რა არის Space and Time (SXT)?

რა არის Space and Time (SXT)?

განახლებული May 9, 2025
5m

მთავარი დეტალები

  • Space and Time (SXT) წარმოადგენს დეცენტრალიზებულ პროტოკოლს, რომელიც გვთავაზობს ვერიფიცირებადი მონაცემების დამუშავებას ნულოვანი ინფორმაციის (ZK) კრიპტოგრაფიის გამოყენებით.

  • ის სმარტ კონტრაქტებს და ხელოვნური ინტელექტის აგენტებს სთავაზობს დაცულ, , SQL-ზე დაფუძნებულ მონაცემებზე წვდომას ცენტრალიზებული სერვისების საჭიროების გარეშე.

  • მისი მთავარი ინოვაცია, Proof of SQL, იძლევა ბლოკჩეინის გარედან მიღებული მოთხოვნის შედეგების ბლოკჩეინზე დადასტურების შესაძლებლობას, რისთვისაც იყენებს ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებებს.

  • SXT წარმოადგენს governance და utility ტოკენს, რომელიც უზრუნველყოფს ეკოსისტემის ფუნქციონირებას და ასევე გამოიყენება ნოდის ოპერატორებისთვის ჯილდოების გასაცემად.

sxt cta ბანერი

შესავალი

ზუსტ და დაცულ მონაცემებზე წვდომა აუცილებელია დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის (DApp-ებისთვის), სმარტ კონტრაქტებისთვის და ხელოვნური ინტელექტის აგენტებისთვის, რომლებიც ოპერირებენ ნდობის საჭიროების არმქონე სივრცეში. მონაცემთა ტრადიციული სისტემები ხშირად დამოკიდებულია ცენტრალიზებულ წყაროებზე, რომელთათვისაც დამახასიათებელია გამჭვირვალობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები. ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად იქმნება ახალი, დეცენტრალიზებული მონაცემთა ინფრასტრუქტურა, რომლის დანიშნულებაა Web2-ზე დაფუძნებული სისტემების და ბლოკჩეინის ქსელების ერთმანეთთან დაკავშირება.

რა არის Space and Time?

Space and Time წარმოადგენს მონაცემთა დეცენტრალიზებულ პლატფორმას, რომელიც იძლევა შემოწმებადი მონაცემების ბლოკჩეინის გარეთ დამუშავების შესაძლებლობას შემდგომ მათი ბლოკჩეინზე გამოყენების მიზნით. ის დეველოპერებს აძლევს SQL მოთხოვნების გარე მონაცემთა სისტემებზე აღსრულების და შედეგების ბლოკჩეინზე ვალიდაციის საშუალებას, რისთვისაც ის იყენებს Proof of SQL-ს, ნულოვანი ინფორმაციის პროტოკოლს, რომელიც უზრუნველყოფს კრიპტოგრაფიულ უსაფრთხოებას.

ეს პლატფორმა DeFi-ს, ხელოვნური ინტელექტის სისტემებს და ორგანიზაციებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერას - ის DApp-ებს და ხელოვნური ინტელექტის აგენტებს აძლევს დიდი მოცულობით მონაცემებზე წვდომის და მათი დამუშავების შესაძლებლობას. Space and Time შეიქმნა Microsoft-ის მხარდაჭერით და გვთავაზობს სხვადასხვა ბლოკებთან თავსებადობას, ამჟამად მას აქვს ისეთი ქსელების მხარდაჭერა, როგორიცაა Ethereum და Base.

მისი ძირითადი მახასიათებლებია:

  • Proof of SQL: ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულების სისტემა SQL მონაცემების ბლოკჩეინის გარეთ დამუშავებისთვის.

  • მონაცემთა დეცენტრალიზებული საცავი: სტრუქტურირებული მონაცემების მიღებისა და შენახვისთვის.

  • სხვადასხვა ბლოკჩეინთან თავსებადობა: აქვს Ethereum-ის, Base-ის და სხვა ქსელების მხარდაჭერა.

  • ნოდების ინფრასტრუქტურა: დეცენტრალიზებული მოთხოვნების დამუშავებისა და ვალიდაციისთვის.

როგორ მუშაობს Space and Time

Proof of SQL

Proof of SQL წარმოადგენს კრიპტოგრაფიის სისტემას, რომელსაც ეფუძნება Space and Time-ის ვერიფიცირებადი გამოთვლების ფენა. ის ახდენს ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებების გენერირებას, რომლებითაც ხდება იმის დადასტურება, რომ SQL მოთხოვნის აღსრულება მოხდა კონკრეტული მონაცემთა ნაკრების გამოყენებით, შედეგების შეცვლის და გაყალბების გარეშე. ამის შემდეგ ეს მტკიცებულებები იგზავნება ბლოკჩეინზე, სადაც ისინი ააქტიურებენ სმარტ კონტრაქტის ალგორითმს გარედან მიღებული ვერიფიცირებულ მონაცემებზე დაფუძნებით.

ეს დიზაინი დეველოპერებს აძლევს კომპლექსური მონაცემების ბლოკჩეინის გარეთ დამუშავების და ამავდროულად სრული გამჭვირვალობის და ბლოკჩეინზე შემოწმებადობის შენარჩუნების შესაძლებლობას.

მონაცემთა დეცენტრალიზებული საცავი

Space and Time-ს აქვს მონაცემების ბლოკჩეინ-ქსელებიდან, გარე API-ებიდან და ორგანიზაციული წყაროებიდან მიღების მხარდაჭერა. მონაცემთა სტრუქტურირება და ინდექსირება ხდება დეცენტრალიზებულ SQL სისტემაში, რომლებზე წვდომაც შესაძლებელია მონაცემთა მოთხოვნის პოპულარული ინტერფეისების და დეველოპერების ინსტრუმენტების გამოყენებით. იმის გათვალისწინებით, თუ რა დანიშნულებით გამოიყენება ეს მონაცემები, მომხმარებლებს შეუძლიათ განსაზღვრონ წვდომის ნებართვები ან მონაცემები გახადონ საჯაროდ ხელმისაწვდომი.

ბლოკჩეინებს შორის ურთიერთთავსებადობა

ეს პროტოკოლი არ არის კონკრეტული ბლოკჩეინისთვის შექმნილი, ამიტომ მას აქვს სხვადასხვა ბლოკჩეინზე არსებული მონაცემების ვერიფიკაციის შესაძლებლობა, რისთვისაც გამოიყენება Ethereum-ზე და Base-ზე გაშვებული კონტრაქტები:

  • Ethereum-ის სმარტ კონტრაქტი: 0xE6Bfd33F52d82Ccb5b37E16D3dD81f9FFDAbB195

  • Base-ის სმარტ კონტრაქტი: 0xA2c22252cDc8b7cDdEe1B0b2E242818509fCf7b8

ამ ურთიერთთავსებადობის წყალობით, ნებისმიერ DApp-ს შეუძლია მოთხოვნის შედეგების ვერიფიკაცია მიუხედავად იმისა, თუ რომელ ბლოკჩეინზე მოხდა ამ მონაცემების დამუშავება.

გამოყენების გზები

  • DeFi პროტოკოლები: ბლოკირებული აქტივების მთლიანი რაოდენობის, ვაჭრობის მოცულობების ან ლიკვიდურობის მონაცემების მოთხოვნა და ვერიფიკაცია.

  • ხელოვნური ინტელექტის აგენტები: გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო კრიპტოგრაფიული მტკიცებულების მონაცემების მოპოვება.

  • ორგანიზაციული ანგარიშგება: შესაბამისობის და ანალიტიკის შემოწმებადი მონაცემების ვერიფიკაცია ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულების მეშვეობით.

SXT ტოკენი

SXT წარმოადგენს Space and Time-ის ეკოსისტემის ადგილობრივ utility და governance ტოკენს. მისი ძირითადი დანიშნულებაა ვალიდატორების წახალისება, ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საზოგადოების მიერ ქსელის მართვის ხელშეწყობა.

ტოკენომიკა

  • მთლიანი მარაგი: 5 000 000 000 SXT

  • საწყისი ცირკულირებადი მარაგი: 1 400 000 000 SXT (მთლიანი მარაგის 28%)

  • Launchpool-ის ჯილდოები: 125 000 000 SXT (მთლიანი მარაგის 2,5%)

  • მარკეტინგისთვის გამოყოფილი ტოკენები:

    • 25 000 000 SXT ლისტინგის შემდგომი კამპანიებისთვის

    • 50 000 000 SXT ლისტინგიდან 6 თვის შემდეგ გაშვებული კამპანიებისთვის

გამოყენების გზები

  • მონაცემებზე წვდომა: SXT გამოიყენება მოთხოვნის დამუშავების და ვერიფიკაციის ხარჯების გადახდისთვის

  • სტეიკინგი: ვალიდატორებს შეუძლიათ SXT-ის სტეიკინგზე განთავსება მოთხოვნის ვალიდაციაში მონაწილეობის მიზნით

  • მმართველობა: SXT-ის მფლობელებს შეუძლიათ ხმა მისცენ ეკოსისტემასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს

  • ჯილდოები: SXT-ს იღებენ ნოდის ოპერატორები და კონტრიბუტორები

SXT Binance Launchpool-ზე

2025 წლის 5 მაისს, Binance-მა განაცხადა, რომ SXT იქნებოდა Binance Launchpool-ზე გაშვებული 69-ე პროექტი. მომხმარებლები, რომლებიც ფარმინგის პერიოდში დაბლოკავდნენ საკუთარ BNB, FDUSD და USDC ტოკენებს, შეძლებდნენ SXT ჯილდოების მიღებას. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 125 მილიონი SXT, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 2.5%-ს შეადგენს.

ფარმინგის პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდა SXT ტოკენის ლისტინგი Binance-ზე და მიენიჭა Seed თეგი, მისი გადაცვლა შესაძლებელია USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.

შეჯამება

Space and Time გვთავაზობს დეცენტრალიზებულ ინფრასტრუქტურას, რომელიც გამოიყენება ვერიფიცირებადი გამოთვლებისა და ნულოვანი ინფორმაციით მონაცემთა დამუშავებისთვის, რისი მიზანიცაა სმარტ კონტრაქტების და ხელოვნური ინტელექტის სისტემების მიერ ნდობის საჭიროების არმქონე სისტემებზე არსებულ მონაცემებზე წვდომასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავება. Microsoft-ის მხარდაჭერის, მრავალ ბლოკჩეინზე ინტეგრაციის და ნოდების ქსელის წყალობით, ეს პროტოკოლი უზრუნველყოფს Web3 სივრცეში მონაცემთა მიმოცვლის პროცესის მასშტაბირებას და გამჭვირვალობას. SXT ტოკენი წარმოადგენს პროტოკოლის მართვის, უსაფრთხოების და გაფართოების ძირითად მექანიზმს.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.