რა არის Tether (USDT)?

რა არის Tether (USDT)?

განახლებული May 4, 2026
10m

მთავარი დეტალები

  • Tether (USDT) არის სტეიბლკოინი რომელიც 1:1 თანაფარდობითაა მიბმული აშშ დოლარზე და უზრუნველყოფილია Tether-ის რეზერვებით, რომლებიც ძირითადად აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებისგან შედგება.

  • USDT არსებობს რამდენიმე ბლოკჩეინზე, მათ შორის Ethereum-ზე, Tron-ზე და Solana-ზე, რაც მას კრიპტოვალუტების სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებად ციფრული დოლარის ერთეულად აქცევს.

  • ისეთი სტეიბლკოინები, როგორიცაა USDT ასოცირებულია შემცირებულ ხარჯებთან და კრიპტოვალუტებისა და ფიატ ვალუტების კონვერტაციის საჭიროებით გამოწვეულ დროებით შეფერხებებთან; აღნიშნული ერთეულები ძირითადად გამოიყენება ვაჭრობის, გადარიცხვების და DeFi სივრცეში მიმდინარე პროცესებისთვის.

  • USDT-ის გამოყენებისას მომხმარებლებს შეიძლება მოუწიოთ ისეთ რისკებთან გამკლავება, როგორიცაა რეზერვების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხები, მარეგულირებელი პროცედურების ზემოქმედება და ფასების პოტენციური ცვალებადობა. USDT-ის გამოყენებასთან ან ფლობასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე, მნიშვნელოვანია მოიპოვოთ და გაეცნოთ ინფორმაციას აღნიშნულ რისკებთან დაკავშირებით.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

სტეიბლკოინები კრიპტოვალუტების ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. აღნიშნული ერთეულები მომხმარებლებს სთავაზობს ფინანსების on-chain შენახვისა და გადარიცხვის შესაძლებლობებს, ფასების მერყეობის ისეთ შემთხვევებთან გამკლავების საჭიროების გარეშე, როგორსაც, მაგალითად, ადგილი ექნებოდა Bitcoin-ის ან Ether-ის გამოყენების შემთხვევაში. Tether (USDT) მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებად სტეიბლკოინად. წინამდებარე სტატიაში განმარტებულია თუ რა არის და როგორ მუშაობს USDT, რა ტიპის რისკებთან დაკავშირებული ინფორმაციის ფლობაა საჭირო აღნიშნული ერთეულების გამოყენებამდე და რა განაპირობებს მის პოპულარობას.

რა არის Tether (USDT)?

Tether (USDT) გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტეიბლკოინი კრიპტოვალუტების სივრცეში. მიმდინარე მონაცემებით, აღნიშნული ერთეულის ჯამური ცირკულირებადი მარაგი 189 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რის გამოც USDT მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე დიდ სტეიბლკოინად საბაზრო კაპიტალიზაციის და საერთაშორისო ვაჭრობის მაჩვენებლების მიხედვით.

Tether 1:1 თანაფარდობითაა მიბმული აშშ დოლარის ღირებულებაზე. აღნიშნული ერთეული 2014 წელს გაეშვა Bitcoin-ის ინვესტორის, ბროკ პირსის, მეწარმე რივ კოლინსის და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის კრეიგ სელარსის მიერ და ცნობილი იყო, როგორც Realcoin.

USDT თავდაპირველად Bitcoin პროტოკოლზე გაეშვა, Omni Layer-ის მეშვეობით, მოგვიანებით კი რამდენიმე სხვა ბლოკჩეინზე გავრცელდა. მისი მარაგის ძირითადი ნაწილი ამჟამად Ethereum-ზეა განთავსებული, ERC-20 ტოკენის სახით. გარდა ამისა, USDT წარმოდგენილია TRON, Solana, Polygon და სხვა ბლოკჩეინებზეც.

USDT-ის გარდა, Tether გვთავაზობს სხვა სტეიბლკოინებსაც.

  • EURT: ევროს ღირებულებაზე მიბმული სტეიბლკოინი.

  • MXN: მექსიკური პესოს ღირებულებაზე მიბმული სტეიბლკოინი.

  • CNHT: ჩინური იუანის ღირებულებაზე მიბმული სტეიბლკოინი (Tether-ის მიერ 2026 წლის თებერვალში გაკეთებული განცხადების თანახმად, CNHT-ის დამზადება აღარ მოხდება და 2027 წლიდან შეწყდება გატანის მხარდაჭერაც).

  • XAUT: ფიზიკური ოქროთი უზრუნველყოფილი ტოკენი, რომლის ფასიც შეესაბამება ერთ ტროას უნცია სუფთა ოქროს ღირებულებას.

Tether-ის იმ ტოკენების ხელმისაწვდომობისა და მხარდაჭერის მონაცემები, რომლებიც არ არის მიბმული აშშ დოლარის ღირებულებაზე, შესაძლოა დროთა განმავლობაში შეიცვალოს, შესაბამისად, აუცილებელია Tether-ის ოფიციალურ განაცხადებზე თვალის დევნება გამოშვებისა და გატანის მიმდინარე სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით. სხვადასხვა ბლოკჩეინზე არსებული ტოკენების ცირკულირებადი მარაგის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ Tether-ის გამჭვირვალობის შესახებ ინფორმაციის გვერდს.

Tether-ის გამჭვირვალობის შესახებ ინფორმაციის გვერდი

როგორ მუშაობს Tether?

სტეიბლკოინების გამოყენების მიზანი მკვეთრადაა განსაზღვრული: ისინი უზრუნველყოფენ ფასების სტაბილურობას, სხვა, შედარებით მერყევი კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით. სხვა აქტივის ღირებულებაზე მიბმული კრიპტოვალუტების კონცეფცია წარმოადგენს USDT-ის ფუნქციონირების საფუძველს. USDT-ის 1 ერთეული პირდაპირ ასახავს აშშ დოლარის 1 ერთეულს, ხოლო Tether Limited რეზერვები აღნიშნული მიბმის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

Tether-ის რეზერვები ძირითადად აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებისგან შედგება, რის გამოც იგი აშშ-ის სახელმწიფო ფინანსური ვალდებულების მქონე ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომპანიადაა მიჩნეული მსოფლიოში. გარდა ამისა, კომპანია დამატებით რეზერვების სახით ფლობს Bitcoin-სა და ოქროს. Tether კვარტალურად აქვეყნებს BDO-ს დამოწმებებს, რომელიც ადასტურებს რეზერვის აქტივების USDT-ის მიმდინარე მარაგთან შესაბამისობას. გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული დამოწმებები არის კონკრეტული დროის მონაკვეთში დაფიქსირებული მონაცემების დადასტურება და არა სრული ფინანსური აუდიტი.

USDT-ის შეძენა შესაძლებელია კრიპტოვალუტების სავაჭრო ბირჟებზე ან აღნიშნული ერთეულით ვაჭრობის მხარდაჭერის მქონე სხვა პლატფორმებზე. Tether-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვერიფიცირებულ ორგანიზაციული დონის მფლობელებს შეუძლიათ USDT-ის მიღება USD-ის სანაცვლოდ, 1:1 თანაფარდობით, გატანის ავტორიზებული პროცესის ფარგლებში.

რატომ არის Tether მნიშვნელოვანი?

Tether ერთმანეთთან აკავშირებს კრიპტოვალუტებსა და ფიატ ვალუტებს. გარდა ამისა, ის უზრუნველყოფს პირდაპირ აშშ დოლარის ღირებულებასთან მიბმული ციფრული აქტივის ფლობის, მისი მეშვეობით ვაჭრობის ან ბლოკჩეინზე გადარიცხვის შესაძლებლობას, Bitcoin-ის და სხვა კრიპტოვალუტებისთვის დამახასიათებელი ფასების მერყეობის ზემოქმედების გარეშე.

აღნიშნული მახასიათებლების გამო USTD-ს ხშირად ირჩევენ ის ტრეიდერები, რომელთაც სურთ მერყევი სავაჭრო პოზიციების დახურვა, საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელება და კრიპტოვალუტებზე დაფუძნებული ფინანსური სერვისებით სარგებლობა. USDT, მიუხედავად მისი პოპულარობისა, არ არის თავისუფალი რისკებისგან; შესაბამისად, მნიშვნელოვანია თანაბრად ფლობდეთ ინფორმაციას, როგორც აღნიშნულ ერთეულებთან დაკავშირებულ უპირატესობებთან, ისე რისკებთან დაკავშირებით.

Tether-ის გამოყენების მეთოდები

1. მარტივი წვდომა ბაზრის სტაბილურობაზე

Bitcoin-ის ან სხვა კრიპტოვალუტების ფასების სწრაფი ვარდნის შემთხვევაში, შეგიძლიათ აღნიშნული ერთეულები მარტივად გადაცვალოთ USDT-ზე, ფიატზე კონვერტირების საჭიროების გარეშე. ასე თქვენ შეძლებთ თქვენი ფინანსების სტაბილურობის შენარჩუნებას ბლოკჩეინზე და ნებისმიერ მომენტში მზად იქნებით ბაზარზე მიმდინარე პროცესებში კვლავ ჩასართავად.

2. ფინანსების მოძრაობა სხვადასხვა სავაჭრო ბირჟას შორის

USDT საშუალებას გაძლევთ მარტივად გადაიტანოთ ფინანსები სხვადასხვა სავაჭრო ბირჟას შორის. გარდა ამისა, მისი გამოყენება შესაძლებელია არბიტრაჟით ვაჭრობის ფარგლებშიც, რადგან USDT მხარდაჭერილია მრავალი სხვადასხვა ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული ბირჟის მიერ.

3. ვაჭრობა მხოლოდ კრიპტოზე დაფუძნებულ პლატფორმებზე

ზოგიერთ პლატფორმას, მათ შორის დეცენტრალიზებულ ბირჟებსა და DeFi პროტოკოლებს, არ გააჩნია ფიატ ვალუტების პირდაპირი დეპოზიტების მხარდაჭერა. USDT-ის მეშვეობით შეძლებთ აღნიშნული ტიპის პლატფორმებზე მიმდინარე პროცესებში ჩართვას, თქვენი სავაჭრო პოზიციის კრიპტოვალუტების ფასების მერყეობის ზემოქმედებისგან დაცვის საჭიროების გარეშე.

4. ფორექსზე ვაჭრობა

რადგან USDT პირდაპირაა მიბმული აშშ დოლარის ღირებულებაზე, მისი გამოყენება შესაძლებელია აშშ დოლარის ჩანაცვლების მიზნით, ისეთ პერიოდებში, როდესაც ადგილობრივი ვალუტა მყარდება აშშ დოლართან მიმართებაში. თქვენ გადაცვლით ადგილობრივ ვალუტას USDT-ზე, ხელსაყრელი კურსით, ხოლო შემდეგ, მიმდინარე პირობების ცვლილების შემთხვევაში, უკან დააკონვერტირებთ მას ან სურვილისამებრ, გადაცვლით სხვა აქტივებზე.

USDT-ის უპირატესობები

1. ვაჭრობა და ბაზრის სტაბილურობა

USDT ფართოდ გამოიყენება ისეთი სავაჭრო წყვილების ფარგლებში, როგორიცაა BTC/USDT ან ETH/USDT, სტაბილური საბაზისო აქტივის სახით. ტრეიდერები ხშირად იყენებენ USDT-ს ბაზრის მერყეობის პერიოდებში, ფინანსების და ლიკვიდურობის შენარჩუნების მიზნით, კრიპტოვალუტების ეკოსისტემიდან გასვლის საჭიროების გარეშე.

2. ჰეჯირება

USDT-ის გამოყენება შეგიძლიათ სავაჭრო პოზიციების ჰეჯირების მიზნით, bearish ბაზრის პირობებში. თქვენი ჰოლდინგების USDT-ზე კონვერტაციის მეშვეობით შეძლებთ: თავის დაცვას პოტენციური ზარალისგან, როდესაც ფასები მკვეთრად ეცემა და პოზიციის შენარჩუნებას, რომლითაც ისარგებლებთ ბაზრის პირობების გაუმჯობესების შემთხვევაში.

3. სწრაფი გადარიცხვები

USDT უზრუნველყოფს სწრაფი, იაფი გადარიცხვების განხორციელების შესაძლებლობას სხვადასხვა სავაჭრო ბირჟასა და საფულეს შორის. თუმცა, აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ სხვადასხვა ქსელზე დაწესებულია ტრანზაქციების სხვადასხვა საკომისიო; აღნიშნული საკომისიოები შესაძლოა საკმაოდ დაბალი იყოს ზოგიერთ ბლოკჩეინზე, თუმცა მნიშვნელოვნად გაიზარდოს მაღალი დატვირთვის პერიოდებში.

USDT-სთან დაკავშირებული რისკები

1. რეზერვების გამჭვირვალობა

Tether კვარტალურად აქვეყნებს BDO-ს დამოწმებებს, რომლებიც ადასტურებს მისი რეზერვების მიმდინარე მარაგთან შესაბამისობას. თუმცა, აღნიშნული დამოწმებები ადასტურებს მხოლოდ დროის კონკრეტული პერიოდის შესაბამის მონაცემებს და არ წარმოადგენს დროის შედარებით ხანგრძლივი პერიოდისთვის განსაზღვრულ ფინანსურ მონაცემებს. USDT-ის მომხმარებლებს შეიძლება მოუწიოთ შემხვედრ მხარეებთან ასოცირებულ რისკებთან გამკლავებაც: Tether Limited-თან დაკავშირებით ფინანსური პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში, შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს გატანისა და მიბმის შენარჩუნების საკითხები.

2. მარეგულირებელ პროცესებთან დაკავშირებული რისკები

თანდათან უფრო მკაცრდება USDT-სთან და სხვა, მსგავს სტეიბლკოინებთან მიმართებაში მოქმედი მარეგულირებელი პროცესები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. GENIUS Act-ის ფარგლებში ხელი მოეწერა ორ მარეგულირებელ აქტს 2025 წლის ივლისში, რითაც დამტკიცდა აშშ-ის ფედერალური საგადასახადო სისტემის მიდგომა გადახდის მიზნით გამოყენებულ სტეიბლკოინებთან მიმართებაში, რომლებიც საჭიროებდნენ 1:1 მიბმის თანაფარდობის შენარჩუნებას და უზრუნველყოფას მაღალი ლიკვიდურობის აქტივებისთვის, ყოველთვიურ დამოწმებებს PCAOB-ში რეგისტრირებული კომპანიებისგან. აღიშნული პროცესების საპასუხოდ Tether-მა გამოუშვა USAT, Anchorage Digital Bank-ის მეშვეობით აშშ-ის მიერ რეგულირებული სუბიექტი. თუმცა, USDT-ის, როგორც ძირითადი ტოკენის გამოშვება აშშ-ის ფარგლებს გარეთ ხდება და კონკრეტული იურისდიქციების ფარგლებში მათთან მიმართებაში შესაძლოა დაწესდეს შეზღუდვები ან შესაბამისობასთან დაკავშირებული მკაცრი მოთხოვნები.

3. ფასების მერყეობა

მიუხედავად იმისა, რომ USDT-ის გამოყენების ძირითად მიზანს სტაბილური ფასების შენარჩუნება წარმოადგენს, ის არ არის სრულად დაცული ფასების მერყეობის ზემოქმედებისგან. წარსული მონაცემების მიხედვით USDT-ის უმაღლესი სავაჭრო ღირებულება 1,20 აშშ დოლარს, ხოლო უდაბლესი 0,91 აშშ დოლარს შეადგენდა, ბაზარზე არსებული სხვადასხვა ტიპის ზეწოლა კი ხშირად ხდებოდა მიბმის დროებითი გაუქმების გამომწვევი მიზეზი. USDT 2018 წლიდან სტაბილურად ინარჩუნებს მიბმას, ბაზარზე მიმდინარე მნიშვნელოვანი ცვლილებების პირობებშიც კი, თუმცა მექანიკურად, მიბმის მუდმივი შენარჩუნების სრული გარანტია, რა თქმა უნდა, არ არსებობს.

როგორ შევინახოთ Tether

კრიპტოვალუტის ბირჟების გარდა, USDT შეგიძლიათ შეინახოთ სხვადასხვა კრიპტო საფულეში, მათ შორის მობილურ საფულეებში და ცივი შენახვის აპარატურულ საფულეებში, როგორიცაა მაგალითად ლეჯერი.

რადგან USDT განთავსებულია რამდენიმე სხვადასხვა ბლოკჩეინზე, მნიშვნელოვანია მისი თავსებად საფულეში გადატანა, შესაბამისი ქსელის მეშვეობით. მაგალითად, USDT-ის Ethereum (ERC-20) მისამართზე გაგზავნა TRON-ის (TRC-20) მეშვეობით, შესაძლოა ფინანსების დაკარგვის გამომწვევი მიზეზი გახდეს. გადარიცხვის ტრანზაქციის წამოწყებამდე ყოველთვის გადაამოწმეთ ქსელის შესაბამისობა.

ხშირად დასმული კითხვები

რეალურად რითია უზრუნველყოფილი USDT?

Tether-ის რეზერვები ძირითადად აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებისგან შედგება, რაც მისი უზრუნველყოფის ძირითად საშუალებას წარმოადგენს. გარდა ამისა, Tether დამატებით უზრუნველყოფილია Bitcoin-ით, ოქროთი და სხვა აქტივებით. BTO, რომელიც წარმოადგენს აუდიტის საერთაშორისო კომპანიას, კვარტალურად აქვეყნებს დამოწმებებს რეზერვების USDT-ის მიმდინარე მარაგთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით. აღნიშნული დამოწმებები ადასტურებს ფინანსურ მონაცემებს დროის კონკრეტული პერიოდის ფარგლებში, თუმცა არ წარმოადგენს სრულ ფინანსურ აუდიტს.

USDT და USDC: რა სხვაობაა მათ შორის?

USDC გამოშვებულია Circle-ს მიერ და უზრუნველყოფილია მხოლოდ ნაღდი ფულის და აშშ-ის მოკლევადიანი სახაზინო ფონდების რეზერვით, ყოველთვიურ დამოწმებებს კი საბუღალტრო კომპანია Big Four აქვეყნებს. რაც შეეხება USDT-ს, იგი გამოშვებულია Tether Limited-ის მიერ და მხარდაჭერილია აქტივების შედარებით ფართო დიაპაზონით, მათ შორის, ფასიანი ქაღალდებით, Bitcoin-ით და ოქროთი. ზოგადად, მიიჩნევა, რომ USDC ფლობს შედარებით კონსერვატიული ტიპის რეზერვს, ხოლო USDT უფრო დიდი ოდენობით ცირკულირებად მარაგს. ორივე სტეიბლკოინი მხარდაჭერილია ფიატით, თუმცა ერთმანეთისგან განსხვავდებიან გამომშვები კომპანიის, რეზერვის შემადგენლობის და მარეგულირებელი პროცედურების თვალსაზრისით.

უსაფრთხოა თუ არა USDT-ის გამოყენება?

არც ერთი სტეიბლკოინი არ არის სრულად დაცული რისკებისგან. USDT ასოცირდება შემხვედრ მხარესთან, რეზერვის ხარისხთან და მარეგულირებელი პროცედურების პოტენციურ ზემოქმედებასთან დაკავშირებულ რისკებთან. დიდი ოდენობით ერთეულების მფლობელი ინვესტორების შემთხვევაში, რეკომენდებულია რამდენიმე სხვადასხვა ტიპის სტეიბლკოინის გამოყენება, მხოლოდ ერთი კომპანიის მიერ გამოშვებული სტეიბლკოინების გამოყენების შემთხვევებთან ასოცირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით.

რას ნიშნავს GENIUS Act USDT-ის მფლობელებისთვის?

GENIUS Act მარეგულირებელი აქტის ფარგლებში, აშშ-ში მყოფ ლიცენზირებულ სტეიბლკოინების გამომშვებ კომპანიებს მოეთხოვებათ 1:1 თანაფარდობის მაღალი ხარისხის რეზერვების ფლობა და ყოველთვიური დამოწმებების გამოქვეყნება PCAOB-ში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით. ძირითადი USDT ტოკენის გამოშვება აშშ-ის ფარგლებს გარეთ ხდება და შესაბამისად, GENIUS Act-ით გათვალისწინებული მოთხოვნები მათზე პირდაპირ არ ვრცელდება. Tether-მა 2026 წლის იანვარში გამოუშვა USAT (აშშ-ის მიერ რეგულირებული პროდუქტი), ამერიკაში მყოფი მომხმარებლებისთვის აღნიშნული ტიპის ერთეულების ახალი მარეგულირებელი პროცედურების შესაბამისად გამოყენების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით. აშშ-ის ფარგლებს გარეთ მყოფი მფლობელების მიერ USDT-ის ყოველდღიურ გამოყენებაზე აღნიშნული პროცედურები არ ახდენს პირდაპირ ზეგავლენას, თუმცა, აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ მარეგულირებელი პროცედურების სივრცე მუდმივად იცვლება და ვითარდება.

როგორ ავიცილოთ თავიდან ქსელთან დაკავშირებული შეცდომები USDT-ის გადარიცხვისას?

გაგზავნის ტრანზაქციის განხორციელებამდე, ყოველთვის გადაამოწმეთ რომელ ბლოკჩეინ ქსელზეა განთავსებული თქვენი USDT. ამ თვალსაზრისით ყველაზე პოპულარულ ქსელებია Ethereum (ERC-20), TRON (TRC-20) და Solana (SPL). USDT-ის ერთი ქსელიდან მეორე ქსელზე მორგებული საფულის მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში, შესაძლოა დაფიქსირდეს ხარვეზი ან თანხა სრულად დაიკარგოს. ყოველთვის გადაამოწმეთ პლატფორმა, რომლიდანაც აგზავნით ტოკენს და საფულე, რომლის მისამართზეც იგზავნება ის და დარწმუნდით, რომ ორივე მათგანი შესაბამისი ქსელის მიერაა მხარდაჭერილი.

შეჯამება

USDT და მსგავსი სტეიბლკოინები აღმოფხვრის ციფრულ და ფიატ ვალუტებს შორის ხშირი კონვერტაციების განხორციელების საჭიროებას და ამით უზრუნველყოფს კრიპტოვალუტების გაუმჯობესებულ ხელმისაწვდომობას. Tether დღემდე მიჩნეულია ყველაზე დიდ კრიპტოვალუტად საბაზრო კაპიტალიზაციის თვალსაზრისით და მხარდაჭერილია ისეთი რეზერვებით, რომელთა ძირითად შემადგენლობასაც აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები წარმოადგენს. ამასთან, მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კვარტალურად ხდება BDO-ის მეშვეობით დამოწმებების გამოქვეყნება.

თუმცა, გარდა ზემოაღნიშნული უპირატესობებისა, აუცილებელია USDT-სთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკების გათვალისწინებაც: რეზერვების ხარისხი, შემხვედრი მხარეების ზემოქმედება და მარეგულირებელ პროცედურებთან დაკავშირებული სიახლეები და ცვლილებები. GENIUS Act-ის ფარგლებში დამტკიცდა მკაცრი წესები აშშ-ში არსებულ სტეიბლკოინების გამომშვებ კომპანიებთან მიმართებაში, რის საპასუხოდაც Tether-მა გამოუშვა კონკრეტულად ამერიკაში მყოფ მომხმარებლებზე მორგებული ერთეული - USAT. USDT-ის გარდა მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია USDC ან DAI, მათ მიერ განსაზღვრული რისკების დასაშვები დონის და გამოყენების მეთოდის გათვალისწინებით. USDT-ის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებისას, მნიშვნელოვანია თანაბრად ფლობდეთ ინფორმაციას როგორც აღნიშნულ პროდუქტთან დაკავშირებული უპირატესობების, ისე რისკების შესახებ.

დამატებითი საკითხავი

შენიშვნა (MiCA): MiCA-ს მოთხოვნების თანახმად, ევროპის ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე მცხოვრები მომხმარებლებისთვის დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები არაავტორიზებული სტეიბლკოინების გამოყენებასთან დაკავშირებით. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ Binance-ის მხარდაჭერის გუნდის განცხადება.

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე სრულად და ერთპიროვნულად თქვენ ხართ პასუხისმგებელი. Binance Academy არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს იმ ზარალზე, რომელიც შეიძლება მიიღოთ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.