მთავარი დეტალები
Chainbase წარმოადგენს დეცენტრალიზებულ ქსელს, რომელიც იღებს მონაცემებს სხვადასხვა ბლოკჩეინებიდან და გარდაქმნის სტრუქტურირებულ მონაცემთა ნაკრებებად, რაც ამარტივებს მათთან მუშაობას.
ის ორმაგი ჯაჭვისგან შედგება: Cosmos-ის ფუნქციაა ქსელის კოორდინაცია და მართვა, ხოლო EigenLayer უზრუნველყოფს ქსელისთვის Ethereum-ის უსაფრთხოების ფუნქციების და გამომთვლელი სიმძლავრის მიწოდებას განმეორებითი სტეიკინგის მეშვეობით.
ქსელი შედგება ოთხი ძირითადი დონისგან: მონაცემთა ხელმისაწვდომობის კოპროცესორის, აღსრულების და კონსენსუსის დონეებისგან.
ბლოკჩეინის დაუმუშავებელი მონაცემების პრაქტიკულად გამოსაყენებელ ფორმატებში კონვერტირებისთვის, დეველოპერებს შეუძლიათ დაწერონ და გამოაქვეყნონ მანუსკრიპტები და მიიღონ ჯილდოები, თუ მათ ნაშრომს სხვა მომხმარებლები გამოიყენებენ.
შესავალი
ბლოკჩეინის ქსელებზე უამრავი მნიშვნელოვანი ინფორმაციაა შენახული, როგორიცაა ტოკენების ტრანზაქციების, სმარტ კონტრაქტების ურთიერთქმედებების, NFT-ების დამზადების DAO-ს მმართველობის პროცესში მონაწილეობის მონაცემები. მიუხედავად იმისა, რომ ეს მონაცემები მუდმივად ინახება, ხშირად ისინი სხვადასხვა ბლოკჩეინებზეა განაწილებული და სხვადასხვა ფორმატში შენახული. თუ გჭირდებათ მონაცემების მიღება რამდენიმე ქსელიდან, თქვენ უნდა გაუშვათ საკუთარი ნოდები, დაწეროთ ინდექსაციის კოდები ან გამოიყენოთ გარე სერვისები, რომლებიც შესაძლოა არ იყოს სანდო.
Chainbase გვთავაზობს ჰიპერმონაცემების ქსელს, რომელიც თავს უყრის სხვადასხვა ბლოკჩეინებზე გაფანტულ მონაცემებს, ახდენს მათ ორგანიზებას და გარდაქმნის მარტივად გამოსაყენებელ ფორმატად. ეს დეველოპერებს საშუალებას აძლევს შექმნან მონაცემებზე დაფუძნებული აპლიკაციები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები, DeFi ანალიტიკის ინსტრუმენტების პანელები და კროს-ჩეინ საფულეები უფრო ეფექტურად და ნაკლები ტექნიკური ბარიერებით.
რა არის Chainbase?
Chainbase წარმოადგენს დეცენტრალიზებულ ქსელს, რომელიც იღებს მონაცემებს სხვადასხვა ბლოკჩეინებიდან და გარდაქმნის სუფთა, სტრუქტურირებულ მონაცემთა ნაკრებებად, რაც ამარტივებს მათთან მუშაობას. სხვადასხვა ბლოკჩეინზე გაფანტულ ან დაუმუშავებელ მონაცემებთან მუშაობის ნაცვლად, დეველოპერებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს პლატფორმა და რეალურ დროში მოითხოვონ, გააანალიზონ და გამოიყენონ სხვადასხვა ბლოკჩინზე შენახული მონაცემები.
ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ხელოვნური ინტელექტის (AI) აგენტებთან და კროს-ჩეინ აპლიკაციებთან მუშაობისას, რადგან გადაწყვეტილებების მიღებისთვის და ეფექტურად მუშაობისთვის მათ ესაჭიროება ზუსტი, მაღალი ხარისხის მონაცემები.
როგორ მუშაობს Chainbase?
Chainbase ორმაგი ჯაჭვის არქიტექტურის მქონე სისტემაა, რომელიც შედგება Cosmos და EigenLayer ქსელებისგან. პლატფორმა ეფუძნება ოთხდონიან სისტემას, რომელთაგან თითოეული დონე მონაცემების კონკრეტული ნაწილის დამუშავებაზეა პასუხისმგებელი.
მონაცემთა ხელმისაწვდომობის დონე
Chainbase ახორციელებს როგორც ბლოკჩეინზე, ასევე ბლოკჩეინის გარეთ შენახული მონაცემების შეგროვებას და ორგანიზებას. ბლოკჩეინის მონაცემები მოიცავს ტრანზაქციების ისტორიებს და სმარტ კონტრაქტების ურთიერთქმედებებს, ხოლო ბლოკჩინის გარეთ შენახული მონაცემები უფრო მრავალფეროვანი ან უფრო კონფიდენციალურია, მაგალითად ხელოვნური ინტელექტის მოდელების ან აპლიკაციების მეტამონაცემები, რომლებიც დეცენტრალიზებულ სისტემებში ინახება.
ამ მონაცემების მიღება ხდება დეცენტრალიზებული პროვაიდერების ქსელისგან, რომელსაც რომელიმე ერთი მხარე არ აკონტროლებს. ამ პლატფორმას ასევე შეუძლია მონაცემების სიზუსტის გადამოწმება სენსიტიური ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე, რისთვისაც იყენებს ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებებს (ZKP).
კოპროცესორის დონე
ეს დონე იმართება მანუსკრიპტების მეშვეობით, რაც Chainbase-ის ეკოსისტემის ძირითად კონცეფციას წარმოადგენს. მანუსკრიპტი წარმოადგენს პროგრამულ კოდს, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მოხდეს ბლოკჩეინის მონაცემების დამუშავება, როგორ უნდა მოხდეს მათი ექსტრაქტირება და როგორ გასუფთავდეს და დაკონვერტირდეს ისინი ისეთ ფორმატში, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება აპლიკაციებში და ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებში.
მაგალითად დეველოპერს შეუძლია დაწეროს მანუსკრიპტი, რომელიც გაფილტრავს სმარტ კონტრაქტში შენახულ ტოკენის ტრანზაქციების მონაცემებს ან გააანალიზებს საფულის აქტივობებს თაღლითობის ფაქტის გამოსავლენად.
მანუსკრიპტის ქსელში გაშვების შემდეგ, ნებისმიერი შეძლებს მის გამოყენებას, მისი ავტორი კი მიიღებს ჯილდოებს ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმე მის მანუსკრიპტს გამოიყენებს. ეს დეველოპერებს საშუალებას აძლევს საკუთარი ცოდნა გარდაქმნან ფასეულ და პრაქტიკულად გამოსაყენებელ პროდუქტად. დეველოპერების რაოდენობის ზრდის პარალელურად, პლატფორმა გადაიქცევა მზარდ ბიბლიოთეკად, რომელშიც განთავსებული იქნება სანდო, გამოსაყენებლად მზა ინსტრუმენტები, რომლებით სარგებლობაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება.
აღსრულების შრე
Chainbase-ის ვირტუალური კომპიუტერი (CVM) წარმოადგენს სპეციალურად მანუსკრიპტების გასაშვებად შექმნილ სისტემას. რამდენიმე სამუშაოს ერთდროულად შესასრულებლად, ის იყენებს მონაცემების და დავალებების პარალელიზაციას, რაც უზრუნველყოფს მონაცემების სწრაფად და ეფექტურად დამუშავების შესაძლებლობას დიდი დატვირთვის პირობებშიც კი.
ამ დონის მუშაობას უზრუნველყოფს EigenLayer, რომელიც ავტონომიური ვერიფიცირებადი სერვისების (AVS) ნოდების ოპერატორებს აძლევს ether-ის ან ლიკვიდურობის სტეიკინგის ტოკენების (LST-ების) განმეორებითი სტეიკინგის და საჭირო გამომთვლელი რესურსების შეთავაზების შესაძლებლობას. მათი დახმარებით ხდება ქსელის დეცენტრალიზაციის და უსაფრთხოების გაუმჯობესება, სანაცვლოდ კი ისინი იღებენ ჯილდოებს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.
კონსენსუსის დონე
Chainbase იყენებს CometBFT-ს, „ბიზანტიელი გენერლების პრობლემის“ მიმართ მედეგ (BFT) კონსენსუსის ალგორითმს, რომელიც გვთავაზობს სწრაფ და საიმედო შესრულებას. ის ასევე იყენებს Delegated Proof of Stake (DPoS) სისტემას, სადაც ვალიდატორები ამოწმებენ მონაცემების დამუშავების პროცესის სათანადოდ მიმდინარეობას, ხოლო დელეგატორებს შეუძლიათ სანდო ვალიდატორების მხარდაჭერა მათი ტოკენების სტეიკინგზე განთავსების მეშვეობით.
ეკოსისტემის მონაწილეები
დეველოპერები
დეველოპერებს შეუძლიათ გამოიყენონ საკუთარი აპლიკაციებისთვის საჭირო მონაცემები და ასევე შექმნან მანუსკრიპტები. Chainbase-ის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების ინსტრუმენტების (SDK) მეშვეობით, დეველოპერებს შეუძლიათ:
შექმნან მანუსკრიპტები, რომელთა მეშვეობით მოახდენენ მონაცემების ექსტრაქციას და მათ გარდაქმნას სხვადასხვა დანიშნულებით, მაგალითად ხელოვნური ინტელექტის მოდელებში, DeFi-ს ინსტრუმენტების პანელებში ან თაღლითობის დეტექციის ინსტრუმენტებში გამოსაყენებელ მონაცემთა ნაკრებებად.
მიიღონ წვდომა ვერიფიცირებულ, სხვადასხვა ბლოკჩეინებზე არსებულ მონაცემთა ნაკრებებზე უფრო ჭკვიანი და სწრაფი DApp-ების შესაქმნელად.
გამოიმუშაონ ჯილდოები რომელთა ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხშირად იყენებენ მათ მანუსკრიპტებს და რამდენად ფასეულია ისინი ეკოსისტემისთვის.
ოპერატორები
ოპერატორები ქსელს სთავაზობენ გამომთვლელ სიმძლავრეს, რაც საჭიროა Chainbase-ის ქსელის აღსრულების დონის ფუნქციონირებისთვის. ისინი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ მანუსკრიპტების დამუშავების და მონაცემების ეფექტურად მიმოცვლის პროცესში.
ისინი იყენებენ CVM-ს მონაცემთა მართვის დავალებების აღსრულებისთვის და დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავებისთვის.
EigenLayer-ზე ETH-ის ან LST-ების განმეორებითი სტეიკინგის მეშვეობით, ისინი იღებენ შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ Chainbase-ის დეცენტრალიზებული აღსრულების სისტემის მუშაობაში.
მონაწილეობისთვის ისინი იღებენ ჯილდოებს, რომელთა ოდენობა დამოკიდებულია მათი ინფრასტრუქტურის ეფექტურობასა და საიმედოობაზე.
ვალიდატორები
ვალიდატორები არიან ქსელის საიმედოობასა და უსაფრთხოებაზე. ისინი ადასტურებენ ტრანსფორმირებული მონაცემების და ტრანზაქციების ვალიდურობას და შესაბამისობას.
ისინი მონაწილეობას იღებენ ქსელის კონსენსუსის მექანიზმის მუშაობის პროცესში CometBFT-ის და DPoS სისტემის გამოყენებით.
ისინი ახდენენ მანუსკრიპტის მუშაობის შედეგების ვალიდაციას, ქსელის მდგომარეობის განახლებას და ხელს უწყობენ პროცესის სწრაფად და უხარვეზოდ დასრულებას.
სისტემის მუშაობის სიზუსტის, საიმედოობის და დაცულობის უზრუნველყოფის სანაცვლოდ, ისინი იღებენ ჯილდოებს.
დელეგატორები
დელეგატორები უზრუნველყოფენ ქსელის უსაფრთხოებას საკუთარი ტოკენების სანდო ვალიდატორებთან და ოპერატორებთან სტეიკინგის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავად არ მონაწილეობენ ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებაში, მათი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სისტემის გამართულად მუშაობისთვის და მისი დეცენტრალიზაციის შენარჩუნებისთვის.
ისინი ირჩევენ, თუ ვისი მხარდაჭერა სურთ, რისთვისაც გადასცემენ საკუთარ ტოკენებს სანდო ვალიდატორებს და ოპერატორებს, სანაცვლოდ კი იღებენ წილს გენერირებული ჯილდოებიდან.
დელეგატორები ასევე მონაწილეობას იღებენ მმართველობაში, ხმას აძლევენ პროტოკოლის განახლებებს, ფინანსების განაწილების შემოთავაზებებს და სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომლებზეც დამოკიდებულია Chainbase-ის მომავალი.
C ტოკენი
C ტოკენი წარმოადგენს Chainbase-ის ეკოსისტემის ადგილობრივ utility ტოკენს. ეს ტოკენი სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, რომელთა შორისაა:
მონაცემთა ნაკრებებზე წვდომა: C გამოიყენება მონაცემთა ნაკრებებზე წვდომისთვის და მანუსკრიპტების გაშვებისთვის Chainbase-ის ქსელში.
სტეიკინგი და ქსელის უსაფრთხოება: ვალიდატორებს და ოპერატორებს მოეთხოვებათ C ტოკენების სტეიკინგზე განთავსებამ, რაც ხელს უწყობს ქსელის და მონაცემთა დამუშავების პროცესის გამართულად ფუნქციონირებას. დელეგატორებს ასევე შეუძლიათ საკუთარი C ტოკენების სტეიკინგზე განთავსება სანდო მონაწილეების მხარდასაჭერად, რაც ხელს უწყობს სისტემის უსაფრთხოების გაუმჯობესებას, რის სანაცვლოდაც ისინი იღებენ ჯილდოებს.
მმართველობა: C ტოკენის მფლობელებს შეუძლიათ ხმა მისცენ პროტოკოლთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, მათ შორის განახლებებს, წახალისებების სტრუქტურას და ეკოსისტემის პარამეტრებს, რითაც ხელს უწყობენ Chainbase-ის განვითარებას.
Chainbase-ზე წვდომის და მისი გამოყენების გასამარტივებლად, C ტოკენი გაშვებულია როგორც Base-ზე, ასევე BNB Smart Chain-ზე (BSC). რამდენიმე ბლოკჩეინის მხარდაჭერის მეშვეობით, Chainbase მიზნად ისახავს გაზარდოს ქსელის მასშტაბები და მომხმარებლებს და დეველოპერებს შესთავაზოს მეტი მოქნილობა ეკოსისტემასთან ურთიერთქმედების ვარიანტების არჩევისას.
Chainbase (C) და Binance-ის HODLer Airdrop-ები
2025 წლის 18 ივლისს, Binance-მა განაცხადა, რომ C იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის 28-ე პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 6-დან 9 ივლისამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს C-ის airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 20 მილიონი C, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 2%-ს შეადგენს.
ამის შემდეგ განხორციელდა C-ის ლისტინგი Binance-ზე Seed ტეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.
შეჯამება
ბლოკჩეინებიდან სასარგებლო ინფორმაციის მიღება რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გიწევთ რამდენიმე ქსელზე და სხვადასხვა ფორმატში შენახული მონაცემების მოძიება. Chainbase-ის დანიშნულებაა ამ პროცესის გამარტივება, რისთვისაც სხვადასხვა ბლოკჩეინებზე გაფანტული მონაცემებს გარდაქმნის სუფთა, სტრუქტურირებულ და გამოსაყენებლად მზა მონაცემთა ნაკრებებად.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.