რა არის Ethena (ENA)?
მთავარი
სტატიები
რა არის Ethena (ENA)?

რა არის Ethena (ENA)?

განახლებული Jan 8, 2025
6m

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის. Binance-ის მეშვეობით მოწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ინვესტიციებთან ან ვაჭრობასთან დაკავშირებულ რჩევას ან რეკომენდაციას. Binance არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. რაიმე ფინანსური რისკის გაწევამდე, რჩევისთვის მიმართეთ პროფესიონალს. ამ სტატიაში მოხსენებული პროდუქტები შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში.

მთავარი დეტალები

  • Ethena წარმოადგენს Ethereum-ზე გაშვებულ სინთეზური დოლარის პროტოკოლს. Ethena-ს სტეიბლკოინი, სახელწოდებით USDe, მხარდაჭერილია უზრუნველყოფის კრიპტოვალუტით და ფიუჩერსების short პოზიციებით. Ethena-ს ადგილობრივი ტოკენია ENA, რომელიც Ethena-ს საზოგადოების მიერ გამოიყენება governance ტოკენის სახით.

  • ფასის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და შუამავლების გარეშე ფუნქციონირებისთვის, Ethena-ს სისტემა იყენებს ბლოკჩეინს, სმარტ კონტრაქტებს და ფასის oracle-ებს.

  • Ethena-ს მიზანია მომხმარებლისთვის მასშტაბირებადი კრიპტოვალუტის შეთავაზება და ისეთი პრობლემების მოგვარება, როგორიცაა ცენტრალიზაცია, გამჭვირვალობის არარსებობა და ფინანსურ სისტემებთან შეზღუდული წვდომა.

ethena cta ბანერი

რა არის Ethena?

Ethena არის ბლოკჩეინ-პროექტი, რომელიც ორიენტირებულია სტაბილური და დეცენტრალიზებული სინთეზური აქტივების შექმნაზე. მის ძირითად მიზანს წარმოადგენს მომხმარებლისთვის ცენტრალიზებული სტეიბლკოინების, მაგალითად USDT-ის and USDC-ის ალტერნატივის შეთავაზება, რომელთა ფუნქციონირება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ტრადიციულ საბანკო სისტემებზე და მარეგულირებელი ორგანოების ზედამხედველობაზე. 

ტრადიციული სტეიბლკოინებისგან განსხვავებით, რომლებიც დამოკიდებულია ბანკების ან სხვა ინსტიტუტების მიერ რეალური სამყაროს ფულის სარეზერვო მარაგების შექმნაზე, Ethena გვთავაზობს დეცენტრალიზებულ და მდგრად სისტემას.

ეს იმას ნიშნავს, რომ Ethena-ს ფუნქციონირება არ არის დამოკიდებული შუამავლებზე ან კომპანიებზე. უსაფრთხოების და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ის იყენებს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას და სმარტ კონტრაქტებს.

პროექტის ხედვა

Ethena-ს მიზანია შემოგვთავაზოს სისტემა, რომელიც არ საჭიროებს ნდობას და არ ექვემდებარება ცენზურას, რისი წყალობითაც მომხმარებლები შეძლებენ სტაბილურ აქტივებზე წვდომას შუამავლების გარეშე. 

Ethena-ს არსი მდგომარეობს სანდო სტაბილური ციფრული აქტივების შექმნაში, რომელთა გამოყენებას ადამიანები სხვადასხვა დანიშნულებით შეძლებენ—იქნება ეს ვაჭრობა, შენახვა თუ ყოველდღიური გადახდები.

Ethena შეიქმნა ტრადიციულ სტეიბლკოინებთან და ფინანსურ სისტემებთან დაკავშირებული რამდენიმე პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, რომელთა შორისაა:

  1. ცენტრალიზაციის რისკები: ტრადიციული სტეიბლკოინები დამოკიდებულია ცენტრალიზებულ ინსტიტუტებზე, რომელთათვისაც დამახასიათებელია რეგულაციებთან, ცენზურასთან და შემხვედრ მხარესთან დაკავშირებული რისკები. Ethena გვთავაზობს დეცენტრალიზებულ სისტემას, რომელიც არ არის დამოკიდებლი მესამე მხარებზე.

  2. გამჭვირვალობა: სტეიბლკოინების უმეტესობის რეზერვების მართვის სისტემა არ არის გამჭვირვალე. Ethena, რომელიც ბლოკჩეინ-ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, უზრუნველყოფს სრულ გამჭვირვალობას და მიკვლევადობას.

  3. დეცენტრალიზებული ფინანსების საჭიროებები: DeFi აპლიკაციების ფუნქციონირებისთვის საჭიროა საიმედო აქტივები. Ethena გვთავაზობს სტაბილურ აქტივს, რომელიც შეიძლება მარტივად იქნეს ინტეგრირებული ამ ეკოსისტემებში.

  4. ხელმისაწვდომობა გლობალური მასშტაბით: Ethena სტაბილურ ციფრულ ვალუტას სთავაზობს ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის სუსტად განვითარებული საბანკო სისტემის მქონე ქვეყნების მოსახლეობას.

როგორ მუშაობს Ethena?

სინთეზური აქტივების შექმნისთვის და მართვისთვის, Ethena იყენებს ინოვაციურ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიებს და მექანიზმებს. Ethena-ს სტეიბლკოინს ეწოდება USDe, ხოლო governance ტოკენის სახელწოდებაა ENA.

USDe თავდაპირველად გაეშვა Ethereum-ზე, თუმცა 2024 წლის აგვისტოში ის ასევე ხელმისაწვდომი გახდა Solana ბლოკჩეინზე.

სინთეტიკური აქტივები

სინთეზური აქტივები წარმოადგენს ციფრულ ტოკენებს, რომელთა ფასი დაკავშირებულია რეალური სამყაროს აქტივების, მაგალითად ფიატ-ვალუტების, პროდუქტების ან აქციების ღირებულებასთან. Ethena-ს მთავარი სინთეზური აქტივია USDe, რომელიც წარმოადგენს აშშ დოლართან 1:1 თანაფარდობით (1 USDe = $1) მიბმულ სტეიბლკოინს. თუმცა ტრადიციული სტეიბლკოინებისგან განსხვავებით, USDe ფასის სტაბილურობის შენარჩუნება ხდება დეცენტრალიზებული მექანიზმების მეშვეობით.

უზრუნველყოფა

Ethena სინთეზური სტეიბლკოინების ფასის რეგულირებისთვის იყენებს ჭარბი უზრუნველყოფის მექანიზმს. უზრუნველყოფის აქტივის სახით, მომხმარებლებმა სმარტ კონტრაქტებში უნდა განათავსონ კრიპტოვალუტა (მაგალითად USDT ან ether), რის შემდეგაც მოხდება USDe ტოკენების დამზადება. ამ უზრუნველყოფის აქტივის მეშვეობით ხდება USDe ტოკენის ფასის სტაბილურობის შენარჩუნება ბაზრის მერყეობის პერიოდებშიც კი.

მაგალითად:

  • თქვენ შეგიძლიათ სმარტ კონტრაქტში განათავსოთ 150 დოლარის ღირებულების USDT.

  • სანაცვლოდ თქვენ მიიღებთ 100 აშშ დოლარის ღირებულების USDe ტოკენებს.

  • დამატებითი უზრუნველყოფა (50 აშშ დოლარი) წარმოადგენს ფასის რყევებისგან დაცვის საშუალებას.

თუ თქვენი უზრუნველყოფის აქტივის ფასი ძალიან დაეცემა, სისტემა ავტომატურად გაყიდის მის ნაწილს USDe-ის ფასის სტაბილურ დონეზე შენარჩუნების მიზნით.

ფასის სტაბილურობის მექანიზმი

უზრუნველყოფის აქტივების და USDe ტოკენების საბაზრო ღირებულებაზე თვალყურის დევნების მიზნით, Ethena იყენებს ფასის oracle-ებს. ფასის oracle-ები წარმოადგენს დეცენტრალიზებულ სისტემებს, რომლებიც გვაწვდის სხვადასხვა წყაროდან მოპოვებულ ზუსტ და რეალური დროის მონაცემებს. ეს oracle-ები უზრუნველყოფს, რომ USDe-ის ღირებულება მუდმივად დარჩეს 1 აშშ დოლართან მიბმული, რისთვისაც საჭიროებისამებრ აკორექტირებს მიწოდების და მოთხოვნის დონეებს.

სმარტ კონტრაქტები

Ethena-ს მუშაობა მთლიანად სმარტ კონტრაქტებზეა დამოკიდებული, რომლებიც წარმოადგენს ბლოკჩეინზე გაშვებულ თვითაღსრულებად კონტრაქტებს. ეს კონტრაქტები განსაზღვრავს USDe და ENA ტოკენების დამზადების, გატანის და მართვის წესებს და მუშაობს ადამიანის ჩარევის გარეშე, ამიტომ ის წარმოადგენს ნდობის საჭიროების არმქონე, სრულად ავტომატიზებულ სისტემას.

დეცენტრალიზებული მართვა

Ethena-ს პროტოკოლი იმართება მისი საზოგადოების მიერ დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციის (DAO) მეშვეობით. ENA ტოკენის მფლობელს შეუძლია ხმა მისცეს სისტემის გაუმჯობესების, პარამეტრების კორექტირების და ახალი ფუნქციების დამატების შემოთავაზებებს. მართვის ეს მოდელი უზრუნველყოფს პროექტის ადაპტირებადობას და საზოგადოების მიერ მისი მართვის შესაძლებლობას.

შეჯამება

Ethena არის ბლოკჩეინ-პროექტი, რომლის მიზანია ტრადიციული სტეიბლკოინებისთვის დამახასიათებელ მნიშვნელოვან გამოწვევებთან გამკლავება, როგორიცაა ცენტრაილზებულ სისტემებზე დამოკიდებულება და შეზღუდული გამჭვირვალობა. 

დეცენტრალიზებული ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორებიცაა სმარტ კონტრაქტები, ფასის oracle-ები და ჭარბი უზრუნველყოფა, Ethena გთავაზობთ ისეთი სინთეზური აქტივების შექმნის სქემას, რომელთა სტაბილურობის შენარჩუნებისთვის არ იქნება საჭირო ცენტრალიზებული სისტემები ან შუამავლები.

Ethena-ს წარმატება დამოკიდებულია მის პოპულარობაზე და სხვადასხვა გამოწვევასთან გამკლავების უნარზე, როგორიცაა ფასის მერყეობა ან რეგულაციებთან შესაბამისობა. მიუხედავად ამისა, მისი მიდგომა ნათელი ილუსტრაციაა იმისა, რომ დეცენტრალიზებულ ტექნოლოგიას აქვს მდგრადი და ხელმისაწვდომი ფინანსური სისტემების შექმნის პოტენციალი.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: MiCA-ს მოთხოვნების თანახმად, ევროპის ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე მცხოვრები მომხმარებლებისთვის დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები არასანქცირებული სტეიბლკოინების გამოყენებასთან დაკავშირებით. მეტი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ აქ.

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.