რა არის Polkadot (DOT)?

რა არის Polkadot (DOT)?

განახლებული May 11, 2026
8m

მთავარი დეტალები

  • Polkadot არის ბლოკჩეინის პროტოკოლი, რომლის დანიშნულებაა სხვადასხვა სპეციალიზებული ბლოკჩეინების ერთიან და ურთიერთთავსებად ქსელში გაერთიანება.

  • Polkadot-ის დამფუძნებელია Web3 Foundation, მის შექმნაში ასევე მონაწილეობდა Ethereum-ის თანადამფუძნებელი გევინ ვუდი. მისი მიზანია დეცენტრალიზებული Web3 აპლიკაციების მხარდაჭერა და ბლოკჩეინებს შორის თავსებადობის გაუმჯობესება.

  • ის წარმოგვიდგენს მასშტაბირებად ეკოსისტემას, სადაც ცენტრალური სარელეო ბლოკჩეინი მართავს რამდენიმე პარალელურ პარაჩეინს, რომლებიც მხარდაჭერილია Nominated Proof of Stake (NPoS) კონსენსუსის მოდელით.

  • DOT ტოკენი გამოიყენება ქსელის მმართველობის პროცესში მონაწილეობისთვის, სტეიკინგისთვის და პარაჩეინის დასაკავშირებლად სლოტების შეძენისთვის.

შესავალი

Bitcoin-ის შექმნის დღიდან ბლოკჩეინის ტექნოლოგია მნიშვნელოვნად განვითარდა, თუმცა ბევრი ბლოკჩეინი კვლავ დამოუკიდებლად მუშაობს, სხვა ქსელებთან მარტივად დაკავშირების და ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობის გარეშე. Polkadot მიზნად ისახავს ამ პრობლემის გადაჭრას სხვადასხვა ბლოკჩეინებისთვის ერთმანეთს შორის კომუნიკაციის და ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობის მიცემის მეშვეობით.

ზოგიერთი პროექტი იყენებს ხიდებს, რომელთა მეშვეობით მხოლოდ რამდენიმე ბლოკჩეინთან დაკავშირებაა შესაძლებელი, Polkadot-ის დიზაინი კი იძლევა ერთდროულად მრავალი ბლოკჩეინის ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობას, რაც გვეხმარება ურთიერთდაკავშირებული და მასშტაბირებადი ბლოკჩეინის ეკოსისტემის შექმნაში.

რა არის Polkadot?

პროექტის ავტორების განცხადებით, Polkadot ღია პროგრამულ კოდზე დაფუძნებული პროტოკოლია, რომელიც ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის განვითარების მომდევნო საფეხურს წარმოადგენს. მისი კონცეფცია ეკუთვნის დოქტორ გევინ ვუდს, Ethereum-ის თანადამფუძნებელს. 

გუნდს სურს საკუთარი ძალისხმევის ფოკუსირება მოახდინოს უსაფრთხოებაზე, მასშტაბირებადობასა და ინოვაციაზე. მისი მიზანია შემოგვთავაზოს ინფრასტრუქტურა, რომელიც არა მხოლოდ ახალ იდეებს და კონცეფციებს უჭერს მხარს, არამედ უზრუნველყოფს სათანადო ურთიერთთავსებადობას.

როგორ მუშაობს Polkadot?

Polkadot-ის ეკოსისტემაში ინდივიდუალურ ბლოკჩეინს ეწოდება პარაჩეინი (პარალელური ბლოკჩეინი), ხოლო მთავარ ბლოკჩეინს - სარელეო ბლოკჩეინი. მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ პარაჩეინებსა და სარელეო ბლოკჩეინებს შორის ინფორმაციის გაცვლა ნებისმიერ დროს მარტივად არის შესაძლებელი.

ნებისმიერ დეველოპერს, კომპანიას ან მომხმარებელს შეუძლია საკუთარი პერსონალიზებული პარაჩეინის გაშვება. პერსონალიზებული ბლოკჩინის Polkadot-ის ქსელთან დაკავშირების შემდეგ ის ხდება სხვა პარაჩეინებთან ურთიერთავსებადი. Polkadot ასევე გვთავაზობს „პარაარხებს“, რომელთა საფასურის გადახდა მათ გამოყენების საფუძველზე ხდება, რაც განკუთვნილია იმ პროექტებისთვის, რომელთაც არ ესაჭიროებათ ქსელთან მუდმივი კავშირი.

სხვადასხვა პარაჩეინებზე მონაცემთა უსაფრთხოებას და ვალიდაციას უზრუნველყოფენ ქსელის ვალიდატორები, რომელთაგან ზოგიერთს შეუძლია რამდენიმე პარაჩეინის მხარდაჭერა. ეს ვალიდატორები ასევე უზრუნველყოფენ ტრანზაქციების სხვადასხვა პარაჩეინებს შორის გადანაწილებას მასშტაბირებადობის გაუმჯობესების მიზნით.

კონსესუსი და როლები

Polkadot იყენებს Proof of Stake (PoS) სისტემის განსაკუთრებულ ტიპს, რომელსაც ეწოდება Nominated Proof of Stake (NPoS). ამ მოდელში განსაზღვრულია სამი ძირითადი როლი:

  • ვალიდატორები: ისინი ბლოკავენ DOT ტოკენებს, მართავენ აპარატურულ ნოდებს და ამოწმებენ პარაჩეინის ტრანზაქციებს.

  • ნომინატორები: DOT-ის მფლობელები, რომლებიც მხარს უჭერენ სანდო ვალიდატორებს, რისთვისაც მათ გადასცემენ ტოკენების საკუთარ წილს.

  • კოლატორები: ისინი თავს უყრიან პარაჩეინის ტრანზაქციებს და მტკიცებულებებს უგზავნიან ვალიდატორებს.

მსგავსი სტრუქტურა უზრუნველყოფს ქსელის საიმედოობასა და უსაფრთხოებას. თუ ვინმე ბოროტი განზრახვით მოქმედებას გადაწყვეტს ან მისი სისტემა გაითიშება, ის დაკარგავს სტეიკინგზე განთავსებულ DOT ტოკენებს.

Substrate

Substrate არის ინსტრუმენტების ნაკრები, რომელიც დეველოპერებს ეხმარება საკუთარი ბლოკჩეინების ან პარაჩინების შექმნაში, რისი წყალობითაც მათ არ უწევთ მთელი პროცესის ნულიდან დაწყება. მისი მეშვეობით ხდება ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის მნიშვნელოვანი ნაწილების მართვა, როგორიცაა კონსენსუსი და ნეთვოქრინგი, რაც დეველოპერებს აძლევს საშუალებას ფოკუსირება მოახდინონ საკუთარი პროექტების უნიკალურ მახასიათებლებზე.

Agile Coretime

2024 წელს წარმოდგენილ იქნა სისტემა, სახელწოდებით Agile Coretime, რომელიც პარაჩეინის დეველოპერებს სთავაზობს პარაჩეინის სლოტების შეძენის და საკუთარის განაწილების უფრო მოქნილ მეთოდს. ის ასევე იძლევა შეძენილი დროის ნაწილებად გაყიდვის შესაძლებლობას. სისტემა ამარტივებს ახალი პროექტების Polkadot-ის ეკოსისტემასთან დაკავშირებას.

DOT ტოკენი

DOT არის Polkadot-ის ადგილობრივი ტოკენი. ის სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება:

  • სტეიკინგი: DOT მფლობელები ბლოკავენ ტოკენებს ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და იღებენ ჯილდოებს ქსელის მუშაობის მხარდაჭერის სანაცვლოდ.

  • მმართველობა: დეცენტრალიზებული სისტემის მეშვეობით, DOT მფლობელები მონაწილეობას იღებენ ქსელის განახლებებთან, წესების ცვლილებებთან და მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

  • დაკავშირება: ის საჭიროა ეკოსისტემასთან ახალი პარაჩეინების დამატებისთვის. DOT ტოკენები იბლოკება დაკავშირების პერიოდში, ხოლო დაკავშირების ვადის გასვლის შემდეგ ხდება მათი განბლოკვა და პარაჩეინი ითიშება ეკოსისტემიდან.

Polkadot-ის უპირატესობები

არსებობს უამრავი მიზეზი, რის გამოც შეიძლება დეველოპერებმა აირჩიონ Polkadot ეკოსისტემის გამოყენება. Polkadot-ის მიზანია ტრადიციული ბლოკჩეინებისთვის დამახასიათებელი შეზღუდვების აღმოფხვრა, რომლებიც დაკავშირებულია მასშტაბირებადობასთან, პერსონალიზაციასთან, ურთიერთთავსებადობასთან და განახლების შესაძლებლობასთან.

მასშტაბირებადობის მხრივ, Polkadot უამრავ გაუმჯობესებას გვთავაზობს. ის მუშაობს, როგორც მრავალი ბლოკჩეინისგან შემდგარი ქსელი, რომელიც იძლევა ტრანზაქციების პარალელურად დამუშავების შესაძლებლობას.

ვისთვისაც პერსონალიზაციაა მნიშვნელოვანი, მათ Polkadot სხვა ფუნქციებს სთავაზობს. პლატფორმა იძლევა თითოეული ბლოკჩეინის ინდივიდუალური დიზაინით შექმნის შესაძლებლობას, რომელიც ოპტიმიზებული იქნება კონკრეტული მიზნის შესაბამისად. Substrate-ის დახმარებით, დეველოპერებს შეუძლიათ ინდივიდუალური ბლოკჩინები ეფექტურად მოარგონ პროექტის საჭიროებებს.

რაც შეეხება ურთიერთთავსებადობას, პროექტებსა და აპლიკაციებს შორის მონაცემების მარტივად გაცვლის შესაძლებლობა დიდ უპირატესობას წარმოადგენს. ეს საშუალებას იძლევა შევქმნათ სრულიად ახალი ფინანსური სისტემა, სადაც დროის გარკვეულ მომენტში თითოეული პარაჩეინი კონკრეტულ დავალებაზე იქნება ორიენტირებული.

გარდა ამისა, Polkadot-ის ინდივიდუალური პარაჩეინების განახლების პროცესი ძალიან მარტივია. არ არსებობს Hard Fork-ების საჭიროება, რამაც შესაძლოა საზოგადოების გახლეჩვა გამოიწვიოს, რადგან ორიგინალი ბლოკჩინის განახლება უპრობლემოდ ხორციელდება.

შეჯამება

Polkadot-ს საფუძვლად უდევს ამბიციური იდეა, რომელიც გარდაიქმნა დეცენტრალიზებული ქსელის შექმნის პრაქტიკულ პლატფორმად. მისი სტრუქტურა შედგება მრავალი დამოუკიდებელი, თუმცა ურთიერთდაკავშირებული ბლოკჩეინებისგან და ემსახურება გავრცელებული პრობლემების აღმოფხვრას, რომლებიც დაკავშირებულია სიჩქარესთან, პერსონალიზაციასთან და ბლოკჩეინებს შორის კომუნიკაციასთან. Polkadot არის ეკოსისტემა, რომელსაც შეუძლია როგორც ინდივიდუალური პროგრამისტების, ასევე მცირე ბიზნესების და მსხვილი კორპორაციების მოთხოვნების დაკმაყოფილება.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. ამ სტატიაში აღნიშნული პროდუქტები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკების შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.