მთავარი დეტალები
Spark არის ბლოკჩეინზე არსებული აქტივების განაწილების სისტემა, რომელიც სტეიბლკოინის ლიკვიდურობას ანაწილებს დეცენტრალიზებულ ფინანსებზე (DeFi), ცენტრალიზებულ ფინანსებზე (CeFi) და რეალურ აქტივებზე (RWA).
ის მომხმარებლებს და პროტოკოლებს აძლევს ღრმა, მასშტაბირებად ლიკვიდურობაზე წვდომას, რისთვისაც კაპიტალს ანაწილებს სხვადასხვა ბლოკჩეინებსა და პლატფორმებს შორის, როგორიცაა Aave, Curve და ტოკენიზებული RWA პროტოკოლი.
პლატფორმის ადგილობრივი ტოკენია SPK, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მმართველობაში და სტეიკინგში მონაწილეობას პროტოკოლის მხარდაჭერის მიზნით, ასევე Spark ქულების დაგროვების და ჯილდოების მიღების შესაძლებლობას.
Spark მუშაობს რამდენიმე ბლოკჩეინ-ქსელზე, მართავს სტეიბლკოინების ლიკვიდურობას და უზრუნველყოფს შემოსავლის გენერირებას კაპიტალის ეფექტური განაწილების გზით.
შესავალი
DeFi სივრცეში ლიკვიდურობის ფრაგმენტაცია და არასტაბილური შემოსავალი აქტიურ პრობლემად რჩება. რამდენიმე პროტოკოლთან, ბლოკჩეინთან და აქტივების სხვადასხვა ტიპებთან მუშაობს საჭიროება ქმნის კომპლექსურ გარემოს, რაც მომხმარებლებს და მომხმარებლებს ურთულებს კაპიტალის საიმედო წყაროსთან წვდომას.
Spark (SPK) არის პროექტი, რომლის დანიშნულებაა ამ გამოწვევების დაძლევა ბლოკჩეინზე არსებული კაპიტალის განაწილების ინტელექტუალური სისტემის მეშვეობით, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს DeFi-ს, CeFi-სა და RWA-ებს.
DeFi-ს ნაკლოვანებები
ფრაგმენტირებული ლიკვიდურობა: DeFi-ს ლიკვიდურობა განაწილებულია მრავალ ბლოკჩეინსა და პროტოკოლზე, რის გამოც მომხმარებლებს უჭირთ კაპიტალის მნიშვნელოვან და საიმედო პულებზე წვდომა.
არასტაბილური სარგებელი: DeFi-ში საპროცენტო განაკვეთები ხშირად მერყეობს მიწოდებისა და მოთხოვნის ცვლილებების გამო, რაც მომხმარებლების ურთულებს პროგნოზირებადი შემოსავლის მიღებას.
უმოქმედო სტეიბლკოინები: დიდი რაოდენობით სტეიბლკოინი უმოქმედოდ ინახება საფულეებში ან ბირჟებზე, რის გამოც მომხმარებლები ხელიდან უშვებენ მათი მეშვეობით შემოსავლის გამომუშავების შესაძლებლობას.
რა არის Spark (SPK)?
Spark არის ბლოკჩეინზე არსებული კაპიტალის განაწილების სისტემა, რომლის მიზანია სტეიბლკოინის ლიკვიდურობის ეფექტურად განაწილების ოპტიმიზაცია. სხვა ფინანსურ პროექტებთან კონკურენციის ნაცვლად, Spark უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას სტაბილური ლიკვიდურობისა და შემოსავლის შეთავაზებით.
Spark-ის ეკოსისტემა
Spark-ის პლატფორმა სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება, რომელთა მეშვეობით ხდება კაპიტალს გონივრულად განაწილება DeFi პლატფორმებს, ცენტრალიზებულ ბირჟებსა და რეალური სამყაროს აქტივებს შორის.
1. SparkLend
SparkLend არის სტეიბლკოინის სესხების გაცემის დეცენტრალიზებული პროტოკოლი, რომელიც სარგებლობს Sky-ის მიერ მიწოდებული პირდაპირი ლიკვიდურობით. Sky, რომელსაც ადრე ეწოდებოდა MakerDAO, არის პროტოკოლი, რომელიც უშვებს USDS-ს - აშშ დოლარზე მიბმულ სტეიბლკოინს, რომელიც მიბმულია აშშ დოლარზე და წარმოადგენს DAI-ს განახლებულ ვერსიას. SparkLend მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ისესხონ USDS გამჭვირვალე სტაბილური საპროცენტო განაკვეთებით, რომლებიც არ იცვლება სესხის მოცულობისა ან დანიშნულების მიუხედავად.
ეს არის არაკასტოდიალური პლატფორმა, სადაც გამსესხებლები იღებენ პასიურ შემოსავალს ლიკვიდურობის შეთავაზებით, ხოლო მსესხებლები იღებენ ჭარბად უზრუნველყოფილ სესხებს. sUSDS არის სარგებლის გენერირების ფუნქციის მქონე USDS-ის ვერსია, რომლით გენერირებული შემოსავალი იზრდება Sky Savings Rate-ის შესაბამისად. სესხის მისაღებად მომხმარებლებმა ანგარიშზე უნდა შეიტანონ უზრუნველყოფის აქტივი, ETH ან cbBTC, რომლითაც მიიღებენ საპროცენტო სარგებელს მათი გასესხების შემთხვევაში. მომხმარებელს ასევე შეუძლია ანგარიშზე შეიტანოს ეს აქტივები და გამოიმუშავოს პროცენტები სესხის აღების გარეშე.
2. Spark Savings
Spark მომხმარებლებს საშუალებას აძლევს განათავსონ სტეიბლკოინები დანაზოგის ანგარიშებზე და მიიღონ „დანაზოგის ტოკენები“. საბაზისო აქტივებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ზრდასთან ერთად გაიზრდება ამ ტოკენების ღირებულება. დანაზოგის ძირითად ანგარიშებზე შესაძლებელია ისეთი სტეიბლკოინების განთავსება, როგორიცაა USDS, USDC და DAI, რომლებიც ინვესტირებული იქნება Sky Savings Rate (SSR) ან DAI Savings Rate (DSR) ინსტრუმენტებში.
Spark Savings-ის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ სტეიბლკოინები გადააქციოთ შემოსავლის გენერირების ტოკენებად, როგორიცაა sUSDC ან sUSDS. ეს ტოკენები სრულად თავსებადია სხვა DeFi პროტოკოლებთან, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სარგებელი და უფრო ეფექტურად გამოიყენოთ თქვენი კაპიტალი.
3. Spark Liquidity Layer (SLL)
SLL არის ბლოკჩეინებს შორის კაპიტალის განაწილების მექანიზმი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა წყაროებიდან მიღებულ ლიკვიდურობას, რაც მოიცავს Sky პროტოკოლის მიერ მართულ 6,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სტეიბლკოინებს. ის ავტომატურად ანაწილებს და აბალანსებს აქტივებს ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Aave, Maple, Ethena, Curve და რეალური სამყაროს ტოკენიზებული აქტივების სერვისები BlackRock-ის BUIDL და Centrifuge.
SLL მუშაობს რამდენიმე მე-2 დონის ბლოკჩეინზე და Ethereum-თან თავსებად ქსელზე (მათ შორის Ethereum-ის მთავარ ქსელზე, Base-ზე, Arbitrum-ზე, Optimism-სა და Unichain-ზე). ის პასუხისმგებელია კაპიტალის გადანაწილებაზე მისი მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების მიზნით. მისი მიზანია სარგებლის ოპტიმიზაცია და ფრაგმენტული ლიკვიდურობით გამოწვეული რისკების შემცირება.
SLL წარმოადგენს როგორც ინფრასტრუქტურის ხერხემალს, ასევე პროდუქტს. კაპიტალის განაწილების გარდა, ის მხარს უჭერს Spark-ის სხვა შეთავაზებებს და უკავშირდება მრავალ გარე პროტოკოლს ლიკვიდურობის გაუმჯობესების და სესხის საპროცენტო განაკვეთების მერყეობის შემცირების მიზნით.
SPK ტოკენი
SPK ტოკენი არის Spark ეკოსისტემის ადგილობრივი utility ტოკენი, რომელიც მხარს უჭერს პროექტის ისეთ გრძელვადიან მიზნებს, როგორიცაა დეცენტრალიზაცია, მდგრადობა და ქსელის მონაწილეთა ინტერესების დაცვა.
მმართველობა
SPK ტოკენის მფლობელებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ქსელის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, ძირითადად საწყის ეტაპებზე, სნეპშოტ-სისტემის გამოყენებით. პლატფორმის მმართველობის განვითარებასა და დეცენტრალიზირებასთან ერთად, SPK-ის როლიც შესაბამისად გაიზრდება.
სტეიკინგი და პროტოკოლის უსაფრთხოება
შესაძლებელია SPK ტოკენის სტეიკინგი ჯილდოების მისაღებად, რომელთაც ეწოდება Spark ქულები. სტეიკინგი SPK ხელს უწყობს სისტემის უსაფრთხოების გაუმჯობესებას, კერძოდ ის იცავს ტოკენის ხიდებს, რომლებიც წარმოადგენს Spark Liquidity Layer სისტემის ნაწილს. სტეიკინგზე განთავსებული SPK ტოკენები წარმოდგენილია stSPK-ის სახით, რომელიც აუცილებელია სტეიკინგზე განთავსებული აქტივის გამოტანისთვის.
უფრო მეტიც, სტეიკინგი აუმჯობესებს არა მხოლოდ Spark ეკოსისტემის უკვე არსებული, არამედ სამომავლოდ შექმნილი პროდუქტების უსაფრთხოებას. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლები სრულიდ ინარჩუნებენ ხმის მიცემის უფლებას თავიანთ SPK ტოკენებზე, მაშინაც კი, თუ ისინი სტეიკინგშია გამოყენებული, რაც მათ აძლევს მმართველობაში მუდმივი მონაწილეობის საშუალებას.
Spark (SPK) და Binance-ის HODLer Airdrop-ები
2025 წლის 16 ივნისს, Binance-მა განაცხადა, რომ SPK იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის 23-ე პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 10-დან 13 ივნისამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს SPK-ის airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 200 მილიონი SPK ტოკენი, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 2%-ს შეადგენს.
ამის შემდეგ განხორციელდა SPK-ის ლისტინგი Binance-ზე Seed თეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.
შეჯამება
Spark-ის მიზანია DeFi სივრცეში არსებულ ძირითად გამოწვევებთან გამკლავება, როგორიცაა ფრაგმენტირებული ლიკვიდურობა და არასტაბილური სარგებელი. მისი პლატფორმა მიზნად ისახავს სტაბილური სარგებლის უზრუნველყოფას და მომხმარებლებისთვის სტაბილკოინების DeFi, CeFi და რეალური სამყაროს აქტივების პლატფორმებზე გადანაწილების პროცესის გამარტივებას.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.