მთავარი დეტალები
Sophon პროექტი არის ბლოკჩეინის ინიციატივა, რომლის დანიშნულებაა ZKsync Elastic Chain ეკოსისტემაში მომხმარებელზე ორიენტირებული აპლიკაციების შექმნის მხარდაჭერა.
Sophon წარმოადგენს მეორე დონის (L2) ბლოკჩეინს, რომელიც დაფუძნებულია ZK Stack-ზე და აერთიანებს Ethereum-ის უსაფრთხოებას, ტრანზაქციების მაღალ გამტარუნარიანობას და დაბალ საკომისიოებს.
ფინანსებზე ორიენტირებული სხვა ბლოკჩეინებისგან განსხვავებით, Sophon შექმნილია ისეთი გასართობი და lifestyle აპლიკაციებისთვის, როგორიცაა თამაშები და სოციალური პლატფორმები.
რა არის Sophon?
Sophon არის ZK (ნულოვანი ინფორმაციის) ბლოკჩეინი, რომელიც წარმოადგენს ZKsync’s Elastic Chain ეკოსისტემის - ურთიერთთავსებადი ბლოკჩეინების ქსელის ნაწილს, რომელიც მასშტაბირებადობისა და ეფექტურობისთვის იყენებს ნულოვანი ინფორმაციის მტკიცებულებებს. Sophon ძირითადად ფოკუსირებულია მომხმარებელზე ორიენტირებულ აპლიკაციებზე, როგორიცაა თამაშები, სოციალური პლატფორმები და ციფრული გამოცდილებები. მისი მიზანია კრიპტოვალუტის ინტეგრირება ყოველდღიურ აქტივობებში, რაც მას გახდის კრიპტო სფეროში გამოცდილების არმქონე აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომს ინტუიციური და მომხმარებელზე ორიენტირებული პლატფორმების მეშვეობით.
Sophon ეფუძნება Validium-ს - L2 ტექნოლოგიის ტიპს, რომელიც მონაცემებს ინახავს ბლოკჩეინის გარეთ, ამავდროულად კი ინარჩუნებს Ethereum-ის უსაფრთხოებას ტრანზაქციების ვალიდაციისთვის. ეს Sophon-ს საშუალებას აძლევს დაამუშავოს ტრანზაქციები მაღალი გამტარუნარიანობით და მინიმალური ხარჯებით, რითაც მას შეუძლია Ethereum-ის პირველი დონის (L1) ბლოკჩეინის წინაშე არსებული მასშტაბირებადობის პრობლემის გადაჭრა.
როგორ მუშაობს Sophon
ZK Stack-ისა და Elastic Chain-ის ინტეგრაცია
სწრაფი და მოქნილი ბლოკჩეინის შესაქმნელად, Sophon იყენებს ZKsync-ის ტექნოლოგიას, სახელწოდებით ZK Stack. ის არის Elastic Chain ეკოსისტემის ნაწილი, რომელიც წარმოადგენს საზიარო რესურსების მქონე ბლოკჩეინების ქსელს. რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად გადაიტანონ ფული ან ციფრული ნივთები Sophon-სა და სხვა ZKsync ბლოკჩეინებს შორის. ეს ასევე შესაძლებლობას აძლევს დეველოპერებს შექმნან სხვადასხვა ბლოკჩეინთან თავსებადი აპლიკაციები, რაც ყველაფერს უფრო დაკავშირებულსა და მასშტაბირებადს ხდის.
Elastic Chain-ის არქიტექტურა Sophon-ს საშუალებას აძლევს დინამიურად გაზარდოს წარმადობა, რათა დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნა მომხმარებელზე ორიენტირებულ აპლიკაციებზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი აპლიკაციებისთვის, რომლებიც საჭიროებს დიდი ოდენობით რესურსებს, როგორიცაა თამაშები ან სოციალური ქსელები, სადაც დაბალი დაყოვნება და მაღალი გამტარიანუნარობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
Validium
სწორედ Validium სისტემა უზრუნველყოფს Sophon-ის სისწრაფეს და ხელმისაწვდომობას. Ethereum-ის მთავარ ქსელში ყველა დეტალის შენახვის ნაცვლად (რაც შეიძლება იყოს ნელი და ძვირი), Sophon მონაცემთა უმეტეს ნაწილს ბლოკჩეინის გარეთ ამუშავებს. ის Ethereum-ზე მხოლოდ მცირე ზომის მტკიცებულებებს აგზავნის, რათა დაადასტუროს, რომ ყველაფერი სწორად შესრულდა. ეს ინარჩუნებს დაბალ ხარჯებს და აჩქარებს პროცესს, რაც იდეალურია იმ აპლიკაციებისთვის, რომლებსაც ბევრი მოქმედების სწრაფად დამუშავება სჭირდება.
ანგარიშის აბსტრაქცია
Sophon გვთავაზობს მახასიათებელს, სახელწოდებით ანგარიშის აბსტრაქცია, რომელიც ბევრად ამარტივებს ბლოკჩეინის გამოყენებას. Sophon-ზე აპლიკაციას შეუძლია გადაიხადონ ტრანზაქციის საფასური მომხმარებლების ნაცვლად, რაც გამორიცხავს ხარჯების დასაფარად კრიპტოს საჭიროებას. ეს „გაზის გარეშე“ სისტემა მომხმარებლისთვის უმარტივებს კრიპტო აპლიკაციების გამოყენებას ბლოკჩეინის საკომისიოების მექანიზმის ცოდნის გარეშე.
აქტივების დაკავშირება
თქვენ შეგიძლიათ გადმოიტანოთ კრიპტო Ethereum-დან Sophon-ზე ხიდის მეშვეობით, რომელიც ხელმისაწვდომია მისამართზე portal.sophon.xyz. ზოგი აპლიკაცია SOPH ტოკენის პირდაპირ შეძენის საშუალებასაც გაძლევთ, რაც ამარტივებს მისი გამოყენების დაწყებას, რადგან არ არის საჭირო სხვა ბლოკჩეინებთან ურთიერთქმედება.
ნოდის ოპერაციები
Sophon იყენებს ორი ტიპის ნოდებს: ლაით ნოდებს, რომლებსაც აქვს მარტივი სტრუქტურა და მონაცემების სისწორის დასადასტურებლად იყენებს Avail სისტემას, და სრული ნოდები, რომლებიც ასრულებს რთულ დავალებებს, როგორიცა ტრანსაქციების დამუშავება. 2025 წლის მაისის მდგომარეობით, ყველაზე მნიშვნელოვანი ნოდები მხოლოდ Sophon Labs-ის მიერ იმართება, თუმცა მისი დეცენტრალიზაციის მიზნით სამომავლოდ იგეგმება უფრო მეტი ადამიანის ჩართვა ქსელის მართვაში.
Sophon-ს ასევე აქვს Guardian პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ხდება ქსელში მონაწილეობის წახალისება NFT-ზე დაფუძნებული აბონემენტების მეშვეობით. ეს აბონემენტები, რომელთა სხვა პირისთვის გადაცემა 2025 წლის 18 დეკემბრამდე შეუძლებელი იყო, მფლობელებს აძლევს შესაძლებლობას თავად გაუშვან ნოდები ან ეს უფლება გადასცენ ოპერატორებს, რომლებიც მონაწილეობენ ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
დეველოპერების მხარდაჭერა და ეკოსისტემა
აპლიკაციების გაშვება Sophon-ზე
Sophon დეველოპერებს საშუალებას აძლევს შექმნან მაღალი წარმადობის, მომხმარებელზე ორიენტირებული აპლიკაციები, კერძოდ თამაშები, NFT-ები და სოციალური პლატფრმები. ZKsync CLI ამარტივებს კონტრაქტების შექმნას, ტესტირებასა და გაშვებას და გვთავაზობს ინსტრუმენტებს, რომლებიც პროცესს სწრაფს და ეფექტურს ხდის. Sophon-ის ფონდი დეველოპერებს სთავაზობს ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას.
Sophon Intelligence Agency (SIA)
Sophon-ს აქვს 5 მილიონ დოლარიანი პროგრამა, სახელწოდებით Sophon Intelligence Agency, რომლის დანიშნულებაა ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული აპლიკაციების მხარდაჭერა. ის დეველოპერებს სთავაზობს ფინანსურ დახმარებას და მენტორობას ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროექტების შესამნელად, როგორიცაა თამაშები ან ინსტრუმენტები, სადაც გამოიყენება ჭკვიანი ტექნოლოგიები მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით.
SOPH ტოკენი
SOPH ტოკენი არის Sophon ქსელის ადგილობრივი კრიპტოვალუტა, რომელიც გამოიყენება გაზის საკომისიოების გადასახდელად და სტეიკინგისთვის ქსელის ოპერაციების მხარდასაჭერად. ტოკენის მარაგი ფიქსირებულია და შეადგენს 10 მილიარდს. მისი 57% განკუთვნილია საზოგადოებისთვის და მისი გაცემა ხდება სხვადასხვა მექანიზმების საშუალებით, როგორიცაა airdrop-ები და ლიკვიდურობის მაინინგის პროგრამები.
დანარჩენი ტოკენები ნაწილდება ნოდის ოპერატორებზე (20%), ინვესტორებზე (სამწლიანი ვესტინგის პერიოდით), პროექტის გუნდზე (ოთხწლიანი ვესტინგის პერიოდით) და ეკოსისტემის რეზერვებზე და გამოიყენება პარტნიორობის ხელშეწყობისთვის და ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად.
SOPH Binance-ის HODLer Airdrop-ებში
2025 წლის 28 მაისს, Binance-მა განაცხადა, რომ Sophon იქნებოდაBinance-ის HODLer Airdrop-ების მე-20 პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 14-დან 17 მაისამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს SOPH-ს airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 150 მილიონი SOPH, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 1,5%-ს შეადგენს.
ამის შემდეგ განხორციელდა SOPH-ის ლისტინგი Binance-ზე Seed თეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.
შეჯამება
Sophon არის ბლოკჩეინის ეკოსისტემა, რომელიც ორიენტირებულია სახალისო და მარტივი აპლიკაციების შექმნაზე, როგორიცაა თამაშები და სოციალური პლატფორმები. ის იყენებს ZKsync-ის ტექნოლოგიას, რათა ტრანზაქციები იყოს სწრაფი, იაფი და უსაფრთხო. Sophon-ის მიზანია SOPH ტოკენის, დეველოპერული ინსტრუმენტებისა და საზოგადოებაზე ორიენტირებული მიდგომის საშუალებით შექმნას სივრცე, სადაც კრიპტოს გამოყენება ყველასათვის მარტივი და ხელმისაწვდომი იქნება.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.