რა არის Trust Wallet (TWT)?

რა არის Trust Wallet (TWT)?

განახლებული Jun 26, 2026
8m

მთავარი დეტალები

  • Trust Wallet არის არაკასტოდიალური საფულე და კრიპტო საფულე რომელიც მხარს უჭერს 100-ზე მეტ ბლოკჩეინის ქსელს, მილიონობით ტოკენს და უზრუნველყოფს წვდომას დეცენტრალიზებულ აპლიკაციებზე (DApp-ებზე).

  • ის ხელმისაწვდომია როგორც iOS და Android მოწყობილობების მობილური აპლიკაციების, ასევე Chrome, Brave, Edge და Opera ბრაუზერების გაფართოებების სახით.

  • Trust Wallet 2018 წელს Binance-მა შეიძინა, თუმცა 2025 წლის მაისის მდგომარეობით ის აღარ ეკუთვნის და აღარ კონტროლდება Binance Exchange Group-ის მიერ.

  • საფულეს აქვს საკუთარი governance ტოკენი, სახელწოდებით TWT, რომელიც მფლობელებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ საფულის განვითარებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

Trust Wallet არის არაკასტოდიალური Web3 საფულე რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საკუთარ ციფრულ აქტივებზე სრულ კონტროლს. მას აქვს ბლოკჩეინებისა და ტოკენების ფართო სპექტრის მხარდაჭერა და გვთავაზობს წვდომას უფრო ფართო Web3 ეკოსისტემაზე ცენტრალიზებული შუამავლის საჭიროების გარეშე.

2017 წელს დაარსებული Trust Wallet ფართოდ გამოიყენება კრიპტოვალუტების შესანახად, გასაგზავნად და მისაღებად, ასევე დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან ურთიერთქმედებისთვის და სტეიკინგის მეშვეობით ჯილდოების გამომუშავებისთვის.

ამ სტატიაში განხილულია, თუ, რა არის Trust Wallet, როგორ მუშაობს ის, რა არის მისი ძირითადი ფუნქციები და რა უნდა ვიცოდეთ მისი გამოყენების დაწყებამდე.

რა არის Trust Wallet?

Trust Wallet არის არაკასტოდიალური საფულე, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მართონ საკუთარი Seed ფრაზა და პირადი გასაღებები. ეს ნიშნავს, რომ არც ერთი მესამე მხარე არ განკარგავს თქვენს აქტივებს - თქვენ სრულად აკონტროლებთ მათ.

საფულე საშუალებას გაძლევთ ერთი აპლიკაციის გამოყენებით დაუკავშირდეთ რამდენიმე ბლოკჩეინის ქსელს, რაც ამარტივებს DeFi პლატფორმებით და და სხვა Web3 სერვისებით სარგებლობას. Trust Wallet შექმნა ვიქტორ რადიჩენკომ 2017 წლის ნოემბერში. Binance-მა ის 2018 წელს შეიძინა, ხოლო 2021 წლის დასაწყისში მისი აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დაიკავა ეოვინ ჩენმა. 2025 წლის მაისის მდგომარეობით Trust Wallet აღარ ეკუთვნის და აღარ კონტროლდება Binance Exchange Group-ის მიერ.

Trust Wallet არის ღია კოდზე დაფუძნებული საფულე, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი საწყისი კოდის ნახვა ნებისმიერს შეუძლია. ამჟამად საფულე მხარს უჭერს:

  • 100-ზე მეტ ბლოკჩეინის ქსელს

  • 10 მილიონზე მეტ აქტივს, რომელთა შორისაა BTC, ETH, BNB და USDT

  • 600 მილიონზე მეტ NFT-ს

  • მილიონობით EVM-სთან თავსებად ტოკენს

რის გაკეთება შეგიძლიათ Trust Wallet-ით?

Trust Wallet მხარს უჭერს 70-ზე მეტ ბლოკჩეინს, მათ შორის Bitcoin-ს, Ethereum-ს, BNB Smart Chain-ს, Solana-ს და ბევრ სხვას. კრიპტოს შენახვისა და გადატანის გარდა, საფულე გვთავაზობს დამატებითი ფუნქციების ფართო სპექტრს.

DApp ბრაუზერი

Trust Wallet-ის მობილური აპლიკაცია მოიცავს ჩაშენებულ დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ების) ბრაუზერს. ის გაძლევთ DApp-ებთან და DeFi პლატფორმებთან პირდაპირ აპლიკაციიდან ურთიერთქმედების შესაძლებლობას ცალკე ბრაუზერის გამოყენების საჭიროების გარეშე. მასზე წვდომისთვის გადადით ჩანართში [Discover].

Trust Wallet-ის აპლიკაციის მთავარი გვერდი, ჩანართი Discover

DApp-ების გვერდი Trust Wallet აპლიკაციაში

სტეიკინგი

Trust Wallet გთავაზობთ სტეიკინგს სხვადასხვა აქტივის გამოყენებით, რომელთა შორისაა BNB, Polkadot (DOT) და Cosmos (ATOM). თქვენი რეალური მოგება დამოკიდებული იქნება იმ დროისთვის ხელმისაწვდომ ვალიდატორებსა და სტეიკინგის ვარიანტებზე. სტეიკინგის ვარიანტებზე წვდომისთვის გადადით აპლიკაციის ჩანართში [Home] და აირჩიეთ ვარიანტი [Earn].

Trust Wallet-ის აპლიკაციის მთავარი გვერდი, ჩანართი Earn

სტეიკინგის ვარიანტები Trust Wallet-ის აპლიკაციაში

სვოპი და ვაჭრობა

Trust Wallet საშუალებას გაძლევთ ტოკენების სვოპი პირდაპირ აპლიკაციაში განახორციელოთ. ხელმისაწვდომია კრიპტოვალუტების მილიონობით წყვილი. თავად Trust Wallet-ს არ აქვს დაწესებული სვოპის საკომისიო, თუმცა მესამე მხარის ლიკვიდურობის პროვაიდერებმა შეიძლება დაგაკისროთ საკომისიოების გადახდა. აპლიკაცია ავტომატურად ირჩევს პროვაიდერს, რომელიც საუკეთესო ხელმისაწვდომ კურსს გთავაზობთ.

კრიპტოს სვოპის წინასწარ დათვალიერების გვერდი Trust Wallet-ის აპლიკაციაში

კრიპტოს ყიდვა

Trust Wallet მხარს უჭერს კრიპტოვალუტების ყიდვას ფიატ-ვალუტით, მესამე მხარის რამდენიმე on-ramp პროვაიდერის მეშვეობით. აქტივების შეძენა შეგიძლიათ პირდაპირ აპლიკაციაში. Trust Wallet Token-ის (TWT) ფლობით თქვენ იღებთ ფასდაკლებას გარკვეული ტიპის ვაჭრობისას.

კრიპტოს ყიდვის  წინასწარ დათვალიერების გვერდი Trust Wallet-ის აპლიკაციაში

TrustConnect SDK

2025 წელს Trust Wallet-მა გაუშვა TrustConnect SDK, უფასო და ღია კოდზე დაფუძნებული ბიბლიოთეკა Web3 დეველოპერებისთვის, რომელიც საფულესთან დაკავშირებისთვის გამოიყენება. ის მხარს უჭერს native EVM-თან, Bitcoin-თან და Solana-სთან დაკავშირებას და ხელმისაწვდომია Apache 2.0 ლიცენზიით. ის დეველოპერებს უმარტივებს Trust Wallet-თან დასაკავშირებელი აპლიკაციების შექმნას.

როგორ ჩამოვტვირთო Trust Wallet?

Trust Wallet ხელმისაწვდომია როგორც iOS და Android მოწყობილობების მობილური აპლიკაციების, ასევე Chrome, Brave, Edge და Opera ბრაუზერების გაფართოებების სახით. ჩამოტვირთვის ბმულები ხელმისაწვდომია Trust Wallet-ის ოფიციალურ ვებსაიტზე.

როგორ დავამატოთ სასურველი ტოკენები Trust Wallet-ზე

Trust Wallet ნაგულისხმევად მხარს უჭერს მილიონობით ტოკენს, თუმცა ზოგჯერ შესაძლოა დაგჭირდეთ ტოკენის ხელით დამატება. აი, როგორ უნდა გააკეთოთ ეს:

  • აპლიკაციის ჩანართში [Home] დააჭირეთ Toggle ხატულას, რის შემდეგაც გადახვალთ მენიუში, სადაც შეგიძლიათ ჩართოთ/გამორთოთ ისეთი პარამეტრები, როგორიცაა თქვენი აქტივების ჩამონათვალის ხედი. შემდეგ შეეხეთ ღილაკს [Manage crypto].

Trust Wallet-ის აპლიკაციის მთავარი გვერდი, Toggle პარამეტრები

Trust Wallet-ის Manage crypto ვარიანტი

  • მოძებნეთ ტოკენი სახელით ან კონტრაქტის მისამართით და შემდეგ გაააქტიურეთ შესაბამისი ღილაკი. როგორც წესი, კონტრაქტის მისამართის პოვნა შეგიძლიათ პროექტის ოფიციალურ ვებსაიტზე ან ბლოკ-ექსპლორერის მეშვეობით.

Manage crypto - ტოკენების ჩამონათვალი Trust Wallet-ის აპლიკაციაში

  • თუ ვერ პოულობთ თქვენთვის სასურველ ტოკენს, შეეხეთ [Didn't see your crypto? Import] (ვერ ხედავთ თქვეს კრიპტოს? დაიწყეთ მისი იმპორტი). ეს საშუალებას მოგცემთ ხელით დაამატოთ თქვენი ტოკენი.

კრიპტოს იმპორტის გვერდი Trust Wallet-ის აპლიკაციაში

  • აირჩიეთ ბლოკჩეინის სწორი ქსელი და შეიყვანეთ კონტრაქტის მისამართი. დადასტურებამდე ორჯერ გადაამოწმეთ მისამართი, რათა თავიდან აიცილოთ ყალბი ტოკენების დამატება.

რა არის Trust Wallet Token (TWT)?

Trust Wallet Token (TWT) არის Trust Wallet-ის ეკოსისტემის governance ტოკენი. TWT-ის მფლობელებს შეუძლიათ ხმა მისცენ აპლიკაციაში ფუნქციების, განახლებებისა და სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებების დამატებას ან თავად წარადგინონ შეთავაზებები. ტოკენი წარმოადგენს BNB Smart Chain-ზე გაშვებულ BEP-20 ტოკენს, რომლის მაქსიმალური მარაგია 1 000 000 000 TWT.

TWT-ის მფლობელებს ასევე შეუძლიათ მიიღონ ფასდაკლებები გარკვეული DEX სერვისებით სარგებლობისას და აპლიკაციაში კრიპტოვალუტის შეძენისას. TWT ხელმისაწვდომია Binance-ზე. მისი მიღება ასევე შეგიძლიათ Trust Wallet-ის გუნდის მიერ ორგანიზებული კამპანიებისა და საზოგადოების ინიციატივების მეშვეობით.

უსაფრთხოა თუ არა Trust Wallet-ის გამოყენება?

Trust Wallet-ის უსაფრთხოების აუდიტი დამოუკიდებლად ჩაატარეს ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა CertiK, Halborn და Kudelski Security. საფულე არ ინახავს პერსონალურ ინფორმაციას, როგორიცაა ბალანსები ან IP მისამართები. მომხმარებლები ინარჩუნებენ სრულ კონტროლს საკუთარ პირად გასაღებებსა და Seed ფრაზებზე.

საფულე ასევე გვთავაზობს რისკის მონიტორინგის ჩაშენებულ ინსტრუმენტებს, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებლები იღებენ გაფრთხილების შეტყობინებებს პოტენციურად სარისკო ტრანზაქციების ან საეჭვო პლატფორმების შესახებ. ეს ფუნქციები მოიცავს უსაფრთხოების სკანერს, რომელიც ავტომატურად ამოწმებს ტრანზაქციებსა და ტოკენების ნებართვებს ცნობილი საფრთხეების აღმოჩენის მიზნით. აპლიკაცია აქტიურად ადევნებს თვალყურს ანგარიშის დონის აქტივობას და საეჭვო ქცევის აღმოჩენის შემთხვევაში პროაქტიულად აგზავნის გამაფრთხილებელ შეტყობინებებს.

აღსანიშნავია, რომ არაკასტოდიალური საფულეების გამოყენება მნიშვნელოვან პირად პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. თუ თქვენი Seed ფრაზა დაიკარგა ან თაღლითს ჩაუვარდა ხელში, თქვენს აქტივებზე წვდომის აღდგენა შესაძლოა შეუძლებელი გახდეს. DeFi პლატფორმებისა და DApp-ების გამოყენებისას ყოველთვის ორჯერ გადაამოწმეთ URL-ები, რათა თავიდან აიცილოთ ფიშინგის თაღლითობები. გარდა ამისა, საფულე მხოლოდ იმ პლატფორმებს დაუკავშირეთ, რომლებსაც ენდობით.

ხშირად დასმული შეკითხვები

რისთვის გამოიყენება Trust Wallet?

Trust Wallet არის კრიპტოვალუტის არაკასტოდიალური საფულე, რომელიც გამოიყენება 100-ზე მეტ ბლოკჩეინის ქსელზე არსებული ციფრული აქტივების შესანახად, გასაგზავნად და მისაღებად. გარდა ამისა, ის მომხმარებლებს აძლევს DApp-ებთან ურთიერთქმედების, ტოკენების სვოპის, სტეიკინგში მონაწილეობის და კრიპტოს ფიატ-ვალუტით შეძენის შესაძლებლობას.

რა განსხვავებაა Trust Wallet-სა და Binance Web3 Wallet-ს შორის?

Trust Wallet არის დამოუკიდებელი არაკასტოდიალური საფულის აპლიკაცია, ხოლო Binance Web3 Wallet ინტეგრირებულია პირდაპირ Binance-ის სავაჭრო ბირჟის აპლიკაციაში. Trust Wallet-ის მომხმარებლები თავად აკონტროლებენ საკუთარ პირად გასაღებებს, ხოლო Binance Web3 Wallet იყენებს განსხვავებულ უსაფრთხოების მოდელს, რომელიც ჩაშენებულია Binance-ის პლატფორმაში.

რა მოხდება, თუ Trust Wallet-ის Seed ფრაზას დავკარგავ?

Seed ფრაზის დაკარგვის შემთხვევაში ვერ შეძლებთ თქვენს საფულესა თუ აქტივებზე წვდომის აღდგენას. Trust Wallet არ ინახავს თქვენს Seed ფრაზას ან პირად გასაღებებს, შესაბამისად, კომპანიას არ აქვს წვდომის აღდგენის არანაირი შესაძლებლობა. საფულის შექმნისთანავე აუცილებლად ჩაიწერეთ თქვენი Seed ფრაზა და შეინახეთ ის უსაფრთხო ადგილას.

გაჭრით თუ არა Trust Wallet საკომისიოებს?

Trust Wallet-ს არ აქვს დაწესებული საკომისიოები აქტივების შენახვისთვის ან საფულის ფუნქციების უმეტესობის გამოყენებისთვის. თუმცა, ტრანზაქციების გაგზავნა მოითხოვს ქსელის გაზის საკომისიოების გადახდას, რომლებიც ერიცხებათ ბლოკჩეინის ვალიდატორებს და არა Trust Wallet-ს. გარდა ამისა, საკომისიოები შეიძლება დაგეკისროთ ტოკენების სვოპის დროს, რომლებსაც მესამე მხარის ლიკვიდურობის პროვაიდერები აწესებენ. ზოგიერთ on-ramp პროვაიდერს შესაძლოა განსაზღვრული ჰქონდეს საკომისიო კრიპტოს ფიატ-ვალუტით ყიდვისთვის.

შეჯამება

Trust Wallet არის მრავალფუნქციური არაკასტოდიალური საფულე, რომელიც მხარს უჭერს ბლოკჩეინებისა და Web3-ის გამოყენების გზების ფართო სპექტრს. ის გთავაზობთ მრავალფეროვანი ფუნქციებით ერთი აპლიკაციიდან სარგებლობის საშუალებას, რაც მოიცავს აქტივების შენახვას, DApp-ების გამოყენებას, ტოკენების სტეიკინგს, DeFi-სთან ურთიერთქმედებას და ა.შ.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.

პოსტების გაზიარება

Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება

დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.