დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi)
DeFi იშიფრება, როგორც „დეცენტრალიზებული ფინანსები“ და აღნიშნავს ფინანსურ აპლიკაციებს, რომლებიც გაშვებულია
ბლოკჩეინის სისტემებზე.
DeFi შეიძლება განვიხილოთ, როგორც მოძრაობა, რომელიც უზრუნველყოფს დეცენტრალიზებული ქსელებისა და ღია კოდზე დაფუძნებული პროგრამების გამოყენების პოპულარიზაციას, რომლებიც გვთავაზობს სხვადასხვა ტიპის ფინანსურ სერვისებსა და პროდუქტებს. მისი არსი მდგომარეობს ფინანსური
DApp-ების შემუშავებასა და გამოყენებაში, რომლებიც გაშვებულია გამჭვირვალე და ნდობის საჭიროების არმქონე სისტემაზე, როგორიცაა საჯარო ბლოკჩეინები და სხვა
peer-to-peer (P2P) პროტოკოლები.
ამჟამად DeFi გამოიყენება სამი ძირითადი დანიშნულებით:
მონეტარული საბანკო სერვისების შექმნისთვის (მაგ.,
სტეიბლკოინების გამოშვებისთვის)
სესხების გაცემის და აღების peer-to-peer ან პულზე დაფუძნებული პლატფორმების შეთავაზებისთვის
მაღალი დონის ფინანსური ინსტრუმენტების მხარდაჭერისთვის, როგორებიცაა DEX, ტოკენიზაციის პლატფორმები, დერივატივების და პროგნოზების ბაზრები
ეს სამი სფერო გვთავაზობს რამდენიმე ტიპის DeFi სერვისს. ამ პროდუქტების და გამოყენების გზების მაგალითებს შორისაა ფინანსირების პროტოკოლები, დეველოპერების ინსტრუმენტები,
ინდექსის კონსტრუქტორები, გამოწერის სერვისების პროტოკოლები და მონაცემთა ანალიზის აპლიკაციები. DeFi-ს dApp-ები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს
KYC-ის,
AML-ის და საიდენტიფიკაციო მონაცემების მართვის სხვა სერვისების შეთავაზებისთვის.
დეცენტრალიზებული ფინანსები ტრადიციულ ფინანსურ სერვისებთან შედარებით უამრავ უპირატესობას გვთავაზობს.
სმარტ კონტრქტების და განაწილებული სისტემების წყალობით, ფინანსური აპლიკაციების ან პროდუქტების გაშვება გაცილებით მარტივი და უსაფრთხო გახდა. მაგალითად, ბევრი dApp გაშვებულია
Ethereum-ის ბლოკჩეინზე, რომელიც გვთავაზობს ოპერაციების ხარჯების შემცირებას და ქსელთან დაკავშირების გამარტივებას.
შეჯამებისთვის, DeFi მოძრაობა გვთავაზობს ტრადიციული ფინანსური პროდუქტების ჩანაცვლებას ღია პროგრამულ კოდზე დაფუძნებული და დეცენტრალიზებული სისტემებით, რაც გამორიცხავს შუამავლების საჭიროებას, ამცირებს ხარჯებს და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს უსაფრთხოებას.