მთავარი დეტალები
Treehouse კრიპტო სფეროს სთავაზობს ფიქსირებული შემოსავლის პროდუქტების შექმნის შესაძლებლობას, რაც ტრადიციული ფინანსებში გამოყენებული ობლიგაციების და სახაზინო ვალდებულებების ანალოგიურია.
მომხმარებლებს შეუძლიათ დეპოზიტზე განათავსონ საკუთარი ETH ან ლიკვიდურობის სტეიკინგის ტოკენები (LST-ები), სანაცვლოდ ისინი იღებენ tETH-ს რომელიც მათ არბიტრაჟის მეშვეობით ოპტიმიზებული სარგებლის მიღების შესაძლებლობას აძლევს.
Decentralized Offered Rate (DOR) წარმოადგენს Treehouse-ის მიერ გამოყენებულ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს საიმედო საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთების დადგენას, სხვადასხვა კრიპტოვალუტისთვის, პირველ რიგში ეს ეხება Ethereum-ს.
DeFi სფეროში არსებული საპროცენტო განაკვეთების სტანდარტიზაციის წყალობით, DOR ამცირებს ბაზრის ფრაგმენტაციის დონეს და უზრუნველყოფს სარგებლის გენერირების პროდუქტების გამჭვირვალობის და პროგნოზირებადობის გაზრდას.
შესავალი
DeFi მომხმარებელს სთავაზობს საკუთარი კრიპტო ჰოლდინგებით მოგების მიღების სხვადასხვა გზებს, თუმცა სტაბილური და საიმედო ვარიანტის პოვნა ყოველთვის მარტივი არ არის. ერთი და იმავე აქტივში (მაგალითად ETH-ში) გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთები სხვადასხვა DeFi პროტოკოლისთვის განსხვავებულია და არ არსებობს საერთო ორიენტირი, რაც ამ ვარიანტების ერთმანეთთან შედარების საშუალებას მოგვცემდა.
მსგავსი არათანმიმდევრულობა ართულებს რისკების მართვას და ვაჭრობის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას. Treehouse-ის მიზანია ამ პრობლემის აღმოფხვრა ციფრული აქტივებისთვის ფიქსირებული შემოსავლის ფენის შექმნით, რაც მომხმარებელს დაეხმარება სტაბილური, პროგნოზირებადი მოგების მიღებაში. ამ მექანიზმის დანერგვა Ethereum-იდან დაიწყება.
რა არის ფიქსირებული შემოსავალი?
ფიქსირებული შემოსავალი წარმოადგენს ინვესტიციებს, რომლის მეშვეობითაც ხდება სტაბულური, პროგნოზირებადი მოგების მიღება. მაგალითად, თქვენ გაასესხეთ 1000 აშშ დოლარი და ყოველწლიურად იღებთ 50 აშშ დოლარს ხუთი წლის განმავლობაში. ეს ითვლება აქტივების უფრო სტაბილურ კლასად, რაც ამარტივებს წინასწარ დაგეგმვასა და რისკის მართვას.
რა არის Treehouse?
Treehouse არის დეცენტრალიზებული პროტოკოლი, რომლის მიზანია კრიპტო სფეროსთვის ფიქსირებული შემოსავლის პროდუქტების შემოთავაზება. ის შედგება ორი ძირითადი კომპონენტისგან:
tAssets: სარგებლის გენერირების ტოკენი, რომელიც tETH-ის მსგავსია და იყენებს სმარტ არბიტრაჟის სტრატეგიებს, რაც უზრუნველყოფს სხვადასხვა დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პლატფორმებზე დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთების დაბალანსებას და სტაბილური შემოსავლის გენერირებას.
Decentralized Offered Rate (DOR): წარმოადგენს ტრადიციული საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთების ბლოკჩეინ-ვერსიებს. მათი განსაზღვრა ხდება კონსენსუსის პროცესის მეშვეობით და წარმოადგენს ახალი ფიქსირებული შემოსავლის პროდუქტების შექმნის საფუძველს.
tETH
tETH არის ტოკენი, რომელსაც თქვენ იღებთ ether-ის ან ლიკვიდურობის სტეიკინგის ტოკენების, მაგალითად stETH-ის განთავსებით Treehouse-ის პროტოკოლში. თუმცა ის მხოლოდ თქვენი აქტივების შეფუთვის საშუალება არ არის. tETH აქტიურად ეძებს სარგებლის მიღების საუკეთესო შესაძლებლობებს Ethereum-ის ეკოსისტემაში და თქვენი მოგების გასაზრდელად იყენებს არბიტრაჟს.
მაგალითად, თუ ether-ის სტეიკინგის ჯილდოები უფრო მაღალია, ვიდრე სესხის აღების ღირებულება სესხების გაცემის პლატფორმაზე, პროტოკოლი ამ განსხვავებას გამოიყენებს თქვენთვის დამატებითი შემოსავლის გენერირების მიზნით. ამგვარად, მეტი მოგების მიღების მიზნით თქვენი ether-ის ერთი პლატფორმიდან მეორეზე ხელით გადატანის ნაცვლად, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ tETH, რომელიც ამ ყველაფერს თქვენს ნაცვლად გააკეთებს.
tETH-ის მფლობელებს ასევე ეძლევათ Treehouse-ის ჯილდოების პროგრამის მეშვეობით ქულების დაგროვების შესაძლებლობა, რაც tETH-ის მფლობელებს და Treehouse-ის ადრეულ მომხმარებლებს დამატებით უპირატესობებს სთავაზობს.
რა არის Decentralized Offered Rates (DOR)?
DOR (Decentralized Offered Rates) წარმოადგენს ციფრული აქტივების საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთების ბლოკჩეინ-ვერსიას, რომელიც ტრადიციული ფინანსების სფეროში გამოყენებული საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთების ანალოგიურია, რომელსაც Secured Overnight Financing Rate (SOFR) ეწოდება. მარტივად რომ ვთქვათ, DOR გვეხმარება პასუხი გავცეთ კითხვას „რა არის სამართლიანი და სანდო საშუალო საპროცენტო განაკვეთი ETH-ის სესხებისთვის?“.
ვარაუდებზე და მხოლოდ ერთ წყაროზე დაფუძნებით მოქმედების ნაცვლად, DOR იყენებს საზოგადოების მიერ მართულ კონსენსუსის მიღწევის გამჭვირვალე პროცესს, რა დროსაც სხვადასხვა მონაწილეები თანხმდებიან ერთიან საპროცენტო განაკვეთზე. DOR ეკოსისტემის მონაწილეები არიან:
ოპერატორები: ისინი წარმოადგენენ სისტემის კოორდინატორებს. მაგალითად, Treehouse არის პირველი ოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია საორიენტაციო განაკვეთების მონაცემების გაშვებაზე და მართვაზე.
პანელისტები: სპეციალიზებული ერთეულები, მაგალითად მარკეტ-მეიკერები ან სტეიკინგის პლატფორმები, რომელთათვისაც ხდება საპროცენტო განაკვეთების ან პროგნოზების მონაცემების მიწოდება Treehouse-ის ინსტრუმენტების გამოყენებით.
დელეგატორები: რეგულარული მომხმარებლები, რომლებიც საკუთარ tAssets-ს გადასცემენ პანელისტებს. ეს აქტივები კვლავ მათ მფლობელობაში რჩება, თუმცა ისინი სანდო მონაწილეებს გადასცემენ განაკვეთების მონაცემების მათი სახელით გაგზავნის უფლებას, რაც სტეიკინგის დელეგირების პროცესის ანალოგიურია.
რეფერენსერები: ესენი წარმოადგენს პლატფორმებს, მაგალითად DeFi პროტოკოლებს, სავაჭრო ბირჟებს ან სესხების გაცემის აპლიკაციებს, რომლებიც საკუთარი პროდუქტების საორიენტაციო ფასების განსაზღვრისთვის იყენებენ DOR-ს.
Treehouse Ethereum Staking Rate-ის (TESR) მრუდი
TESR (Treehouse Ethereum Staking Rate) მრუდი არის Treehouse-ის პირველი DOR, რომელიც შეიქმნა, როგორც საორიენტაციო სარგებლის მრუდი Ethereum-ზე დაფუძნებული ფიქსირებული შემოსავლის პროდუქტებისთვის. ტრადიციულ ფინანსების სფეროს მსგავსად, რომელიც საბაზისო მონაცემების სახით იყენებს აშშ-ის ხაზინის შემოსავლებს, საორიენტაციო მონაცემებად TESR მრუდი იყენებს Ethereum-ის სტეიკინგის შემოსავლებს და ფასის გენერირებულ მონაცემებს აწვდის DeFi-ს.
Treehouse-ისთვის Ethereum-ზე სტეიკინგის საპროცენტო განაკვეთი ითვლება იდეალურ საბაზისო განაკვეთად, რადგან ის ინტეგრირებულია პროტოკოლში, ხელს უწყობს ქსელის უსაფრთხოებას და გვთავაზობს სტაბილურ, პროგნოზირებად მოგებას. ალტერნატივებისგან განსხვავებით, როგორიცაა Bitcoin-ის მაინინგი ან სტეიბლკოინის სესხები, ეს პროტოკოლი უზრუნველყოფს Ethereum-ის სტეიკინგის მხარდაჭერას და წარმოადგენს უფრო დეცენტრალიზებულ და სტაბილურ ვარიანტს კრიპტოს საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთების დადგენისთვის.
გამოყენების გზები
საიმედო, დეცენტრალიზებულ საორიენტაციო განაკვეთებზე წვდომა, როგორიცაა TESR მრუდი, გვთავაზობს DeFi სფეროსთვის უფრო მაღალი დონის ფინანსური ინსტრუმენტების შექმნის შესაძლებლობას:
Interest rate swaps (IRS): ხელშეკრულებები, რომლებიც გთავაზობთ ფიქსირებული და მცურავი საპროცენტო განაკვეთებით ვაჭრობის შესაძლებლობას, რაც გეხმარებათ რისკის მართვაში განაკვეთების ცვლილების შემთხვევაში.
On-chain სახაზინო პროდუქტები: სამთავრობო ობლიგაციების კრიპტო ვერსია, რომელიც გრძელვადიან ჰოლდერებს სთავაზობს უფრო სტაბილურ, დაბალრისკიან ვარიანტებს.
სარგებლის მრუდები: დროის სხვადასხვა ინტერვალებისთვის დაანგარიშებული განაკვეთების წყალობით, პროტოკოლებს შეუძლიათ უკეთ განსაზღვრონ სესხების, დანაზოგის პროდუქტების და ფიქსირებული შემოსავლის მქონე სხვა ინსტრუმენტების ფასები.
TESR-ის ორიენტირად გამოყენება მსესხებლებს და გამსესხებლებს უმარტივებს რისკის მართვას და DeFi პროდუქტებს უფრო ხელმისაწვდომს ხდის ტრადიციული ფინანსური სფეროს ინსტუტუციური და ტრადიციული მონაწილეებისთვის.
tETH-ის რისკები
Treehouse-ის გუნდი აღნიშნავს, რომ tETH-ის გამოყენების დროს უნდა გაითვალისწინოთ მასთან დაკავშირებული რამდენიმე რისკი, რადგან ის ურთიერთქმედებს როგორც სტეიკინგის, ასევე სესხების გაცემის პლატფორმებთან.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს საბაზისო პროტოკოლის პოტენციური კოლაფსი, რაც შეიძლება იყოს ლიკვიდურობის სტეიკინგის სერვისი ან სესხების გაცემის პლატფორმა. ასევე არსებობს სტეიკინგზე განთავსებული აქტივების ფასის მოულოდნელად დაცემის რისკი, რომელსაც მიბმის გაუქმება ეწოდება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პოზიციების ლიკვიდაციები და ზარალი.
პოტენციურ რისკებს ასევე წარმოადგენს სმარტ კონტრაქტებში ბაგების არსებობა, ბლოკჩეინის oracle-ებიდან არაზუსტი მონაცემების მიღება და სესხების გაცემის პლატფორმის გადატვირთვა. მსგავს შემთხვევებში შესაძლოა გაიზარდოს სესხის ღირებულება და შემცირდეს tETH-ით მიღებული სარგებლის ოდენობა.
როგორ უზრუნველყოფს Treehouse მომხმარებელთა დაცვას
Treehouse-ს დანერგილი აქვს უსაფრთხოების რამდენიმე სისტემა, რაც მოიცავს მიბმის გაუქმების შემთხვევაში მოქმედების გეგმას, სადაზღვევო ფონდს მოულოდნელი ზარალის კომპენსაციისთვის და პროტოკოლში ინტეგრირებულ მიბმის დაცვის (PPP) მექანიზმს, რომლითაც ხდება გაუფასურებული tETH-ის შეძენა ბაზრის არასტაბილურობის პერიოდებში. ეს ზომები ერთობლივად მუშაობს მომხმარებლის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და ამავდროულად უზრუნველყოფს DeFi სივრცეში ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტების გრძელვადიან მხარდაჭერას.
TREE ტოკენი
TREE ტოკენი წარმოადგენს Treehouse პროტოკოლის ადგილობრივ utility ტოკენს. ეს ტოკენი სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, რომელთა შორისაა:
DOR მონაცემების საფასურის გადახდა: როდესაც სმარტ კონტრაქტები ან ბიზნესები იყენებენ Treehouse-ის DOR საორიენტაციო მონაცემებს, ისინი იხდიან მცირე ოდენობით საკომისიოს TREE ტოკენებით. ის პროტოკოლს ეხმარება შემოსავლის გენერირებაში და უზრუნველყოფს მისი მონაცემთა ინფრასტრუქტურის სამართლიან გამოყენებას.
სტეიკინგში გამოყენება პანელისტების მიერ: DOR განაკვეთების სანდოობის შენარჩუნების მიზნით, პანელისტებმა (რომლებიც აგზავნიან განაკვეთის მონაცემებს) TREE ტოკენები ან tAssets-ები უნდა განათავსონ სტეიკინგზე. ეს მათ ზუსტი მონაცემების გაგზავნის გაგრძელების სტიმულს და მოტივაციას აძლევს.
ჯილდოების გამომუშავება: მონაცემთა გაგზავნის თითოეული რაუნდის (ანუ „დაკვირვების პერიოდის“) შემდეგ, TREE ტოკენები ჯილდოების სახით გადაეცემა როგორც პანელისტებს ასევე დელეგატორებს, რაც დამოკიდებულია მათ მიერ გაგზავნილი განაკვეთის მონაცემების სიზუსტეზე.
მმართველობა: TREE ტოკენის ფლობა ასევე გაძლევთ პროტოკოლთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისთვის, მაგალითად პარამეტრების კორექტირებისთვის, სისტემის განახლებისთვის ან ჯილდოების განაწილების სისტემის ცვლილებისთვის ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას.
ინოვაციების დაფინანსება: Treehouse-ის დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციის (DAO) მეშვეობით, TREE ტოკენები გრანტების სახით გაიცემა პარტნიორობების, დეველოპერების ინსტრუმენტების და ახალი პროდუქტების შექმნის მხარდასაჭერად.
Treehouse (TREE) და Binance-ის HODLer Airdrop-ები
2025 წლის 28 ივლისს, Binance-მა განაცხადა, რომ TREE იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის 29-ე პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 10-დან 13 ივლისამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს TREE-ს airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 12,5 მილიონი TREE, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 1,25%-ს შეადგენს.
ამის შემდეგ განხორციელდა TREE-ს ლისტინგი Binance-ზე Seed ტეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.
შეჯამება
Treehouse-ის დანიშნულებაა DeFi-ს გამომწვევებთან გამკლავება, რისთვისაც ის კრიპტო სივრცეს სთავაზობს ფუნდამენტს ფიქსირებული შემოსავლის პროდუქტების შექმნისთვის. ისეთი ინოვაციების დანერგვით, როგორიცაა tETH, TESR მრუდი და DOR მექანიზმი, ის მიზნად ისახავს გააუმჯობესოს სარგებლის პროგნოზირებადობა, გაამარტივოს საპროცენტო განაკვეთების შედარების პროცესი და ბლოკჩეინს შესთავაზოს უფრო მაღალი დონის ფინანსური პროდუქტები.
დამატებითი საკითხავი
რა არის დეცენტრალიზებული დერივატივები და როგორ მუშაობენ ისინი DeFi-ში?
DeFi შემოსავლის ფარმინგის შესახებ საკუთარი მოკვლევის ჩატარების ოთხი გზა
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.