რა არის Nexpace (NXPC)?

რა არის Nexpace (NXPC)?

განახლებული May 15, 2025
7m

მთავარი დეტალები

  • Nexpace, რომელიც შემუშავებულია Nexon-ის შვილობილი კომპანიის მიერ, წარმოადგენს ბლოკჩეინზე დაფუძნებულ პროექტს, რომლის წყალობითაც MapleStory ფრანშიზა გარდაიქმნა გეიმინგის დეცენტრალიზებულ ეკოსისტემად, სახელწოდებით MapleStory-ს სამყარო.

  • ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის და არაჩანაცვლებადი ტოკენების (NFT-ების) ინტეგრაციით, Nexpace მოთამაშეებს აძლევს თამაშში გამოყენებული აქტივებით ვაჭრობის და მათი ფლობის შესაძლებლობას, რითაც ის განსხვავდება ტრადიციული, გამომცემლის მიერ კონტროლირებული თამაშების მოდელისგან.

  • Nexpace-ს აქვს ორმაგი ტოკენის სისტემა - მისი ტოკენებია NXPC და NESO. NXPC, რომელიც არის ძირითადი utility ტოკენი, გამოიყენება ტრანზაქციების საკომისიოების გადახდისთვის, NFT-ებით ვაჭრობისთვის და წარმოადგენს NESO ტოკენის რეზერვს, რომელსაც მოთამაშეები თამაშის პროცესში იყენებენ. 

nexpace cta ბანერი

შესავალი

Nexpace არის ბლოკჩეინის პროექტი, რომელიც შეიქმნა Nexon-ის შვილობილი კომპანიის მიერ, რომელიც არის თამაშების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ცნობილია MapleStory ფრანშიზის წყალობით. Nexpace პროექტის მიზანია დეცენტრალიზებული, მოთამაშეების მიერ მართული გეიმინგის ეკოსისტემის შექმნა ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის და არაჩანაცვლებადი ტოკენების (NFT-ების) MapleStory-ს სამყაროში ინტეგრაციის მეშვეობით. 

NXPC ტოკენი წარმოადგენს utility ტოკენს, რომელიც გამოიყენება ტრანზაქციებისთვის, საზოგადოების ჩართულობის წახალისებისთვის და MapleStory-ს სამყაროში ციფრული აქტივების შექმნის და ვაჭრობის მხარდაჭერისთვის. Nexpace, რომელიც გაეშვა MapleStory-ს ინტელექტუალური საკუთრების (IP) გამოყენების სფეროს გაფართოების მიზნით, მიზნად ისახავს გეიმინგის მულტისამყაროში მოთამაშეებსა და კრეატორებს შორის ურთიერთქმედების მეთოდების ტრანსფორმაციას.

რა არის Nexpace?

Nexpace, რომელიც წარმოადგენს MapleStory-ს სამყაროს ხერხემალს, არის ციფრული ეკოსისტემა, სადაც მოთამაშეებს, კრეატორებს და დეველოპერებს შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთობა NXPC ტოკენით მხარდაჭერილი საზიარო ეკონომიკის მეშვეობით. ბლოკჩეინის გამოყენებით, Nexpace ქმნის თანამშრომლობის გარემოს, სადაც კრეატორებს შეუძლიათ განათავსონ საკუთარი კონტენტი, მაგალითად კოსმეტიკური ნივთები, პლაგინები და ინსტრუმენტები.

როგორ მუშაობს Nexpace?

გეიმინგის ტრადიციული მოდელისგან განსხვავებით, სადაც აქტივებს თამაშის გამომცემელი აკონტროლებს, Nexpace მომხმარებლებს აძლევს ციფრული აქტივების, მაგალითად პერსონაჟების, აღჭურვილობის და სახარჯი მასალებით ვაჭრობის, მათი ფლობის და მონეტიზაციის შესაძლებლობას, რომლებიც წარმოდგენილია NFT-ების სახით.

Nexpace წარმოადგენს მრავალდონიან ეკოსისტემას, სადაც გაერთიანებულია ბლოკჩეინის ინფრასტრუქტურა, ტოკენიზებული აქტივები და ორმაგი ტოკენის სისტემა, რაც ამარტივებს ურთიერთქმედებას MapleStory-ს სამყაროში. 2025 წლის მაისის მონაცემებით, ეს პროტოკოლი გაშვებულია ორ ბლოკჩეინ-ქსელზე: BNB Chain-ზე და Avalanche C-Chain-ზე.

MapleStory-ს სამყარო მოიცავს MapleStory N თამაშის PC ვერსიას და ბევრ სხვა პროდუქტსა და სერვისს, როგორიცაა MSU Marketplace, Swap&Warp, MSU Explorer და მრავალი სხვა.

maplestory-ს სამყარო

MapleStory N

nexpace maplestory N

MapleStory N არის MMORPG ჟანრის ახალი თამაშის PC ვერსია, რომელშიც შენარჩუნებულია MapleStory-ის ძველი სტილის, ორგანზომილებიანი, ჰორიზონტალურად მოძრავი გრაფიკა, თუმცა დამატებულია ბლოკჩეინის საინტერესო ფუნქციები და თამაშის ახალი მეთოდები. ეს MapleStory-ს სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც მოთამაშეებს სთავაზობს ნოსტალგიის და ინოვაციის კომბინაციას.

თამაში ეფუძნება სისტემას, რომელშიც ძირითადი ობიექტები, როგორიცაა პერსონაჟები და ტექნიკა, წარმოდგენილია შეზღუდული რაოდენობით გამოშვებული NFT-ების ან ტოკენების სახით, რისი წყალობითაც ისინი იშვიათი და განსაკუთრებულია. თქვენ შეგიძლიათ ეს ნივთები გადაცვალოთ NXPC-ში, რომელიც წარმოადგენს ეკოსისტემის ძირითად ტოკენს და ერთმანეთთან აკავშირებს თამაშში გამოყენებულ აქტივებს ბლოკჩინის სამყაროსთან და გეხმარებათ „RX“ ქულების დაგროვებაში (Reward Experience, რომელიც გამოსახავს თქვენს მიღწევებს).

MapleStory N გთავაზობთ დინამიურ ჯილდოებს, რომელთა ოდენობა განისაზღვრება მოთამაშის აქტივობის საფუძველზე. მაგალითად, ხალხმრავალ ადგილებში ნადირობისას ნადავლი მცირეა, ხოლო წყნარ ადგილებში მოქმედებისას ჯილდოების რაოდენობა იზრდება, რაც მოთამაშეებს ახალი ტერიტორიების ათვისებისკენ უბიძგებს.

გარდა ამისა, ნივთების გაუმჯობესებისთვის გამოიყენება ფასების განსაზღვრის დინამიური სისტემა, რომელიც ეფუძნება რეალური სამყაროს ეკონომიკის პრინციპებს—მოთხოვნადი ნივთები უფრო ძვირი ღირს, ხოლო ნაკლებად პოპულარული ნივთების შეძენა ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ, რაც თამაშს სტრატეგიულ სიღრმეს მატებს, რადგან მოთამაშეს უწევს ბალანსის დაცვა ნივთის ღირებულებასა და მის მნიშვნელობას შორის.

ბლოკჩეინის ინფრასტრუქტურა

Nexpace პროტოკოლი BNB Chain-ს იყენებს ამ ქსელის მაღალი გამტარუნარიანობის და დაბალი ტრანზაქციის საკომისიოების გამო, რაც ამარტივებს თამაშში გამოყენებული ნივთებით და NFT-ებით ვაჭრობას. Avalanche C-Chain კი გვთავაზობს ტრანზაქციების მაღალ სიჩქარეს და Ethereum-ზე დაფუძნებულ ინსტრუმენტებთან თავსებადობას. ბლოკჩეინის ქსელების გამჭვირვალობა უზრუნველყოფს აქტივების მფლობელობის და ტრანზაქციების ისტორიის მიკვლევადობას, რაც ეკოსისტემაში ნდობის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში გვეხმარება.

NXPC ტოკენი

NXPC წარმოადგენს MapleStory-ს სამყაროს utility ტოკენს. ის სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, როგორიცაა:

  • ტრანზაქციების საკომისიოები: NXPC გამოიყენება პირველი დონის ბლოკჩეინზე ტრანზაქციების საკომისიოების გადასახდელად.

  • ვაჭრობა: მოთამაშეები NXPC ტოკენს იყენებენ სავაჭრო პლატფორმაზე NFT ნივთებით ვაჭრობისთვის, რაც მოიცავს თამაშში გამოყენებულ ნივთებს, როგორიცაა აღჭურვილობა ან კოსმეტიკური ნივთები.

  • სარეზერვო აქტივი: NXPC ასევე ასრულებს თამაშში გამოყენებული NESO ტოკენის რეზერვის ფუნქციას, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკის სტაბილურობას.

NXPC-ის საერთო მარაგია 1 მილიარდი ტოკენი, ხოლო 2025 წლის 15 მაისს, მისი Binance-ზე ლისტინგის დროს მისი ცირკულირებადი მარაგი იყო 169 040 000 (16,9%).

NESO ტოკენი

NESO წარმოადგენს MapleStory N-ში გამოყენებულ ვალუტას, რომელიც არის MapleStory-ს სამყაროში გაშვებული MMORPG ჟანრის თამაში. NESO მიბმულია NXPC-ტოკენზე, რაც მოთამაშეებს აძლევს NXPC-ის NESO-ზე გადაცვლის შესაძლებლობას, რომლითაც მათ შეუძლიათ შეიძინონ თამაშში გამოყენებული NFT პერსონაჟები, აღჭურვილობა ან განახლებები. მისი დიზაინი და მარტივი მექანიკა საშუალებას გაძლევს კონცენტრირდეთ თამაშზე და არ დაკარგოთ დრო ბლოკჩეინთან დაკავშირებულ რთულ პროცესებში გარკვევაში.

MSU სავაჭრო ბირჟა

nexpace maplestory-ს სავაჭრო ბირჟა

Nexpace ეკოსისტემა მოიცავს სავაჭრო ბირჟას, სადაც მოთამაშეებს შეუძლიათ ივაჭრონ NFT-ების სახით წარმოდგენილი თამაშში გამოყენებული ნივთებით. ეს NFT-ები განაწილებულია სხვადასხვა კატეგორიებში მათი დანიშნულების და იშვიათობის მიხედვით და მოთამაშეს საშუალებას აძლევს გაიუმჯობესოს საკუთარი RX, ანუ Reward Experience (რაც ასახავს მის მიღწევებს).

ეს სავაჭრო ბირჟა იძლევა სხვადასხვა სახის ნივთებით ვაჭრობის შესაძლებლობას, როგორიცაა NFT-ების კოლექციები, ვაჭრობის ვალუტად კი გამოყენებულია NXPC. ეს პროტოკოლი ყურადღებით აკონტროლებს ნივთების მარაგს, რათა უზრუნველყოს მათი იშვიათობა და ფასეულობა, პერიოდული განახლებების მეშვეობით კი ხდება ეკონომიკის დინამიურობის შენარჩუნება.

საზოგადოების და კრეატორების ჩართულობა

Nexpace დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოების ჩართულობას, რისთვისაც მოთამაშეებისა და კრეატორებისთვის გასცემს ჯილდოებს მათი მონაწილეობის წახალისების მიზნით. RX-ების გამომუშავება მოთამაშეებს სხვადასხვა გზით შეუძლიათ, მაგალითად იშვიათი ნივთების შეძენით ან გამოწვევებში მონაწილეობით, რაც ეხმარება მათ გაიუმჯობესონ საკუთარი სტატუსი ეკოსისტემაში. 

კრეატორები, მათ შორის მხატვრები, დეველოპერები და კონსტრუქტორები ქმნიან სხვადასხვა სახის კონტენტს, როგორიცაა კოსმეტიკური NFT-ები, პლაგინები ან ინსტრუმენტები და სანაცვლოდ იღებენ NXPC-ს. ამ ჯილდოების მეშვეობით ხდება ინოვაციების წახალისება და ეკოსისტემის განვითარება, რასაც განაპირობებს მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი.

Nexpace-ს ძირითადი მახასიათებლები

Nexpace გვთავაზობს სხვადასხვა მახასიათებლებს, რითაც ის განსხვავდება ტრადიციული გეიმინგ-პლატფორმებისგან:

  • აქტივების მფლობელობა: მოთამაშეები სრულად ფლობენ თამაშში გამოყენებული აქტივებს, მაგალითად NFT-ებს, რაც იძლევა თამაშის გარეთ გადაცვლის ან მონეტიზაციის შესაძლებლობას.

  • დეცენტრალიზებული ეკონომიკა: ორმაგი ტოკენის სისტემა (NXPC და NESO) ხელს უწყობს უფრო დაბალანსებული ეკონომიკის შექმნას, რაც მოთამაშეებს და კრეატორებს შემოსავლის მიღებაში ეხმარება.

  • მასშტაბირებადი ინფრასტრუქტურა: BNB Chain და Avalanche C-Chain ქსელების ინტეგრაცია უზრუნველყოფს ეფექტურ და უსაფრთხო ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობას.

  • საზოგადოების მიერ მართული კონტენტი: კრეატორებს შეუძლიათ კონტენტის შექმნა და მონეტიზაცია, რაც გეიმინგის ეკოსისტემას უფრო დინამიურს და კოლაბორაციულს ხდის.

  • ურთიერთთავსებადობა: სამომავლოდ, MapleStory-ს სამყარო გეგმავს ინტელექტუალური საკუთრების (IP-ების) სხვადასხვა სისტემების დაკავშირებას, რათა მომხმარებელს შესთავაზოს ურთიერთდაკავშირებული მულტისამყაროს გამოცდილება.

Nexpace (NXPC) და Binance-ის HODLer Airdrop-ები

2025 წლის 15 მაისს, Binance-ma განაცხადა, რომ Nexpace (NXPC) იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის მე-18 პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 6-დან 9 მაისამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 30 მილიონი NXPC, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 3%-ს შეადგენს.

ამის შემდეგ განხორციელდა NXPC-ის ლისტინგი Binance-ზე Seed თეგით. ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.

შეჯამება

Nexpace წარმოადგენს MapleStory-ს გაბედულ პროექტს, რომელიც აერთიანებს ბლოკჩეინს და გეიმინგს და ქმნის მოთამაშის მფლობელობაში არსებულ, საზოგადოებაზე ორიენტირებულ სამყაროს. NXPC და NESO ტოკენების, NFT-ებით ვაჭრობის ბირჟის და კრეატიულობის წახალისების სისტემის წყალობით, Nexpace გვთავაზობს დინამიურ სისტემას, სადაც მოთამაშეებს და კრეატორებს საშუალება ეძლევათ ჩაერთონ პროცესებში, ივაჭრონ და გაერთონ.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.