რა გავლენას მოახდენს ხელოვნური ინტელექტი (AI) NFT ხელოვნების ეკოსისტემაზე?
მთავარი
სტატიები
რა გავლენას მოახდენს ხელოვნური ინტელექტი (AI) NFT ხელოვნების ეკოსისტემაზე?

რა გავლენას მოახდენს ხელოვნური ინტელექტი (AI) NFT ხელოვნების ეკოსისტემაზე?

გამოქვეყნებული Mar 27, 2023განახლებული Dec 11, 2023
6m

TL;DR

AI ფოტო გენერატორების შესაძლებლობები უსაზღვროა. თუმცა არსებობს უარყოფითი მხარეებიც. მაგალითად, მეტისმეტად გაჯერების შემთხვევაში, კონკრეტულ ხელოვანებს თავის წარმოჩენა გაუჭირდებათ. გაჩნდა მოთხოვნა ხელოვნების ნამუშევრის უსაფრთხოდ შენახვაზე, რათა ჰაკერებმა უნიკალური NFT ქმნილებები არ მოიპარონ.

შესავალი

ხელოვნური ინტელექტი (AI) ხელოვნების სფეროში უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. AI ალგორითმების მეშვეობით დიდი ოდენობით მონაცემებს ამუშავებს. მას ასევე შეუძლია სხვადასხვა სტილების, კომპონენტების გაერთიანება და ახალი ნამუშევრების შექმნა.

AI-ს განვითარებამ ბევრი ინდუსტრია უკვე გარდაქმნა და არც NFT სამყაროა გამონაკლისი. NFT ეკოსისტემაში AI-ს შექმნილი ხელოვნება უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რითაც ყველას, უნარების და გამოცდილების მიუხედავად უნიკალური ციფრული ნამუშევრების შექმნა შეუძლია.

რა არის AI-ს მიერ გენერირებული NFT ხელოვნება?

AI-ს გენერირებული NFT ხელოვნება აღნიშნავს ნამუშევრებს, რომლებიც დიდი ოდენობით მონაცემების დამუშავების და შესწავლის შემდეგ AI ალგორითმების გამოყენებით შეიქმნა. მაგალითად მათ განსხვავებული სტილების, ფერთა პალიტრის, ფორმების და ფაქტურების გამოყენება შეუძლიათ. შედეგად AI-ის გენერირებული ხელოვნება სრულიად განსხვავდება ტრადიციული ხელოვნების ეკოსისტემაში არსებული სხვა სტილებისგან და ტექნიკებისგან.

NFT კომპონენტი ნიშნავს, რომ AI-ს გენერირებული ნამუშევრის ავთენტიფიკაცია ბლოკჩეინის ტექნოლოგიით ხდება და შესაძლოა სხვადასხვა ფორმა მიიღოს. მაგალითად ფოტო, ანიმაცია ან დინამიკური NFT, რომელიც მომხმარებლის შეყვანილ ბრძანებაზე რეაგირებს.

AI-ს გამოყენება NFT ხელოვნებაში

AI-ს განვითარება უკვე შეიმჩნევა NFT ინდუსტრიაში, რადგან მან გავლენა მოახდინა ბევრ კრეატიულ კოლექციაზე და პროექტზე. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკა ჯერ კიდევ არ არის ფართოდ გავრცელებული, AI-ს გავლენა შეიძლება აღინიშნებოდეს NFT-იების შექმნაზე, ხარისხის კონტროლზე, ვერიფიკაციასა და ავთენტიფიკაციაზე. 

შექმნა

AI-ს გამოყენებით უნიკალური NFT-იების შექმნა შეგიძლიათ, მაგრამ ფუნჯების, საღებავების ან თუნდაც ციფრული ილუსტრაციის პროგრამების ნაცვლად სიტყვებს, ან „მინიშნებებს“ გამოიყენებთ. ნამუშევრის დასრულების შემდეგ მისი მთელი მსოფლიოსთვის გაზიარება და შესაბამისი არხების, მაგალითად NFT სავაჭრო ბირჟების მეშვეობით გაყიდვაც შეგიძლიათ.

ორი მთავარი ტექნოლოგია, რომელსაც AI ხელოვნება ეფუძნება არის მინიშნებების ინჟინერია და გენერაციული AI. მინიშნებების ინჟინერია ეწოდება პროცესს, რომლის დროსაც ენის ბუნებრივად დამუშავების მოდელი ტექსტურ მინიშნებებს კომუნიკაციის დასაწყებად იყენებს და მომხმარებელს კონკრეტულ შედეგს აძლევს.

გენერაციული AI სხვადასხვა წესების და პარამეტრების მიხედვით ფოტოების ან სხვა მედიის შექმნას გულისხმობს. წინასწარ განსაზღვრული შეზღუდვები შეიძლება არსებულ მონაცემებს ან შაბლონებს დაეფუძნოს ან უშუალოდ ხელოვანმა ორიგინალური ნამუშევრის შესაქმნელად დაამზადოს. 

AI ფოტო გენერატორს მომხმარებლის პრეფერენციების მიხედვით NFT ნამუშევრების პერსონალიზება შეუძლია. რადგან მსგავსი ნამუშევრები კონკრეტული მომხმარებლებისთვის იქმნება, ჩვეულებრივ მისი განმეორება შეუძლებელია.

პროცესს დაახლოებით ასეთი სახე აქვს:

  1. მომხმარებელს შეჰყავს ინფორმაცია პრეფერენციების შესახებ, მაგალითად ფერები, სტილები და ინტერესები.

  2. AI გენერატორი ამ პრეფერენციებზე დაყრდნობით ნამუშევრებს ქმნის.

  3. ბლოკჩეინზე დაფუძნებული პლატფორმის დახმარებით, მომხმარებელი გენერირებულ ნამუშევარს NFT-იდ აქცევს.

შექმნის მაგალითი: Bicasso

Bicasso არის NFT ფოტოების გენერატორი რომელიც AI-ს გამოყენებით მომხმარებლებს წინასწარ განსაზღვრული მინიშნებების მიხედვით უნიკალური ციფრული ხელოვნების ნიმუშების საშუალებას აძლევს. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ Bicasso-ზე ჩვეულებრივი ფოტოები გასაუმჯობესებლად ატვირთონ. ამასთან, Bicasso-ს აქვს NFT-ის შექმნის ფუნქცია, რითაც მომხმარებლებს თავიანთი გენერირებული ფოტოების BNB Smart Chain-ზე დამზადება შეუძლიათ, რის შედეგადაც ის მათ საფულეში შეინახება.

Binance იყენებს deep learning-ის განსაკუთრებულ სახეს, ტექსტიდან-ფოტოსკენ მოდელს, რომელსაც წინასწარ მომზადებული ინფორმაციის ნაკრებების მიხედვით ფოტოების გენერირება შეუძლია. თავდაპირველად ის ფოტოებს შლის და შემთხვევით ხმაურად აქცევს. მომხმარებლის მიერ ინსტრუქციების შეყვანის შემდეგ, მოდელი პროცესს ატრიალებს და პროგნოზირების მიხედვით ხმაურს აშორებს, რითაც შესაბამისს ფოტოს იღებს. გაიგეთ მეტი Bicasso-ს შესახებ Binance-ის ბლოგზე.

ხარისხის კონტროლი

AI-ს შეუძლია წვლილის შეტანა NFT ხელოვნების ნიმუშების ხარისხის კონტროლშიც, რათა საბოლოო პროდუქტი კონკრეტულ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს და კოლექციონერებისთვის საინტერესო იყოს.

მაგალითად, AI ალგორითმებს შეუძლიათ გააანალიზონ NFT ფოტოები და იპოვონ ისეთი პრობლემები, როგორიცაა დაბალი გაფართოება, სათითაო პიქსელები და გადახრა. AI-ს ასევე შეუძლია NFT ნამუშევრის კომპოზიციის გაანალიზება იმის მისახვედრად, აკმაყოფილებს თუ არა ის კონკრეტულ ესთეტიკურ სტანდარტებს.

ვერიფიკაცია და ავთენტიფიკაცია

AI-ს შეუძლია ციფრული ნამუშევრები ავთენტურობის დასადასტურებლად გააანალიზოს. მაგალითად მას შეუძლია NFT ნამუშევრის ავთენტურობის დასადასტურებლად ბლოკჩეინ ტრანზაქციების ისტორია შეამოწმოს და დარწმუნდეს, რომ NFT ორიგინალია და არა დუბლიკატი.

დამატებით, AI მონაწილეობას იღებს NFT ნამუშევრის შინაარსის ანალიზშიც, ამოწმებს არის თუ არა ორიგინალი და არღვევს თუ არა კანონს საავტორო უფლებების შესახებ. შედეგად, მყიდველი დარწმუნებულია იმ ნამუშევრის წარმომავლობასა და ფასში, რომელსაც ყიდულობს.

AI ალგორითმებს ასევე შეუძლიათ NFT ნამუშევრების ყიდვა-გაყიდვის ინფორმაციის შესწავლით გააანალიზონ ბაზრის ტრენდები და მომხმარებელს პერსონალიზებული რეკომენდაციები მიაწოდონ. ეს აუმჯობესებს ძიების შედეგებს, მინიმუმამდე ამცირებს თაღლითობის შანსს და აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას.

NFT სამყაროში AI-ის გამოყენების შესაძლო უარყოფითი შედეგები

AI-ს NFT ეკოსისტემის გამდიდრება შეუძლია, მაგრამ არსებობს უარყოფითი შედეგების რისკიც. მაგალითად, AI-ს გამო შესაძლოა NFT ეკოსისტემაში ორიგინალურობა შემცირდეს.

AI ფოტოს გენერატორებს ერთი ნამუშევრის უთვალავი ვარიანტის შექმნა შეუძლიათ, რითაც ბაზარი მეტისმეტად გაჯერდება და ხელოვანებს საკუთარი თავის სხვების ფონზე წარმოჩენა გაუჭირდებათ.

არსებობს მოსაზრება, რომ AI-ს გენერირებულ ნამუშევრებს ტრადიციული ხელოვნებისთვის დამახასიათებელი ადამიანის ხელი აკლია. ეს ხელოვანსა და ნამუშევარს შორის ემოციურ კავშირს ამცირებს, რის გამოც ეს უკანასკნელი შესაძლოა ნაკლებად ავთენტური და პერსონალური გამოჩნდეს.

პრობლემური შესაძლოა აღმოჩნდეს AI-ს გენერირებული ხელოვნების დამოკიდებულება ტექნოლოგიაზე, რადგან ტექნოლოგიის დაზიანებამ შესაძლოა ნამუშევრების ქურდობა ან დაკარგვა გამოიწვიოს.

დასკვნა

AI-ს გავლენას NFT ეკოსისტემაზე შეუძლია შეცვალოს ციფრული ხელოვნების შექმნის, გაყიდვის და ვერიფიკაციის წესები. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ AI-ს გენერირებულ NFT-იებს ბაზრის გაჯერება და ორიგინალურობის შემცირება შეუძლიათ. NFT ეკოსისტემის განვითარებისთვის AI-ს გამოყენება გრძელდება და საინტერესოა რა შეიცვლება იმ მეთოდებში, რომლითაც ციფრულ ხელოვნებას აღვიქვამთ და ვიყენებთ.

დამატებითი საკითხავი

უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ის შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy-ი არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებსა და რისკის შესახებ გაფრთხილებას..