რა არის Pudgy Penguins (PENGU)?
მთავარი
სტატიები
რა არის Pudgy Penguins (PENGU)?

რა არის Pudgy Penguins (PENGU)?

განახლებული Dec 19, 2024
6m

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის. Binance-ის მეშვეობით მოწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ინვესტიციებთან ან ვაჭრობასთან დაკავშირებულ რჩევას ან რეკომენდაციას. Binance არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. რაიმე ფინანსური რისკის გაწევამდე, რჩევისთვის მიმართეთ პროფესიონალს.

მთავარი დეტალები

  • თავდაპირველად Pudgy Penguins წარმოადგენდა 8888 უნიკალური NFT-ისგან შემდგარ კოლექციას, თუმცა მოგვიანებით ის Web3 ეკოსისტემაში გავრცელდა რეალური საქონლის, ბიზნეს ინიციატივების და კრიპტოვალუტის სახით, რომელსაც ეწოდება PENGU ტოკენი.

  • PENGU-ს გაშვებისას განხორციელდა მასშტაბური airdrop, რომელიც განკუთვნილი იყო როგორც Pudgy Penguins NFT-ების მფლობელებისთვის, ასევე არამფლობელებისთვის - მილიონობით ტოკენი გადანაწილდა საზოგადოების წევრებს შორის.

  • PENGU-ს airdrop დაიწყო 2024 წლის 17 დეკემბერს. შესაბამისი საფულის მფლობელებს შეუძლიათ მოითხოვონ ტოკენები 2025 წლის 15 მარტამდე.

  • გარდა PENGU-ს airdrop-ისა, BNB-ის მფლობელებს შორის PENGU ტოკენების განაწილება ასევე განხორციელდა Binance HODLer Airdrop პროგრამის ფარგლებში. მომხმარებლებმა, რომელთაც პრომოაქციის პერიოდში საკუთარი BNB ინვესტირებული ჰქონდათ Binance-ის Simple Earn პროდუქტში, ავტომატურად მიიღეს Binance HODLer airdrop.

შესავალი

Pudgy Penguins არის ცნობილი NFT (არაჩანაცვლებადი ტოკენი) პროექტი, რომელიც დაიწყო საყვარელი, მულტიპლიკაციური პინგვინების ციფრული კოლექციის გამოშვებით. დროთა განმავლობაში ის გარდაიქმნა უფრო ფართო ეკოსისტემად, რომელიც მოიცავს რეალური სამყაროს აპლიკაციებს, ბიზნეს ინიციატივებს და ახალ კრიპტოვალუტას, სახელწოდებით PENGU ტოკენი.

Pudgy Penguins-ის NFT კოლექცია

თავის მხრივ, Pudgy Penguins არის 8888 უნიკალური NFT-ისგან შემდგარი კოლექცია, რომელიც გაშვებულ იქნა Ethereum ბლოკჩეინზე 2021 წლის ივლისში. თითოეული NFT მოიცავს მულტიპლიკაციურ პინგვინს სხვადასხვა მახასიათებლით, როგორიცაა ფერები, აქსესუარები და ფონები. ზოგი მახასიათებელი უფრო იშვიათია, ამიტომ ზოგიერთი პინგვინი სხვა პინგვინებზე მოთხოვნადია კოლექციონერებს შორის.

კოლექციამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, ძირითადად მისი სახალისო დიზაინისა და ერთიანობის გრძნობის გამო, რომელიც მის მფლობელებს შორის ჩამოყალიბდა.

Pudgy Penguins

Pudgy Penguins რეალურ სამყაროში

Pudgy Penguins-ის შემქმნელმა გუნდმა გააფართოა საკუთარი პროექტი, რომელიც გასცდა ციფრული საკოლექციო ნივთების სფეროს. მათ გამონახეს ამ ანიმაციური პინგვინების ყოველდღიურ ცხოვრებაში გადატანის გზა და ისინი საკუთარი ბიზნესის ფუნდამენტად აქციეს.

პროდუქტები

Pudgy Penguins-მა გამოუშვა ამ პინგვინების დიზაინზე დაფუძნებული ფიზიკური პროდუქტები, როგორებიცაა პლუშის სათამაშოები და ტანსაცმელი. ეს ნივთები მიმზიდველი გამოდგა პროექტის ფანებისთვის, რამაც ხელი შეუწყო ბრენდის პოპულარიზაციას კრიპტო სივრცის გარეთ.

ლიცენზირების შესაძლებლობები

თუ თქვენ ფლობთ Pudgy Penguin NFT-ს, თქვენ ასევე ფლობთ ინტელექტუალური საკუთრების (IP) უფლებებს ამ კონკრეტულ პინგვინზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება შეგიძლიათ საკუთარი პროექტებისთვის, მაგალითად შეგიძლიათ დაახატოთ პროდუქტებზე, გამოიყენოთ ის მარკეტინგში ან სულაც საფუძვლად დაუდოთ თქვენს ბიზნესს.

საზოგადოების ღონისძიებები

პროექტი ახორციელებს ღონისძიებების ორგანიზებას, სადაც მფლობელებს შეეძლებათ ერთმანეთთან პირისპირ შეხვედრა. ეს შეხვედრები ხელს შეუწყობს საზოგადოების გაძლიერებას და მის წევრებს მისცემს კავშირების გაღრმავების შესაძლებლობას.

ბიზნეს მოდელი

Pudgy Penguins პროექტი შემოსავლებს სხვადასხვა არხის მეშვეობით იღებს, რაც მოიცავს შემდეგს:

  • NFT-ების გაყიდვები: კოლექციის პირველად გამოშვების დროს, მყიდველები იხდიან NFT-ების დამზადების საფასურს, რისი მეშვეობითაც გუნდი შემოსავალს იღებს.

  • ჰონორარები: Pudgy Penguin NFT-ის მეორად სავაჭრო პლატფორმაზე გადაყიდვის დროს, გუნდი იღებს პროცენტს ამ გაყიდვიდან.

  • პროდუქტების გაყიდვები: ფიზიკური პროდუქტების, მაგალითად სათამაშოების და ტანსაცმლის გაყიდვა შემოსავლის კიდევ ერთ წყაროს წარმოადგენს.

  • პარტნიორობები: სხვა კომპანიებთან და ბრენდებთან თანამშრომლობა ხელს უწყობს როგორც შემოსავლის მიღებას, ასევე პროექტის პოპულარიზაციას.

რა არის PENGU ტოკენი?

2024 წელს, Pudgy Penguins-მა წარმოადგინა საკუთარი კრიპტოვალუტა - PENGU ტოკენი. ამ ტოკენის შექმნის მიზანია ეკოსისტემის ფუნქციების გაზრდა და მფლობელებისთვის პროექტთან ურთიერთობის ახალი გზების შეთავაზება.

PENGU წარმოადგენს ERC-20 ტოკენს, რომელიც გაშვებულია Ethereum ბლოკჩეინზე. Pudgy Penguins NFT-ებთან ერთად, ის მფლობელებს სთავაზობს დამატებით უპირატესობებს და შესაძლებლობებს.

PENGU Airdrop

2024 წლის დეკემბერში, Pudgy Penguins-მა გაუშვა მასშტაბური airdrop საზოგადოების წევრებს შორის PENGU ტოკენების განაწილების მიზნით. ტოკენის მიღების უფლების მქონე საფულეების მომხმარებლების სიაში მოხვდნენ Pudgy Penguins და Lil Penguins NFT კოლექციების მფლობელები, ასევე არამფლობელები, რომლებიც ადრე მონაწილეობას იღებდნენ NFT ეკოსისტემის პროცესებში.

როგორ უნდა მოითხოვოთ PENGU Airdrop

როგორ უნდა მოითხოვოთ pengu airdrop

  1. გადადით ვებგვერდზე https://claim.pudgypenguins.com/. დარწმუნდით, რომ სწორ ვებსაიტზე ხართ შესული. მოთხოვნის გვერდი აქტიური იქნება 2025 წლის 15 მარტამდე. ტოკენები, რომელთა მოთხოვნა არ მოხდება, სამუდამოდ დაიბლოკება სმარტ კონტრაქტში.

როგორ უნდა მოითხოვოთ pengu airdrop

  1. დააკავშირეთ თქვენი Ethereum ან Solana საფულე, რათა შეამოწმოთ შეგიძლიათ თუ არა PENGU airdrop-ში მონაწილეობა.

pengu airdrop-ისთვის საფულის დაკავშირება

  1. გადაამოწმეთ URL და დაადასტურეთ თქვენი საფულის დაკავშირება.

pengu airdrop metamask

  1. თქვენი საფულის მისამართის მფლობელობის დასადასტურებლად მოაწერეთ ხელი მოთხოვნას.

pengu airdrop metamask ხელმოწერა

  1. ამის შემდეგ გამოჩნდება PENGU-ს საერთო რაოდენობა, რისი მოთხოვნის უფლებაც გაქვთ თქვენ მიერ დაკავშირებული საფულით. მონაწილეობის უფლების შესამოწმებლად შეგიძლიათ დააკავშიროთ რამდენიმე საფულე.

penu airdrop-ში მონაწილეობის უფლება

  1. ამის შემდეგ შეგიძლიათ აირჩიოთ ანგარიშის სახელწოდების შექმნა, ან უბრალოდ გამოტოვეთ ეს საფეხური და გადადით მოთხოვნაზე.

pengu airdrop-ის მოთხოვნა

  1. მიუხედავად იმისა, Ethereum საფულეს იყენებთ თუ Solana საფულეს, PENGU ტოკენების მისაღებად თქვენ მოგეთხოვებათ მიუთითოთ Solana საფულე.

PENGU და Binance HODLer Airdrop

PENGU ასევე წარმოადგენდა Binance HODLer Airdrop პროგრამის ნაწილს, რომლის ფარგლებშიც BNB-ის მფლობელებს შეეძლოთ ამ ტოკენების მიღება საკუთარი BNB ბალანსების სნეპშოტების საფუძველზე. ეს airdrop-ები ავტომატურად გაიცემა იმ პირებისთვის, რომლებიც საკუთარ BNB-ს იყენებენ Simple Earn პროდუქტების გამოსაწერად.

HODLer Airdrop პროგრამის ფარგლებში, 2024 წლის 9 დეკემბრიდან 12 დეკემბრამდე, PENGU ტოკენები გადაეცათ იმ მომხმარებლებს, რომლებმაც საკუთარი BNB გამოიყენეს Simple Earn პროდუქტების გამოსაწერად. სავაჭრო პლატფორმაზე PENGU-ს ლისტინგი განხორციელდა 2024 წლის 17 დეკემბერს და მიენიჭა Seed თეგი.

შეჯამება

Pudgy Penguins დაიწყო მარტივი NFT-ების კოლექციით, რაც უფრო მასშტაბურ პროექტად გარდაიქმნა. ის წარმოადგენს ძლიერი საზოგადოების წყალობით გაერთიანებული ციფრული საკოლექციო ნივთების, რეალური სამყაროს პროდუქტების და კრიპტოვალუტის კომბინაციას. Pudgy Penguins იმის დემონსტრირებას წარმოადგენს, თუ როგორ შეიძლება უნიკალური პროექტის შექმნა ციფრული და რეალური სამყაროს გაერთიანებით.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.