რა არის Berachain (BERA)?
მთავარი
სტატიები
რა არის Berachain (BERA)?

რა არის Berachain (BERA)?

განახლებული Feb 10, 2025
7m

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის. Binance-ის მეშვეობით მოწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ინვესტიციებთან ან ვაჭრობასთან დაკავშირებულ რჩევას ან რეკომენდაციას. Binance არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. რაიმე ფინანსური რისკის გაწევამდე, რჩევისთვის მიმართეთ პროფესიონალს. ამ სტატიაში მოხსენებული პროდუქტები შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში.

მთავარი დეტალები

  • Berachain-ის ეკოსისტემის ბირთვს ლიკვიდურობა წარმოადგენს. ლიკვიდურობის მტკიცებულების (PoL) მექანიზმი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს საკუთარი ტოკენები განათავსონ სტეიკინგზე ლიკვიდურობის უზრუნველყოფის მიზნით და ამავდროულად გამოიმუშაონ ჯილდოები.

  • Berachain-ის დეცენტრალიზებული მოდელი, რომელიც გვთავაზობს მართვის, ტრანზაქციების და სტეიბლკოინების ფუნქციებს, მხარდაჭერილია სამი ტოკენის (BERA, BGT და HONEY) კომბინაციით.

  • Berachain-ის აღსრულების ფენა EVM-ის იდენტურია. ეს იძლევა Ethereum-თან უპრობლემოდ მუშაობის და სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობას. 

რა არის Berachain (BERA)?

წარმოიდგინეთ ბლოკჩეინი, სადაც ლიკვიდურობა არის არა ვაჭრობის თანაპროდუქტი, არამედ მთლიანი ქსელის საფუძველი. Berachain სწორედ ასეთი ბლოკჩეინია, რომელიც დაფუძნებულია ლიკვიდურობის მტკიცებულების (PoL) კონსენსუსის მექანიზმზე, ხოლო BERA წარმოადგენს მის ადგილობრივ გაზის ტოკენს.

სტეიკინგის ტრადიციული მოდელებისგან განსხვავებით, რომლის დროსაც დაბლოკილ აქტივებზე წვდომა შეუძლებელია, PoL მომხმარებელს აძლევს სტეიკინგის და ლიკვიდურობის უზრუნველყოფის ერთდროულად განხორციელების შესაძლებლობას. ის გვთავაზობს უსაფრთხოების და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას და ამავდროულად ტრეიდერებს, განსაკუთრებით მცირე კაპიტალის მქონე პირებს აძლევს შემოსავლის ზრდის შესაძლებლობას.

როგორ მუშაობს Berachain

Berachian-ის ფუნქციონირება და მისი ბლოკჩეინის ეკოსისტემის მხარდაჭერა უზრუნველყოფილია რამდენიმე ძირითადი კომპონენტის ერთობლივი მუშაობის წყალობით:

ლიკვიდურობის მტკიცებულება (PoL)

ლიკვიდურობის მტკიცებულების (PoL) კონსენსუსის მოდელი უზრუნველყოფს Berachain-ის ქსელის უსაფრთხოებას და ამავდროულად ლიკვიდურობის პროვაიდერებისთვის ჯილდოების გაცემას. ლიკვიდურობის უზრუნველყოფის ვალიდაციის მექანიზმთან ინტეგრაცია მიმზიდველი მახასიათებელია როგორც ახალი მომხმარებლებისთვის, ასევე პოტენციური ვალიდატორებისთვის. 

თუ გსურთ გახდეთ ვალიდატორი, პირველ რიგში დაგჭირდებათ არაგადარიცხვადი მმართველობის ტოკენი, სახელწოდებით Berachain Governance Token (BGT). მის მისაღებად საჭიროა კაპიტალის განთავსება ჯილდოების სისტემაში და ამით ეკოსისტემისთვის ლიკვიდურობის უზრუნველყოფა. 

ეს წარმოადგენს BGT-ის გამომუშავების ძირითად მექანიზმს. მას შემდეგ, რაც მიიღებთ BGT-ს თქვენ შეგიძლიათ გადასცეთ ის ვალიდატორს ან „დაწვათ“ ის BERA-ს მიღების სანაცვლოდ, რომელიც არის ამ ბლოკჩეინის გაზის ტოკენი. როგორც ტოკენის სახელი მიანიშნებს, მმართველობის პროცესში მეტ ძალაუფლებას მიიღებს ის ვალიდატორი, რომელსაც ექნება მეტი BGT.

EVM-ის იდენტური

Berachain-ის აღსრულების ფენა არის EVM-ის (Ethereum-ის ვირტუალური კომპიუტერის) იდენტური, რითიც ის განსხვავდება EVM-თან თავსებადი ბლოკჩეინებისგან. EVM-თან თავსებადი ბლოკჩეინები ერთმანეთისგან განსხვავდება Ethereum-თან ინტეგრაციის დონით, ხოლო EVM-ის იდენტური ბლოკჩეინები, როგორიცაა Berachain, სრულად თავსებადია Ethereum-ის ეკოსისტემასთან. 

ეს იმას ნიშნავს, რომ Berachain-ს უპრობლემოდ მუშაობს Ethereum-თან და მომხმარებელს აძლევს Ethereum-ის მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ პროდუქტთან წვდომის შესაძლებლობას. Ethereum-ის ყველა მახასიათებელზე წვდომის წყალობით გამარტივებულია Berachain-ის გამოყენება და მისი დაკავშირება Ethereum-ის მთელ ეკოსისტემასთან.

ამის წყალობით, Berachain უამრავ უპირატესობას გვთავაზობს. Ethereum-ზე განხორციელებული ნებისმიერი განახლება მომენტალურად აისახება Berachain-ზე. ის ასევე იყენებს Ethereum-ის აღსრულების კლიენტების მახასიათებლებს, როგორიცაა Nethermind, Erigon და Geth, რაც იძლევა სმარტ კონტრაქტების მარტივად აღსრულების შესაძლებლობას და გვთავაზობს Ethereum-ისთვის განკუთვნილ ინსტრუმენტებთან სრულ თავსებადობას.

BeaconKit სტრუქტურა

Berachain ეფუძნება საკუთარ სტრუქტურას, სახელწოდებით BeaconKit. ეს სტრუქტურა მოიცავს სისტემას, სახელწოდებით CometBFT. ამ სისტემის წყალობით, ბლოკჩეინი გამართულად და უსაფრთხოდ ფუნქციონირებს ქსელის გარკვეული ნაწილის გაუმართაობის შემთხვევაშიც კი. მისი მუშაობის პრინციპი კომპიუტერული ქსელის სარეზერვო სისტემის ანალოგიურია. 

საინტერესოა, რომ Engine API-ს წყალობით, Berachain-ს შეუძლია მარტივად დაუკავშირდეს ნებისმიერი კონფიგურაციის Ethereum-ს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის სრულადაა სინქრონიზებული Ethereum-ის ეკოსისტემასთან, რაც გაძლევთ მისი ნებისმიერი ინსტრუმენტის და ფუნქციის გამოყენების შესაძლებლობას.

ეს მოდულური კონფიგურაცია Berachain-ს საოცარ მოქნილობას ანიჭებს. მას შეიძლება დაემატოს სხვადასხვა კომპონენტი, მაგალითად ბლოკ-კრეატორები, როლაფები ან სულაც მონაცემთა შენახვის სისტემები.

Berachain-ის ტოკენომიკა

Berachain დაფუძნებულია სამტოკენიან მოდელზე, თითოეულ ტოკენს უნიკალური დანიშნულება აქვს. 

  • BERA: ეს არის ადგილობრივი ტოკენი, რომელიც გამოიყენება ტრანზაქციების განხორციელებისთვის საჭირო გაზის საკომისიოების გადასახდელად. ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს სტეიკინგში ვალიდატორების მიერ, რაც უზრუნველყოფს ქსელის უსაფრთხოების გაუმჯობესებას.

  • BGT: ეს ტოკენი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქსელის მართვის პროცესში. სხვა ტოკენებისგან განსხვავებით, BGT არაგადარიცხვადი ტოკენია. ეს იმას ნიშნავს, რომ არ შეიძლება მისი ყიდვა ან გაყიდვა. თუმცა ის შეიძლება გადაეცეს ვალიდატორს. ეს ყიდვის ან გაყიდვისგან იმით განსხვავდება, რომ ამ აქტივის სხვა პირისთვის გადაცემით, ის არ ხდება მისი მფლობელი. 

  • HONEY: ეს არის Berachain-ის ადგილობრივი სტეიბლკოინი. USD-სთან 1:1 თანაფარდობით მიბმული HONEY-ს დანიშნულებაა მომხმარებლისთვის სტაბილური და საიმედო გადახდის საშუალების შეთავაზება. HONEY-ს დამზადებისთვის საჭიროა უზრუნველყოფის თანხის დეპოზიტი თეთრ სიაში არსებული ვალუტით, HoneySwap DApp-ის გამოყენებით, დამზადების სიჩქარე განისაზღვრება BGT მმართველობის ტოკენის საფუძველზე.

berachain-ის 3-ტოკენიანი მოდელი

Berachain-ის ეკოსისტემა

მიუხედავად იმისა, რომ Berachain წარმოადგენს EVM-ის იდენტურ ბლოკჩეინს, მას აქვს რამდენიმე ადგილობრივი DApp:

BEX

BEX არის Berachain-ის დეცენტრალიზებული ბირჟა, სადაც შეგიძლიათ კრიპტოების გადაცვლა და ლიკვიდურობის უზრუნველყოფა. მომხმარებლებს, რომლებიც საკუთარ აქტივებს განათავსებენ კონკრეტულ ლიკვიდურობის პულებში, შეუძლიათ მიიღონ ჯილდოები, რაც ხელს უწყობს Berachain-ის PoL კონსენსუსის მექანიზმის გაძლიერებას. საზოგადოება იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელ პულებს აქვს ამ ჯილდოების გაცემის უფლება. როდესაც დააკავშირებთ თქვენს საფულეს და დარწმუნდებით, რომ ბალანსზე გაქვთ ტრანზაქციის ხარჯების დასაფარად საკმარისი BERA, შეგიძლიათ დაიწყოთ ტოკენების სვოპი BEX-ზე.

berachain-ის სვოპის bex

BEND

BEND წარმოადგენს Berachain-ის სესხების და გასესხების პლატფორმას, სადაც შეგიძლიათ გაასესხოთ სტეიბლკოინები და მიიღოთ საკომისიოები ან ისესხოთ ისინი, რისთვისაც საჭიროა უზრუნველყოფის დეპოზიტის სახით კრიპტოს შეტანა. სესხები გაიცემა Berachain-ის სტეიბლკოინის, HONEY-ს სახით, ამ დროს მონაწილეებს ეძლევათ BGT ტოკენების გამომუშავების საშუალება.

სესხების გაცემა და მიღება შეგიძლიათ დაიწყოთ მაშინვე, როგორც კი დააკავშირებთ თქვენს საფულეს და ანგარიშზე შეიტანთ ტრანზაქციების საკომისიოების გადასახდელად საკმარის BERA ტოკენებს. სესხის მისაღებად დაგჭირდებათ უზრუნველყოფის აქტივები. თქვენი ანგარიშის სტატუსი ასახავს თქვენ მიერ სესხის დაფარვის უნარს, რაც დაფუძნებულია თქვენ მიერ დეპოზიტზე განთავსებული უზრუნველყოფის აქტივების რაოდენობაზე. 

berachain-თან საფულის დაკავშირება

BERPS

BERPS ლევერიჯით ვაჭრობის პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ ივაჭროთ HONEY-ს ფიუჩერსებით 100x ლევერიჯის გამოყენებით. BERPS პლატფორმისთვის ლიკვიდურობის შეთავაზებით შეგიძლიათ გამოიმუშაოთ ჯილდოები BGT-ის სახით. თქვენი საფულის დაკავშირების შემდეგ, სანამ ვაჭრობას დაიწყებთ დარწმუნდით, რომ ბალანსზე გაქვთ ტრანზაქციის ხარჯების დასაფარად საკმარისი BERA ტოკენები. ამის შემდეგ, თუ გსურთ პოზიციის გახსნა, უზრუნველყოფის სახით დეპოზიტზე უნდა განათავსოთ HONEY ტოკენები. 

berps

BERA და Binance-ის HODLer Airdrop

Binance-მა გააკეთა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ BERA იქნება მისი HODLer Airdrop-ების პროგრამის მეშვიდე პროექტი. ამ პროგრამის ფარგლებში, BNB-ის მფლობელები მიიღებენ ტოკენის airdrop-ებს, რომელთა ოდენობა განისაზღვრება მათი ბალანსების ისტორიული სნეპშოტების საფუძველზე. 

მომხმარებლებს, რომელთაც მითითებულ პერიოდებში გამოწერილი ჰქონდათ Binance-ის Simple Earn პროდუქტები, ექნებათ BERA ჯილდოების მიღების უფლება. გასანაწილებლად გამოყოფილ იქნა ათი მილიონი BERA ტოკენი, რაც საწყისი საერთო მარაგის 2%-ს შეადგენს.

აღნიშნული airdrop-ის შემდეგ, Binance-მა განახორციელა BERA-ს ლისტინგი Seed თეგით. ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა BTC, USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.

შეჯამება

ტრადიციული მოდელებისგან განსხვავებით, Berachain-ის ეკოსისტემის ბირთვს ლიკვიდურობა წარმოადგენს, რადგან ის იყენებს ლიკვიდურობის მტკიცებულების (PoL) მექანიზმს. ის მომხმარებლებს სთავაზობს ერთდროულად სტეიკინგში მონაწილეობის, ლიკვიდურობის უზრუნველყოფის და ჯილდოების მიღების შესაძლებლობას. 

Ethereum-თან სრული თავსებადობის და მისი სამტოკენიანი მოდელის წყალობით, ის ქმნის დინამიურ და უსაფრთხო გარემოს მართვის, ტრანზაქციების და სტეიბლკოინების ფუნქციებით სარგებლობისთვის. სავარაუდოდ მისი მექანიზმები რადიკალურად შეცვლის პირველი დონის ბლოკჩეინების მიდგომას ლიკვიდურობასთან, მართვასთან და ეკოსისტემის ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.