რა არის Vana (VANA)?
მთავარი
სტატიები
რა არის Vana (VANA)?

რა არის Vana (VANA)?

განახლებული Dec 17, 2024
5m

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის. Binance-ის მეშვეობით მოწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ინვესტიციებთან ან ვაჭრობასთან დაკავშირებულ რჩევას ან რეკომენდაციას. Binance არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. რაიმე ფინანსური რისკის გაწევამდე, რჩევისთვის მიმართეთ პროფესიონალს.

მთავარი დეტალები

  • Vana არის ბლოკჩეინ-პროექტი, რომელიც გაძლევთ თქვენი პერსონალური მონაცემების კონტროლის საშუალებას და უფლებას თავად გადაწყვიტოთ, თუ როგორ მოხდეს მათი გამოყენება და, ამავდროულად, დაიცვათ მათი უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა.

  • საკუთარი მონაცემების AI მოდელების ტრენინგისთვის გაზიარებისას მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ ტოკენები ჯილდოს სახით. Vana იყენებს მონაცემთა ლიკვიდურობის პულს, რომელიც გადასცემს მომხმარებლებს ჯილდოებს მათი წილის პროპორციულად.

  • Vana გაეშვა 2018 წელს, როგორც MIT-ის კვლევითი პროექტი. პლატფორმა სრულად ღია კოდზეა დაფუძნებული და ფუნქციონირებს, როგორც დეცენტრალიზებული, საჯარო ქსელი.

  • VANA ტოკენები გამოშვებულ იქნა Binance Launchpool-ის მეშვეობით და 4,8 მილიონი ტოკენი ჯილდოების სახით განაწილებულ იქნა Binance-ის მომხმარებლებს შორის.

შესავალი

Vana არის ბლოკჩეინ-პროექტი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს აღიდგინონ კონტროლი საკუთარ ციფრულ მონაცემებზე და ამავდროულად კვლავ დაუშვან ამ მონაცემების გამოყენება ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელების ტრენინგისთვის. მოკლედ რომ ვთქვათ, Vana ორიენტირებულია მომხმარებლის მონაცემების კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვაზე და მათთვის სათანადო ჯილდოების გადაცემაზე.

რა არის Vana?

Vana არის დეცენტრალიზებული პლატფორმა, რომელიც მონაცემების გამოყენების ახლებურ გზებს გთავაზობთ. ამჟამად დიდი ტექნოლოგიური კომპანიები უფასოდ იღებენ თქვენს მონბაცემებს და მათი საშუალებით დიდ მოგებას იღებენ. Vana-ს მიზანი ამ რეალობის შეცვლაა. ის თქვენ და სხვა ფიზიკურ პირებს საშუალებას გაძლევთ ფლობდეთ და აკონტროლებდეთ საკუთარ მონაცემებს, გააზიაროთ ისინი უსაფრთხოდ და მიიღოთ ჯილდოები.

ერთი კომპანიის ნაცვლად, რომელიც ფლობს ყველაფერს, Vana-ს სურს შექმნას მომხმარებელზე ორიენტირებული AI ეკოსისტემა. Vana-ს საშუალებით, თქვენი მონაცემები შესაძლოა დაგვეხმაროს AI მოდელების გაუმჯობესებაში, მაგრამ თქვენ შეინარჩუნებთ მათზე კონტროლს, დაცული იქნება თქვენი კონფიდენციალურობა და მიიღებთ ჯილდოებს მათი გაზიარებისთვის.

Vana-ს ძირითადი მახასიათებლები

Vana-ს მიზანია დღეისათვის მონაცემთა ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავება:

  • მონაცემების მფლობელობა: მომხმარებლებს შეუძლიათ აღიდგინონ კონტროლი საკუთარ პერსონალურ ინფორმაციაზე.

  • კონფიდენციალურობა: უსაფრთხო ტექნოლოგიები უზრუნველყოფს მონაცემების კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას.

  • სამართლიანი კომპენსაცია: მომხმარებლები ჯილდოვდებიან მათი მონაცემებით გენერირებული შედეგების შესაბამისად.

  • დემოკრატიული AI: AI მოდელები ერთობლივად იქმნება და ეკუთვნის Vana-ს საზოგადოებას.

  • ღია ინფრასტრუქტურა: Vana-ს პლატფორმა ღია კოდზეა დაფუძნებული და ფუნქციონირებს, როგორც დეცენტრალიზებული, საჯარო ქსელი.

როგორ მუშაობს Vana?

Vana იყენებს სმარტ-ტექნოლოგიას, რათა ადამიანებმა უსაფრთხოდ გააზიარონ საკუთარი მონაცემები და შეინარჩუნონ მათზე კონტროლი.

1. საკუთარ მონაცემებს თავად ფლობთ

Vana საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ თქვენი მონაცემები. შეგიძლიათ შეინახოთ ისინი არა კომპანიების საკუთრებაში არსებულ სერვერებზე, არამედ თქვენს პირად სერვერებზე და უსაფრთხო გარემოში. თავად წყვეტთ როგორ და როდის გააზიარებთ თქვენს მონაცემებს.

2. მონაცემთა ლიკვიდურობის პულები (DLP-ები)

Vana წარმოგიდგენთ ე.წ. მონაცემთა ლიკვიდურობის პულებს (DLP-ები). ეს ინოვაციური პულები საშუალებას აძლევს ადამიანებს გააერთიანონ თავიანთი მონაცემები, რათა ისინი გამოყენებულ იქნეს AI მოდელების ტრენინგისთვის. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება მონაცემები, მით უკეთესი იქნება AI. DLP-ები უზრუნველყოფს, რომ კვლავ თქვენ ფლობდეთ თქვენს მონაცემებს, რათა ვერავინ შეძლოს მათი გამოყენება თქვენი ნებართვის გარეშე.

3. კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება

Vana იყენებს კონფიდენციალურობის გაუმჯობესებულ ინსტრუმენტებს, როგორიცაა უსაფრთხო საცავები და კრიპტოგრაფიული მტკიცებულებები თქვენი მონაცემების უსაფრთხოების დასაცავად. ეს ინსტრუმენტები უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენი მონაცემების AI-ს ტრენინგისთვის გამოყენებისას ვერავინ შეძლოს მათი ნახვა ან ბოროტად გამოყენება თქვენი თანხმობის გარეშე.

4. მონაცემებზე უფლებების ტოკენიზაცია

როდესაც აზიარებთ თქვენს მონაცემებს Vana-ს მეშვეობით, ჯილდოს სახით გადმოგეცემათ ტოკენები. ამ ტოკენების მეშვეობით ხდება თქვენი წილის ოდენობის განსაზღვრა, რათა მიიღოთ სათანადო კომპენსაცია თქვენი მონაცემების AI მოდელების გაუმჯობესებისთვის გამოყენებისას. ამგვარად თქვენ გეძლევათ მონაწილეობის სტიმული.

5. კოლექტიური საკუთრების უფლება AI მოდელებზე

Vana-ს კიდევ ერთი საინტერესო მახასიათებელია ის, რომ თქვენი მონაცემებით გაწვრთნილ AI მოდელებზე კოლექტიური საკუთრების უფლება ვრცელდება. არა მხოლოდ კომპანია, არამედ ნებისმიერი პირი, რომელმაც საკუთარი მონაცემების გაზიარებით წვლილი შეიტანა AI მოდელების სწავლებაში, უფლებამოსილია მიიღოს სარგებელი. ამ მიდგომამ შესაძლოა ხელი შეუწყოს უფრო დემოკრატიული AI ეკონომიკის განვითარებას.

6. ღია ინფრასტრუქტურა

პლატფორმა სრულად ღია კოდზეა დაფუძნებული და ფუნქციონირებს, როგორც დეცენტრალიზებული, საჯარო ქსელი, შესაბამისად, ის ყველასთვის ხელმისაწვდომია. Vana-ს ოფიციალური ვებსაიტის მიხედვით, ე.წ. ღია მონაცემთა ფონდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს Vana-ს პროტოკოლის გამოყენების ხელშეწყობაში, ხოლო Corsali და სხვა ორგანიზაციები მხარს უჭერენ კვლევებითა და ტექნიკური განვითარებით.

Vana-ს გაშვება Binance Launchpool-ზე

2024 წლის 13 დეკემბერს Binance-მა გამოაცხადა Vana 62-ე პროექტად Binance Launchpool-ის პლატფორმაზე. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია Vana-სთვის, რომელიც მომხმარებლებს პროექტში ჩართვის ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.

4 800 000 VANA ტოკენი (VANA-ს მაქსიმალური მარაგის 4%) განაწილებულ იქნა Launchpool-ის ფარმინგის ჯილდოების სახით. Binance-მა VANA სავაჭრო სიაში შეიტანა 2024 წლის 16 დეკემბერს. პირველი ხელმისაწვდომი წყვილები იყო VANA/USDT, VANA/BNB, VANA/FDUSD და VANA/TRY.

შეჯამება

Vana არის პერსპექტიული პროექტი, რომელიც მომხმარებლებს საკუთარ მონაცემებზე მეტ კონტროლს სთავაზობს. Vana მომხმარებლებს საშუალებას აძლევს საკუთარი მონაცემები უფრო უსაფრთხოდ და სამართლიანად გამოიყენონ და ამავდროულად მიიღონ ჯილდოები. Vana-ს წყალობით, მომხმარებლებს შეუძლიათ დაუშვან მათი მონაცემების გამოყენება AI მოდელების ტრენინგისთვის და ამრიგად ხელი შეუწყონ უფრო ინკლუზიური და დეცენტრალიზებული AI ეკოსისტემის შექმნას.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.