სლეშინგი
ბლოკჩეინ სივრცეში სლეშინგი გახლავთ მექანიზმი, რომელიც გამოიყენება ვალიდატორების (
ნოდების) დასასჯელად მავნე ქმედებებისთვის ან მნიშვნელოვანი შეცდომებისთვის. სლეშინგი გამოიყენება
Proof of Stake (PoS) კონსენსუსის მექანიზმის მქონე ბლოკჩეინის ქსელებზე. სასჯელის სახით, როგორც წესი, ხდება ვალიდატორის მიერ
სტეიკინგში გამოყენებული აქტივების რაოდენობის შემცირება, ან დაკარგვა.
Proof of Stake (PoS) გახლავთ პოპულარული კონსენსუსის მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც ტრანზაქციების დადასტურება და ბლოკჩეინზე ახალი
ბლოკების დამატება ხდება ვალიდატორების მიერ. ვალიდატორების არჩევა ხდება მათ მიერ სტეიკინგში გამოყენებული ან უზრუნველყოფის სახით დაბლოკილი კრიპტოვალუტების რაოდენობის მიხედვით. თუმცა, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვალიდატორები მოქმედებენ ქსელის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია გატარდეს არაკეთილსინდისიერი და უპასუხისმგებლო ქმედებების აღმოჩენისთვის და დასჯისთვის საჭირო ზომები. სწორედ ამისთვის არის საჭირო სლეშინგი.
სლეშინგი სხვადასხვა მიზნით შეიძლება განხორციელდეს. როგორც წესი, ის დაკავშირებულია ქმედებებთან, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს ქსელის გამართულობაზე ან უსაფრთხოებაზე. გავრცელებული მიზეზებია:
2. უმოქმედობა: ვალიდატორების პასუხისმგებლობაა იყვნენ ონლაინ რეჟიმში და განახორციელონ საჭირო აქტივობა კონსენსუსის პროცესში მონაწილეობის მისაღებად. ხანგრძლივი დროით უმოქმედობის შემთხვევაში, ამან შეიძლება იმოქმედოს ქსელის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე, ამიტომ შესაძლოა განხორციელდეს სლეშინგი.
3. ორმაგი ხმის მიცემა: ეს ხდება მაშინ, როდესაც ვალიდატორი ხმას აძლევს ორ განსხვავებულლი ბლოკის ან ტრანზაქციების ნაკრების შექმნას ქსელის გაყოფის ან კონსენსუსის პროცესის მანიპულაციის მიზნით.
თუ გამოვლინდა, რომ ვალიდატორის მიერ ხორციელდება სლეშინგით დასჯადი ქმედებები, ქსელი ავტომატურად დააჯარიმებს ამ ვალიდატორს. როგორც წესი, სლეშინგის პროცესი შემდეგი საფეხურებისგან შედგება:
1. აღმოჩენა: ქსელზე მიმდინარეობს ვალიდატორების ქმედებების უწყვეტი მონიტორინგი. საეჭვო აქტივობის აღმოჩენის შემთხვევაში, მოხდება მისი მონიშვნა შესამოწმებლად.
2. ჯარიმა: თუ ქმედება მიიჩნევა მავნებლურად ან მიუღებლად, ვალიდატორს სრულად ან ნაწილობრივ ჩამოერთმევა სტეიკინგში განთავსებული აქტივები. სასჯელის სიმძიმე ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულია დანაშაულის სიმძიმეზე.
3. გაძევება: განსაკუთრებულ შემთხვევებში, ვალიდატორი შესაძლოა დროებით ან სამუდამოდ მოიხსნას ქსელიდან, რაც მას ჩამოართმევს კონსენსუსის პროცესში მონაწილეობის უფლებას.
სლეშინგი PoS ქსელებზე არაერთ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს:
1. შეკავება: ფინანსური სასჯელების დაწესებით, სლეშინგი აკავებს ვალიდატორებს მავნე ქმედებებში ჩართვისგან ან არაკეთილსინდისიერი ქცევისგან.
2. ქსელის უსაფრთხოება: იმის უზრუნველყოფა, რომ ვალიდატორები ემორჩილებოდნენ მოქმედ წესებს, ხელს უწყობს ქსელის უსაფრთხოების და გამართულობის უზრუნველყოფას, რაც არაკეთილსინდისიერად მოქმედ პირებს ხელს უშლის სისტემაზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენაში.
3. ქსელის ინტერესების შესაბამისად მოქმედების წახალისება: ვალიდატორებს გააჩნიათ ძლიერი ფინანსური სტიმული იმოქმედონ კეთილსინდისიერად, კომპეტენტურად და ქსელის ინტერესების შესაბამისად.
სლეშინგს რამდენიმე მსხვილი ბლოკჩეინის ქსელი იყენებს საკუთარი PoS-ზე დაფუძნებული სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ამის მაგალითებია:
Ethereum: Ethereum-ის PoS მექანიზმზე გადასვლის შემდეგ, სლეშინგი იქცა მისი უსაფრთხოების მოდელის განუყოფელ ნაწილად, რომელიც გამოიყენება ორმაგი ხელმოწერის და უმოქმედობის პრევენციის მიზნით.
Cosmos: Cosmos ქსელი სლეშინგს იყენებს ვალიდატორების დასასჯელად ორმაგი ხელმოწერის და ხანგრძლივი უმოქმედობის დაფიქსირების შემთხვევაში.
Polkadot: Polkadot-ზე სლეშინგი გამოიყენება ვალიდატორების მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედებების განხორციელების პრევენციისთვის და ეფექტურობისა და სანდოობის უმაღლესი დონის შენარჩუნების მიზნით.
სლეშინგი Proof of Stake (PoS) ბლოკჩეინ ქსელების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. სლეშინგის მეშვეობით ხდება ვალიდატორების დასჯა არაკეთილსინდისიერი ან მავნე ქმედებებისთვის, რაც ქსელის უსაფრთხოების, სანდოობის და გამართულობის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. ამ პროცესის მეშვეობით ხდება ვალიდატორების და ქსელის ინტერების თანხვედრა, რაც ხელს უწყობს კონსენსუსის პროცესში პატიოსანი და კომპეტენტური გზით მონაწილეობის დანერგვას.