TL;DR
დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პროტოკოლები გვთავაზობს დეცენტრალიზებულ ფინანსურ სერვისებს სმარტ კონტრაქტებით და აწესებს საკომისიოებს ამ სერვისების გამოყენებისთვის. როდესაც DeFi პროექტით მიღებული შემოსავალი იზრდება, ხდება მეტი მომხმარებლისა და ლიკვიდურობის მოზიდვა.
შესავალი
სხვადასხვა DeFi პროტოკოლს შორის არჩევანის გაკეთებას შესაძლოა საკმაოდ დიდი ძალისხმევა და დრო დასჭირდეს. ბევრი მათგანი ძალიან ჰგავს ერთმანეთს, შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რომელი მათგანია საუკეთესო ჩვენი კრიპტოს მეშვეობით პასიური შემოსავლის გენერირებისთვის? ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი გახლავთ პლატფორმის შემოსავლის განსაზღვრა და იმის გააზრება, თუ ამ შემოსავლის რა ნაწილს იღებენ უშუალოდ პლატფორმის მომხმარებლები. ამის შემდეგ ამ ინფორმაციის გამოყენება შეიძლება ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებისას იმასთან დაკავშირებით, თუ სად არის მიზანშეწონილი თქვენი აქტივების ინვესტირება.
როგორ ფუნქციონირებს DeFi პროტოკოლები
დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პროტოკოლები გვთავაზობს სმარტ კონტრაქტებზე მომუშავე ფინანსური სერვისების ფართო არჩევანს. მაგალითად, DeFi პროტოკოლს შეუძლია მომხმარებელს შესთავაზოს დეცენტრალიზებული ბირჟის სერვისები, სესხები და ლიკვიდურობის პულები, რომელთაგან თითოეული სმარტ კონტრაქტების მეშვეობით მუშაობს ბლოკჩეინზე. ერთადერთი, რაც გჭირდებათ ამ სერვისებზე წვდომის მოსაპოვებლად, გახლავთ საფულე და გარკვეული რაოდენობის კრიპტო თქვენი ტრანზაქციების საკომისიოების გადასახდელად.
თითქმის არ არსებობს ლიმიტი ფინანსურ სერვისების ასორტიმენტზე, რომლის შემოთავაზებაც შეუძლია DeFi-ს. DeFi სამყარო გაძლევთ წვდომას ბირჟებზე, ბაზრებზე, დერივატივებზე და დანაზოგის სერვისებზე. თითოეული ეს სერვისი არის საჯაროდ ხელმისაწვდომი და არ საჭიროებს შუამავალს.
როგორ ხდება შემოსავლის გენერირება DeFi პროტოკოლებით
DeFi სერვისების ოპერირების ხარჯები ფაქტობრივად შემოიფარგლება იმ გამომთვლელი სიმძლავრის საფასურით, რომელიც სმარტ კონტრაქტების ფუნქციონირებისთვის გამოიყენება. როგორც წესი, მომხმარებლები ამ თანხას ფარავენ გაზის საკომისიოების გადახდის მეშვეობით. თუმცა, გარდა ამისა, არსებობს ამ სერვისებთან დაკავშირებული სხვა დამატებითი ხარჯები, მაგალითად პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების და ტექნიკური მომსახურების საფასური. DeFi პროტოკოლები განსაზღვრავენ მათი სერვისების გამოყენების საკომისიოებს ამ ხარჯების ასანაზღაურებლად და მოგების გენერირებისთვის.
დეცენტრალიზებული ბირჟები (DEX-ები)
მომხმარებლებმა, რომლებიც ახორციელებენ მონეტების სვოპს DEX-ზე, მისი სერვისების გამოსაყენებლად უნდა გადაიხადონ გარკვეული საკომისიო. მაგალითად, ვაჭრობისას შეიძლება დაგეკისროთ 0,3%-იანი საკომისიო DEX ოპერატორის უზრუნველყოფის ან ლიკვიდურობის რეზერვების გამოყენებისთვის.
სესხების გაცემის პროტოკოლები
მომხმარებლებმა, რომლებიც თანხას სესხის გაცემის პროტოკოლის ფარგლებში სესხულობენ, უნდა გადაიხადონ სესხის საკომისიო. ამ საკომისიოს ნაწილით ანაზღაურდება ლიკვიდურობის პროვაიდერთან (კაპიტალის მიმწოდებელი მომხმარებელი) დაკავშირებული ხარჯები, დანარჩენი კი მთლიანად პროტოკოლს რჩება.
რატომ არის შემოსავალი მნიშვნელოვანი
გარდა პროტოკოლთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვისა, გაზრდილი შემოსავალი და მოგება სარგებლის მომტანია სტეიკინგში მონაწილეებისთვისაც. DeFi პროექტებში ხშირად ხდება შემოსავლის გაზიარების მოდელის შენარჩუნება მართვის ტოკენების მფლობელების მეშვეობით. გარდა ამისა, ისინი შემოსავალს იყენებენ საკუთარ პლატფორმაზე სტეიკინგში მონაწილეებისთვის ან ლიკვიდურობის პროვაიდერებისთვის APR-ის გასაზრდელად.
DEX-ების შემთხვევაში, უფრო მაღალი შემოსავალი მოიზიდავს უფრო მეტ მომხმარებელს, რაც, თავის მხრივ, გაზრდის ლიკვიდურობის დონეს. გარდა ამისა, ამას შეუძლია გაზარდოს შემოსავლის აგრეგატორების APY, თუ ისინი სარგებელს მომხმარებლების სტეიკინგში ჩადებული ფინანსების ქსელის ვალიდატორების სახით გაერთიანებით იღებენ, „ქრთამის“ ფორმით გამოსაყენებლად.
პროექტში დაბანდებული და გენერირებული თანხების მოძრაობა შეგვიძლია ციკლური პროცესის სახით წარმოვიდგინოთ:
პოპულარული პროექტები იზიდავს ლიკვიდურობას, რაც თავის მხრივ იზიდავს უფრ მეტ მომხმარებელს და ქმნის ნდობის წრეს.
მაღალი ვაჭრობის გრაფიკი და ლიკვიდურობა ამცირებს ფასის ცურვას და ზრდის შესრულების სიჩქარეს.
მომხმარებელთა გაზრდილი რაოდენობა აუმჯობესებს ლეგიტიმურ ვაჭრობის მოცულობას, რაც თავის მხრივ ზრდის შემოსავალს.
შემოსავალი ნაწილდება სტეიკინგში მონაწილე მომხმარებლებზე, რაც იწვევს ლიკვიდურობის ზრდას.
ეს ჩაკეტილი სისტემა იზიდავს იმ მომხმარებლებსაც, ვისაც სურს შემოსავლის ფარმინგში ჩართვა. მათ, ვინც საკუთარი თანხის ინვესტიციაში ჩადებას გეგმავენ, აქვთ შანსი, რომ რთული პროცენტის მეშვეობით მაქსიმალურად გაზარდონ საკუთარი შემოსავალი. რაც უფრო წარმატებულია პროექტი, მით უფრო მეტ ლიკვიდურობას და თავის მხრივ უფრო მეტ შემოსავლის ფარმინგში მონაწილეს იზიდავს. ამ პროცესის მეშვეობით ხდება მეტი შემოსავლის გენერირება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას პროტოკოლის შემოთავაზებების გასაუმჯობესებლად.
როგორ ვნახოთ რა რაოდენობით შემოსავლის გენერირება ხდება DeFi პროტოკოლებით
DeFi მუშაობს მთავარ ბლოკჩეინზე, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია თითქმის ყველა ტრანზაქციასთან დაკავშირებული ინფორმაციის შემოწმება, თუმცა ეს დამოკიდებულია ბლოკჩეინზე. ბლოკჩეინ-ექსპლორერი მარტივად ხელმისაწვდომია ყველასთვის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია პროტოკოლის შემოსავლის მასშტაბების გაგება. არსებობს ბლოკჩეინის მონაცემების მრავალი აგრეგატორი, რომლებიც არსებულ ამოცანებს აადვილებენ, რათა შეძლოთ თითოეული პროტოკოლის შემოსავლის გენერირების პრინციპის უკეთ გაგება.
Google-ისა და სხვა სანდო წყაროების ძიების მექანიზმების მეშვეობით, თქვენ გაქვთ DeFi პროტოკოლების შემოსავალთან დაკავშირებული საზომი ერთეულების, შემოსავლებისა და სხვადასხვა სტატისტიკის მოძიების საშუალება. ეს ციფრები დაგეხმარებათ უფრო საფუძვლიანი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში.
შეჯამება
შემოსავლებთან დაკავშირებული ციფრები გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც უნდა შეისწავლოთ, არ აქვს მნიშვნელობა პროექტის რეალური შემოსავლის გაგებას ცდილობთ თუ უბრალოდ ძირითადი ინფორმაციის მოპოვებას. გონებრივი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფუძვლიანად შეისწავლით პროტოკოლის მიერ შემოსავლის გენერირებისა და განაწილების პრინციპებს. ამ საკითხის უკეთ გაგებას შეძლებთ DeFi 2.0-ის, შემოსავლის ფარმინგის და ზოგადი ფინანსური საკითხების შესწავლით Binance Academy-ზე.
დამატებითი საკითხავი
რა არის შემოსავლის ფარმინგი დეცენტრალიზებულ ფინანსებში (DeFi)? | Binance Academy
რა არის DeFi 2.0 და რატომ არის ის მნიშვნელოვანი? | Binance Academy
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი და რისკის შესახებ გაფრთხილება: წინამდებარე კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy-ი არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ არის ფინანსური რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ ჩვენი გამოყენების პირობები და რისკის შესახებ გაფრთხილება.