სტეიბლკოინი
სტეიბლკოინი გახლავთ კრიპტოვალუტა, რომელიც შექმნილია სტაბილური საბაზრო ღირებულების შენარჩუნების მიზნით, რისთვისაც ხდება მისი მიბმა ფიატ ვალუტის, საქონლის, ან სხვა აქტივის ღირებულებაზე.
სტეიბლკოინების უმეტესობა უზრუნველყოფილია ფიატ ვალუტით და გამომშვები ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხებით, 1:1 თანაფარდობით. ალგორითმული სტეიბლკინების შემთხვევაში, მიბმის შენარჩუნების მიზნით გამოიყენება მიწოდების მექანიზმები, თუმცა აღნიშული მეთოდი სათანადოდ არ არის აპრობირებული და დაკავშირებულია მნიშვნელოვან რისკებთან.
სტეიბლკოინები ხშირად გამოიყენება დეცენტრალიზებული ფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების ფარგლებში. გარდა ამისა, მათ ხშირად იყენებენ კრიპტოში ინვესტიციის მიზნით, აღნიშნული სფეროსთვის დამახასიათებელი მერყეობის რისკების გარეშე.
სტეიბლკოინები გამოიყენება უცვლელი ღირებულების შენარჩუნების მიზნით, რისთვისაც ხდება მათი მიბმა გარე ერთეულებზე, მაგალითად აშშ დოლარზე, სხვა ფიატ ვალუტაზე, საქონელზე ან სხვა კრიპტოვალუტაზე. სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, რომელთათვისაც დამახასიათებელია ფასების მკვეთრი ცვალებადობა, სტეიბლკოინების მეშვეობით ხდება უცვლელი საბაზრო ღირებულების შენარჩუნება მათი გარე ერთეულებზე, მაგალითად აშშ დოლარზე, სხვა ფიატ ვალუტაზე, საქონელზე ან სხვა კრიპტოვალუტაზე მიბმის გზით.
დღესდღეობით, სტეიბლკოინები კრიპტო ბაზრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ისინი ცენტრალიზებულ ბირჟებზე და
დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პროტოკოლებში აქტივების მიმოცვლის ძირითად საშუალებად გამოიყენება.
არსებობს სტეიბლკოინების ოთხი ძირითადი ტიპი, რომელთაგან თითოეული მიბმის შენარჩუნების განსხვავებულ მექანიზმს იყენებს.
ფიატით უზრუნველყოფილი სტეიბლკოინები
ამ ტიპის სტეიბლკოინები უზრუნველყოფილია ფიატ ვალუტების რეზერვებით, რომელთა შენახვაც, როგორც წესი, ხდება საბანკო ანგარიშებზე, ან ეკვივალენტური ფინანსური სერვისების მეშვეობით. თითოეული გამოშვებული სტეიბლკოინისთვის გამომშვები ორგანიზაცია განათავსებს შესაბამისი ოდენობის
ფიატ ვალუტას რეზერვში, რაც ქმნის 1:1 თანაფარდობით უზრუნველყოფის სტრუქტურას. აღნიშნული წარმოადგენს ბაზარზე ყველაზე ფართოდ გავრცელებულ მოდელს.
მაგალითად:
Tether (USDT), ყველაზე მაღალი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე სტეიბლკოინი და
USD Coin (USDC). ფიატით უზრუნველყოფილი სტეიბლკოინების გამომშვები ორგანიზაციების უმეტესობა რეგულარულად აქვეყნებს რეზერვების არსებობის მტკიცებულებებს ან აუდიტების ანგარიშებს.
კრიპტოვალუტებით უზრუნველყოფილი სტეიბლკოინები
აღნიშნული სტეიბლკოინების უზრუნველყოფა, ფიატ ვალუტების ნაცვლად, ხდება სხვა კრიპტოვალუტებით. გამომდინარე იქიდან, რომ კრიპტო აქტივები გამოირჩევა მერყეობით, როგორც წესი, ხდება მათი ჭარბი უზრუნველყოფა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეზერვში ინახება გამოშვებული სტეიბლკოინების ღირებულებასთან შედარებით დიდი ოდენობის კრიპტო აქტივი, რაც ფასების ცვალებადობით გამოწვეული შედეგების დაბალანსებას უწყობს ხელს.
მაგალითად, DAI, რომლის დამზადებაც ხდება MakerDAO ეკოსისტემის ფარგლებში და რომელიც უზრუნველყოფილია შესაბამისი კრიპტო აქტივების კალათით. აღნიშნული სტეიბლკოინები დაფუძნებულია
სმარტ კონტრაქტებზე, რაც უზრუნველყოფს მიბმის ავტომატურად მართვის და შენარჩუნების შესაძლებლობას.
საქონლით უზრუნველყოფილი სტეიბლკოინები
აღნიშნული ტიპის სტეიბლკოინები მიბმულია რეალური სამყაროს აქტივების, მაგალითად ოქროს ან ვერცხლის ღირებულებაზე. აღნიშნული საქონელი წარმოადგენს გამომშვები ორგანიზაციის საკუთრებას, ხოლო სტეიბლკოინები პირდაპირ ასახავს საბაზისო აქტივების ღირებულებას. აღნიშნული ტიპის სტეიბლკოინების მაგალითებია Tether Gold (XAUT) და PAX Gold (PAXG), რომლებიც უზრუნველყოფილია ოქროთი.
ალგორითმული სტეიბლკოინები
ალგორითმული სტეიბლკოინები ტოკენის მარაგის ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად გაზრდის ან შემცირების მიზნით პროგრამული უზრუნველყოფის მექანიზმებს იყენებს და არ არის დამოკიდებული რაიმე სახის უზრუნველყოფაზე. როდესაც მოთხოვნის ზრდის გამო აქტივის ფასი მიბმის ფასზე მაღლა აიწევს, ხდება ახალი ტოკენების დამზადება. ხოლო მოთხოვნის შემცირების შემთხვევაში, გამოიყენება ტოკენების მიმოქცევიდან ამოღების მეთოდი.
აღნიშნული მოდელი არც თუ ისე ფართოდაა აპრობირებული და თითქმის შეუძლებელია მკაფიო და საფუძვლიანი ინფორმაციის მოპოვება მისი გამოყენების ისტორიასთან დაკავშირებით. 2022 წლის მაისში TerraUSD-ის (UST), ყველაზე გავრცელებული სტეიბლკოინის კოლაფსმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აღნიშნულ დიზაინთან დაკავშირებულ რისკებს. UST-მა ვერ შეძლო მიბმის თუნდაც ნაწილობრივ შენარჩუნება, რაც ბაზარზე საკმაოდ ფართომასშტაბიანი კრიზისის და ათობით მილიარდის ოდენობით ზარალის გამომწვევ მიზეზად იქცა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით სტატიას
რატომ ხდება სტეიბლკოინების მიბმის გაუქმება? აღნიშნული მოვლენები საფუძვლად დაედო არსებულ ეჭვებს ალგორითმული სტეიბლკოინების ეფექტურობასთან დაკავშირებით.
სტეიბლკოინები კრიპტოვალუტების სივრცესა თუ ფინანსურ სფეროში რამდენიმე პრაქტიკული მიზნით გამოიყენება:
ჰეჯირება მერყეობის შემცირების მიზნით: მომხმარებლებს შეუძლიათ აქტივების შენახვა სტეიბლკოინების მეშვეობით, კრიპტო ეკოსისტემიდან გასვლის ან ფიატ ვალუტაზე კონვერტირების საჭიროების გარეშე.
დეცენტრალიზებულ ფინანსებთან დაკავშირებულ პროცესებში ჩართულობა: სტეიბლკოინები ფართოდ გამოიყენება DeFi პროტოკოლების ფარგლებში, ისეთი მოქმედებებისთვის, როგორიცაა სესხის აღება, გაცემა და ლიკვიდურობის უზრუნველყოფა.
საერთაშორისო გადახდები: სტეიბლკოინების მეშვეობით ანგარიშსწორებისას, პროცესები სტანდარტულ გადახდის სისტემებთან შედარებით ბევრად სწრაფად მიმდინარეობს და ნაკლებ ხარჯთანაა ასოცირებული.
ბლოკჩეინ ტრანზაქციები: სტეიბლკოინების მეშვეობით საქონლისა და მომსახურების საფასურის გადახდისას, უზრუნველყოფილია ფასის სტაბილურობა და ხდება კრიპტოვალუტების ფასების მერყეობის ზეგავლენის თავიდან არიდება.
სტეიბლკოინები, რა თქმა უნდა, არ არის სრულად დაცული რისკებისგან. აღნიშნულ ერთეულებთან დაკავშირებულ, ყველაზე ფართოდ გავრცელებულ რისკებს შორისაა:
სტეიბლკოინებთან დაკავშირებული რეგულაციები ჯერ კიდევ შემუშავების ეტაპზეა მრავალი სხვადასხვა იურისდიქციის ფარგლებში. ევროკავშირში
კრიპტო აქტივების ბაზრების რეგულაცია (MiCA) მოქმედებს რეზერვების შექმნის, მართვის და ანგარიშგების პროცედურებთან დაკავშირებით, სტეიბლკოინების გამომშვებ იმ ორგანიზაციებთან მიმართებაში, რომელთა მომხმარებლების ძირითად ნაწილს ევროკავშირში მყოფი მოსახლეობა წარმოადგენს. ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოდგენილია ფედერალური მარეგულირებელი აქტი
GENIUS Act, რომელიც სტეიბლკოინების გამომშვები სტაბილური ორგანიზაციებისთვის ლიცენზირებისა და სარეზერვო მოთხოვნების დაწესებას ითვალისწინებს. აღნიშნული მარეგულირებელი პროცედურები პირდაპირაა დაკავშირებული სტეიბლკოინების, როგორც მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტრუმენტების დამკვიდრების პროცესებს მიმდინარეობასთან.
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.