პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის. Binance-ის მეშვეობით მოწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ინვესტიციებთან ან ვაჭრობასთან დაკავშირებულ რჩევას ან რეკომენდაციას. Binance არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. რაიმე ფინანსური რისკის გაწევამდე, რჩევისთვის მიმართეთ პროფესიონალს. ამ სტატიაში მოხსენებული პროდუქტები შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში.
მთავარი დეტალები
Virtuals პროტოკოლი აერთიანებს ბლოკჩეინს და ხელოვნურ ინტელექტს, რათა შექმნას სხვადასხვა პლატფორმაზე მომუშავე ავტონომიური, მულტიმოდალური აგენტები.
მისი მიზანია უზრუნველყოს ხელოვნურ ინტელექტზე წვდომის დემოკრატიზაცია დეველოპერებისთვის, კონტრიბუტორებისა და მომხმარებლებისთვის, განსაკუთრებით თამაშების და გართობის ინდუსტრიებში.
მის ძირითად ფუნქციებს შორისაა კონტრიბუტორების მონაცემთა უცვლელი საცავები (ICV), რაც უზრუნველყოფს შემოსავლის განაწილების და ტოკენიზაციის გამჭვირვალედ და სამართლიანად განხორციელების შესაძლებლობას აგენტების პირველადი შემოთავაზებების (IAO-ების) მეშვეობით, რისი წყალობითაც შესაძლებელია ხელოვნური ინტელექტის აგენტების საზიარო მფლობელობაში გადაცემა.
შესავალი
Virtuals პროტოკოლი არის ბლოკჩეინის პროექტი, რომლის მიზანია ხელოვნური ინტელექტის (AI) აგენტების შექმნის მფლობელობის და გამოყენების პროცესის გარდაქმნა. Virtuals პროექტი ძირითადად ორიენტირებულია თამაშების და გართობის ინდუსტრიებზე, თუმცა ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სექტორებში.
ხელოვნური ინტელექტის აგენტების ტოკენიზაციის და საზიარო მფლობელობის შესაძლებლობის შეთავაზებით, Virtuals პროტოკოლი მიზნად ისახავს განახორციელოს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებზე წვდომის დემოკრატიზაცია, რათა ის მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს დეველოპერებისთვის და მომხმარებლებისთვის.
რა არის Virtuals პროტოკოლი?
Virtuals პროტოკოლის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა პლატფორმაზე მუშაობის უნარის მქონე ინტელექტუალური, ინტერაქტიული ხელოვნური ინტელექტის აგენტების შექმნას. ეს აგენტები არ წარმოადგენს სტატიკურ ინსტრუმენტებს, ისინი ციფრულ სივრცეში ავტონომიური ურთიერთქმედების უნარის მქონე დინამიკური, მულტიმოდალური ერთეულებია.
მოკლედ რომ ვთქვათ, ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის და ხელოვნური ინტელექტის გაერთიანების მეშვეობით, Virtuals პროტოკოლი ცდილობს გადაჭრას ხელოვნური აგენტების შექმნის, მონეტიზაციის და მათთან ურთიერთქმედების შეზღუდვებთან დაკავშირებული პრობლემები. დეცენტრალიზებული მოდელების გამოყენებით, ის უზრუნველყოფს კონტრიბუტორებს შორის ჯილდოების სამართლიანად განაწილებას და იძლევა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ვირტუალური აგენტების საზიაროდ ფლობის შესაძლებლობას.
Virtuals პროტოკოლის ძირითადი მახასიათებლები
1. ხელოვნური ინტელექტის ავტონომიური და მულტიმოდალური აგენტები
Virtuals პროტოკოლის ხელოვნური ინტელექტის აგენტები შექმნილია ავტონომიურად მუშაობისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ დავალებების დაგეგმვა და განხორციელება ადამიანის ჩარევის გარეშე შეუძლიათ. მათი შესაძლებლობები მოიცავს ციფრული სივრცის დამოუკიდებლად შესწავლას და ასევე ბლოკჩეინზე ტრანზაქციების განხორციელებას საკუთარი საფულეების გამოყენებით. ეს ხელოვნური ინტელექტის აგენტები აღჭურვილია მულტიმოდალური შესაძლებლობებით, რაც მათ ანიჭებს ტექსტური, ხმოვანი ან სულაც ანიმაციური საშუალებებით კომუნიკაციის უნარს.
მაგალითად Roblox-ის თამაშში არსებულ ხელოვნური ინტელექტის ვირტუალურ აგენტს შეუძლია:
აიღოს ვირტუალური საგნები.
ავტონომიურად გადაადგილდეს სხვადასხვა გარემოში.
კომუნიკაცია დაამყაროს მომხმარებელთან ხმოვანი ან ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით.
ამ ხელოვნური ინტელექტის აგენტებს აქვთ მეხსიერება, რაც მათ აძლევს დროთა განმავლობაში მომხმარებლებთან უფრო ძლიერი და პერსონალიზებული კავშირების დამყარების შესაძლებლობას.
2. ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის გამარტივება
დეველოპერებისთვის ხელოვნური ინტელექტის აგენტების აპლიკაციებში ინტეგრირება რთული პროცესია და მოითხოვს დიდ რესურსებს. Virtuals პროტოკოლს შეუძლია ამ პროცესის გამარტივება plug-and-play სისტემის მეშვეობით.
ამის ერთ-ერთი მაგალითია ფუნქციონალური აგენტი GAME (გენერაციული ავტონომიური მულტიმოდალური ობიექტები), რომელიც შეიძლება დეველოპერებმა გამოიყენონ Virtuals-ის API-ს და SDK სისტემების მეშვეობით.
ისევე, როგორც Shopify ამარტივებს ელექტრონულ კომერციას, Virtuals პროტოკოლს შეუძლია გაამარტივოს ხელოვნური ინტელექტის სამომხმარებლო აპლიკაციებში ინტეგრაცია. ეს თამაშის დეველოპერებს, ბრენდებს და სტარტაპებს აძლევს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების მარტივად ინტეგრაციის შესაძლებლობას, საფუძვლიანი ტექნიკური ცოდნის საჭიროების გარეშე.
3. კონტრიბუტორების მონაცემთა უცვლელი საცავები (ICV):
კონტრიბუტორების მონაცემებს ინახავს ბლოკჩეინზე.
მუშაობს, როგორც გამჭვირვალე ლეჯერი და უზრუნველყოფს შემოსავლის სამართლიან გადანაწილებას.
მონაწილეებზე გასცემს ჯილდოებს მათი წვლილის შესაბამისად.
კონტრიბუტორების მონაცემთა უცვლელი საცავი (ICV) არის Virtuals პროტოკოლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტის მონაცემების გამჭვირვალედ და სამართლიანად შენახვას და განაწილებას. ეს ფუნქცია განსაკუთრებით სასარგებლოა კოლაბორაციული პროექტებისთვის, სადაც ერთი ხელოვნური აგენტის შექმნის პროცესზე რამდენიმე მხარე მუშაობს.
ბლოკჩეინის გამოყენებით, ICV სისტემა აღრიცხავს თითოეული მხარის მიერ შეტანილ წვლილს, აკონტროლებს დროთა განმავლობაში შეტანილ ცვლილებებს და უზრუნველყოფს სარგებლის ყველა მონაწილეზე სამართლიანად გადანაწილებას. თითოეული ხელოვნური ინტელექტის აგენტი წარმოდგენილია NFT-ის სახით, რომლის ძირითადი მახასიათებლები უსაფრთხოდ ინახება.
შეყვანილი მონაცემები ინახება სერვისის NFT-ების სახით, რაც ამარტივებს შესრულებული სამუშაოების კონტროლს და ჯილდოების გაცემას. ICV ასევე ხელს უწყობს თანამშრომლობას და დეველოპერებს საშუალებას აძლევს შექმნან პროექტები არსებულ აგენტებზე დაფუძნებით, რაც ქმნის ინოვაციების ხელშემწყობ სამართლიან და ღია გარემოს.
4. ტოკენიზაცია და საზიარო ფლობის შესაძლებლობა აგენტების პირველადი შემოთავაზებების (IAO) მეშვეობით
Virtuals პროტოკოლი წარმოგვიდგენს აგენტის პირველადი შემოთავაზების (IAO) კონცეფციას. მონეტის პირველადი შემოთავაზების (ICO) ანალოგიურად, IAO იძლევა ხელოვნური ინტელექტის აგენტების ტოკენიზაციის და აქტივების საზიარო მფლობელობაში გადაცემის შესაძლებლობას. ეს მექანიზმი უზრუნველყოფს პროცესში მეტი მონაწილის ჩართულობას და ტექნიკური ცოდნის არამქონე მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ხელოვნური ინტელექტის ეკონომიკის განვითარებაში.
როგორ მუშაობს IAO:
მომხმარებლებს შეუძლიათ დაბლოკონ VIRTUAL ტოკენები და შექმნან ახალი აგენტის ტოკენი. Virtuals პროტოკოლი ქმნის ახალი ტოკენის bonding curve-ს, რისი მეშვეობითაც ხდება ტოკენის ფასის დადგენა ცირკულირებადი მარაგის საფუძველზე.
როდესაც ახალი ტოკენის საბაზრო კაპიტალიზაცია მიაღწევს 420 000 აშშ დოლარს, პროტოკოლი ქმნის ლიკვიდურობის პულს, რომელიც იბლოკება 10 წლით, რაც ხელს უწყობს ფასის სტაბილურობას.
IAO-ები დაფუძნებულია სამართლიანი გაშვების პრინციპზე, რაც მოიცავს წინასწარი მაინინგის ან ტოკენების შიდა განაწილების აკრძალვას, ფიქსირებულ საერთო მარაგს, რაც შეადგენს 1 მილიარდ ტოკენს თითოეულ აგენტზე და 1%-იან ვაჭრობის საკომისიოს საოპერაციო ხარჯების დასაფარად.
Virtuals-ის პროექტები Binance-ზე
2025 წლის 10 იანვარს, Binance გამოაცხადა aixbt by Virtuals (AIXBT), ChainGPT (CGPT)და Cookie DAO (COOKIE) ტოკენების ლისტინგის შესახებ. ამ სამ ტოკენს მიენიჭა Seed თეგი.
AIXBT არის კრიპტო ბაზრის ინტელექტუალური პროდუქტი, რომელიც თვალყურს ადევნებს დისკუსიებს სოციალურ მედიაში, ბაზარზე პოტენციური შესაძლებლობების იდენტიფიკაციის მიზნით. ChainGPT არის Web3-ის ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურა, ხოლო Cookie DAO არის ინდექსის და მონაცემთა შრე ხელოვნური ინტელექტის აგენტებისთვის.
შეჯამება
Virtuals პროტოკოლი წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის და ბლოკჩეინის ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ საინტერესო ნაბიჯს. ხელოვნური ინტელექტის ავტონომიური, მულტიმოდალური აგენტების შექმნის უნარი, ასევე ისეთი ფუნქციები, როგორიცაა ტოკენიზებული მფლობელობა და კონტრიბუტორის მონაცემების უცვლელი საცავები, მას აქცევს ციფრული ეკონომიკის ინოვაციურ პროექტად.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.