მთავარი დეტალები
NEAR პროტოკოლი წარმოადგენს მასშტაბირების მაღალი უნარის მქონე პირველი დონის ბლოკჩეინს, რომელიც მხარდაჭერილია Nightshade 2.0 შარდინგით, აქვს 8 აქტიური შარდი და ბლოკის შექმნის დროა 600 მწმ.
ბლოკჩეინის აბსტრაქცია მომხმარებლებს, დეველოპერებს და ხელოვნური ინტელექტის აგენტებს აძლევს ერთი NEAR ანგარიშის მეშვეობით რამდენიმე ბლოკჩეინთან ურთიერთქმედების და მათ შორის აქტივების გადატანის შესაძლებლობას.
NEAR Intents ამარტივებს ბლოკჩეინთან ურთიერთქმედების პროცესს, ამისათვის ის მომხმარებლებს აგენტებს საშუალებას აძლევს მიუთითონ, თუ რა სურთ რომ გაკეთდეს, ხოლო solver-ები განსაზღვავენ, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს.
NEAR ქმნის ღია აგენტურ ინტერნეტს, სადაც ხელოვნური ინტელექტის აგენტებს ექნებათ რეალური საფულეების ფლობის, შემოწმებადი ქმედებების განხორციელების, კონფიდენციალური ინფორმაციის დამუშავების და სხვადასხვა ბლოკჩეინზე წვდომის შესაძლებლობა.
NEAR ტოკენი (NEAR) გამოიყენება ტრანზაქციების საკომისიოების გადასახდელად, შესანახად, სტეიკინგის ჯილდოების მისაღებად და ეკოსისტემის მართვაში მონაწილეობის მისაღებად.
შესავალი
NEAR წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტისთვის შექმნილ ბლოკჩეინს. ის შექმნილია აპლიკაციების, აგენტების და მომხმარებლების მხარდასაჭერად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შარდინგი უზრუნველყოფს NEAR-ის სიჩქარეს და დიდი რაოდენობით მოთხოვნების დამუშავების შესაძლებლობას. ბლოკჩეინის აბსტრაქცია მომხმარებელს და ხელოვნური ინტელექტის აგენტებს უმარტივებს რამდენიმე ბლოკჩეინზე ერთი ანგარიშის მეშვეობით ურთიერთქმედებას. მას საფუძვლად უდევს კონფიდენციალურობა და გადამოწმებადობა, რაც აგენტებს აძლევს აქტივების ფლობის, გადაწყვეტილებების მიღების და დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობას.
NEAR-ის სტრუქტურის ყველა კომპონენტი—მასშტაბირებადობა, რამდენიმე ბლოკჩეინზე წვდომა, კონფიდენციალური ხელოვნური ინტელექტი—ერთად მუშაობს და გვთავაზობს ღია, მომხმარებლის მიერ მართულ ინტერნეტს, სადაც ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ დამატებითი ფუნქცია არ არის. ის მთავარი მონაწილეა.
NEAR გთავაზობთ ინფრასტრუქტურას, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ სამომხმარებლო აპლიკაციების, ფინანსური პლატფორმების ან ავტონომიური აგენტების სწრაფად და უსაფრთხოდ გაშვება სხვადასხვა ბლოკჩეინზე.
შარდინგი
საკუთარი ინფრასტრუქტურის მასშტაბირებისთვის NEAR იყენებს შარდინგის დიზაინს, სახელწოდებით Nightshade 2.0. შარდინგი NEAR-ს საშუალებას აძლევს ქსელი დაყოს რამდენიმე პარალელურ შარდად—რომელთაგან თითოეულს ექნება ტრანზაქციების დამოუკიდებლად დამუშავების შესაძლებლობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქსელი შეძლებს გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
2025 წლის მონაცემებით, NEAR-ს აქვს 8 აქტიური შარდი, ხოლო ბოლო განახლების წყალობით, ტრანზაქციის დასრულების დრო შემცირებულია დაახლოებით 600 მილიწამამდე—ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სიჩქარეა Web3 სივრცეში.
NEAR ასევე წარმოგვიდგენს stateless ვალიდაციას, რაც ვალიდატორებს აძლევს ტრანზაქციების დამუშავების შესაძლებლობას შარდის სრული მდგომარეობის შენახვის საჭიროების გარეშე. ეს ამცირებს აპარატურულ მოთხოვნებს და აუმჯობესებს დეცენტრალიზაციას.
შარდინგის წყალობით NEAR-ს შეუძლია მაღალი გამტარუნარიანობის მქონე აპლიკაციების, მაგალითად ხელოვნური ინტელექტის აგენტების, მულტიჩეინ პროტოკოლების და სამომხმარებლო აპლიკაციების მხარდაჭერა. ის ასევე მხარს უჭერს კროსჩეინ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა OmniBridge, რომლის მუშაობაც დამოკიდებულია NEAR-ის მასშტაბირებადობასა და სიჩქარეზე, რაც საჭიროა მსხვილ ქსელებს შორის აქტივების უსაფრთხოდ გადატანისთვის.
ბლოკჩეინის აბსტრაქცია და NEAR Intents
NEAR-ის დანიშნულებაა ბლოკჩეინის გამოყენებასთან დაკავშირებული პროცესების გამარტივება. მისი ორი ძირითადი ინოვაცია— ბლოკჩეინის აბსტრაქცია დაNEAR Intents—მომხმარებელს უმარტივებს Web3 სივრცის გამოყენებას და ამავდროულად დეველოპერებს და ხელოვნური ინტელექტის აგენტებს აძლევს წვდომას მძლავრ ფუნქციებზე.
ბლოკჩეინის აბსტრაქცია
ბლოკჩეინის აბსტრაქცია მომხმარებლებს და დეველოპერებს აძლევს რამდენიმე ბლოკჩინთან—Ethereum-თან, Bitcoin-თან, Solana-სთან, Zcash-თან და ა.შ.—ერთი NEAR ანგარიშით ურთიერთქმედების შესაძლებლობას. აღარ არის საჭირო საფულეების შეცვლა, სხვადასხვა ბლოკჩეინზე საჭირო გაზის ტოკენების მართვა ან სულაც იმის ცოდნა, თუ რომელ ქსელთან ხართ დაკავშირებული. ეს გვთავაზობს უხარვეზო გამოცდილებას როგორც Web2, ასევე Web3 აპლიკაციებთან მუშაობისას.
ბლოკჩეინის აბსტრაქცია იყენებს ბლოკჩინის ხელმოწერებს, რაც წარმოადგენს კრიპტოგრაფიულ სისტემას, რომელიც იძლევა NEAR ანგარიშებზე ხელმიწერის და ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობას ნებისმიერ მხარდაჭერილ ბლოკჩინზე.
NEAR Intents
NEAR Intents მომხმარებლებს და აგენტებს აძლევს შესაძლებლობას მიუთითონ, თუ რისკი გაკეთება სურთ—მაგალითად ტოკენების გადაცვლა ან რაიმე ნივთის შეძენა—თუმცა ამ დროს არ არის საჭირო ამის განხორციელების გზის მითითება. Off-chain solver-ები ამ მითითებას მაქსიმალურად ეფექტური გზით აღასრულებენ, რისი წყალობითაც მომხმარებელს აღარ უწევს DeFi-სთან ბლოკჩეინებს შორის ურთიერთქმედებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე ფიქრი.
ეს სისტემა გვთავაზობს აპლიკაციების ახალ კლასს, რომლის მეშვეობითაც ხელოვნური ინტელექტის აგენტებს, მომხმარებლებს და სერვისებს შეუძლიათ ტრანზაქციების და აქტივობების კოორდინაცია სხვადასხვა ბლოკჩინებს შორის, ბლოკჩინის შესახებ საფუძვლიანი ცოდნის საჭიროების გარეშე.
ბლოკჩეინის აბსტრაქცია და NEAR Intents ერთობლივად ქმნის სამყაროს, სადაც კრიპტოს გამოყენება ისეთივე მარტივია, როგორც ინტერნეტის.
NEAR AI
NEAR-ის დანიშნულება არ არის მხოლოდ ტრანზაქციების მასშტაბირება—ის ქმნის აგენტური ინტერნეტის ინფრასტრუქტურას, სადაც ხელოვნური ინტელექტის აგენტებს შეეძლებათ აქტივების ფლობა, გადაწყვეტილებების მიღება და ავტონომიური მოქმედება სხვადასხვა ბლოკჩეინზე.
NEAR-ზე ხელოვნური ინტელექტის აგენტი არ არის უბრალოდ ინსტრუმენტი, რომელიც კითხვებზე პასუხობს—მას შეუძლია ფლობდეს საფულეებს, ხელი მოაწეროს ტრანზაქციებს, გადაიხადოს სერვისების საფასურები და იმოქმედოს, როგორც რეალურმა მომხმარებელმა. ეს იმის წყალობით გახდა შესაძლებელი, რომ NEAR-ის არქიტექტურა შექმნილია ვერიფიცირებადი, კონფიდენციალური და მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ხელოვნური ინტელექტის განთავსებისთვის.
NEAR AI-ს ძირითადი ტექნოლოგიებია:
ბლოკჩეინის ხელმოწერები: ხელოვნურ აგენტებს აძლევს საკუთარი NEAR ანგარიშის მეშვეობით ნებისმიერ ბლოკჩეინთან ურთიერთქმედების შესაძლებლობას.
Stateless ვალიდაცია და სწრაფი აღსრულება.
კონფიდენციალურობის ტექნოლოგიები: იცავს მომხმარებელთა მონაცემებს და ამავდროულად აგენტებს აძლევს მომხმარებლის სახელით მოქმედების უფლებას.
Open Agent Marketplace: სამომავლო ეკოსისტემა, სადაც დეველოპერებს ექნებათ ხელოვნური ინტელექტის აგენტების შექმნის, ბლოკჩეინზე განთავსების და მონეტიზაციის შესაძლებლობა.
ხელოვნური ინტელექტის აგენტებისთვის რეალური ავტონომიის მიცემის და უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის წყალობით, NEAR-მა საფუძველი ჩაუყარა ინტელექტუალური დეცენტრალიზებული აპლიკაციების შექმნის პროცესს.
შეჯამება
მომავალში ინტერნეტი გახდება ერთმანეთთან დაკავშირებული მრავალი ბლოკჩეინისგან შემდგარი ქსელი, სადაც აგენტების, აპლიკაციების და მომხმარებლების მუშაობა არ იქნება მხოლოდ ერთი ეკოსისტემით შემოფარგლული. მსგავსი მომავლის შექმნა საჭიროებს მასშტაბირებადობას, კონფიდენციალურობას და მომხმარებლის მიერ ფლობის შესაძლებლობას.
NEAR პროტოკოლი სამივე კომპონენტს შეიცავს: შარდინგი უზრუნველყოფს მასშტაბირებას, ბლოკჩეინის აბსტრაქცია აერთიანებს ბლოკჩეინებს, ხოლო მისი ინფრასტრუქტურა იძლევა ვერიფიცირებადი ხელოვნური ინტელექტის აგენტების გაშვების შესაძლებლობას. NEAR დეველოპერებს და მომხმარებლებს სთავაზობს დეცენტრალიზებული აპლიკაციების და ხელოვნური ინტელექტის აგენტების შექმნისთვის, გაშვებისთვის და განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, რაც მომავალი თაობის ინტერნეტის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.