რა არის Unichain?

რა არის Unichain?

განახლებული Sep 16, 2025
6m

მთავარი დეტალები

  • Unichain წარმოადგენს Ethereum-ის მასშტაბირების მე-2 დონის ტექნოლოგიას, რომელიც ორიენტირებულია DeFi-ზე და იყენებს ოპტიმისტურ როლაფებს უფრო სწრაფი და იაფი ტრანზაქციების განსახორციელებლად.

  • ეს პლატფორმა, რომელიც შექმნილია Uniswap Labs-ის მიერ და გაშვებულია OP Stack-ზე, გვთავაზობს დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) აქტივობების სხვადასხვა ბლოკჩეინზე მხარდაჭერას.

  • გავრცელებული ინფორმაციით, ქსელი გაეშვა 1-წამიანი ბლოკის დროით, ხოლო მოგვიანებით უკვე Flashblocks-ებზე გადავიდა, რაც ტრანზაქციას 200 მილიწამში ადასტურებს.

unichain cta ბანერი

რა არის Unichain?

Unichain წარმოადგენს Ethereum-ის მასშტაბირების მე-2 დონის ტექნოლოგიას, რომელიც ორიენტირებულია DeFi-ზე და იყენებს ოპტიმისტურ როლაფებს უფრო სწრაფი და იაფი ტრანზაქციების განსახორციელებლად. თითოეული ტრანზაქციის პირდაპირ Ethereum-ზე აღსრულების ნაცვლად, Unichain მათ ამუშავებს ბლოკჩეინის გარეთ და შემაჯამებელ მონაცემებს პერიოდულად აგზავნის მთავარ ბლოკჩეინზე. ეს ამცირებს Ethereum-ის ქსელის გადატვირთვას და ამავდროულად იყენებს მისი უსაფრთხოების შესაძლებლობებს. 

Unichain შეიქმნა Uniswap Labs-ის მიერ, რომელმაც ასევე შექმნა კრიპტოვალუტით ვაჭრობის დეცენტრალიზებული ბირჟა - Uniswap. ქსელის გაშვების დროს მისი ბლოკის შექმნის დრო იყო 1 წამი, მოგვიანებით კი წარმოდგენილ იქნა Flashblocks, რომელთა მეშვეობით ტრანზაქციის დადასტურების დრო დაახლოებით 200 მილიწამამდე შემცირდა. 

OP Stack-ზე გაშვებული Unichain არის Optimism Superchain-ის ეკოსისტემის ნაწილი, რომელიც წარმოადგენს საზიარო ინფრასტრუქტურის და კროს-ჩეინ კომუნიკაციის მხარდაჭერის მქონე ურთიერთთავსებადი როლაფების ნაკრებს. 

როგორ მუშაობს Unichain

ოპტიმისტური როლაფები 

Unichain იყენებს ოპტიმისტურ როლაფებს, სადაც ტრანზაქციები მუშავდება ბლოკჩეინის გარეთ. Ethereum-ზე იგზავნება მხოლოდ შემაჯამებელი მონაცემები. ეს მიდგომა ამცირებს ხარჯებს და ქსელის გადატვირთვას და ამავდროულად იყენებს მისი უსაფრთხოების შესაძლებლობებს. ამ დიზაინის მიხედვით, ტრანზაქციები ვალიდურად ითვლება, თუ არ მოხდება მისი გადამოწმების მოთხოვნის მიღება შვიდი დღის ვადაში.

თუ არსებობს ეჭვი, რომ ტრანზაქცია არასწორია, ნებისმიერს შეუძლია თაღლითობის მტკიცებულების წარდგენა, რაც გულისხმობს Ethereum-ზე ტრანზაქციის განმეორებით გაშვებას მისი სისწორის გადამოწმების მიზნით. თუ თაღლითობის შემთხვევა დადასტურდა, არავალიდური ტრანზაქცია გაუქმდება და ქსელის მდგომარეობაც შესწორდება.

ამ მექანიზმის წყალობით, თანხის Unichain-დან უკან Ethereum-ზე დაბრუნებას ზოგადად შვიდ დღემდე სჭირდება. დაყოვნების პერიოდი საკმარის დროს იძლევა ნებისმიერი თაღლითობის მტკიცებულების წარსადგენად. დაყოვნების პერიოდის არსებობა შესაძლოა გარკვეულ დისკომფორტს ქმნიდეს, თუმცა ის მნიშვნელოვანი დამცავი მექანიზმია, რაც უზრუნველყოფს Unichain-ის მასშტაბირებას მისი უსაფრთხოების დონის შემცირების გარეშე.

სეკვენსერი და ვალიდატორების ქსელი

Unichain-ზე მომხმარებლებისგან ტრანზაქციების მიღებას, მათი თანმიმდევრობის განსაზღვრასა და ქსელზე გაგზავნას ახორციელებს სეკვენსერი. ეს დიზაინი უზრუნველყოფს დაყოვნების დაბალ მაჩვენებელს და სწრაფ დადასტურებებს, თუმცა ამჟამად ის ერთი ორგანიზაციის, კერძოდ Uniswap Labs-ის მიერ იმართება, რაც ქმნის ცენტრალიზაციის რისკებს, როგორებიცაა შეფერხებები და ცენზურა. ამ ყოველივეს დაბალანსების მიზნით, Unichain-მა შემოიღო ვალიდატორების ქსელი.

ვალიდატორები არიან დამოუკიდებელი ნოდები, რომლებიც ამოწმებენ სეკვენსერის მუშაობის შედეგებს, რათა დარწმუნდნენ, რომ ტრანზაქციების აღსრულება პროტოკოლის წესების შესაბამისად ხდება. ქსელთან დასაკავშირებლად, ნოდების ოპერატორებმა უნდა განახორციელონ UNI-ს სტეიკინგი, რომელიც წარმოადგენს Ethereum-ის mainnet-ზე გაშვებულ Uniswap-ის პროტოკოლის governance ტოკენს

სტეიკები Unichain-ზე სმარტ კონტრაქტის საშუალებით იწერება, რომელიც განახლებებს ადგილობრივი ხიდისგან იღებს. ვერიფიკაციის ეს დამატებითი ფენა ამცირებს ერთ ოპერატორზე დამოკიდებულებას და ხელს უწყობს უფრო გამჭვირვალე და შემოწმებადი სისტემის შექმნას.

Trusted Execution Environment (TEE)

Unichain აცალკევებს ბლოკების შექმნისა და სეკვენსინგის ფუნქციებს, რაც უზრუნველყოფს უფრო გამჭვირვალე სისტემის შექმნას. ბლოკები იქმნება Trusted Execution Environment (TEE) სისტემაში, რაც წარმოადგენს უსაფრთხო გამოთვლების გარემოს, რომელიც შექმნილია ტრანზაქციების თანმიმდევრობის განსაზღვრისთვის საჭირო ფიქსირებული და დამოწმებადი წესების გათვალისწინებისთვის. 

TEE-ის მეშვეობით Unichain ამცირებს წარუმატებელი ან კონფლიქტური ტრანზაქციების რისკს და ზღუდავს მანიპულაციის შესაძლებლობებს, როგორიცაა ვაჭრობების თანმიმდევრობის შეცვლა. ეს მოწყობილობა ბლოკის კონსტრუქციის პროცესს მომხმარებლებისა და აპლიკაციებისათვის უფრო თანმიმდევრულსა და პროგნოზირებადს ხდის.

ძირითადი ფუნქციები

OP Stack 

Unichain გაშვებულია OP Stack-ზე, რომელიც Optimism-ის კოლექტივის მიერ შექმნილ მოდულურ და ღია წვდომის მქონე სტრუქტურას წარმოადგენს. OP Stack წარმოგვიდგენს როლაფების კომპონენტებს, როგორებიცაა სეკვენსერები, ხიდები და სმარტ კონტრაქტების მოდულები. Unichain არის EVM-ეკვივალენტური, რაც ნიშნავს იმას, რომ დეველოპერებს შეუძლიათ არსებული Ethereum-ის სმარტ კონტრაქტების Unichain-ზე მინიმალური ძალისხმევით გადატანა.

OP Stack-ის წყალობით, Unichain არის Optimism Superchain-ის ნაწილი, რაც ერთნაირი ინფრასტრუქტურის მქონე მე-2 დონის ქსელების ერთმანეთთან დაკავშირებულ ეკოსისტემას წარმოადგენს. ეს სტრუქტურა ადგილობრივი კროს-ჩეინ კომუნიკაციის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად არის შექმნილი, რაც ამარტივებს ტრანზაქციების და ლიკვიდურობის OP Stack-ის ბლოკჩეინებს შორის, მაგალითად OP Mainnet-სა და Base-ს შორის გადატანას. Superchain-ის შექმნის გარდა, Unichain ასევე მიზნად ისახავს სხვა ბლოკჩეინებთან ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას, რაც მომხმარებლებს აქტივების სხვადასხვა ქსელს შორის გადატანას გაუმარტივებს.

Flashblock-ები

Flashblock-ები არის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ტრანზაქციების წინასწარ დადასტურებას დაახლოებით ყოველ 200 მილიწამში. მომხმარებლებს არ უწევთ მთლიანი ბლოკის შექმნის ლოდინი, რადგან მათი ტრანზაქციების რეგისტრაციის დადასტურება უფრო სწრაფად ხდება. 

მოკლე ინტერვალი ტრანზაქციების შედეგებს უფრო მოსალოდნელს ხდის და ამცირებს დაყოვნებებს, რაც იმ ბაზრებისთვისაა გამოსადეგი, რომლებიც უახლეს ფასებზე დაყრნობით მუშაობს. 

Flashblock-ები შეიქმნა Flashbots-თან კოლაბორაციის საფუძველზე, რომელიც წარმოადგენს კვლევის ჯგუფს, რომელიც შეისწავლის ტრანზაქციების თანმიმდევრულობას და მაქსიმალური ამოღებადი ღირებულების ეფექტებს (MEV).

ადგილობრივი ინტეგრაციები

Unichain-ს აქვს პირდაპირი ინტეგრაციები Uniswap-ის ეკოსისტემასთან, რაც გულისხმობს დასაწყისისთვის თქვენთვის უფრო მარტივ, დამატებითი მოწყობილობის გარეშე გამოყენებას. Uniswap Wallet-ის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ქვდომა Unichain-თან, გაცვალოთ ტოკენები, ივაჭროთ არაჩანაცვლებადი ტოკენებით (NFT-ები), გამოიყენოთ დეცენტრალიზებული აპლიკაციები (DApp-ები) და ამავდროულად შეინარჩუნოთ თქვენს აქტივებზე სრული კონტროლი. 

თუ თქვენ თანხების გადარიცხვა გჭირდებათ, ამის გაკეთება პირდაპირ Uniswap Interface-დან შეგიძლიათ, რაც ამავდროულად ბრიჯინგის ხელსაწყოს წარმოადგენს აქტივების სხვადასხვა ქსელში სწრაფად გადასატანად.

შეჯამება

Unichain წარმოადგენს Ethereum-ის მე-2 დონის ბლოკჩეინის, რომელიც ორიენტირებულია DeFi-ზე, იყენებს ოპტიმისტურ როლაფებს და უზრუნველყოფს მთავარი ბლოკჩეინის უსაფრთხოებას. Unichain შექმნილია ვაჭრობის ეფექტურობის გასაზრდელად და ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად და წარმოგვიდგენს ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა Flashblock-ები, რომლებიც უზრუნველყოფს თითქმის მომენტალურ გადარიცხვებს და TEE-ზე დაფუძნებული ბლოკების შექმნის სისტემა, რაც გვთავაზობს ტრანზაქციების თანმიმდევრობის განსაზღვრის გამჭვირვალობას.

ქსელის EVM-სთან ეკვივალენტურობა დეველოპერებს აპლიკაციების გადატანას და გაშვებას უმარტივებს, ხოლო მომხმარებლებს უფრო შეუფერხებელს და სანდროს გამოცდილებას უქმნის. როგორც Optimism Superchain-ის ნაწილი, Unichain ასევე ზრდის კროს-ჩეინ ურთიერთთავსებადობას, რაც ხელს უწყობს Ethereum-ის ეკოსისტემის გაფართოებას.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.