მთავარი დეტალები
სარგებლის ფარმინგი მოიცავს კრიპტოვალუტის გასესხებას ან სტეიკინგს დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პროტოკოლებში, მოგების პროცენტის ან მმართველობითი ტოკენის სახით გენერირებისთვის.
ძირითადი მექანიზმი ჩვეულებრივ მოიცავს მომხმარებლების (ლიკვიდურობის პროვაიდერების) მიერ აქტივების დეპონირებას სმარტ კონტრაქტებში, რათა მოხდეს ვაჭრობის, გასესხების ან სესხების პროცესების გამარტივება.
ადრეული სარგებლის ფარმინგისგან განსხავვებით, რომლის ორიენტირიც ჩვეულებრივი ლიკვიდურობის პულები იყო, თანამედროვე სტრატეგიები მოიცავს ლიკვიდურობის სტეიკინგს, განმეორებით სტეიკინგსა და კონცენტრირებულ ლიკვიდურობას.
სარგებლის ფარმინგი ასევე ისეთ რისკებთანაა დაკავშირებული, როგორიცაა დროებითი ზარალი, სმარტ კონტრაქტების ხარვეზები და აქტივების მიბმის გაუქმება.
შესავალი
დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) ადრეულ დღეებში კრიპტოვალუტის ფლობა სტატიკური ინვესტიცია იყო (შეიძინე და შეინახე). სარგებლის ფარმინგმა შეცვალა ეს დინამიკა მომხმარებლებისთვის მათი უმოქმედო აქტივების გამოყენების შესაძლებლობით.
სარგებლის ფარმინგი, რომელსაც ასევე ეწოდება ლიკვიდურობის მაინინგი, სტეიკინგის ან გასესხების ცნობილი პრაქტიკაა, რომლის მიზანია მეტი შემოსავლისა და ჯილდოების გენერირება დამატებითი კრიპტოვალუტის სახით.
მიუხედავად იმისა, რომ ეს კონცეფცია ყველაზე პოპულარული 2020 წლის ე.წ. „DeFi ზაფხულის“ დროს იყო, წლების მანძილზე ის საკმაოდ განვითარდა. დღესდღეობით სარგებლის ფარმინგი უფრო რთულ სტრატეგიებს მოიცავს, რომელთა შორისაა მე-2 დონის ქსელები, ლიკვიდურობის სტეიკინგს, დერივატივებს და ავტომატურ მარკეტ მეიკერებს (AMM-ებს). მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ სარგებლის ფარმინგი.
რა არის სარგებლის ფარმინგი?
მარტივად რომ ვთქვათ, სარგებლის ფარმინგი არის ჯილდოების გამომუშავების მეთოდი კრიპტოვალუტის ჰოლდინგების მეშვეობით. აქტივების საფულეში უმოქმედოთ შენახვის ნაცვლად, ინვესტორი ახდენს მათ დეპონირებას DeFi პროტოკოლებში.
ეს პროტოკოლები (რომლებიც წარმოდგნილია დეცენტრალიზებული ბირჟების (DEX-ების), სესხის გაცემის პლატფორმებისა ან სარგებლის აგრეგატორების სახით) დეპონირებულ თანხებს იყენებენ ვაჭრობისთვის და ან სესხის აღებისთვის ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად. ეს ჯილდოები შემდეგი სახისაა:
ტრანზაქციების საკომისიოები: ტრეიდერების ან მსესხებლების მიერ გადახდილი საკომისიოების წილი.
ტოკენის ჯილდოები: მმართველობის ტოკენები, რომელსაც პროტოკოლი გასცემს გამოყენების წახალისების მიზნით.
სარგებლის გენერირების ტოკენები: ისეთი ტოკენები, რომელთა ღირებულებაც ავტომატურად იზრდება (მაგალითად ლიკვიდურობის სტეიკინგის ტოკენები).
როგორ მუშაობს სარგებლის ფარმინგი?
სარგებლის ფარმინგის მუშაობა დამოკიდებულია ლიკვიდურობის პროვაიდერებზე (LP-ებზე) და ლიკვიდურობის პულებზე.
ლიკვიდურობის პული წარმოადგენს თანხების შემცველ სმარტ კონტრაქტს. იმისათვის, რომ დეცენტრალიზებულმა ბირჟამ (DEX) შუამავლის გარეშე იმუშაოს, მას სჭირდება აქტივების პული, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები განახორციელებენ ვაჭრობას. LP-ები ახდენენ თანხების ამ პულში დეპონირებას.
ავტომატური მარკეტ მეიკერის (AMM) მოდელი
დეცენტრალიზებული ბირჟების უმეტესობა AMM მოდელს იყენებს. როდესაც LP აქტივის დეპონირებას ახორციელებს (ძირითადად ისეთ წყვილს, როგორებიცაა ETH და USDC), ის იღებს „LP ტოკენს“, რაც პულში მათი წილის აღმნიშვნელია. ტრეიდერების მიერ ტოკენების სვოპისას ამ პულის გამოყენების შემთხვევაში, ისინი ნაკლებ საკომისიოს იხდიან. ეს საკომისიო LP-ებს უნაწილდებათ პულში მათი წილის ოდენობის მიხედვით.
ფარმინგის წახალისება
მეტი ლიკვიდურობის მოსაპოვებლად პროტოკოლები ხშირად ამატებენ „ფარმინგის“ დონეს. LP-ებს შეუძლიათ თავიანთი LP ტოკენები ცალკე კონტრაქტში განათავსონ და სანაცვლოდ მიიღონ პროტოკოლის ადგილობრივი მმართველობის ტოკენი. ეს პრაქტიკა (ვაჭრობის საკომისიოების გამომუშავება, პლუს ტოკენების ჯილდოები) სარგებლის ფარმინგის კლასიკური მაგალითია.
სარგებლის ფარმინგის თანამედროვე სტრატეგიები
DeFi-ს განვითარებასთან ერთად, სტრატეგიები გასცდა უბრალოდ გასესხების პროცესს. ქვემოთ მოცემულია სარგებლის ფარმინგის გავრცელებული ფორმები ამჟამინდელ ბაზარზე.
1. კონცენტრირებული ლიკვიდურობა (Uniswap V3)
უფრო ძველ, ტრადიციულ AMM მოდელებში ლიკვიდურობის ფასის დიაპაზონი განუსაზღვრელი იყო ($0-დან უსასრულობამდე), რაც საკმაოდ არაეფექტურია. თანამედროვე DEX-ები, როგორიცაა Uniswap V3 LP-ებს შესაძლებლობას აძლევს უზრუნველყონ ლიკვიდურობა კონკრეტული ფასის დიაპაზონის ფარგლებში (მაგ., უზრუნველყონ ETH-ის ლიკვიდურობა მხოლოდ მაშინ, როდესაც ფასი მოცემულია დიაპაზონში $2500-$3000).
უპირატესობა: ბევრად მაღალი ეფექტურობა და მეტი შემოსავლის მიღების პოტენციალი.
რისკი: უფრო დიდია დროებითი ზარალის რისკიც, თუკი ფასი არჩეულ დიაპაზონს გასცდება.
2. ლიკვიდურობის სტეიკინგი
ტრადიციული სტეიკინგი მოიცავს აქტივის დაბლოკვას, Proof-of-Stake ბლოკჩეინის (როგორიცაა Ethereum) უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ლიკვიდურობის სტეიკინგის პროტოკოლები (როგორიცაა Lido ან Rocket Pool) მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სტეიკინგზე განათავსონ აქტივები და სანაცვლოდ მიიღონ სტეიკინგის დამადასტურებელი ტოკენი (როგორიცაა stETH).
სტრატეგია: მომხმარებლებს შეუძლიათ აიღონ stETH (რომელიც უკვე გამოიმუშავებს სტეიკინგის ჯილდოებს) და გამოიყენონ ის როგორ უზრუნველყოფა სხვა DeFi პროტოკოლებში დამატებითი სარგებლის გამომუშავებისთვის, განახორციელონ ე.წ. "double-dipping."
3. განმეორებითი სტეიკინგი
შედარებით ახალი ნარატივის მქონე პროტოკოლებისთვის, როგორიცაა EigenLayer, განმეორებითი სტეიკინგი მოიცავს სტეიკინგში გამოყენებული ETH ტოკენის (ან ლიკვიდურობის სტეიკინგის ტოკენების) სტეიკინგზე განმეორებით განთავსებას, სხვა აპლიკაციებისა და პროტოკოლების მხარდაჭერის მიზნით, რომლების ცნობილია, როგორც Actively Validated Services (AVS). ეს გვთავაზობს სარგებლის ახალ დონეს, თუმცა ზრდის „სლეშინგის“ რისკებსაც სხვადასხვა ქსელისგან.
მოგების გამოთვლა: APR და APY
სარგებლის ფარმინგიდან მიღებული შემოსავლები ხშირ შემთხვევაში წლიურად გამოითვლება. მნიშვნელოვანია გვესმოდეს განსხვავება ორ ყველაზე გავრცელებულ საზომს შორის:
APR (წლიური საპროცენტო განაკვეთი): არ ითვალისწინებს დაგროვებით სარგებელს და თვლის, რომ თქვენ თანხებს გაიტანთ და არ მოახდენთ მათ ხელახალ ინვესტირებას.
APY (წლიური საპროცენტო სარგებელი): ითვალისწინებს დაგროვებით სარგებელს – გულისხმობს თქვენი სარგებლის უკან პროტოკოლში ხელახალ ინვესტირებას, რათა გამოიმუშაოთ პროცენტი უკვე არსებული პროცენტიდან.
შენიშვნა: ეს მაჩვენებლები პროგნოზს წარმოადგენს. პული, რომელიც დღეს 100% APY-ს გთავაზობთ, მომავალ კვირაში შესაძლოა 20%-მდე დაეცეს პულში კაპიტალის მომატებიდან გამომდინარე, რაც ჯილდოებს ამცირებს.
სარგებლის ფარმინგის რისკები
სარგებლის ფარმინგი შესაძლოა საკმაოდ მომგებიანი იყოს, თუმცა ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე სარისკო აქტივობაა კრიპტოში.
დროებითი ზარალი: ლიკვიდურობის პულებში, თუ ერთი დეპონირებული აქტივის ფასი მნიშვნელოვნად იცვლება სხვ აქტივებთან შედარებით, ეს შესაძლოა იმაზე წამგებიანი იყოს, ვიდრე აქტივების უბრალოდ საფულეში შენახვა. კონცენტრირებულ ლიკვიდურობის პულებში ეს რისკი უფრო მაღალია.
სმარტ კონტრაქტების ხარვეზები: DeFi პროტოკოლები კოდზე მუშაობენ. ბაგებს, ექსპლოიტებს ან ჰაკერულ შეტევებს შეუძლია გამოიწვიოს დეპონირებული თანხების სრული დაკარგვა.
მიბმის მოხსნის რისკი: ბევრი სტრატეგია ეყრდნობა სტეიბლკოინებს (მიბმულია $1-ს) ან ლიკვიდურობის სტეიკინგის ტოკენებს (მიბმულია საბაზისო აქტივზე). თუ ამ ტოკენებს მიბმა მოეხსნებათ, ფარმინგის სტრატეგია შეიძლება ჩაიშალოს.
რეგულაციური რისკი: DeFi-ს რეგულაციური მხარე ჯერ კიდევ ვითარდება და კანონებში შესულ ცვლილებებს შეუძლია გავლენა იქონიოს გარკვეული პროტოკოლების მუშაობაზე.
სარგებლის ფარმინგის ცნობილი პლატფორმები
DeFi ეკოსისტემა ძალიან დიდია, თუმცა სტრატეგიების უმეტესობის საფუძველს რამდენიმე ძირითადი პროტოკოლი წარმოადგენს.
Uniswap: წამყვანი DEX. ის იყენებს კონცენტრირებულ ლიკვიდურობას საკომისიოების გენერირების მაქსიმალურად გაუმჯობესებისთვის აქტიური LP-ებისთვის.
Sky (ადრინდელი MakerDAO): გასესხების ეკოსისტემა, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ დააგენერირონ USDS სტეიბლკოინი სხვა აქტივების უზრუნველყოფად დაბლოკვის ხარჯზე. „Sky Savings Rate" მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გამოიმუშაონ სარგებელი სტეიბლკოინებით.
Aave: დეცენტრალიზებული გასესხების და სესხის აღების პროტოკოლი. მომხმარებლებს შეუძლიათ აქტივების დეპონირება პროცენტის მისღებად და მისი უზრუნველყოფად გამოყენება სხვა აქტივების სესხებისთვის ლევერიჯიანი ფარმინგის სტრატეგიებისთვის.
Lido: პრემიალური ლიკვიდურობის სტეიკინგის პროტოკოლი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სტეიკინგზე განათავსონ ETH და სანაცვლოდ მიიღონ stETH DeFi ეკოსისტემის ფარგლებში გამოსაყენებლად.
Curve Finance: DEX, რომელიც ოპტიმიზებულია სტეიბლკოინებისთვის და მსგავსი აქტივებისთვის (მაგ., ETH-ის სვოპი stETH-ში) დაბალი ფასის ცურვით.
შეჯამება
სარგებლის ფარმინგი სპეკულაციური აჟიოტაჟიდან ფინანსური სერვისების უფრო მრავალფეროვან სექტორად გარდაიქმნა. ლიკვიდურობის უზრუნველყოფის მეშვეობით, მომხმარებლებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ დეცენტრალიზებული ბაზრების ეფექტურობის ზრდაში და ამავდროულად მიიღონ ჯილდოები მათი წვლილის შესაბამისად.
თუმცა გაიზარდა სტრატეგიების სირთულეც. ისინი ახლა მოიცავს მე-2 დონის ქსელებს, კონცენტრირებული ლიკვიდურობის დიაპაზონებს და განმეორებითი სტეიკინგის მექანიზმებს. სარგებლის ფარმინგით დაინტერესებულმა მომხმარებელმა თავად უნდა ჩაატაროს მოკვლევა პროტოკოლების სპეციალური მექანიზმების შესწავლის მიზნით და დააბანდოს მხოლოდ იმ ოდენობის თანხა, რომლის დაკარგვაც დიდად არ დააზარალებს.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. ამ სტატიაში აღნიშნული პროდუქტები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკების შესახებ გაფრთხილებას.