არაჩანაცვლებადი ტოკენი (NFT)
საზოგადოების მიერ წარდგენილი - ავტორი: ჯონ მა
არაჩანაცვლებადი ტოკენი (NFT) ბლოკჩეინზე განთავსებული კრიპტოგრაფიული ტოკენის ტიპია, რომელიც წარმოადგენს უნიკალურ აქტივს. NFT-ები ციფრული ან რეალური სამყაროს აქტივების ტოკენიზებულ ვერსიას წარმოადგენს. ისინი ფუნქციონირებს როგორც ავთენტურობის და მფლობელობის ვერიფიცირებადი მტკიცებულებები ბლოკჩეინ ქსელის ფარგლებში. არც ერთი NFT-ის სხვა NFT-ებით ჩანაცვლება არ არის შესაძლებელი, მათი მეშვეობით ხდება ციფრულ სამყაროში იშვიათობის და უნიკალურობის ცნებების დამკვიდრება.
ჩანაცვლებადობა ნიშნავს, რომ აქტივის ინდივიდუალური ერთეულები ურთიერთჩანაცვლებადია და არსებითად ერთმანეთისგან არ განსხვავდება. მაგალითად, ყველა
ფიატ ვალუტა არის ჩანაცვლებადი. იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს მათი გაცვლის საშუალების სახით გამოყენება, შესაძლებელი უნდა იყოს ყველა ინდივიდუალური ერთეულის ჩანაცვლება ნებისმიერი სხვა, ეკვივალენტური ინდივიდუალური ერთეულით. მაგალითად, ერთდოლარიანი კუპიურის ჩანაცვლება შესაძლებელია ნებისმიერი სხვა, ავთენტური ერთდოლარიანი კუპიურით.
NFT-ების გამოყენება შესაძლებელია
დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ების) ფარგლებში, უნიკალური ციფრული და საკოლექციო ნივთების შექმნის და ფლობის შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია NFT-ებით ვაჭრობა საჯარო სავაჭრო ბირჟებზე, რომლის მეშვეობითაც ერთმანეთს უკავშირდებიან მყიდველები და გამყიდველები, აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ თითოეული ერთეულის ღირებულება ინდივიდუალურია.
არა ერთი პროცესი ხორციელდება NFT-ების გამოშვების ხელშესაწყობად. მათგან ყველაზე გავრცელებულია
ERC-721, რომელიც წარმოადგენს
Ethereum-ის ბლოკჩეინზე არაჩანაცვლებადი აქტივების გამოშვების და მათი მეშვეობით ვაჭრობის სტანდარტს. შედარებით ახალი, გაუმჯობესებული სტანდარტია
ERC-1155, რომლის მეშვეობითაც ხდება ერთი
კონტრაქტის ფარგლებში როგორც ჩანაცვლებადი, ისე არაჩანაცვლებადი ტოკენის არსებობის შესაძლებლობის უზრუნველყოფა.
NFT-ების სტანდარტიზაციის გზით ხდება
ურთიერთთავსებადობის უფრო მაღალი დონის უზრუნველყოფა, რაც იმას ნიშნავს, რომ უნიკალური აქტივების აპლიკაციებს შორის გადატანა ბევრად უფრო მარტივადაა შესაძლებელი.
NFT-ს აქვს პოტენციალი გახდეს ბლოკჩეინზე დაფუძნებული ციფრული ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი. მათი გამოყენება მრავალ სხვადასხვა სფეროშია შესაძლებელი, როგორიცაა ვიდეო თამაშები,
ციფრული იდენტობა, ლიცენზირება, სერტიფიკატები ან სახვითი ხელოვნება. გარდა ამისა, მათი მეშვეობით შესაძლებელია ნივთების საზიარო მფლობელობაში არსებობის შესაძლებლობის უზრუნველყოფაც. საკუთრების და იდენტიფიკაციის მონაცემების შენახვა ბლოკჩეინზე აუმჯობესებს მონაცემთა ერთიანობის და კონფიდენციალურობის დონეს, ხოლო აქტივების გადაგზავნის პროცესის სიმარტივემ და
ნდობის საჭიროების არარსებობამ შეიძლება შეამციროს საერთაშორისო ეკონომიკის პრობლემები.