DApp-ები მომხმარებლებს საკუთარ მონაცემებზე მეტი კონტროლის დამყარების შესაძლებლობას აძლევს და გამორიცხავს შუამავლების საჭიროებას. მათი საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ, თუ როგორ სურთ საკუთარი მონაცემების გამოყენება და გაზიარება, შეამცირონ ცენტრალიზებულ სისტემებზე დამოკიდებულება, რომლებიც ხშირად მომხმარებლის მონაცემების მონეტიზაციას ახორციელებენ. DApp-ების გამოყენებისთვის საჭიროა მხოლოდ მათი დაკავშირება კრიპტო საფულეებთან, რის შემდეგაც შეგიძლიათ დაიწყოთ ვაჭრობა და სხვა აქტივობები, რეგისტრაციის ხანგრძლივი პროცესის ან პერსონალური ინფორმაციის გაზიარების გარეშე.
DApp-ები ღია კოდის დეველოპერებს და საზოგადოებას სთავაზობენ მონაწილეობა მიიღონ პროექტებში, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სურვილის შემთხვევაში, უფრო აქტიური წვლილი შეიტანონ პლატფორმის განვითარებაში. ისინი იწვევენ მომხმარებლებს და დეველოპერებს აპლიკაციის პროგრამული კოდის შემუშავების, მართვის და გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობის მისაღებად, რაც თანამშრომლობის და ინოვაციის სტიმულს წარმოადგენს.
ქვემოთ მოცემულია DApp-ების გამოყენების სამი ყველაზე პოპულარული გზა:
ბირჟა, რომელიც ვაჭრობის დასაწყებად მომხმარებლებისგან არ მოითხოვს თანხების დეპოზიტზე განთავსებას და არ განკა...
ეკოსისტემა, რომელიც შედგება ბლოკჩეინის ქსელებზე გაშვებული დეცენტრალიზებული ფინანსების აპლიკაციებისგან.
Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება