Mainnet ქსელებისგან განსხვავებით, ტერმინი testnet აღნიშნავს ბლოკჩეინ-პროტოკოლს ან ქსელს, რომელიც ჯერ არ არის გაშვებული და სრულად გამართული. Testnet გამოიყენება პროგრამისტების და დეველოპერების მიერ ბლოკჩეინ-ქსელის ყველა ასპექტის და ფუნქციის შემოწმების მიზნით იმაში დასარწმუნებლად, რომ სისტემა უსაფრთხოა და მზად არის mainnet-ზე გასაშვებად.
ICO ქრაუდფანდინგის დასრულების და ბლოკჩეინის სრულად შემუშავების შემდეგ, გუნდს შეუძლია გაუშვას საკუთარი mainnet, რომელსაც ექნება საკუთარი ადგილობრივი მონეტა (კერძო ბლოკჩეინზე), ნაცვლად ადრე გამოშვებული ERC-20 ტოკენისა. ამ ეტაპზე ხორციელდება პროცესი, რომელსაც mainnet სვოპი ეწოდება. ამ პროცესის დროს ხდება ERC-20 ტოკენების გადაცვლა ახალი ბლოკჩეინის მონეტებზე. Mainnet სვოპის განხორციელების შემდეგ, როგორც წესი, ხდება ტოკენების დარჩენილი რაოდენობის განადგურება, რათა მოხდეს მხოლოდ ახალი ტოკენების გამოყენება.
მიუხედავად Ethereum-ის და ERC-20 სტანდარტის პოპულარობისა, არსებობს მრავალი სხვა ბლოკჩეინ პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ციფრული ტოკენების გამოშვების შესაძლებლობებს (მაგ., Stellar, NEM, NEO, TRON და Waves).
დეცენტრალიზებული ციფრული ლეჯერი, რომელშიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა ჩაწერილი კრიპტოვალუტის ტრანზაქციები...
კრიპტოვალუტა, რომელიც წარმოადგენს Bitcoin-ის ალტერნატივას. ტერმინი გამოიყენება Bitcoin-ის გარდა სხვა კრიპტო...
გადახდის საშუალებად გამოყენებული კრიპტოვალუტა ან ციფრული ფული, რომელიც არ არის დამოკიდებული რომელიმე პლატფო...