რა არის Aave (AAVE)?

რა არის Aave (AAVE)?

განახლებული Apr 7, 2026
6m

რა არის Aave (AAVE)?

მთავარი დეტალები

  • Aave არის ფულის ბაზრის დეცენტრალიზებული პროტოკოლი,, რომელის თავდაპირველად Ethereum-ისთვის შეიქმნა, ამჟამად კი გაშვებულია რამდენიმე ბლოკჩეინზე. ის მომხმარებლებს აძლევს კრიპტო აქტივების სესხების და გასესხების საშუალებას ლიკვიდურობის პულების საშუალებით, პირისპირ ვაჭრობის საჭიროების გარეშე.

  • Aave-ზე ყველა სესხი ჭარბად უზრუნველყოფილია, საპროცენტო განაკვეთები კი დინამიურად იცვლება აქტივის მახასიათებლების გათვალისწინებით, ხოლო ლიკვიდაციის მექანიზმი უზრუნველყოფს რისკების მართვას.

  • AAVE ტოკენი გამოიყენება, როგორც მმართველობაში მონაწილეობის უფლების მიღების საშუალება და პროტოკოლის უსაფრთხოების მექანიზმი, ის იძლევა კაპიტალის დეფიციტისგან და სისტემური რისკებისგან დაცვის შესაძლებლობას.

შესავალი

სესხების გაცემა და აღება ნებისმიერი ფინანსური სისტემის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. ტრადიციულ ფინანსებში ამ ორივე პროცესს ბანკები აკონტროლებენ და ირჩევენ, თუ ვისზე შეიძლება სესხის გაცემა და რა პირობებით. DeFi სივრცეში, პროტოკოლებში, როგორიცაა Aave, სხვა მიდგომა გამოიყენება, სადაც შუამავლები ჩამაცვლებულია სმარტ კონტრაქტებით.

თუ კრიპტოს ფლობთ, Aave საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ის ვაჭრობაში ან ლიკვიდურობის უზრუნველყოფისთვის თქვენი პოზიციის გაყიდვის გარეშე. პროტოკოლის მუშაობის პერიოდი უკვე ბაზრის რამდენიმე ციკლს მოიცავს და მან თავი დაიმკვიდრა, როგორც სესხების გაცემის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა პროტოკოლმა.

რა არის Aave?

Aave არის დეცენტრალიზებული ფულის ბაზარი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ სესხის გაცემა და აღება უამრავი სხვადასხვა ტიპის ციფრული აქტივის სახით. თანმხვედრი შეკვეთების მოძიების მექანიზმის ნაცვლად ის იყენებს საზიარო ლიკვიდურობის პულებს.

თქვენი თანხის დეპონირების შემდეგ, ის ხელმისაწვდომი ხდება მსესხებლებისთვის, სანაცვლოდ კი იღებთ საპროცენტო სარგებელს. თუ თანხის სესხება გსურთ, თქვენ განათავსებთ უზრუნველყოფის აქტივს და გაგაქვთ თანხა იმავე პულებიდან.

თავდაპირველად პროტოკოლი გაეშვა Ethereum-ზე, თუმცა ამჟამად ის გაშვებულია რამდენიმე ქსელზე, რომელთა შორისაა Polygon, Avalanche და Arbitrum. ეს მომხმარებლებს სთავაზობს მოქნილობას საკომისიოების და ტრანზაქციის სიჩქარის მხრივ.

როგორ განვითარდა Aave

დასაწყისში Aave-ს სრულიად განსხვავებული ფორმა ჰქონდა. ის დაარსდა 2017 წელს ETHLend-ის სახელწოდებით და წარმოადგენდა peer-to-peer სესხების პლატფორმას. მომხმარებლებს უნდა შეექმნათ სესხის შემოთავაზებები და დალოდებოდნენ მეორე მხარის მოძიებას. ამ მოდელის პრობლემა იყო ლიკვიდურობა, განსაკუთრებით 2018 წლის კრიზისის პერიოდში.

მოგვიანებით გუნდმა შეცვალა პროტოკოლის დიზაინი და დაამატა პულის სისტემა, 2020 წელს კი მას Aave ეწოდა. ამ ცვლილებამ სესხის აღება გაცილებით ეფექტური გახადა და გამორიცხა პირდაპირ შემხვედრ მხარესთან ვაჭრობის საჭიროება.

როგორ მუშაობს პრაქტიკაში

დეპონირება და სარგებლის გამომუშავება

აქტივების Aave პროტოკოლში დეპონირების შემდეგ თქვენ იღებთ ამ აქტივის შესაბამის პროცენტის გენერირების ტოკენს, რომლის სახელწოდებაა a„ტოკენი“. მაგალითად, USDC-ის დეპონირებისას თქვენ იღებთ aUSDC-ს.

ეს ტოკენები ასახავს თქვენს პოზიციას და მათი მეშვეობით ავტომატურად ხდება პროცენტის დაგროვება. თქვენ არ გჭირდებათ ჯილდოების მოთხოვნა, რადგან ბალანსის განახლება ავტომატურად, მომენტალურად ხორციელდება.

უზრუნველყოფილი სესხის მიღება

სესხის მისაღებად, პირველ რიგში პროტოკოლში უნდა განათავსოთ უზრუნველყოფის აქტივი. პროტოკოლი მოითხოვს, რომ უზრუნველყოფის ღირებულება უნდა აჭარბებდეს სესხის ღირებულებას.

მაგალითად, 100 აშშ დოლარის ღირებულების აქტივის სესხებისთვის უზრუნველყოფის სახით უნდა განათავსოთ 150 აშშ დოლარის ამ ნეტი ღირებულების აქტივი, რაც დამოკიდებულია აქტივის ტიპზე და მასთან დაკავშირებული რისკის პარამეტრებზე.

არ არის აუცილებელი, რომ სესხი იმავე აქტივით აიღოთ, რომელიც განათავსეთ უზრუნველყოფის სახით. გავრცელებული პრაქტიკაა ETH-ის დეპონირება და სესხად სტეიბლკოინების აღება, რომელთა გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებით არის შესაძლებელი.

საპროცენტო განაკვეთები

Aave-ზე ტარიფები არ არის ფიქსირებული და იცვლება თითოეულ პულში მიწოდების და მოთხოვნის დონეების შესაბამისად.

დიდი ოდენობით აქტივის სესხების დროს ტარიფები იზრდება მეტი დეპოზიტის მოზიდვის მიზნით. აქტივობის დონის შემცირების დროს სესხის აღება იაფდება. პროტოკოლის წინა ვერსიებში შემოთავაზებული იყო სტაბილური ტარიფების ვარიანტი, რაც Aave V3.1 ვერსიაში უკვე აღარ გამოიყენება.

ლიკვიდაციები

თუ თქვენი უზრუნველყოფის აქტივის ღირებულება ძალიან შემცირდება, შესაძლოა მოხდეს თქვენი პოზიციის ლიკვიდაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი უზრუნველყოფის ნაწილი გაიყიდება სესხის დაფარვის მიზნით.

ეს მექანიზმი უზრუნველყოფს სისტემის გადახდისუნარიანობის შენარჩუნებას, თუმცა ეს ასევე იმას ნიშნავს, რომ მსესხებელმა ყურადღებით უნდა აკონტროლის საკუთარი პოზიციები, განსაკუთრებით მერყევი ბაზრის პირობებში.

სწრაფი სესხები

სწრაფი სესხები Aave-ს ერთ-ერთ გამორჩეულ ფუნქციას წარმოადგენს. ის მომხმარებელს საშუალებას აძლევს ისესხოს თანხა უზრუნველყოფის გარეშე, თუ ამ სესხის დაფარვა იმავე ტრანზაქციაში მოხდება.

უმეტესად ისინი გამოიყენება უფრო მაღალი დონის სტრატეგიების დროს, როგორიცაა არბიტრაჟი, პოზიციების რეფინანსირება და კოპლექსური ვაჭრობების აღსრულება რამდენიმე პროტოკოლის მეშვეობით.

თეორიულად, ეს ფუნქცია შეიძლება მარტივად მოგეჩვენოთ, თუმცა რეალურად ის ძალიან კომპლექსურია და ხშირ შემთხვევაში მისი გამოყენება ხდება ავტომატური სისტემების და არა ინდივიდუალური მომხმარებლების მიერ.

AAVE ტოკენი

მმართველობა

AAVE-ს მფლობელებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მმართველობის პროცესში და ხმა მისცენ პროტოკოლის ცვლილებების შემთავაზებებს, რაც შეიძლება მოიცავდეს ახალი აქტივების დამატებას, რისკის პარამეტრების კორექტირებას ან განახლებების ინტეგრაციას.

ამის მიზანია გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებლობის გადანაწილება საზოგადოების წევრებს შორის.

უსაფრთხოების მოდული

AAVE ასევე შეიძლება განთავსდეს სტეიკინგზე ეგრეთწოდებულ „უსაფრთხოების მოდულში“. ეს არის პული, რომელიც პროტოკოლს იცავს აქტივების დეფიციტის პირობებში.

ზარალის შემთხვევაში, ვალის გასასტუმრებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სტეიკინგზე არსებული AAVE ტოკენების ნაწილი, შესაბამისად, მონაწილეები ჯილდოებს იღებენ რისკის გაწევის სანაცვლოდ.

დაწყება

თუ გსურთ Aave-ს გამოცდა:

  1. დააკავშირეთ საფულე, მაგალითად MetaMask

  2. შეიტანეთ აქტივები სესხების პულში

  3. გადაწყვიტეთ, სესხის აღება გსურთ თუ სარგებლის მიღება

  4. თვალი ადევნეთ თქვენს პოზიციას, განსაკუთრებით თუ აქტიური სესხი გაქვთ

რეკომენდებულია მცირე თანხით დაწყება, რათა კარგად გაერკვეთ მისი მუშაობის პრინციპში.

ბოლო სიახლეები

Aave აგრძელებს განვითარებას ახალი ფუნქციების შემოთავაზებით.

Aave V3-ში წარმოდგენილია რამდენიმე გაუმჯობესება:

  • ეფექტურობის რეჟიმი, რაც იძლევა უფრო კაპიტალეფექტური სესხების აღების შესაძლებლობას

  • იზოლაციის რეჟიმი, რაც ამცირებს რისკებს უზრუნველყოფისთვის ახალი ტიპის აქტივების გამოყენებისას

  • გაუმჯობესებული მხარდაჭერა აქტივების ქსელებს შორის გადატანისას

პროტოკოლი ასევე გვთავაზობს GHO-ს - დეცენტრალიზებულ სტეიბლკოინს, რომელიც მზადდება და გაიცემა უზრუნველყოფის სახით Aave-ს განთავსების სანაცვლოდ და იმართება AAVE-ს მფლობელების მიერ.

რისკები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ

Aave-ს გამოყენება გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული.

  • უზრუნველყოფის აქტივის ფასის სწრაფად ვარდნისას შეიძლება მოხდეს პოზიციების ლიკვიდაცია

  • მიუხედავად რეგულარულად ჩატარებული აუდიტებისა, მაინც არსებობს სმარტ კონტრაქტებთან დაკავშირებული რისკი

  • ჭარბი უზრუნველყოფის საჭიროების გამო შეზღუდულია სესხის თანხის ოდენობა

  • ქსელის გადატვირთვამ და საკომისიოებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს კონკრეტულ ბლოკჩეინებზე განხორციელებულ ტრანზაქციებზე

დიდი ოდენობის თანხის დაბანდებამდე საჭიროა გააანალიზოთ, თუ როგორ შეიცვლება თქვენი პოზიცია სიტუაციის სხვადასხვა სცენარით განვითარების შემთხვევაში.

შეჯამება

Aave-მ თავი დაიმკვიდრა, როგორც DeFi ინფრასტრუქტურის ცენტრალურმა ნაწილმა. მან უარი თქვა სესხის აღების peer-to-peer მიდგომაზე და გადავიდა პულით ლიკვიდურობის სისტემაზე, რისი წყალობითაც მან დაამკვირდა სტანდარტი, რომლითაც ამჟამად ხელმძღვანელობს დეცენტრალიზებული ფულის ბაზრები.

ის კვლავ განაგრძობს განვითარებას და ახალი ფუნქციების დამატებას, თუმცა ამავდროულად ცდილობს შეინარჩუნოს ბალანსი პრაქტიკულობას, რისკსა და კაპიტალის ეფექტურობას შორის. AAVE ტოკენი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ამ პროცესში. ის გამოიყენება როგორც პროტოკოლის მმართველობის პროცესის, ასევე უსაფრთხოების მხარდასაჭერად.

თუ გსურთ გაეცნოთ DeFi სესხების სფეროს, გირჩევთ დაიწყოთ Aave პროტოკოლით, თუმცა, სანამ მის გამოყენებას დაიწყებთ, სასურველია გამონახოთ დრო მისი მუშაობის მექანიზმის გაცნობისთვის.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.

პოსტების გაზიარება
დაკავშირებული სტატიები
რა არის Ripple (XRP)?
რა არის 0G (0G)?
რა არის Initia (INIT)?
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.