რა არის Animecoin (ANIME)?
მთავარი
სტატიები
რა არის Animecoin (ANIME)?

რა არის Animecoin (ANIME)?

განახლებული Jan 24, 2025
6m

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის. Binance-ის მეშვეობით მოწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ინვესტიციებთან ან ვაჭრობასთან დაკავშირებულ რჩევას ან რეკომენდაციას. Binance არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. რაიმე ფინანსური რისკის გაწევამდე, რჩევისთვის მიმართეთ პროფესიონალს. ამ სტატიაში მოხსენებული პროდუქტები შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში.

მთავარი დეტალები

  • Animecoin (ANIME) ძირითადად განკუთვნილია ანიმეს ფანებისთვის, მისი მეშვეობით ხდება ანიმეს მოყვარულთა სამყაროს და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ერთმანეთთან დაკავშირება. 

  • ANIME ტოკენის მეშვეობით ანიმეს ენთუზიასტებს შეუძლიათ ისარგებლონ ისეთი შესაძლებლობებითა და უპირატესობებით, როგორიცაა Web3-ისთვის დამახასიათებელი ინტერაქტიულობა, რაც ხელს უწყობს ანიმესთან დაკავშირებული NFT-ების ეკოსისტემის განვითარებას, ვაჭრობის და ექსკლუზიურ ციფრულ კონტენტთან დაკავშირებული პროცესების წარმართვას.

  • ANIME არის Binance HODLer Airdrop პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული მე-6 პროექტი.

რა არის Animecoin?

Animecoin (ANIME) არის ანიმეს და მანგას შთაგონებით შექმნილი კრიპტოვალუტის პროექტი, რომლის გაშვება დაგეგმილია 2025 წელს. ANIME დახასიათებულია, როგორც კულტურის მონეტა რომელიც დაკავშირებულია Azuki NFT კოლექციასთან. მისი მეშვეობით ხდება ანიმეს მოყვარულების ერთმანეთთან დაკავშირება მთელი მსოფლიოს მასშტაბით და კრეატორებისთვის ბლოკჩეინზე დაფუძნებული პლატფორმების სხვადასხვა მიზნით გამოყენების შესაძლებლობების უზრუნველყოფა.

ANIME წარმოადგენს ამ ეკოსისტემის ადგილობრივ utility და governance ტოკენს. მისი მეშვეობით ტოკენის მფლობელები მოიპოვებენ ქსელის მართვის პროცესებში ჩართვის და სხვადასხვა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ხმის მიცემის უფლებებსა და შესაძლებლობებს. ამ ტოკენის გამოყენება ასევე შესაძლებელია გაზის ტოკენის სახით Animechain-ზე, რომელიც წარმოადგენს Arbitrum Orbit L3-ს. გარდა ამისა, შესაძლებელია მისი გამოყენება ვალუტის სახით, Anime.com-ზე ტრანზაქციების განხორციელებისას.

Ethereum-ის ბლოკჩეინსა და Arbitrum-ის მე-2 დონის ქსელზე გაშვებული ANIME-ს ფიქსირებული საერთო მარაგი შეადგენს 10 მილიარდ ტოკენს, საიდანაც ამჟამად მიმოქცევაშია დაახლოებით 6,8 მილიარდი ტოკენი. ციფრულ სივრცეში ანიმე კულტურის დანერგვის და მასთან დაკავშირებული შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების პარალელურად, ANIME უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება ამ განვითარებად სექტორში ტოკენიზებული სისტემის უზრუნველყოფის, ინტერაქციის, პროცესებში ჩართვის და მხარდაჭერის შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით.

Azuki NFT კოლექცია

2022 წელს გაშვებულმა ანიმეთი შთაგონებულმა Azuki NFT კოლექციამ, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა NFT სივრცეზე. გამორჩეული მხატვრული სტილით და საზოგადოებაზე ორიენტირებით ცნობილი ეს კოლექცია მოიცავს 10 000 უნიკალურ საკოლექციო ერთეულს.

მრავალი სხვა NFT პროექტის მსგავსად, Azuki-მაც თანაბრად დაიმსახურა როგორც მოწონება, ისე კრიტიკა, რაც ინდუსტრიაში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თუმცა, მისი მზარდი პოპულარობა მიუთითებს იმაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი ანიმე კულტურისა და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გაერთიანება ციფრულ სივრცეში სხვადასხვა გამოცდილების უზრუნველყოფის მიზნით. ასევე აღსანიშნავია, რომ Animecoin-ის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა Azuki-ს საზოგადოებაზე ორიენტირებულმა მიდგომამ, რაც უზრუნველყოფს ექსკლუზიურ ღონისძიებებსა და პროდუქტებზე წვდომის შესაძლებლობას მფლობელებისთვის.

პროექტის მიზანი

Animecoin აერთიანებს ანიმე კულტურას და ბლოკჩეინ ტექნოლოგიას და უზრუნველყოფს ფუნქციებს, რომელთა მეშვეობითაც ხდება გულშემატკივართა ჩართულობის დონის გაუმჯობესება. ANIME ტოკენების მეშვეობით, მომხმარებლებს შეუძლიათ პარტნიორი ანიმე სტუდიების ოფიციალური პროდუქციის შეძენა და ისეთი ექსკლუზიური უპირატესობებით სარგებლობა, როგორიცაა ადრეული წვდომა სერიებზე და კადრს მიღმა კონტენტზე და ასევე, კრეატორებთან პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობები.

მართვის დეცენტრალიზებული მოდელის მეშვეობით Animecoin ტოკენების მფლობელებს სთავაზობს პარტნიორულ ურთიერთობებთან, პლატფორმის განახლებებთან და NFT-ების გამოშვებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობას, რაც ხელს უწყობს საზოგადოების ჩართულობის დონის გაუმჯობესებას. Animecoin წარმოადგენს ანიმე კულტურის გავლენისა და Web3 შესაძლებლობების გაერთიანების სიმბოლოს, რომელიც ხაზს უსვამს ამ ინდუსტრიების საერთო მახასიათებლების ზრდას საერთაშორისო მასშტაბით უწყვეტი განვითარების პარალელურად.

გეგმა

2025 წელს დაგეგმილია Animecoin-ის ეკოსისტემის რამდენიმე მიმართულებით გაფართოება. პირველი კვარტლის გეგმები მოიცავს Animechain-ის mainnet-ის, Anime.com-ის გაშვებას, ANIME ტოკენის CEX-ების და DEX-ების ლისტინგს და Azuki-ის Enter the Garden ანთოლოგიის მე-2 ეპიზოდის გამოშვებას.

მეორე კვარტლის გეგმები მოიცავს მეორე აპლიკაციის გამოშვებას, Anime Expo-ში ჩართვას და პარტნიორულ ურთიერთობებთან დაკავშირებულ განცხადებებს. ეს მოიცავს თანამშრომლობას Dentsu-სთან, Azuki-ს ანიმეს ანთოლოგიის სერიების შექმნის მიზნით, რომელსაც ხელმძღვანელობს Code Geass-ის სახელით ცნობილი გორო ტანიგუჩი, AniplexUSA-სთან Anime.com-ზე Fate სერიის კონტენტის გაშვების მიზნით და Hallway AI-სთან ინტერაქტიული AI პერსონაჟების შექმნის მიზნით თანამშრომლობას.

როგორ მუშაობს Animecoin

Animecoin-ის ეკოსისტემა მოიცავს Azuki-ის ინტელექტუალურ საკუთრებას, რომელიც ამჟამად შედგება სამი NFT კოლექციისგან: Azuki, Elementals და Beanz, სამომავლო გეგმებს კი მეტი კონტენტის შექმნა და IP თვალსაზრისით განვითარება წარმოადგენს.

მთავარი პროდუქტი - Anime.com, მიზნად ისახავს გახდეს ანიმე ინდუსტრიის სოციალური ჰაბი, თამაშების სივრცის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტის, Discord-ის მსგავსად. Animechain, რომელიც წარმოადგენს Arbitrum Orbit ტექნოლოგიის მეშვეობით შექმნილ L3 ბლოკჩეინს, Animecoin-ს იყენებს კონფიგურირებადი გაზის ტოკენის სახით. მისი მეშვეობით ხდება ტრანზაქციებთან დაკავშირებული პროცესების გამარტივება Web2 ანიმე მოყვარულთათვის, რისთვისაც ხდება სხვადასხვა ტოკენების მართვის აუცილებლობის გამორიცხვა და მარტივი ინტეგრაციის მიზნით დასპონსორებული ტრანზაქციები განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფა, გაზის საკომისიოს გარეშე. 

2025 წლის 23 იანვრის მონაცემებით, Anime.com-ის მომლოდინეთა სიაში არის 3,3 მილიონი მისამართი, ხოლო დამზადებულია 13,6 მილიონი NFT. გარდა ამისა, Animee ფუნქცია უზრუნველყოფს პერსონალიზებადი ანიმე ავატარის შექმნის სისტემას და სტიკერების პაკეტს, რომელიც ცნობილია როგორც „Bitmoji for anime“. Anime.com-ზე ხელმისაწვდომია მისი როგორც მობილური, ისე დესკტოპ ვერსია.

ANIME-ის ტოკენომიკა შექმნილია გრძელვადიან პერსპექტივაში განვითარების და ჯილდოების სამართლიანად განაწილების ხელშეწყობის მიზნით. ტოკენის მთლიანი მარაგი 10 მილიარდი ერთეულისგან შედგება, აქედან ცირკულაციაშია 6,8 მილიარდი ტოკენი. ტოკენების დარჩენილი რაოდენობა განკუთვნილია ეკოსისტემის განვითარების პროცესებში გამოსაყენებლად, საზოგადოების წევრებისთვის ჯილდოების სახით გადასაცემად და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის. მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის და ინფლაციის თავიდან არიდების მიზნით, ტოკენების გამოშვება ეტაპობრივად ხდება. მარაგის შემცირების მიზნით ხდება ისეთი მექანიზმების გამოყენება, როგორიცაა ტოკენების წვის მექანიზმი, რაც ზრდის იშვიათობის დონეს და შესაბამისად, აუმჯობესებს ღირებულებას.

ANIME და Binance HODLer Airdrop

Binance-მა გააკეთა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ANIME იქნება მე-6 პროექტი მის HODLer Airdrop-ების პროგრამაში. ამ პროგრამის ფარგლებში BNB-ის მფლობელებს ეძლევათ ჯილდოების მოპოვების შესაძლებლობა. მომხმარებლებს, რომლებიც საკუთარ BNB-ს გამოიყენებენ Binance-ის Simple Earn-ის ფარგლებში, ექნებათ შესაძლებლობა მოიპოვონ რეტროაქტიული ANIME ჯილდები მათი BNB ბალანსების ისტორიის სნეპშოტების შესაბამისად. ამ პროგრამის ფარგლებში საერთო ჯამში მოხდება 500 000 000 ANIME ტოკენის განაწილება.

სავაჭრო ბირჟების სიაში ANIME-ს დამატება მოხდა Seed იარლიყით, მისი მეშვეობით ვაჭრობის განხორციელება შესაძლებელია USDT, USDC, BNB, FDUSD, TRY წყვილებთან მიმართებაში.

შეჯამება

Animecoin ბლოკჩეინ ტექნოლოგიას კონტენტ კრეატორებისა და ფანების ერთმანეთთან დაკავშირების და მხარდაჭერის ახლებური მეთოდების უზრუნველყოფის მიზნით იყენებს. ეს აუმჯობესებს რესურსების მრავალფეროვნებას და უზრუნველყოფს წვდომის მოპოვების ახლებურ შესაძლებლობებს კრეატორებისთვის მსოფლიოს მასშტაბით, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ახალი შესაძლებლობების გაჩენას კონტენტ კრეატორების ინდუსტრიაში, რაც სხვა შემთხვევაში შეზღუდული იქნებოდა ფინანსირების ტრადიციული მოდელებითა და გეოგრაფიული ფაქტორებით. Animecoin არის პროექტი, რომელიც ასახავს Web3 ტექნოლოგიის გავრცელებას ტრადიციულ Web2 სივრცეში.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.