Utility ტოკენი
Utility ტოკენი წარმოადგენს ბლოკჩეინზე გაშვებულ ციფრულ ტოკენს, რომელიც მფლობელებს ანიჭებს წვდომას დეცენტრალიზებული პლატფორმის კონკრეტულ სერვისებსა თუ ფუნქციებზე.
Utility ტოკენების განაწილება, რომელთაც ზოგჯერ აპლიკაციის მონეტებს ან მომხმარებლის ტოკენებსაც უწოდებენ, როგორც წესი
ტოკენის გენერირების ღონისძიებების მეშვეობით ხდება, როგორიცაა
მონეტის პირველადი შეთავაზება (ICO) ან
პირველადი საბირჟო შეთავაზება (IEO). ისეთი
ფიატ ვალუტებისგან განსხვავებით, როგორიცაა აშშ დოლარი ან ევრო, Utility ტოკენების არ წარმოადგენს გადახდის ძირითადი საშუალების სახით გამოყენება. ნაცვლად ამისა, ისინი ითავსებენ ციფრული გასაღებების ფუნქციას, რომლებიც ბლოკჩეინ ეკოსისტემის ფარგლებში არსებულ კონკრეტულ ფუნქციებზე წვდომას უზრუნველყოფს. მაგალითად,
დეცენტრალიზებული საცავის პლატფორმაზე მომხმარებლებს შესაძლოა დასჭირდეთ ამ პლატფორმის Utility ტოკენის გამოყენება ფაილების შენახვის სანაცვლოდ საფასურის გადახდის, ხოლო გეიმინგ პლატფორმაზე - თამაშშიდა ერთეულების შეძენის მიზნით,
Utility ტოკენების ძირითად დანიშნულებას პლატფორმის პროდუქტებსა და სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ეს შეიძლება მოიცავდეს მაგალითად,
დეცენტრალიზებული აპლიკაციით (DApp) სარგებლობას ან ბლოკჩეინის ეკოსისტემის ფარგლებში ხელმისაწვდომ კონკრეტულ ფუნქციებზე წვდომას. ზოგიერთი Utility ტოკენი მფლობელებს პლატფორმაზე მიმდინარე ხმის მიცემის ან
მმართველობის პროცესებში მონაწილეობის უფლებასაც ანიჭებს, თუმცა, ეს არ წარმოადგენს ამ ტიპის ტოკენების უნივერსალურ მახასიათებელს.
Security ტოკენებისგან განსხვავებით, Utility ტოკენები, როგორც წესი, არ მიიჩნევა საინვესტიციო პროდუქტებად. ისინი წარმოადგენს კონკრეტული
ბლოკჩეინის სივრცეში ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას და არა პროექტის საკუთრების წილს. Utility ტოკენის ღირებულება, როგორც წესი, დაკავშირებულია მის პრაქტიკულ გამოყენებასთან (სარგებლიანობასთან) კონკრეტული ეკოსისტემის ფარგლებში. შესაბამის სერვისებთან დაკავშირებული მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ტოკენის ღირებულება შესაძლოა გაიზარდოს, ხოლო პლატფორმის მიერ მომხმარებელთა დაკარგვის ან მაღალი კონკურენციის პირობებში - პირიქით, შემცირდეს.
Utility ტოკენები და
Security ტოკენები ბლოკჩეინის სივრცეში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება. Utility ტოკენების მთავარ დანიშნულებას ბლოკჩეინის ეკოსისტემაში კონკრეტული ფუნქციების გააქტიურება ან მათზე წვდომის უზრუნველყოფა წარმოადგენს, ხოლო Security ტოკენები გახლავთ აქტივის, კომპანიის აქციის ან წილის მფლობელობის დამადასტურებელი ერთეულები, რომლებიც დივიდენდების ან კაპიტალის ზრდის მეშვეობით მოგების მიღების მიზნით გამოიყენება.
გამომდინარე იქიდან, რომ Utility ტოკენები არ არის მიჩნეული ტრადიციულ ფასიან ქაღალდებად, აღნიშნულ ერთეულებთან დაკავშირებით ნაკლებად მკაცრი მარეგულირებელი შეზღუდვები მოქმედებს. ამის საპირისპიროდ, Security ტოკენები, როგორც საინვესტიციო ინსტრუმენტები, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ მკაცრ რეგულაციებს ექვემდებარება. როგორც წესი, მომხმარებლების მიერ Utility ტოკენების შეძენა პლატფორმის კონკრეტულ ფუნქციებზე წვდომის მოპოვების მიზნით ხდება, სადაც აქტივის ფასი უშუალოდ მისი მოხმარების ინტენსივობაზეა დამოკიდებული და არა ფასების მოკლევადიან ცვლილებებზე. Security ტოკენების შემთხვევაში კი ინვესტორთა მთავარი მოლოდინი ფინანსური მოგებაა, რასაც თან ახლავს ბაზრის
მერყეობასთან და პროექტის ეფექტურობასთან დაკავშირებული რისკები.