მთავარი დეტალები
კომპანია Gunzilla Games-ის მიერ შექმნილი GUNZ არის პირველი დონის ბლოკჩეინი, რომელიც გვთავაზობს თანამედროვე თამაშებში NFT-ების და კრიპტოს ტრანზაქციების ინტეგრაციის შესაძლებლობას ტრადიციული გეიმპლეის შეფერხების გარეშე.
მოთამაშეებს შესაძლებლობა ეძლევათ სრულად ფლობდნენ თამაშში გამოყენებულ აქტივებს, ივაჭრონ ან სულაც იქირავონ ეს აქტივები. გარდა ამისა, თამაშის დეველოპერებს შეუძლიათ გამოიყენონ GUNZ ინსტრუმენტები და გამოიმუშაონ თანხები NFT-ზე დაფუძნებული ეკონომიკის მეშვეობით.
სპეციალური NFT-ები, რომლებიც მოქმედებენ, როგორც ნოდები, საშუალებას გაძლევთ შექმნათ თამაშში გამოსაყენებელი ნივთები და გამოიმუშაოთ ჯილდოები ამ ნივთების გაყიდვით მიღებული შემოსავლის და საკომისიოების სახით.
შესავალი
GUNZ წარმოადგენს ბლოკჩეინის ქსელს, რომელიც შექმნილია ვიდეოთამაშების მწარმოებელი კომპანიის - Gunzilla Games-ის მიერ, რომელიც ცნობილია მისი სამეფოთა ბრძოლის ჟანრის თამაშით Off The Grid. მისი მიზანია გეიმინგის სფეროში ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის იმგვარად ინტეგრაცია, რომ ის მარტივი გამოსაყენებელი იყოს როგორც მოთამაშეებისთვის, ასევე დეველოპერებისთვის.
რა არის GUNZ?
GUNZ არის სპეციალურად გეიმინგისთვის შექმნილი ბლოკჩეინის ეკოსისტემა. თავდაპირველად პროექტი შეიქმნა კომპანია Gunzilla-ს ფლაგმანური თამაშის, Off The Grid-ის (OTG) მოთამაშეებზე ორიენტირებული ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით. თუმცა მოგვიანებით ის გარდაიქმნა სრულფასოვან პლატფორმად, რომელიც თანამედროვე თამაშების დეველოპერებს სთავაზობს ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ინფრასტრუქტურას.
ბლოკჩეინის და არაჩანაცვლებადი ტოკენების (NFT-ების) მეშვეობით, GUNZ მოთამაშეებს შესაძლებლობას აძლევს რეალურად ფლობდნენ თამაშში გამოყენებულ ნივთებს. ის მათ შესაძლებლობას აძლევს გამოიმუშაონ ჯილდოები საკუთარი აქტივების გაქირავების მეშვეობით.
რას გვთავაზობს GUNZ?
მოთამაშეებს:
ნამდვილ მფლობელობას: მოთამაშეებს შეუძლიათ სრულად ფლობდნენ თამაშში გამოყენებულ ნივთებს და გამოიყენონ ისინი ვაჭრობის დროს.
ბლოკჩეინთან ურთიერთქმედების არასავალდებულო შესაძლებლობა: მათ, ვინც გეიმინგის ტრადიციულ გამოცდილებას ირჩევს, შეუძლიათ თამაშებში ჩართვა ბლოკჩეინის მექანიზმების გამოყენების საჭიროების გარეშე.
უსაფრთხოება და გამჭვირვალობა: ბლოკჩეინ-ტექნოლოგია უზრუნველყოფს თამაშიდან ტრანზაქციების ვერიფიკაციას და უსაფრთხოებას.
დეველოპერებს:
მარტივი ინტეგრაცია: GUNZ გვთავაზობს დეველოპერებისთვის მოსახერხებელ ინსტრუმენტებს, რაც ამარტივებს ბლოკჩეინზე ინტეგრაციას.
მასშტაბირებადობა: Avalanche-ზე დაფუძნებული არქიტექტურა უზრუნველყოფს ტრანზაქციების სწრაფად და იაფად განხორციელების შესაძლებლობას.
მონეტიზაცია: თამაშების მწარმოებლებს შეუძლიათ მოახდინონ საკუთარი პროექტების NFT-ზე დაფუძნებულ ეკონომიკაში ინტეგრაცია და გამოსცადონ შემოსავლის მიღების ახალი შესაძლებლობები.
როგორ მუშაობს GUNZ
GUNZ მოქმედებს, როგორც გეიმინგის დეცენტრალიზებული ეკოსისტემა, რომელსაც აქვს უამრავი საინტერესო ფუნქცია. მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ ეს ფუნქციები.
ბლოკჩეინის ტექნოლოგია
GUNZ წარმოადგენს პირველი დონის (L1) ბლოკჩეინს, რომელიც მოქმედებს, როგორც Avalanche ეკოსისტემის ქვე-ქსელი. როგორც ქვე-ქსელი, GUNZ იყენებს Avalanche-ის ძირითად ფუნქციებს და ინფრასტრუქტურას, რაც აუმჯობესებს მის გამტარუნარიანობას და უზრუნველყოფს დაყოვნების დაბალ დონეს. თუმცა GUNZ დამოუკიდებლად მუშაობს და ჰყავს ვალიდატორების საკუთარი გუნდი.
GUNZ ბლოკჩეინი სრულად თავსებადია Ethereum-ის ვირტუალურ კომპიუტერთან (EVM) და Solidity ქსელზე გაშვებულ სმარტ კონტრაქტებთან.
GunzScan არის სპეციალურად GUNZ ეკოსისტემისთვის შექმნილი ბლოკჩეინ ექსპლორერი. Etherscan-ის მსგავსად, GunzScan მომხმარებელს სთავაზობს ტრანზაქციების, ბლოკების და ტოკენების შესახებ ინფორმაციის და სხვა ბლოკჩეინების მონაცემების ნახვის შესაძლებლობას.
თამაშების ინტეგრაცია
პირველი თამაში, რომელიც იყენებდა GUNZ-ს, არის Off The Grid, სამეფოთა ბრძოლის ჟანრის შუტერი. ამ თამაშში ბლოკჩეინის მექანიკა იმგვარადაა ინტეგრირებული, რომ ეს ხელს არ უშლის გეიმინგის გამოცდილების სრულყოფილად მიღების შესაძლებლობას. მოთამაშეებს, რომელთაც სურთ ბლოკჩეინის მიერ შემოთავაზებული ფუნქციებით სარგებლობა, შეუძლიათ შეაგროვონ და გადაცვალონ NFT-ები, ხოლო მათ, ვინც უპირატესობას გეიმინგის ტრადიციულ გამოცდილებას ანიჭებს, შეუძლიათ თამაში გააგრძელონ კრიპტო აქტივებთან ურთიერთქმედების გარეშე.
თამაშში გამოყენებული აქტივები და NFT-ები
GUNZ იძლევა თამაშში გამოყენებული აქტივების და NFT-ების შექმნის შესაძლებლობას. მოთამაშეებს შეუძლიათ გამოიმუშაონ, შეიძინონ ან გადაცვალონ ეს აქტივები GUNZ-ის სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით. Off The Grid თამაშის ერთ-ერთი უნიკალური მახასიათებელია ნადავლის ყუთები, რომელთაც ეწოდება HEX-ები.
შეჯიბრების დროს მოთამაშეებს შეუძლიათ შეაგროვონ HEX-ები და შემდეგ მათი დეკოდირების (გახსნის) მეშვეობით შექმნან NFT-ები. მოთამაშეებს შეუძლიათ ეს NFT-ები გადაცვალონ, გამოიყენონ ან გადაიტანონ სხვა თავსებად თამაშებში. HEX-ების დეკოდირების პროცესში მონაწილეობენ ვალიდატორები, რომლებიც ფლობენ ვალიდატორის NFT-ებს.
ვალიდატორის NFT-ები
არსებითად, ვალიდატორის NFT-ები წარმოადგენს პროგრამულ ნოდებს, რომელთა პასუხისმგებლობაც არის თამაშში გამოყენებული ნივთების დამზადება GUNZ ქსელში. ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, არსებობს ვალიდატორის NFT-ების ხუთი ტიპი, თითოეულ მათგანს აქვს განსხვავებული დონის ძალა, გაყიდვის საკომისიოს ტარიფები და ჰეშირების სიმძლავრე. რაც უფრო იშვიათია ეს NFT, მით მეტია შანსი, რომ ის იქნეს შერჩეული ტრანზაქციის დეკოდირებისთვის.
ამ NFT-ების მეშეობით შესაძლებელია ორი ტიპის ჯილდოების გენერირება. პირველი ტიპის ჯილდო გენერირდება HEX-ების დეკოდირების დროს. როდესაც მოთამაშე ახორციელებს HEX-ის დეკოდირებას, ამ დროს ხდება ვალიდატორის NFT-ის არჩევა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ პროცესის განხორციელებასა და თამაშში გამოსაყენებელი ახალი ნივთის დამზადებაზე. მოთამაშე იხდის საკომისიოს GUN ტოკენებში, რომელიც გადაეცემა ამ NFT-ის მფლობელს. ამ დროს ხდება GUN ტოკენების გარკვეული ნაწილის „დაწვა“.
მეორე ტიპის ჯილდო გაიცემა გაყიდვის საკომისიოების სახით, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალიდატორის NFT-ების მფლობელები იღებენ წილს დამზადებული ნივთების GUNZ სავაჭრო პლატფორმაზე გაყიდვის საკომისიოდან.
დეველოპერის ინსტრუმენტები
GUNZ გვთავაზობს ინსტრუმენტების ნაკრებს, რომელიც თამაშის დეველოპერებს ეხმარება საკუთარი პროექტების ბლოკჩეინზე ინტეგრაციაში. ეს ინსტრუმენტები მოიცავს ტოკენების და NFT-ების შექმნისთვის საჭირო API-ებს, ტრანზაქციების ტრეკინგისთვის გამოსაყენებელ ბლოკჩეინის სკანერს, iOS და Android სისტემების მობილურ აპლიკაციებს, სავაჭრო პლატფორმას აქტივებით ვაჭრობისთვის და ა.შ.
ეს ინსტრუმენტები დეველოპერებს უმარტივებს საკუთარი პროექტების ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაში ინტეგრირებას და არ საჭიროებს სმარტ კონტრაქტების შექმნისთვის საჭირო უნარებს.
GUN ტოკენი
GUN წარმოადგენს GUNZ ეკოსისტემის ადგილობრივ კრიპტოვალუტას. ის გამოიყენება ქსელში ტრანზაქციების განხორციელებისა და გაზის საკომისიოების გადახდისთვის. მას ასევე აქვს NFT-ების მხარდაჭერა, რაც მოთამაშეებს აძლევს თამაშში გამოსაყენებელი ნივთების ფლობის, მათი გადაცვლის და სხვადასხვა თამაშში გამოყენების შესაძლებლობას.
GUNZ Binance Launchpool-ზე
2025 წლის 27 მარტს, Binance-მა განაცხადა, რომ GUNZ (GUN) იქნებოდა Binance Launchpool-ზე გაშვებული 66-ე პროექტი. მომხმარებლები, რომლებიც ფარმინგის პერიოდში დაბლოკავდნენ საკუთარ BNB, FDUSD და USDC ტოკენებს, შეძლებდნენ GUN ჯილდოების მიღებას. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 400 მილიონი GUN.
ფარმინგის პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდა GUN ტოკენის ლისტინგი Binance-ზე და მიენიჭა Seed თეგი, მისი გადაცვლა შესაძლებელია USDT, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.
შეჯამება
GUNZ წარმოადგენს ბლოკჩეინ-პლატფორმას გეიმინგისთვის, რომლის დანიშნულებაა მომხმარებლისა და დეველოპერებისთვის მოსახერხებელი ეკოსისტემის შეთავაზება. NFT-ების ინტეგრირების, კრიპტოვალუტის ტრანზაქციების შესაძლებლობის და დეცენტრალიზებული ინფრასტუქტურის წყალობით, GUNZ თამაშების დეველოპერებს სთავაზობს ახალ შესაძლებლობებს, ხოლო მოთამაშეებს აძლევს მათ მფლობელობაში არსებულ თამაშში გამოსაყენებელ აქტივებზე მეტი კონტროლის საშუალებას.
ამ პროექტის პოტენციალი აშკარაა, თუმცა გეიმინგის სფეროში არსებული მაღალი კონკურენციის გამო, მისი გრძელვადიანი წარმატება დამოკიდებულია პროექტის რეალიზაციის პროცესის ეფექტურობასა და ბაზარზე ადგილის დამკვიდრებაზე.
დამატებითი საკითხავი
წინამდებარე სტატია წარმოდგენილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნით. ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.