რა არის Resolv (RESOLV)?

რა არის Resolv (RESOLV)?

განახლებული Jun 13, 2025
5m

მთავარი დეტალები

  • Resolv არის დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პროტოკოლი, რომლის ადგილობრივი ტოკენია USR. ის მიბმულია აშშ დოლარზე და უზრუნველყოფილია Ether-ით (ETH) და Bitcoin-ით (BTC).

  • Resolv იყენებს უნივერსალურ საბაზრო სტრატეგიას, როგორიცაა ETH-ისა და BTC-ის ჰეჯირება უვადო ფიუჩერსებით, რაც უზრუნველყოფს ფასის სტაბილურობას.

  • პროტოკოლი ასევე გვთავაზობს RLP და RESOLV ტოკენებს. RLP მოქმედებს, როგორც უსაფრთხოების ტოკენი, რომელიც უზრუნველყოფს USR-ის მიბმის საიმედოობას და ამცირებს სისტემურ რისკებს, ხოლო RESOLV არის governance ტოკენი.

  • Resolv-ის სისტემა უზრუნველყოფს სტეიკინგისა და ჰეჯირების აქტივობებით გენერირებული მოგების განაწილებას RLP-ის მფლობელებსა და USR-ის სტეიკერებს შორის.

Resolv CTA ბანერი

შესავალი

სტეიბლკოინები ხშირად დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სერვისებთან მუშაობის გამოცდილების აუცილებელი ნაწილია. არ აქვს მნიშვნელობა დეველოპერი ხართ თუ მომხმარებელი, სტაბილურობა, უზრუნველყოფის აქტივების უსაფრთხოება და ცენტრალიზაციის რისკებისგან დაცვა არის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ DeFi პროდუქტების გამოყენებისას.

Resolv არის პროტოკოლი, რომელიც შექმნილია მზარდი DeFi სივრცისთვის სტეიბლკოინის უნიკალური სისტემის შეთავაზების მიზნით. ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, USR - მისი კრიპტო აქტივებით (ETH-ით და BTC-ით) მხარდაჭერილი ადგილობრივი სტეიბლკოინი წარმოადგენს ჭარბად უზრუნველყოფილ ტოკენს, რომლის აშშ დოლართან მიბმის თვის გამოიყენება უზრუნველყოფის აქტივების მართვის ჭკვიანი სისტემა და უნივერსალური საბაზრო სტრატეგიები.

როგორ მუშაობს Resolv

USR სტეიბლკოინი

USR არის სტეიბლკოინი, რომელიც მიბმულია აშშ დოლართან და უზრუნველყოფილია ონ-ჩეინ ETH-ით, სტეიკინგზე განთავსებული ETH-ითა (stETH-) და BTC-ით. მომხმარებლებს შეუძლიათ USR გადაცვალონ უზრუნველყოფის აქტივზე 1:1 თანაფარდობით.

USR-ის ძირითადი მახასიათებლები:

  • უზრუნველყოფილია ETH-ისა და BTC-ის 100%+ რეზერვით.

  • ჭარბი უზრუნველყოფისთვის გამოიყენება უსაფრთხოების ტოკენი (RLP ტოკენი).

  • მომხმარებელს შეუძლია ეს ტოკენი სტეიკინგზე განათავსოს და სანაცვლოდ მიიღოს stUSR, რომელიც წარმოადგენს USR-ის ვერსიას სარგებლის გენერირების შესაძლებლობით.

  • მიბმის შენარჩუნებისთვის ის იყენებს არბიტრაჟისა და განაღდების მექანიზმებს.

საბაზრო ნეიტრალურობა ჰეჯირების მეშვეობით

Resolv-ის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელია მისი ე.წ. დელტა-ნეიტრალური სტრატეგია. პროტოკოლი ინარჩუნებს დოლართან მიბმას ETH-სა და BTC-ის ფასის მერყეობების ჰეჯირებით, რისთვისაც იყენებს უვადო ფიუჩერსების კონტრაქტებს. short პოზიციების გამოყენებით, უზრუნველყოფის აქტივის სპოტ ფასად ვაჭრობით მიღებული მოგების ან ზარალს კომპენსირება ხდება ფიუჩერსების პოზიციებით.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ სპოტ ფასი იზრდება, მიღებული მოგებით მოხდება short პოზიციებით გამოწვეული დანაკარგის კომპენსირება, ხოლო თუ სპოტ ფასი დაეცემა, ამ დროს მიღებული ზარალის კომპენსაცია მოხდება short პოზიციებით მიღებული მოგებით. ეს დინამიკა ეხმარება USR-ს შეინარჩუნოს ფასის სტაბილურობა დოლართან მიმართებაში.

გარდა ამისა, ჰეჯირება ხორციელდება როგორც ცენტრალიზებულ (CEX), ასევე დეცენტრალიზებულ ბირჟებზე ((DEX)), რათა შემცირდეს პლატფორმასთან დაკავშირებული რისკები. ცენტრალიზებულ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას გამოიყენება უზრუნველყოფის აქტივების დინამიური ლიმიტები, კასტოდიალური სისტემები და უსაფრთხოების ტოკენი (RLP).

RLP ტოკენი

რა არის RLP?

RLP (Resolv-ის ლიკვიდურობის პული) მოქმედებს, როგორც მეორე დონის ბუფერი და USR-ის უსაფრთხოების მექანიზმი. ის ინახავს ETH-სა და BTC-ს იმაზე მეტი რაოდენობით, ვიდრე საჭიროა USR-ის პირდაპირი უზრუნველყოფისთვის. 

RLP-ის დანიშნულება:

  • საბაზრო რისკების და შემხვედრ მხარესთან დაკავშირებული რისკები, რომლებიც დამახასიათებელია ცენტრალიზებული ბირჟებისთვის.

  • USR-ის მიბმის შენარჩუნება ბაზრის არასტაბილურობის პერიოდებში.

  • რისკის გაწევის სანაცვლოდ უფრო მაღალი სარგებლის შეთავაზება. 

RLP-ის დამზადებისთვის და განაღდებისთვის მომხმარებელი იყენებს უზრუნველყოფის აქტივებს, თუმცა USR-ისგან განსხვავებით, მისი ფასი იცვლება პროტოკოლის უზრუნველყოფის კოეფიციენტისა და მომგებიანობის მიხედვით.

მაშინაც კი, თუ უსაფრთხოების ტოკენი (RLP) ამოიწურება, USR-ის უზრუნველყოფის აქტივები სრულად ხელშეუხებელი და განაღდებადი დარჩება. ასეთ შემთხვევებში სისტემა ავტომატურად ბალანსდება: მცირე RLP პული ნიშნავს უფრო მაღალ სარგებელს, რაც იზიდავს მეტ უზრუნველყოფას და აძლიერებს უსაფრთხოების ბუფერს.

მოგების გენერირება და განაწილება

Resolv-ის მოდელი არა მხოლოდ სტაბილურობაზეა ორიენტირებული, არამედ ის ასევე შექმნილია მდგრადი და პროგნოზირებადი შემოსავლების მისაღებად, რის საშუალებასაც იძლევა ETH-ის სტეიკინგის ჯილდოების, უვადო ფიუჩერსებიდან მიღებული ფინანსირების საკომისიოებისა და უზრუნველყოფის მართვის ოპტიმიზირებული სისტემის კომბინაცია.

ეს მოგებები ყოველდღიურად ნაწილდება სამ ძირითად ნაკადზე:

  1. საბაზისო ჯილდო: გაიცემა სტეიკინგზე განთავსებული USR-ის (stUSR) და RLP-ის მფლობელებზე.

  2. რისკის პრემია: ექსკლუზიური ჯილდოები RLP მფლობელთათვის უფრო დიდი სისტემური რისკის გაწევისთვის.

  3. პროტოკოლის საკომისიო: გამოყოფილია Resolv-ის ხაზინისთვის სამომავლო განვითარებისა და ოპერაციებისათვის.

ზარალის შემთხვევაში, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ფიუჩერსებში უარყოფითი ფინანსირების განაკვეთის გამო, RLP ახდენს ამ ზარალის კომპენსირებას და არა USR. ეს გამიჯვნა ხელს უწყობს USR-ის მიბმის შენარჩუნებას და უზრუნველყოფს მომხმარებელთა ნდობას მისი სტაბილურობის მიმართ.

Governance და Utility: RESOLV ტოკენი

რა არის RESOLV?

RESOLV ტოკენი არის Resolv ეკოსისტემის ადგილობრივი utility და governance ტოკენი. ის დიდ როლს ასრულებს პროტოკოლის მართვაში, ჯილდოების განაწილებასა და საზოგადოების ჩართულობის გაუმჯობესებაში.

ტოკენის მარაგი და განაწილება:

  • საერთო მარაგი: 1 მილიარდი RESOLV

  • 10% გამოყოფილია ადრეული Airdrop კამპანიებისთვის.

  • 40,9% ეკოსისტემისა და საზოგადოების წახალისებისთვის.

  • 26,7% გუნდისა და კონტრიბუტორებისთვის (ვესტინგით).

  • 22,4% ინვესტორებისთვის (ვესტინგით).

stRESOLV და მმართველობა

RESOLV-ის მფლობელებს შეუძლიათ საკუთარი ტოკენები განათავსონ სტეიკინგზე და მიიღონ stRESOLV, რაც მათ აძლევს მმართველობასთან დაკავშირებული შემოთავაზებისთვის ხმის მიცემის უფლებას, პროტოკოლის შემოსავლიდან სტეიკინგის ჯილდოების მიღების და Resolv Points-ის კამპანიებში ქულების დაგროვების შესაძლებლობას (რაც სხვა DeFi პროტოკოლებში გამოყენებული მომხმარებლის წახალისების სისტემის ანალოგიურია).

გრძელვადიანი სტეიკერები, რომლებიც ინარჩუნებენ პოზიციებს ერთ წელზე მეტ ხანს, იღებენ მაქსიმალურ ჯილდოს კოეფიციენტს, რაც ქულების გაორმაგების შესაძლებლობას იძლევა.

RESOLV და Binance-ის HODLer Airdrop-ები

2025 წლის 11 ივნისს Binance-მა განაცხადა, რომ RESOLV იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამაში 21-ე პროექტი. მომხმარებლებმა, რომლებსაც 28-დან 31 მაისის ჩათვლით საკუთარი BNB-ის გამოყენებით გამოწერილი ქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს RESOLV-ს airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 20 მილიონი RESOLV ტოკენი, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 2%-ს შეადგენს.

განხორციელდა RESOLV-ის ლისტინგი Binance-ზე Seed თეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.

შეჯამება

Resolv წარმოადგენს სტეიბლკოინის არქიტექტურის ალტერნატიულ მიდგომას, რომელიც სისტემური რისკების მართვისთვის იყენებს კრიპტო აქტივებით უზრუნველყოფას, უნივერსალურ საბაზრო სტრატეგიებსა და უსაფრთხოების მრავალდონიან სისტემებს. ინტეგრირებული ჰეჯირების, სტეიკინგისა და უსაფრთხოების სისტემის მეშვეობით, Resolv მიზნად ისახავს ბაზრისთვის მდგრადი სტეიბლკოინის მოდელის შეთავაზებას, რომელიც არ ეფუძნება ფიატ-ვალუტის რეზერვებს ან ცენტრალიზებულ ორგანიზაციებს.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.