რა არის BFUSD?

რა არის BFUSD?

განახლებული Dec 6, 2024
6m

მთავარი დეტალები

  • BFUSD არის Binance-ზე სპეციალურად ფიუჩერსებით მოვაჭრე მომხმარებლებისთვის შექმნილი აქტივი. ის გამოიყენება უზრუნველყოფის სახით ვაჭრობების დროს და გარდა ამისა, გთავაზობთ ყოველდღიური USDT ჯილდოების მოპოვების შესაძლებლობას.

  • BFUSD-ის მფლობელებს შეუძლიათ მიიღონ ყოველდღიური ჯილდოები USDT-ების სახით. გარდა ამისა, დამატებითი ჯილდოები ხელმისაწვდომია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც აქტიურად ვაჭრობენ USDⓈ-M ფიუჩერსებით და ამ ვაჭრობების დროს უზრუნველყოფის სახით იყენებენ BFUSD-ს. ეს ჯილდოები მხარდაჭერილია Binance-ის სტრატეგიებით, როგორიცაა დელტა-ნეიტრალური ჰეჯირება და Ethereum-ის სტეიკინგი.

  • მერყევ ბაზრებზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, სარეზერვო ფონდი—საწყისი დაფინანსებით 1 მილიონი USDT—გვთავაზობს BFUSD-ის ჰეჯირების მექანიზმს, რაც ხელს უწყობს ფინანსირების უარყოფითი მაჩვენებლების თავიდან აცილებას.

რა არის BFUSD?

BFUSD გახლავთ კონკრეტულად Binance Futures-ის მომხმარებლებისთვის შექმნილი აქტივი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ჯილდოების მოპოვება. ეს არის სპეციალური ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც ტრეიდერები მოიპოვებენ დამატებით ჯილდოებს და გარდა ამისა, შესაძლებელია მისი მარჟის სახით გამოყენება ფიუჩერსებით ვაჭრობისას. მაინც რა არის და როგორ მუშაობს BFUSD?

როგორ მუშაობს BFUSD?

Binance Futures-ის მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ BFUSD ვაჭრობის შედეგების გაუმჯობესების და პასიური შემოსავლის მიღების მიზნით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდესაც მომხმარებელი ყიდულობს BFUSD-ს, ის ახორციელებს USDT-ის კონვერტაციას ისეთ აქტივზე, რომელიც ითავსებს ვაჭრობის უზრუნველყოფის ფუნქციას და გარდა ამისა, გვთავაზობს ჯილდოების მიღების შესაძლებლობას. 

USDT ჯილდოების მისაღებად საჭიროა მხოლოდ BFUSD-ის ქონა საკუთარ Binance USDⓈ-M ფიუჩერსების საფულეში. გარდა ამისა, BFUSD-ის ფიუჩერსებით ვაჭრობისთვის გამოყენების შემთხვევაში, მომხმარებლები შეძლებენ გაუმჯობესებული USDT ჯილდოების მიღებას.

BFUSD ჯილდოები

BFUSD ჯილდოების განსაზღვრა ხდება Binance-ის საინვესტიციო და ჰეჯირების სტრატეგიების საფუძველზე, რაც ძირითადად მოიცავს დელტათი ჰეჯირებას და Ether-ის (ETH) სტეიკინგს.

დელტა ჰეჯირება არის სტრატეგია, რომელიც მოიცავს ETH-ის და სხვა კრიპტოვალუტების ჰეჯირებას, რომელიც ხორციელდება სპოტ და ფიუჩერსების ბაზრებს შორის. მთავარ მიზანს წარმოადგენს ფინანსირების საკომისიოების მოპოვება ისეთი სავაჭრო პოზიციების გახსნით, რომლებიც ახდენს ურთიერთკომპენსირებას და ხელს უწყობს რისკების მნიშვნელოვნად შემცირებას.

ETH-ის სტეიკინგის სტრატეგიის ფარგლებში ხდება BFUSD-ის გაყიდვების შედეგად მიღებული თანხების გამოყენება ETH-ის შეძენის და სტეიკინგის განხორციელების მიზნით. ამის შემდეგ ხდება სტეიკინგის ჯილდოების გამოყენება BFUSD-ის მფლობელებისთვის გადაცემული ჯილდოების ფინანსირების მიზნით.

ყოველდღიური ჯილდოების განაკვეთების გაანგარიშება ხდება ყოველდღიურად, თუმცა ზუსტი განაკვეთი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა ოდენობის შემოსავალს იღებს Binance ჰეჯირების და სტეიკინგის აქტივობებიდან.

საბაზისო განაკვეთი და გაზრდილი განაკვეთი

Binance-ზე ჯილდოები დაყოფილია ორ კატეგორიად:

  • საბაზისო განაკვეთი: USDT-ის ჯილდოები, რომლებსაც მომხმარებლების მოიპოვებენ მხოლოდ BFUSD-ის Binance USDⓈ-M ფიუჩერსების საფულეში ფლობის სანაცვლოდ.

  • გაზრდილი განაკვეთი: შედარებით მაღალი ჯილდოები, რომლებსაც იღებენ ის მომხმარებლები, რომლებიც ვაჭრობისას აქტიურად იყენებენ BFUSD-ს უზრუნველყოფის სახით.

სარეზერვო ფონდი

BFUSD-ის სარეზერვო ფონდი არის Binance-ის მიერ სპეციალურად მომხმარებლებისთვის ფინანსირების უარყოფითი განაკვეთების ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით შექმნილი ფონდი. ფონდის საწყისი დაფინანსება 1 მილიონ USDT-ს შეადგენდა, თუმცა ეს ოდენობა დროთა განმავლობაში გაიზარდა, რადგან ამ თანხას დაემატა Binance-ზე საინვესტიციო და ჰეჯირების სტრატეგიების რეალიზების შედეგად მოპოვებული თანხები.

როგორ უნდა გამოიყენოთ BFUSD

ტრეიდერებს შეუძლიათ გამოიყენონ BFUSD მარჟის სახით Binance Futures-ის ბაზრებზე, ლევერიჯის დონის ზრდის და ვაჭრობის შედეგების გაუმჯობესების მიზნით. BFUSD-ის გამოყენების დასაწყებად რამდენიმე მარტივი საფეხურის გავლაა საჭირო:

  1. გაიარეთ ავტორიზაცია თქვენს Binance-ის ანგარიშზე.

  2. გადადით გვერდზე ფიუჩერსები და მოძებნეთ განყოფილება BFUSD.

binance ფიუჩერსები bfusd

  1. დააწკაპუნეთ ღილაკზე BFUSD-ის [ყიდვა], შეიყვანეთ USDT-ის ოდენობა, რომლის კონვერტაციის განხორციელებაც გსურთ და დააწკაპუნეთ ღილაკზე [დადასტურება].

usdt-ის bfusd-ზე კონვერტაცია

  1. გაააქტიურეთ რამდენიმე აქტივის რეჟიმი: ასე შეძლებთ BFUSD-ის მარჟის სახით გამოყენებას თქვენ მიერ განხორციელებული ვაჭრობების ფარგლებში.

რამდენიმე აქტივის რეჟიმის გააქტიურება bfusd

  1. დაიწყეთ თანხის გამომუშავება: BFUSD შეგიძლიათ გამოიყენოთ პასიური შემოსავლის მისაღებად ან გაუმჯობესებული ჯილდოების მიღების მიზნით, რისთვისაც საჭიროა BFUSD-ის მარჟის სახით გამოყენება ფიუჩერსებით ვაჭრობისას.

BFUSD-ის გატანა

თუ გადაწყვეტთ, რომ აღარ გსურთ BFUSD-ის ფლობა და გამოყენება, თქვენ თავისუფლად შეძლებთ მის კვლავ გადაცვლას USDT-ზე 1:1 თანაფარდობით. BFUSD-ის გატანისთვის საჭიროა შემდეგი საფეხურების გავლა:

  1. გახსენით თქვენი Binance-ის ანგარიში, გადადით გვერდზე ფიუჩერსები და მოძებნეთ განყოფილება BFUSD.

binance ფიუჩერსები bfusd

  1. დააწკაპუნეთ ღილაკზე [გატანა].

bfusd-ის გატანა

  1. მიუთითეთ BFUSD-ის რაოდენობა, რომლის კონვერტაციაც გსურთ და დაადასტურეთ ტრანზაქცია.

bfusd-ის გატანა usdt

გაითვალისწინეთ, რომ BFUSD-ის შეძენის და გატანის ტრანზაქციების განხორციელებისას საჭიროა მცირე საკომისიოების გადახდა. გარდა ამისა, ისეთ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც ფიქსირდება მოთხოვნის მაღალი მაჩვენებელი, Binance-ზე გატანის პროცესი შესაძლოა დაახლოებით შვიდი დღით შეფერხდეს.

რატომ უნდა გამოიყენოთ BFUSD?

უპირატესობები ტრეიდერებისთვის

  1. პასიური ჯილდოების მიღების შესაძლებლობა: თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ყოველდღიური USDT ჯილდოები, მხოლოდ BFUSD-ის თქვენს Binance-ის ფიუჩერსების საფულეში ფლობის სანაცვლოდ.

  2. ვაჭრობის შედეგების გაუმჯობესების შესაძლებლობა: BFUSD-ის მარჟის სახით გამოყენებით შეძლებთ მოიპოვოთ წვდომა უფრო დიდი ოდენობით კაპიტალზე თქვენი ვაჭრობებისთვის.

  3. მოქნილობა: შესაძლებელია BFUSD-ის კვლავ USDT-ზე გადაცვლა, რისთვისაც მხოლოდ რამდენიმე მარტივი საფეხურის გავლაა საჭირო.

  4. რისკებისგან დაცვა: Binance-ზე არსებობს სარეზერვო ფონდი, რომლის მეშვეობითაც ხდება რისკების მინიმუმამდე შემცირება და ჯილდოების სტაბილურობის შენარჩუნება.

ფაქტორები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ BFUSD-ის გამოყენებისას

მიუხედავად იმისა, რომ BFUSD საკმაოდ ეფექტური ინსტრუმენტია ფიუჩერსებით მოვაჭრე მომხმარებლებისთვის, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია სასურველი შედეგების მისაღწევად:

  • საკომისიოები: BFUSD-ის ყიდვის ან გატანის ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელებისას საჭიროა მცირე საკომისიოს (როგორც წესი, ეს შეადგენს თანხის 0,1%-ს) გადახდა.

  • ბაზარზე არსებული რისკები: თქვენ მიერ მისაღები ჯილდოები განისაზღვრება ბაზარზე არსებული პირობების შესაბამისად. ბაზარზე არასასურველი პირობების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა ვერ შეძლოთ სასურველი ოდენობის ჯილდოების მიღება.

  • გამოსყიდვის შეფერხება: თუ ერთდროულად საკმარისზე მეტი ოდენობის ადამიანი ეცდება BFUSD-ის გამოსყიდვის ტრანზაქციის განხორციელებას, შესაძლოა Binance-მა რამდენიმე დღით შეაფერხოს ამ ტრანზაქციების დამუშავების პროცესი.

შეჯამება

BFUSD შესანიშნავი ინსტრუმენტია Binance-ზე ფიუჩერსებით მოვაჭრე მომხმარებლებისთვის, რომელთაც სურთ ვაჭრობის პოტენციალის მაქსიმალურად გაუმჯობესება და ამავდროულად, დამატებითი შემოსავლის მიღება. ეს გახლავთ მოქნილი, მარტივად გამოსაყენებელი ერთეული, რომელიც მხარდაჭერილია ეფექტური საინვესტიციო სტრატეგიებით. არ აქვს მნიშვნელობა, პასიური HODLer ხართ, თუ აქტიური ტრეიდერი, BFUSD-ის მეშვეობით შეძლებთ მკვეთრად გააუმჯობესოთ თქვენი ვაჭრობის შედეგები.

თუმცა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა საკომისიოები, ბაზარზე არსებული რისკები და Binance-ის პირობები ამ პროცესებთან დაკავშირებით. თუ თვლით, რომ მზად ხართ BFUSD-ის გამოყენების დასაწყებად, გადადით განყოფილებაზე Binance Futures და დაიწყეთ მისი უპირატესობებით სარგებლობა დღესვე!

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.