ბლოკ-ექსპლორერი

განახლებული Aug 12, 2026

მთავარი დეტალები

  • ბლოკ ექსპლორერი არის საძიებო ინსტრუმენტი, რომელიც ბლოკჩეინის დაუმუშავებელ მონაცემებს გარდაქმნის ადამიანისთვის გასაგებ ფორმატად და მომხმარებელს აძლევს ტრანზაქციების, საფულის მისამართების და ბლოკების მოძებნის შესაძლებლობას ტექნიკური ცოდნის საჭიროების გარეშე.
  • ბლოკ-ექსპლორერები „მხოლოდ წაკითხვის“ ფუნქციის მქონე ინსტრუმენტებია: მათი მეშვეობით შესაძლებელია მხოლოდ ბლოკჩეინის საჯარო მონაცემების დათვალიერება და არ არის განკუთვნილი თანხების გადარიცხვისთვის ან პირად გასაღებებზე წვდომისთვის.

  • თითოეული ბლოკ-ექსპლორერი დაკავშირებულია კონკრეტულ ბლოკჩეინთან; ზოგიერთი პლატფორმა უკვე გვთავაზობს მულტიჩეინ-ექსპლორერებს, რომლებიც გვთავაზობს რამდენიმე ქსელის მონაცემების ერთი ინტერფეისით დათვალიერების შესაძლებლობას.

  • ისინი ძირითადად გამოიყენება გადარიცხვის დასრულების გადამოწმებისთვის, საფულის ბალანსის სანახავად, სმარტ კონტრაქტების მონაცემების წაკითხვისთვის და ქსელის აქტივობებზე, მაგალითად საკომისიოების და ქსელის დატვირთვის ცვლილებებზე მონიტორინგისთვის.

ბლოკ-ექსპლორერი არის ონლაინ ინსტრუმენტი, რომელიც ბლოკჩეინის ქსელის მონაცემებს წარმოგვიდგენს ადამიანისთვის გასაგები ფორმით. ბლოკ-ექსპლორერით შეგიძლიათ დაათვალიეროთ ყველა ბლოკი, დაწყებული გენეზის-ბლოკით (ბლოკჩეინის პირველი ბლოკი), ასევე მათში ჩაწერილი თითოეული ტრანზაქცია და საფულის მისამართი. ის შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც ბლოკჩეინის მონაცემების საძიებო სისტემა: თქვენ შეგიძლიათ შეიყვანოთ საფულის მისამართი, ტრანზაქციის ჰეში ან ბლოკის ნომერი, ბლოკ-ექსპლორერი კი მოგიძებნით სრულ დეტალებს.

ბლოკ-ექსპლორერები „მხოლოდ წაკითხვის“ ფუნქციის მქონე ინსტრუმენტებია. მათი დახმარებით შეგვიძლია დავათვალიეროთ საჯარო ლეჯერში ჩაწერილი ინფორმაცია, თუმცა ვერ შევძლებთ საფულეებთან ურთიერთქმედებას, თანხების გადაგზავნას ან პერსონალურ მონაცემებთან წვდომას.

რას გვაჩვენებს ბლოკ-ექსპლორერი

ბლოკ-ექსპლორერების უმეტესობა გვთავაზობს შემდეგ ინფორმაციას:

  • ტრანზაქციები: საძიებო ველში ტრანზაქციის ID-ის (TXID) ჩაწერით შეგიძლიათ ნახოთ გამგზავნის მისამართი, მიმღების მისამართი, გადარიცხული თანხა, დროის ნიშნული, გადახდილი საკომისიო და დადასტურების სტატუსი (მომლოდინე, დადასტურებული ან წარუმატებელი).
  • საფულის მისამართები: იხილეთ სრული ტრანზაქციების ისტორია და მიმდინარე ბალანსი, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული ბლოკჩეინის ნებისმიერ საჯარო მისამართთან.
  • ბლოკები: დაათვალიერეთ ინდივიდუალური ბლოკები და გაეცანით მათში შემავალ ტრანზაქციებს, ბლოკების ვალიდატორებს ან მაინერებს, ბლოკის ჯილდოებს და ბლოკჩეინზე მათი დამატების დროებს.
  • სმარტ კონტრაქტები: დაპროგრამებადი ბლოკჩეინების ექსპლორერებით შეგიძლიათ მოძებნოთ კონკრეტულ ტოკენებთან ასოცირებული სმარტ კონტრაქტები, DeFi პროტოკოლები და NFT-ები, მათ შორის მათი საწყისი პროგრამული კოდები (ვერიფიცირებული), მოვლენების ლოგები და ტოკენების განაწილება ჰოლდერებს შორის.
  • ქსელის სტატისტიკა: ბევრი ბლოკ-ექსპლორერი ასევე გვთავაზობს რეალური დროის მონაცემებს, როგორიცაა საშუალო გაზის საკომისიოები, mempool-ში არსებული ტრანზაქციები, ჰეშრეითი, ვალიდატორების სიები და ქსელის საერთო დატვირთვის დონე.

გამოყენების ძირითადი გზები

თანხის დეპონირების და გატანის კონტროლი

როგორც წესი, დეპოზიტის ან გატანის დამუშავებისას სავაჭრო ბირჟაზე გამოისახება შესაბამისი TXID. ამ TXID-ის ბლოკ-ექსპლორერში ჩასმით შეგიძლიათ ნახოთ ტრანზაქციის სტატუსი, მიღებული დადასტურებების რაოდენობა და დაირიცხა თუ არა თანხა დანიშნულების მისამართზე.

საფულის ბალანსის შემოწმება

რადგან ბლოკჩეინის მონაცემები საჯაროა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეამოწმოს ნებისმიერი საფულის ბალანსი და ტრანზაქციების ისტორია. ეს ხშირად გამოიყენება პროექტების სახაზინო საფულეების აუდიტისთვის, რეზერვების დამადასტურებელი განცხადებების გადამოწმებისთვის ან გადახდის მიღების დასადასტურებლად მესამე მხარის გარეშე.

ქსელის აქტივობაზე მონიტორინგი

დეველოპერები და ტრეიდერები ბლოკ-ექსპლორერებს იყენებენ გაზის საკომისიოს ცვლილებებზე თვალის დევნებისთვის, მაღალი დატვირთვის პერიოდების განსაზღვრისთვის და mempool-ის სიღრმის შემოწმებისთვის, რათა შეარჩიონ საჩქარო ტრანზაქციების გაგზავნისთვის საუკეთესო დრო.

ტოკენისა და კონტრაქტის მონაცემების შემოწმება

EVM-თან თავსებად ბლოკჩეინების ექსპლორერები, როგორიცაა Etherscan, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ნახონ ვერიფიცირებული სმარტ კონტრაქტის კოდი, შეამოწმონ ტოკენის მარაგი და ჰოლდერების რაოდენობა და თვალი ადევნონ ERC-20 ან NFT ტოკენების მოძრაობას.

ბლოკ ექსპლორერები ბლოკჩეინების მიხედვით

თითოეული ბლოკ-ექსპლორერი შექმნილია კონკრეტული ქსელისთვის. ერთი და იგივე TXID-ით ან მისამართით სხვადასხვა ბლოკჩეინზე ძიება შედეგებს ვერ მოგცემთ. ქვემოთ მოცემულია პოპულარული ექსპლორერები:

ბლოკჩეინი

ექსპლორერი

შენიშვნები

Ethereum

Etherscan

ყველაზე პოპულარული EVM ექსპლორერი; მუშაობს მე-2 დონის ქსელებზე, როგორიცაა Optimism და Arbitrum, რისთვისაც გამოიყენება ექსპლორერის სპეციალური ვერსიები

BNB Smart Chain

BscScan

ძირითადი ექსპლორერი BNB Smart Chain-ის ტრანზაქციების, ტოკენების და ვალიდატორების მოძიებისთვის

BNB Chain

BNB Chain Explorer

გამოიყენება BNB Beacon Chain-ის და BNB Chain-ის აქტივობების ნახვისთვის

Solana

მაღალი გამტარუნარიანობის ექსპლორერი Solana-ზე გაშვებული პროგრამებისთვის, NFT-ებისთვის, ტრანზაქციის ისტორიის ნახვისთვის. იხილეთ სტატია Academy-ს გზამკვლევი Solscan-ს შესახებ

Bitcoin

Mempool.space

გვაჩვენებს დაუდასტურებელ ტრანზაქციებს, საკომისიოების სავარაუდო ოდენობებს და Bitcoin-ის mempool-ს რეალურ დროში.

მსხვილი ბლოკჩეინების უმეტესობას აქვს სულ მცირე ერთი სპეციალიზებული ბლოკ-ექსპლორერი, ხოლო BscScan გვთავაზობს BNB Smart Chain-ის სრულ მონაცემთა ნაკრებს, მათ შორის ტოკენების გადარიცხვებს, ვალიდატორების აქტივობას და გაზის საკომისიოების ანალიტიკას. რადგან ბლოკჩეინ-ეკოსისტემა უფრო ურთიერთდაკავშირებული ხდება, ზოგი პლატფორმა გვთავაზობს ერთიან ექსპლორერებს, რომლებიც ერთ ინტერფეისში აერთიანებს რამდენიმე ქსელის მონაცემებს, თუმცა ჩვეულებრივ, სპეციალურად ქსელისთვის შექმნილი ინსტრუმენტებიუფრო დეტალურ მონაცემებს გვთავაზობს.

ხშირად დასმული კითხვები

რა არის ბლოკჩეინ-ექსპლორერი?

ბლოკჩეინ-ექსპლორერი არის ონლაინ საძიებო ინსტრუმენტი, რომელიც გვთავაზობს ბლოკჩეინზე შენახულ მონაცემების, მათ შორის ტრანზაქციების, საფულის მისამართების, ბლოკებისა და სმარტ კონტრაქტების დათვალიერების შესაძლებლობას. მისი მეშვეობით, საჯარო ლეჯერის ტექნიკური კონტენტი გარდაიქმნება უბრალო მომხმარებლისთვის გასაგებ ინფორმაციად.

როგორ იყენებთ ბლოკჩეინის ექსპლორერს?

ტრანზაქციის მოსაძებნად, გახსენით შესაბამისი ბლოკჩეინ-ექსპლორერი და ჩასვით ტრანზაქციის ჰეში (TXID). საფულის მოსაძებნად შეიყვანეთ საჯარო მისამართი. კონკრეტული ბლოკისთვის შეიყვანეთ ბლოკის ნომერი ან ჰეში. ექსპლორერი აჩვენებს ამ მოთხოვნასთან დაკავშირებულ ყველა საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემს. რეგისტრაცია ან ავტორიზაცია საჭირო არ არის, რადგან მონაცემები საჯაროა.

რომელი ბლოკჩეინ-ექსპლორერი გამოვიყენო?

გამოიყენეთ შესაბამის ბლოკჩეინთან თავსებადი ბლოკ-ექსპლორერი. Ethereum-ისა და ERC-20 ტოკენებისთვის გამოიყენება Etherscan. BNB Smart Chain-ისთვის გამოიყენება BscScan. Solana-სთვის - Solscan ან Solana Explorer. Bitcoin-ისთვის გამოყენებული პოპულარული ექსპლორერია Mempool.space. არასწორი ექსპლორერის გამოყენება კონკრეტული ქსელისთვის შედეგს არ მოგცემთ, რადგან თითოეული ქსელი აწარმოებს საკუთარი მონაცემების ლეჯერს.

შეჯამება

ბლოკ-ექსპლორერები კრიპტო სფეროს გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ფუნდამენტური ინსტრუმენტია. რადგან ბლოკჩეინები საჯარო ლეჯერებია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი ტრანზაქციის ნებისმიერ დროს გადამოწმება, ხოლო ბლოკ-ექსპლორერები ამ პროცესს ამარტივებს მონაცემების ადვილად წაკითხვადი და საძიებო ფორმით წარმოდგენის მეშვეობით. ბლოკ-ექსპლორერი მთავარი ინსტრუმენტია მათთვის, ვისაც სურს გადარიცხვის გადამოწმება, სმარტ კონტრაქტის აუდიტი ან ქსელის საკომისიოებზე მონიტორინგი. აქტიური ბლოკჩეინების რაოდენობის ზრდასთან ერთად გაიზარდა ექსპლორერების რაოდენობაც, ხოლო მულტიჩეინ ინტერფეისები გვთავაზობს რამდენიმე ქსელზე ერთდროულად ნავიგაციის შესაძლებლობას.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.