რა არის Binance Alpha?

რა არის Binance Alpha?

განახლებული Jul 31, 2026
8m

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი წარმოდგენილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნით. ამ სტატიაში აღნიშნული პროდუქტები და სერვისები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში.

მთავარი დეტალები

  • Binance Alpha არის Binance Wallet-ის პლატფორმა, სადაც წარმოდგენილია შემუშავების ადრეულ ეტაპზე მყოფი კრიპტო პროექტები.

  • მიუხედავად იმისა, რომ გარანტია არ არსებობს, Binance Alpha-ზე წარმოდგენილი ზოგიერთი ტოკენი მოგვიანებით შეიძლება განხილულ იქნეს Binance Exchange-ზე ლისტინგისთვის.

  • Quick Buy ფუნქცია ამარტივებს ტოკენების შეძენის პროცესს ტოკენის ავტომატურად არჩევით, ფასის ცურვის კორექტირებით და MEV-ისგან დაცვის ინსტრუმენტებით.

  • Alpha Box არის Airdrop მოდელი, სადაც მომხმარებლები Binance Alpha-ს ქულებს იყენებენ მითითებული პროექტებიდან ტოკენების მისაღებად.

  • Alpha-ს Earn Hub გვთავაზობს PancakeSwap V3-ზე ლიკვიდურობის მიწოდებას პირდაპირ თქვენი Binance Wallet-ის ინტერფეისიდან.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

Binance Alpha არის Binance Wallet-ის პლატფორმა, სადაც წარმოდგენილია შემუშავების ადრეულ ეტაპზე მყოფი კრიპტო პროექტები, რომლებსაც აქვს Web3 სივრცეში. მარტივად რომ ვთქვათ, ის მოქმედებს, როგორც პრელისტინგის ეტაპზე მყოფი ტოკენების არჩევის პული, სადაც შეგიძლიათ მოძებნოთ ტოკენები მსხვილ ბირჟებზე მათ გამოჩენამდე.

ამ სტატიაში აღწერილია, თუ რა არის Binance Alpha, როგორ მუშაობს ის და რა ფუნქცია აქვს მის ძირითად ინსტრუმენტებს.

რა არის Binance Alpha?

Binance Alpha არის კურირებული სივრცე, რომელიც წარმოგვიდგენს განვითარების პოტენციალის მქონე, თუმცა ჯერ კიდევ შემუშავების ადრეულ ეტაპზე არსებულ ტოკენებს. არსებითად, ის მოქმედებს, როგორც Binance Wallet-ის პული პრელისტინგის ეტაპზე მყოფი ტოკენების არჩევისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ გარანტია არ არსებობს, Binance Alpha-ზე წარმოდგენილი ზოგიერთი ტოკენი მოგვიანებით შეიძლება განხილულ იქნეს Binance Exchange-ზე ლისტინგისთვის, რაც მომხმარებლებს ადრეულ წვდომას აძლევს ბლოკჩეინის და Web3 პროექტებზე.

ძირითადი ფუნქციები

  • ახალი იდეების აღმოჩენა: იპოვეთ ახალი ტოკენები და ბაზრის ტენდენციები Web3 სივრცეში.

  • Quick Buy: შეიძინეთ მითითებული ტოკენები უფრო სწრაფად Binance Wallet-ის მარტივი პროცესის გამოყენებით.

  • საგულდაგულოდ შერჩეული პროექტები: ტოკენების შერჩევა ხდება ბაზრის სიგნალებისა და საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით.

  • Alpha Earn Hub: უზრუნველყავით ლიკვიდურობა PancakeSwap V3-ზე პირდაპირ Binance Wallet-იდან.

როგორ მუშაობს Binance Alpha

Binance Alpha გთავაზობთ ადრეულ წვდომას ტოკენებზე. ვაჭრობის დასაწყებად საჭიროა Binance Wallet-ის პარამეტრების შეყვანა და Binance აპლიკაციის უახლესი ვერსიის ინსტალაცია. ტრანზაქციის საკომისიოების გადასახდელად ასევე დაგჭირდებათ გარკვეული ოდენობის კრიპტო, მაგალითად BNB, SOL ან ETH.

შერჩეული ტოკენების გაშვებამდე Binance Alpha-ს გვერდზე გამოჩნდება უკუთვლის ტაიმერი. როდესაც ტაიმერზე მითითებული დრო ნულამდე მიაღწევს. ტოკენები გახდება ხელმისაწვდომი და მომხმარებლები მარტივად შეძლებენ მათ შეძენას Quick Buy ფუნქციის საშუალებით. როგორც წესი, Alpha-ზე ტოკენები დაახლოებით 24 საათის განმავლობაშია წარმოდგენილი, რის შემდეგაც ისინი შესაძლოა კვლავ გამოჩნდეს ბაზრების Alpha განყოფილებაში, რათა შეძლოთ მათთვის თვალის დევნება

როგორ გამოვიყენოთ Binance Alpha

გაიარეთ ავტორიზაცია თქვენს Binance-ის ანგარიშზე და გადადით განყოფილებაში [Wallet] (საფულე), რომელიც მოცემულია ეკრანის ზედა ნაწილში.

Binance აპლიკაციის ჩანართი Wallet

თქვენს Binance Wallet-ზე ავტორიზაციის შემდეგ, გადადით განყოფილებაში [Alpha] და დაათვალიერეთ სისტემის მიერ შემოთავაზებული ღონისძიებები ან გახსენით ჩანართი [Alpha] და იხილეთ ტოკენების სია.

Binance აპლიკაციის განყოფილება Alpha

რა არის Quick Buy?

Quick Buy გთავაზობთ ტოკენების სწრაფად და მარტივად შეძენის შესაძლებლობას. ის ინტეგრირებულია Binance Wallet-ში არსებულ სვოპის ფუნქციაში.

Binance აპლიკაციაში Quick Buy-ს არჩევა

ის შეიძლება დაგეხმაროთ:

  • ტოკენისთვის სწორი ქსელის ავტომატურად არჩევაში; მაგალითად, BNB Chain-ზე BNB-ის გამოსაყენებლად.

  • ვაჭრობის თანხის შერჩევაში თქვენი საფულის ბალანსის გათვალისწინებით.

  • ტრანზაქციის გამეორების შემთხვევაში ფასის ცურვის ავტომატურად კორექტირებაში, რამაც შეიძლება გაზარდოს წარმატების შანსი, თუმცა ასევე არსებობს უარესი ფასის მიღების ალბათობა.

  • მაქსიმალური ამოღებადი ღირებულების (MEV) ტიპის თაღლითობისგან დაცვის მექანიზმის გამოყენებაში, რომლის დანიშნულებაა ბლოკჩეინზე ფასით მანიპულირების რისკის შემცირება, განსაკუთრებით მსხვილი ტრანზაქციების დროს.

Binance Alpha Box

Alpha Box, რომელიც 2026 წლის თებერვალში გაეშვა, არის Binance Wallet-ის airdrop მოდელი, სადაც რამდენიმე პროექტის ტოკენი ერთ ღონისძიებაშია გაერთიანებული. მომხმარებლები იყენებენ Binance Alpha-ს ქულებს ყუთის გასახსნელად და იღებენ ეკვივალენტური ღირებულების ტოკენებს ერთ-ერთი მონაწილე პროექტიდან. თითოეული ყუთი შეიცავს მხოლოდ ერთი ტიპის ტოკენს, ხოლო ზოგიერთი ღონისძიება შესაძლოა მოიცავდეს Binance Alpha-ზე წარსულში წარმოდგენილ პროექტებს, რაც მათში მონაწილეობის მეორე შანსს გაძლევთ.

Alpha Box-ის ღონისძიებები ეფუძნება პრინციპს „პირველად მოსული პირველი მიიღებს მომსახურებას“ და გრძელდება მანამ, სანამ პული სრულად არ იქნება გადანაწილებული მონაწილეებზე, ხოლო Alpha ქულების მინიმალური ზღვარი ღონისძიების მიმდინარეობისას შესაძლოა შემცირდეს. მონაწილეობის მისაღებად გახსენით Binance აპლიკაცია ან Binance Wallet და გადადით განყოფილებაში [Alpha Events] -> [Airdrop], შეეხეთ Alpha Box-ის ღონისძიებას და აირჩიეთ [Claim] (მოთხოვნა). დახარჯული ქულები დაბრუნებას არ ექვემდებარება, ამიტომ გირჩევთ დეტალები მოთხოვნამდე გადაამოწმოთ.

Binance Alpha Earn Hub

Binance Alpha Earn Hub-ზე შეგიძლიათ შესთავაზოთ ლიკვიდურობა PancakeSwap V3-ის პულებს პირდაპირ Binance Wallet-ის ინტერფეისიდან. თუ არ იცით, თუ როგორ მუშაობს ლიკვიდურობის პულები, სასურველია ჯერ წაიკითხოთ სტატიები მათ შესახებ.

Alpha Earn Hub-ზე წვდომისთვის გადადით განყოფილებაში [Alpha Events] და შემდეგ გახსენით [Earn].

Binance App Alpha ოფცია

Binance Earn ჩანართი

ჩამოსქროლეთ ქვემოთ, რათა იხილოთ ხელმისაწვდომი ლიკვიდურობის პულები. დამატებითი დეტალების სანახავად ან ლიკვიდურობის დასამატებლად დააჭირეთ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ პულს.

Binance Alpha Earn Hub

Binance Alpha 2.0

Binance Alpha 2.0, რომელიც გაეშვა 2025 წლის მარტში, წარმოადგენს Binance Alpha-ს განახლებულ ვერსიას, რომელიც იძლევა დეცენტრალიზებული ბირჟის (DEX-ის)პირდაპირ Binance Exchange პლატფორმაში ინტეგრირების შესაძლებლობას. მისი წყალობით აღარ არის საჭირო ცალკე Web3 საფულის გამოყენება, რაც ცენტრალიზებული ბირჟის (CEX-ის) მომხმარებლებს უმარტივებს DEX ტოკენებით ვაჭრობას.

განსხვავება Binance Alpha-სა და Binance Alpha 2.0-ს შორის

Binance Alpha-სა და Binance Alpha 2.0-ს შორის ძირითადი განსხვავება პლატფორმაში ინტეგრაციის მეთოდში მდგომარეობს. Binance Alpha მუშაობს Binance Wallet-ის მეშვეობით, ხოლო Binance Alpha 2.0 უშუალოდ Binance Exchange პლატფორმაშია ინტეგრირებული.

Binance Alpha 2.0-ს წყალობით, Binance-ის მომხმარებლებს შეუძლიათ ივაჭრონ Binance Alpha ტოკენებით საკუთარი სპოტ და ფინანსების ანგარიშების გამოყენებით, გარე საფულის საჭიროების გარეშე. გაითვალისწინეთ, რომ ეს ტოკენები ორივე პლატფორმაზე ერთი და იგივეა. განსხვავება მხოლოდ მომხმარებლების მიერ მათზე წვდომის და ვაჭრობის მეთოდებშია.

  • ინტეგრაცია: Binance Alpha მუშაობს Binance Wallet-ის მეშვეობით, ხოლო Binance Alpha 2.0 ინტეგრირებულია Binance Exchange პლატფორმაში და ცალკე საფულე საჭირო არ არის.

  • წვდომა: Binance Alpha საჭიროებს Web3 საფულის ინსტალაციას, ხოლო Binance Alpha 2.0 CEX-ის მომხმარებლებს აძლევს DEX-ის ტოკენებით პირდაპირ ვაჭრობის საშუალებას.

  • სამიზნე აუდიტორია: Binance Alpha განკუთვნილია საფულის მქონე Web3 მომხმარებლისთვის, ხოლო Binance Alpha 2.0-ს გამოყენება შეუძლია უფრო ფართო ჯგუფს, მათ შორის ახალბედებსაც.

რატომ ვერ შესრულდა ჩემი შეკვეთა Binance Alpha 2.0-ზე?

Binance Alpha 2.0-ზე შეკვეთების აღსრულება ხდება on-chain ბაზრების მეშვეობით, სადაც ფასები ჩვეულებრივ უფრო მერყევია, ვიდრე Binance Exchange-ზე. თუ ფასი თქვენი შეკვეთის დამუშავების დასრულებამდე შეიცვალა, დიდი ალბათობით თქვენი შეკვეთა ვერ აღსრულდება. გარდა ამისა, თუ სისტემა აღმოაჩენს, რომ შეკვეთის აღსრულებამდე მინიმალური მიღებული თანხის ოდენობა სავაჭრო ინტერფეისზე მითითებულ ლიმიტზე ნაკლებია, ტრანზაქცია ავტომატურად გაუქმდება.

არის თუ არა Binance Alpha-ს გამოყენება უსაფრთხო?

Binance Alpha ფოკუსირებულია შემუშავების ადრეულ ეტაპზე არსებულ ტოკენებზე, რომლებიც შეიძლება უფრო მაღალი რისკის მატარებელი იყოს და უფრო მეტად განიცდიდეს ფასის მერყეობას, ვიდრე პოპულარული აქტივები. Binance Alpha-ზე დამატება არ ადასტურებს პროექტის გრძელვადიან ხარისხს და არ არსებობს გარანტია, რომ მოგვიანებით განხორციელდება ტოკენის ლისტინგი Binance Exchange-ზე.

მონაწილეობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია თავად ჩაატაროთ თითოეული პროექტის მოკვლევა და ინვესტირებისთვის გამოიყენოთ მხოლოდ ის თანხა, რომლის დაკარგვაც დიდად არ დაგაზარალებთ. MEV-ისგან დაცვისა და ფასის ცურვის ავტომატური კორექტირების ინსტრუმენტები გეხმარებათ ვაჭრობის გარკვეული რისკების შემცირებაში, თუმცა ისინი ვერ უზრუნველყოფს შემუშავების ადრეულ ეტაპზე არსებული ტოკენებისთვის დამახასიათებელი ყველა საბაზრო რისკის თავიდან აცილებას.

ხშირად დასმული შეკითხვები

რა არის Binance Alpha-ს მარტივი განმარტება?

Binance Alpha არის Binance Wallet-ის განყოფილება, რომელიც წარმოგვიდგენს ახალ და განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ კრიპტო პროექტებს. ის მუშაობს პრელისტინგის პულის პრინციპით და მომხმარებელს სთავაზობს ახალი ტოკენების გაცნობის შესაძლებლობას მსხვილ ბირჟებზე მათ გამოჩენამდე.

გარანტირებულია თუ არა Binance Alpha-ს ტოკენების ლისტინგი Binance-ზე?

არა. Binance Alpha-ზე განთავსება არ იძლევა Binance Exchange-ზე ლისტინგის გარანტიას. მოგვიანებით შესაძლოა მოხდეს ზოგიერთი ტოკენის ლისტინგი, თუმცა ეს არასდროს არის გარანტირებული.

რისთვის გამოიყენება Binance Alpha-ს ქულები?

Binance Alpha-ს ქულები შეგიძლიათ გამოიყენოთ Alpha Box-ის ღონისძიებებში მონაწილეობისთვის და კონკრეტული პროექტების ტოკენების მოთხოვნისთვის. ღონისძიებები ეფუძნება პრინციპს „პირველად მოსული პირველი მიიღებს მომსახურებას“, ხოლო ქულების ზღვარი დროთა განმავლობაში შეიძლება შემცირდეს. მოთხოვნაზე დახარჯული ქულები დაბრუნებას არ ექვემდებარება.

რისთვის გამოიყენება Quick Buy?

Quick Buy ამარტივებს Binance Wallet-ში ტოკენის შეძენის პროცესს. მას შეუძლია ტოკენისთვის სწორი ქსელის არჩევა, ვაჭრობის თანხის შეთავაზება, ტრანზაქციის გამეორებისას ფასის ცურვის კორექტირება და MEV-ისგან დაცვის ფუნქციის გამოყენება, რაც უზრუნველყოფს გარკვეული on-chain რისკების შემცირებას.

რა განსხვავებაა Binance Alpha-სა და Alpha 2.0-ს შორის?

Binance Alpha წარმოადგენს Binance Wallet-ის ნაწილს და საჭიროებს Web3 საფულის ინსტალაციას. Binance Alpha 2.0 ინტეგრირებულია Binance Exchange-ში და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს იგივე ტოკენებით ივაჭრონ სპოტ და ფინანსების ანგარიშების გამოყენებით, ცალკე საფულის გარეშე.

შეჯამება

Binance Alpha არის პლატფორმა, რომელიც შემუშავების ადრეულ ეტაპზე მყოფ კრიპტო პროექტებს ეხმარება Binance-ის ეკოსისტემაში დამკვიდრებაში. მიუხედავად იმისა, Binance Wallet-ის ორიგინალ ვერსიას იყენებთ თუ Alpha 2.0-ის სავაჭრო პლატფორმაში ინტეგრირებულ მოდელს, ის გეხმარებათ ახალი, პერსპექტიული პროექტების მოძიებაში.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.

პოსტების გაზიარება

Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება

დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.