მთავარი დეტალები
OpenLedger არის ხელოვნური ინტელექტისთვის (AI) შექმნილი ბლოკჩეინი, რომელიც მომხმარებლებს აძლევს სპეციალიზებული AI მოდელების გასაწვრთნელად საჭირო მონაცემთა ნაკრებების შექმნის, გაზიარების და გამოყენების საშუალებას.
პლატფორმა გვთავაზობს მონაცემთა შეგროვების და AI მოდელის გაშვების ინსტრუმენტებს, როგორიცაა Datanet-ები, Model Factory და OpenLoRA.
ხელოვნურ ინტელექტთან თითოეული ურთიერთქმედება დაკავშირებულია მონაცემთა წყაროებთან და კონტრიბუტორებთან, რომლებიც იღებენ ჯილდოებს კეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოსთვის.
OPEN არის OpenLedger-ის ადგილობრივი ტოკენი. ის გამოიყენება ტრანზაქციის საკომისიოების გადასახდელად, ჯილდოების გასაცემად, მმართველობის პროცესის მხარდასაჭერად, სტეიკინგისთვის და AI სერვისებზე წვდომისთვის.
რა არის OpenLedger?
OpenLedger არის ბლოკჩეინ-პლატფორმა, რომელიც შექმნილია სპეციალურად ხელოვნური ინტელექტის (AI) აპლიკაციებისთვის. პლატფორმა საშუალებას გაძლევთ შეაგროვოთ და გააზიაროთ მონაცემები, შექმნათ AI მოდელები და შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ მიიღოთ ჯილდოები. ტრადიციულ სისტემებში, AI მონაცემები და მოდელები ჩვეულებრივ კონტროლდება მსხვილი ორგანიზაციების მიერ, კონტრიბუტორები კი სათანადო ანაზღაურებას ვერ ღებულობენ.
OpenLedger განსხვავებულ მიდგომას იყენებს, რაც გულისხმობს მთელი პროცესის ბლოკჩეინზე ჩაწერას. ამის წყალობით, თითოეული მონაწილის წვლილის შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე და შემოწმებადია. როდესაც თქვენ აგზავნით მონაცემებს, ქმნით მოდელებს ან მონაწილეობთ შედეგების შემოწმების პროცესში, თქვენი მოქმედებები რეგისტრირდება და იღებთ თქვენი წვლილის ფასეულობის შესაბამის ჯილდოებს.
პლატფორმა გთავაზობთ ინფრასტრუქტურას, რომელიც მხარს უჭერს AI პროცესის თითოეულ საფეხურს. Datanet-ები გამოიყენება სპეციალიზებული მონაცემთა ნაკრებების ორგანიზებისთვის და მიწოდებისთვის. ModelFactory გთავაზობთ მარტივ ინტერფეისს მოდელების შექმნისთვის და გაწვრთნისთვის. OpenLoRA უზრუნველყოფს რამდენიმე მოდელის ეფექტურად გაშვებას შეზღუდული სიმძლავრის აპარატურაზე. ამ ინსტრუმენტების დახმარებით, AI-ს შექმნა და გამოყენება უფრო ღია და ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდება.
ჩვეულებრივ ეს პროცესი შედგება შემდეგი საფეხურებისგან:
პლატფორმაზე წვდომა: გახსენით OpenLedger აპლიკაცია და შედით სისტემაში მარტივი სოციალური ავთენტიფიკაციის მეთოდის გამოყენებით.
Datanet-ის შექმნა ან გამოყენება: დაიწყეთ თქვენი საკუთარი მონაცემთა ნაკრების შექმნა ან უკვე არსებულის გამოყენება.
მოდელების შექმნა: გამოიყენეთ Datanet-ებზე არსებული მონაცემები და მოსახერხებელი ინსტრუმენტები AI მოდელების გასაწვრთნელად.
შედეგების გენერირება: როდესაც მომხმარებელი რომელიმე მოდელს იყენებს, OpenLedger აფიქსირებს, თუ რომელი მონაცემები და რომელი კონტრიბუტორის მასალები იქნა გამოყენებული.
ჯილდოების მიღება: Proof of Attribution მექანიზმის მეშვეობით, კონტრიბუტორები იღებენ ჯილდოებს, როდესაც მათ მიერ მიწოდებული მონაცემები ან მოდელები გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის გასაწვრთნელად.
როგორ მუშაობს OpenLedger
Datanet
Datanet-ები წარმოადგენს საზოგადოების მიერ მართულ ქსელებს, სადაც თქვენ შეგიძლიათ შეაგროვოთ, გააზიაროთ ან შეამოწმოთ AI მოდელების გასაწვრთნელად გამოყენებული მონაცემები. Datanet-ები იყენებს არა ზოგად მონაცემებს, არამედ ინფორმაციას, რომელიც ეხება კონკრეტულ სფეროს ან დომენს. ამ მიდგომის წყალობით შესაძლებელია უფრო ზუსტი, ობიექტური და ეფექტური AI მოდელების შექმნა.
მაგალითად, კიბერუსაფრთხოების მოდელის გაწვრთნისთვის გამოიყენება ის Datanet-ები, რომლებზეც განთავსებულია ინფორმაცია კიბერთავდასხმების და საფრთხეების შაბლონების შესახებ, რაც AI-ს აძლევს რისკების და სისუსტეების უკეთ იდენტიფიცირების შესაძლებლობას. ანალოგიურად, ენის მოდელი იყენებს Datanet-ებს, რომელთა შექმნისთვის გამოყენებული იყო გრამატიკული რესურსები და თარგმანები, რაც აუმჯობესებს რეალურ დროში თარგმნის ხარისხს და ამარტივებს სხვადასხვა ენებზე კომუნიკაციას.
Proof of Attribution
Proof of Attribution არის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს OpenLedger-ში შეყვანილი მონაცემების გამჭვირვალობას და მიკვლევადობას. როდესაც თქვენ აგზავნით მონაცემებს, ქმნით მოდელებს ან მონაწილეობთ შედეგების შემოწმების პროცესში, თქვენი მოქმედებები იწერება ბლოკჩინზე. თქვენ მიერ შესრულებული სამუშაო რეგისტრირდება და იღებთ ჯილდოებს თქვენ მიერ შეტანილი წვლილის ფასეულობის შესაბამისად.
სისტემა ასევე ზომავს თქვენ მიერ მიწოდებული მონაცემების ზეგავლენას მოდელის ეფექტურობაზე. თუ თქვენი მონაცემები გააუმჯობესებს მოდელს და გახდის მას უფრო სასარგებლოს, თქვენ გამოიმუშავებთ მეტ ჯილდოს. თუ თქვენი მონაცემები დაბალი ხარისხისაა ან შეიცავს მავნე კოდებს, თქვენ მოინიშნებით, როგორც არასაიმედო კონტრიბუტორი და დაჯარიმდებით. მსგავსი მიდგომა უზრუნველყოფს პროცესის სამართლიანობას და ხელს უწყობს მხოლოდ საიმედო ინფორმაციაზე დაფუძნებული AI მოდელების შექმნას.
ძირითადი ფუნქციები
ModelFactory
ModelFactory არის OpenLedger-ის პლატფორმა, რომლის გამოყენებასაც არ სჭირდება პროგრამირების ცოდნა და შესაძლებლობას იძლევა Datanet-ების მეშვეობით დიდი ენობრივი მოდელების (LLM-ების) კონფიგურაციის შესაძლებლობას. პროგრამირების ან კომპლექსური ინსტრუმენტების გამოყენების ნაცვლად, თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ გახსნათ მოსახერხებელი ინსტრუმენტების პანელი, აირჩიოთ მოდელი, დააკონფიგურიროთ რამდენიმე პარამეტრი და დააკვირდეთ ხელოვნური ინტელექტის წვრთნის პროცესს.
როდესაც თქვენი მოდელი მზად იქნება, შეგიძლიათ გამოსცადოთ ის ინტეგრირებული ჩატის ინტერფეისის გამოყენებით ან დააკავშიროთ ის სხვა აპლიკაციებთან API-ს მეშვეობით. ამის წყალობით, AI მოდელების შექმნა უფრო ხელმისაწვდომი და გამჭვირვალეა, კონტრიბუტორებს კი ეძლევათ მათი მონაწილეობის სანაცვლოდ სათანადო გასამრჯელოს მიღების შესაძლებლობა.
OpenLoRA
OpenLoRA წარმოადგენს OpenLedger-ის გაშვების სისტემას, რომელიც შექმნილია AI მოდელების სიჩქარის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით. მისი წყალობით არ არის საჭირო მძლავრი აპარატურული უზრუნველყოფა, რადგან ის იძლევა ათასობით მოდელის ერთ GPU-ზე გაშვების შესაძლებლობას, რაც რესურსების უფრო ეფექტურად მართვას უზრუნველყოფს. ეს ამცირებს ხარჯებს და უზრუნველყოფს მაღალ ეფექტურობასა და რეაგირების სიჩქარის გაუმჯობესებას.
სისტემა ასევე იძლევა მოდელების შეცვლის ან ტესტირების შესაძლებლობას, რაც გვთავაზობს სხვადასხვა აპლიკაციების მხარდაჭერის გამარტივებას დამატებითი ინფრასტრუქტურის საჭიროების გარეშე. მსგავსი მიდგომა მოსახერხებელია ორგანიზაციებისთვის, რომელთაც ესაჭიროებათ რამდენიმე AI ასისტენტის ან აპლიკაციის ერთდროულად გაშვება, რაც მათ სთავაზობს მასშტაბირებად და ხელმისაწვდომ მოდელს პერსონალიზებული AI სერვისების შემოთავაზებისთვის.
OpenLedger ტოკენი
OPEN ტოკენი წარმოადგენს OpenLedger ქსელის ადგილობრივ ტოკენს. ის OpenLedger-ის ეკოსისტემაში შემდეგი დანიშნულებით გამოიყენება:
გაზის საკომისიოები: OPEN გამოიყენება ქსელზე განხორციელებული ტრანზაქციების ხარჯების დასაფარად, რაც მოიცავს გადარიცხვებს, სმარტ კონტრაქტის აღსრულებას და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ბლოკჩეინ-აქტივობებს.
მმართველობა: OPEN-ის მფლობელებს შეუძლიათ ხმა მისცენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, როგორიცაა მოდელის დაფინანსება, , AI აგენტის რეგულაციები, ხაზინის მართვა და პროტოკოლის განახლებები.
სტეიკინგი: ეკოსისტემის ფარგლებში სერვისების მიწოდებისთვის, AI აგენტებს მოეთხოვებათ OPEN ტოკენის სტეიკინგზე განთავსება. არასათანადო ან თაღლითური ქმედება ისჯება სლეშინგით, ხოლო საიმედო და მაღალი ხარისხის მონაცემების მიწოდების სანაცვლოდ გაიცემა ჯილდოები.
ჯილდოები: მონაცემთა კონტრიბუტორები, AI-ს დეველოპერები და ვალიდატორები იღებენ OPEN ტოკენებს მათი მონაწილეობის და მოდელის პოპულარობის საფუძველზე. ჯილდოების ოდენობა დამოკიდებულია მონაცემთა ხარისხზე მოდელის პრაქტიკულობაზე და ეკოსისტემაში კონტრიბუტორების საერთო წვლილზე.
OpenLedger (OPEN) და Binance-ის HODLer Airdrop-ები
2025 წლის 5 სექტემბერს, Binance-მა განაცხადა, რომ OPEN იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის 36-ე პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 18-დან 21 აგვისტომდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს OPEN-ის airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 10 მილიონი OPEN , რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 1%-ს შეადგენს.
ამის შემდეგ განხორციელდა OPEN-ის ლისტინგი Binance-ზე Seed ტეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.
შეჯამება
OpenLedger არის ხელოვნური ინტელექტის ბლოკჩეინ-პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემების და მოდელების გამჭვირვალობას და კონტრიბუტორებისთვის ჯილდოების სამართლიან განაწილებას. ის გვთავაზობს სხვადასხვა ინსტრუმენტებს, მაგალითად Datanet-ებს, რომლებიც გამოიყენება სტრუქტურირებული მონაცემების მიწოდებისთვის, ModelFactory-ს, რომელიც გამოიყენება AI მოდელების შესაქმნელად და OpenLoRA-ს, რომლის დანიშნულებაა მოდელების ეფექტური გაშვება. თითოეული კონტრიბუცია იწერება ბლოკჩეინზე, რაც იძლევა ჯილდოების პირდაპირ მონაწილეთათვის გაცემის შესაძლებლობას.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.