაძლებლობებზე.

  • sUSD: ეს არის სტეიბლკოინი, რომელიც მიბმულია აშშ დოლარზე და ეკოსისტემაში გამოიყენება ტრანზაქციებისთვის, სტეიკინგისთვის და ლიკვიდურობის უზრუნველყოფისთვის.

LAYER და Binance-ის HODLer Airdrop-ზე

Binance-მა გააკეთა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ Solayer (LAYER) იქნება მისი HODLer Airdrop-ების პროგრამის მერვე პროექტი. ამ პროგრამის ფარგლებში, BNB-ის მფლობელები იღებენ ტოკენის Airdrop-ებს, რომელთა ოდენობა განისაზღვრება მათი ბალანსების ისტორიული სნეპშოტების საფუძველზე. მომხმარებლებს, რომელთაც მითითებულ პერიოდებში გამოწერილი ჰქონდათ Binance-ის Simple Earn პროდუქტები, ექნებათ LAYER ჯილდოების მიღების უფლება. გასანაწილებლად გამოყოფილ იქნა 30 000 000 LAYER ტოკენი, რაც საერთო მარაგის 3%-ს შეადგენს.

აღნიშნული airdrop-ის შემდეგ, Binance-მა განახორციელა LAYER-ს ლისტინგი Seed თეგით. ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა BTC, USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე. 

ტოკენის დიზაინი და მისი როლი Solana-ს ეკოსისტემისთვის გრძელვადიანი მხარდაჭერის გაწევის პროცესში უკვე აძლიერებს მის პოზიციას DeFi სივრცეში. თუმცა, Binance-ზე ლისტინგი ზრდის LAYER-ის ხილვადობას და უფრო მეტ ადამიანს აძლევს მათზე წვდომის შესაძლებლობას, რაც გაამყარებს მის პოზიციებს ბლოკჩეინ-სისტემაში. 

შეჯამება

ლიკვიდურობის სტეიკინგისა და განმეორებითი სტეიკინგის გამოყენებით, Solayer-მა ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით და შემოგვთავაზა ეფექტურობისა და მასშტაბირებადობის გაუმჯობესების ახალი გზები. სტეიკინგზე განთავსებული აქტივების უფრო ეფექტურად გამოყენებით, ის მიზნად ისახავს ქსელის წარმადობის გაუმჯობესებას. მულტი-ტოკენის მოდელითა და დატვირთვის შემცირებაზე ფოკუსირებით, Solayer გვთავაზობს უფრო მოქნილ მიდგომას ბლოკჩეინის ინფრასტრუქტურის მიმართ.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.