მთავარი დეტალები
Maple Finance არის ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სესხების გაცემის პლატფორმა. ის ერთმანეთთან აკავშირებს ბიზნესებს, რომელთაც სესხი ესაჭიროებათ და ინვესტორებს, რომელთაც სურთ მოგების მიღება.
Maple Finance გაეშვა 2019 წელს და მისი მიზანია გაამარტივოს და უფრო ხელმისაწვდომი გახადოს სესხების გაცემის პროცესი დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) მეშვეობით.
ბევრი სხვა DeFi პლატფორმისგან განსხვავებით, რომლებიც მოითხოვს მნიშვნელოვანი ოდენობის უზრუნველყოფას, Maple იძლევა არაუზრუნველყოფილი სესხების გაცემის შესაძლებლობას, რასაც განაპირობებს მსესხებლების რეპუტაცია. მარტივად რომ ვთქვათ, ის ფოკუსირებულია სესხებზე, რომლებიც საჭიროებს ნაკლებ წინასწარ უზრუნველყოფას.
რა არის Maple Finance?
Maple Finance არის ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზე, ძირითადად Ethereum-ზე დაფუძნებული სესხების გაცემის პლატფორმა. ეს პლატფორმა განკუთვნილია ორგანიზაციებისთვის (მაგალითად კრიპტო ფირმებისთვის და ფინანსური დაწესებულებებისთვის) და აკრედიტებული ინდივიდუალური ინვესტორებისთვის.
მისი დანიშნულებაა DeFi-სთან დაკავშირებული მთავარი პრობლემის აღმოფხვრა: მსესხებლების მიერ დეპოზიტზე განსათავსებელი უზრუნველყოფის ღირებულება აღემატება სესხის თანხას. მსესხებლის რეპუტაციის გათვალისწინებით, Maple მათ სთავაზობს უფრო მოქნილ მიდგომას, სადაც გაერთიანებულია ფინანსური შემოწმებების ტრადიციული სისტემა და ბლოკჩეინის გამჭვირვალობა.
როგორ მუშაობს Maple Finance?
Maple Finance მოქმედებს, როგორც ხიდი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მსესხებელს და გამსესხებელს. გამსესხებლები საკუთარ თანხებს განათავსებენ ეგრეთწოდებულ „ლიკვიდურობის პულებში“, რომელთა ზედამხედველობას ახორციელებენ „პულის დელეგატები“. ამ პულებიდან გაიცემა სესხები ბიზნესებზე, ბლოკჩეინი კი უზრუნველყოფს ამ პროცესის უსაფრთხოებას და მიკვლევადობას.
ლიკვიდურობის პულები და სესხების გაცემა
ლიკვიდურობის პულები წარმოადგენს Maple-ის სესხების გაცემის სისტემის ხერხემალს. გამსესხებლები, მათ შორის ორგანიზაციები და აკრედიტებული კერძო პირები ამ პულებში განათავსებენ ციფრულ აქტივებს (მაგალითად USDC-ს ან სხვა სტეიბლკოინს) და იღებენ საპროცენტო სარგებელს.
პულის დელეგატები მართავენ ამ პულებს და იღებენ გადაწყვეტილებას, თუ ვისზე გაიცეს სესხები და რა პირობებით. ამ სისტემის წყალობით, გამსესხებლები იღებენ წვდომას მაღალი რეპუტაციის მქონე მსესხებლების დიდ ბაზაზე და გამოიმუშავებენ სტაბილურ შემოსავალს მოკლევადიანი, ჭარბად უზრუნველყოფილი სესხების მეშვეობით.
სესხის გაცემისთვის არ არის საჭირო Maple-ის ტოკენის, SYRUP-ის ფლობა. Maple-ის ვებ-აპლიკაციის მეშვეობით, გამსესხებლებს შეუძლიათ დაამატონ თანხები, თვალყური ადევნონ საკუთარ ინვესტიციებს და გაიტანონ ფული, რისთვისაც უნდა შეასრულონ მოცემული მითითებები. ეს სისტემა უზრუნველყოფს საიმედო შემოსავლების პრიორიტიზებას და თანხებზე მარტივად წვდომას, ამავდროულად ყველა სესხი უზრუნველყოფილია, რაც ამცირებს რისკებს.
ფულის სესხება
Maple-ზე მსესხებლები ძირითადად წარმოადგენენ ბიზნესებს, მაგალითად კრიპტო კომპანიებს ან ფინანსურ ორგანიზაციებს, რომელთაც ესაჭიროებათ სესხები მოქნილი პირობებით. სესხის მისაღებად, გაიარეთ რეგისტრაცია Maple-ის ვებ-აპლიკაციაში და დაელოდეთ თქვენი მონაცემების განხილვის დასრულებას, რომელსაც ახორციელებენ პულის დელეგატები. ეს მოიცავს ფინანსური მდგომარეობის და რეპუტაციის შემოწმებას, რაც Maple-ს საშუალებას აძლევს სესხები გასცეს სხვა DeFi პლატფორმებთან შედარებით ნაკლები უზრუნველყოფით.
ჩვეულებრივ ეს სესხები არის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის, მოკლევადიანი და გარკვეული ოდენობის თანხით უზრუნველყოფილი, რაც ამცირებს უეცარი ლიკვიდაციის შანსებს. მსესხებლებს შეუძლიათ ისარგებლონ მოქნილი პირობებით და მიიღონ წვდომა on-chain ფინანსებზე, რაც უფრო ეფექტურია, ვიდრე ტრადიციული საბანკო სერვისები. პლატფორმის გამჭვირვალობის წყალობით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წინასწარ გაეცნოს სესხის პირობებს.
პულის დელეგატების როლი
პულის დელეგატებზეა დამოკიდებული ამ პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობა. ისინი ამოწმებენ მსესხებლებს, განსაზღვრავენ სესხის პირობებს და მართავენ პულებს - ფაქტიურად ისინი ასრულებენ საკრედიტო მენეჯერების ფუნქციას. მათი მუშაობა განაპირობებს სესხების უსაფრთხოებას და გამსესხებლების ინტერესების დაცვას. ისინი პასუხისმგებელნი არიან რისკის მართვაზე (მაგ. დეფოლტების, მარჟინ-ქოლების და ლიკვიდაციის კონტროლზე), ამ სამუშაოს სანაცვლოდ კი ისინი იღებენ საკომისიოებს.
პულის დელეგატების არჩევა ხდება ანდერრაითინგის სფეროში მათი გამოცდილების საფუძველზე, რის გამოც ისინი წარმოადგენენ პლატფორმის ოპერაციების ძირითად კომპონენტს. თუმცა Maple-ის ოფიციალურ დოკუმენტში აღწერილია პოტენციური გამოწვევები, რაც დაკავშირებულია მესამე მხარის დელეგატების პლატფორმის მიზნების შესაბამისად მოქმედებასთან, ამიტომ ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაუმჯობესებელი.
Maple Finance-ის ძირითადი მახასიათებელი
Maple Finance-ს აქვს რამდენიმე მახასიათებელი, რაც გამოარჩევს მას DeFi სივრცის სხვა პლატფორმებისგან:
ნაკლები უზრუნველყოფის საჭიროება: მსესხებლების რეპუტაციების გათვალისწინებით, Maple ამცირებს უზრუნველყოფის საჭიროებას, რაც ორგანიზაციებს სთავაზობს უფრო მაღალ კაპიტალეფექტურობას.
პროფესიონალრი სტანდარტები: ის აერთიანებს ბლოკჩეინის ეფექტურობას და ფინანსური შემოწმების მკაცრ სისტემას, რის გამოც ის მიმზიდველია ორგანიზაციული მომხმარებლებისთვის.
ბლოკჩეინის გამჭვირვალობა: Maple გაშვებულია Ethereum-ზე და სხვა ქსელებზე და იყენებს სმარტ კონტრაქტებს პროცესის ავტომატიზაციისთვის, გამჭვირვალობისთვის და რეალურ დროში მონიტორინგისთვის.
შემოთავაზებული პროდუქტები: ის მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს, როგორიცაა Cash Management Pool, რომლითაც ხდება აშშ-ის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში ინვესტირება ან Maple Direct, რომელიც უზრუნველყოფს სესხების პერსონალიზაციას.
პარტნიორობები: Maple Finance თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა Circle (USDC-ის ინტეგრაციისთვის) და Ethena Labs (აქტივების რეალურ დროში მასშტაბირებისთვის).
SYRUP ტოკენი
Maple-ის ოპერაციების მხარდაჭერისთვის გამოიყენება მისი ადგილობრივი ტოკენი, სახელწოდებით SYRUP, რომელმაც 2023 წელს, საზოგადოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩაანაცვლა ადრე არსებული ტოკენი, სახელწოდებით MPL. SYRUP-ის მფლობელებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საკომისიოდან მიღებული შემოსავლის განაწილებაში, პლატფორმის მმართველობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაში, ასევე მათ შეუძლიათ ამ ტოკენების სტეიკინგზე განთავსება და ამით ლიკვიდურობის პულების უსაფრთხოების გაუმჯობესება.
SYRUP Binance-ზე
2025 წლის 6 მაისს, Binance-მა განაცხადა Maple Finance-ის (SYRUP) ლისტინგის შესახებ Seed თეგით. SYRUP ტოკენი ხელმისაწვდომია ვაჭრობისთვის და ერთი და იმავე დღეს ის შეგიძლიათ გადაცვალოთ USDT-ზე და USDC-ზე.
SYRUP-ის სმარტ კონტრაქტები
Ethereum: 0x643C4E15d7d62Ad0aBeC4a9BD4b001aA3Ef52d66
Base: 0x688AEe022AA544f150678B8E5720b6b96a9E9a2F
Maple Finance-ის უსაფრთხოება
უსაფრთხოებას Maple დიდ ყურადღებას აქცევს. პლატფორმის მუშაობა დაფუძნებულია სმარტ კონტრაქტებზე, რომელიც დაფუძნებულია ღია პროგრამულ კოდზე და განთავსებულია GitHub-ზე, სადაც მისი კოდი წარმოდგენილია 76 რეპოზიტორიში. პლატფორმამ გაიარა რამდენიმე აუდიტი (სამი 2022 წლის დეკემბერში და ორი 2023 წლის ივნისში), რისი წყალობითაც დეველოპერებს მიეცათ ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობა პლატფორმის გაშვებამდე.
რა უნდა გაითვალისწინოთ
ისევე როგორც ნებისმიერი სხვა DeFi პროექტის შემთხვევაში, Maple Finance-ის პროტოკოლის და სერვისების გამოყენება დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან, როგორიცაა აქტივების დაკარგვა ბაზრის რყევების ან სმარტ კონტრაქტში არსებული ხარვეზის გამო. გარდა ამისა, პულის დელეგატებზე დამოკიდებულება წარმოშობს კოორდინაციის პრობლემების რისკს, რაც აღწერილია პროექტის ოფიციალურ დოკუმენტაციაში. რისკის გაწევამდე საჭიროა თავად ჩაატაროთ საფუძვლიანი მოკვლევა, რათა სათანადოდ შეისწავლოთ ეს პროდუქტები.
შეჯამება
Maple Finance წარმოადგენს დეცენტრალიზებულ პლატფორმას, რომელიც სესხის გაცემის ან მიღების პროცესს უფრო მარტივს და ხელმისაწვდომს ხდის ბიზნესებისთვის და ინვესტორებისთვის. მცირე უზრუნველყოფის საჭიროების მქონე სესხების შემოთავაზების, საზოგადოების მიერ პლატფორმის მართვისთვის SYRUP ტოკენის გამოყენების და მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის წყალობით, ამ პროექტმა მალე მოიპოვა პოპულარობა DeFi სივრცეში. მათ, ვისაც სურს ორგანიზაციული DeFi-ს შესაძლებლობებით სარგებლობა, Maple Finance გთავაზობთ საინტერესო, ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ მიდგომას კაპიტალის ბაზრებზე წვდომისთვის.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.