რა არის Binance Wallet?

რა არის Binance Wallet?

განახლებული Dec 14, 2024
7m

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის. ამ სტატიაში აღნიშნული პროდუქტები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში.

მთავარი დეტალები

  • Binance Wallet წარმოადგენს არაკასტოდიალურ საფულეს ციფრული აქტივებისთვის, რომელიც აერთიანებს მოსახერხებლობას, უსაფრთხოებას, პრაქტიკულობას და on-chain-ზე ვაჭრობას. ის ხელმისაწვდომია როგორც მობილური აპლიკაციის, ასევე ვებ-ვერსიის სახით.

  • მას აქვს 60-ზე მეტი ბლოკჩეინის მხარდაჭერა, რომელთა შორისაა Ethereum, BNB Chain, Solana, Polygon, Arbitrum და ა.შ.

  • საფულე გთავაზობთ გაძლიერებულ უსაფრთხოებას: ტრანზაქციების უსაფრთხო ხელმოწერისთვის მობილურ აპლიკაციაში იყენებს Multi-Party Computation (MPC) ტექნოლოგიას, ხოლო ვებ-ვერსიაში - Secure Auto Sign (SAS) და Trusted Execution Environment (TEE) ტექნოლოგიებს.

  • ის საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ სხვადასხვა ბლოკჩეინებზე გაშვებული ტოკენების სვოპი, ისარგებლოთ DeFi-თ და DApp-ებით, ასევე ივაჭროთ ბლოჩეინზე და ჩაატაროთ პორტფოლიოს ანალიზი. გარდა ამისა, დახმარებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ 24/7 რეჟიმში მომუშავე მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

რა არის Binance Wallet?

Binance Wallet წარმოადგენს კრიპტოვალუტის არაკასტოდიალურ საფულეს, რომელიც ინტეგრირებულია Binance-ის აპლიკაციაში და ასევე ხელმისაწვდომია დესკტოპ-კომპიუტერთან თავსებადი ვებ-ვერსიის სახით, რომელსაც ეწოდება Binance Wallet (Web).

ადრე მას ეწოდებოდა Binance Web3 Wallet. 2024 წლის დეკემბერში განხორციელებული რებრენდინგის შედეგად მოხდა მისი ინტერფეისის განახლება და Unified Wallet დიზაინის დამატება, სადაც გაერთიანებულია სხვადასხვა საფულეების და ბლოკჩეინების აქტივები. ის მომხმარებელს სთავაზობს დეცენტრალიზებული ფინანსებით (DeFi) სარგებლობის და ბლოკჩეინზე ვაჭრობის შესაძლებლობას.

საფულის მობილური აპლიკაცია ორიენტირებულია აქტივების მართვაზე, ბლოკჩეინებს შორის ტოკენების უსაფრთხო სვოპზე , DeFi-ზე წვდომასა და საფულის მარტივ შექმნაზე seed ფრაზების გამოყენების გარეშე.

ვებ-ვერსიაში კი ყურადღება გამახვილებულია მაღალ სიჩქარეზე, ბლოკჩეინზე ვაჭრობის გამოცდილებაზე და მაღალი დონის ფუნქციებზე, როგორიცაა პორტფოლიოს ანალიზი, ტოკენის ტრეკინგი და სოციალური მედიის სიახლეები.

უსაფრთხოების არქიტექტურა

მობილური საფულის უსაფრთხოება: MPC

Binance Wallet-ის მობილური აპლიკაცია იყენებს multi-party computation (MPC) ტექნოლოგიას, რომელიც წარმოადგენს გაუმჯობესებულ კრიპტოგრაფიული დაცვის სისტემას და გამორიცხავს თქვენი პირადი გასაღებების ერთ ლოკაციაზე შენახვის საჭიროებას.

MPC-ის გამოყენებით Wallet ქმნის სამი ნაწილისგან შემდგარ „საზიარო გასაღებებს“. თითოეული ნაწილი ცალ-ცალკე ინახება თქვენს მოწყობილობაში, ქლაუდ-მეხსიერებაში (iCloud ან Google Drive) და Binance-ის სერვერებზე. ტრანზაქციის განსახორციელებლად საჭიროა ამ სამი ნაწილიდან ნებისმიერი ორი, რაც იმას ნიშნავს, რომ რომელიმე ერთ მხარეს (მათ შორის Binance-ს) არ შეუძლია მიიღოს წვდომა თქვენს თანხებზე.

ვებ-საფულის უსაფრთხოება: SAS

Binance Wallet-ის ვებ-ვერსია იყენებს ტრანზაქციებზე ხელმოწერის ახალ მეთოდს, სახელწოდებით Secure Auto Sign (SAS), რომელიც უზრუნველყოფს ტრანზაქციების სწრაფ და ეფექტურ ხელმოწერას Trusted Execution Environment (TEE) სისტემის გამოყენებით.

TEE წარმოადგენს უსაფრთხო იზოლირებულ აპარატურულ გარემოს, რომელიც მუშაობს სანდო მესამე მხარის ქლაუდ-პროვაიდერის მეშვეობით. პირადი გასაღებები მხოლოდ ამ გარემოში იქმნება დ აინახება, რაც უზრუნველყოფს მათ დაცვას არასანქცირებული წვდომისგან. მომხმარებელი სრულად განკარგავს საკუთარ აქტივებს, ხოლო ტრანზაქციაზე ხელმოწერა ავტომატურად და უსაფრთხოდ ხორციელდება.

SAS უზრუნველყოფს ტრანზაქციების სწრაფად და მოსახერხებლად განხორციელებას მობილური აპლიკაციის რეგულარული დადასტურებების გარეშე. სესიები აქტიურია 7 დღის განმავლობაში და მათი განახლება ავტომატურად ხდება ახალი შეკვეთის განთავსების დროს. ასევე შესაძლებელია ხელახალი ავტორიზაციის ხელით განხორციელება. 2026 წლის მარტის მონაცემებით SAS-ის მიერ მხარდაჭერილია BNB Smart Chain (BSC და Solana (SOL).

Binance Wallet-ის ძირითადი ფუნქციები

გამოსაყენებლად მარტივი

Binance Wallet-ის შექმნა შეგიძლიათ რამდენიმე წამში Binance-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხვა კრიპტო საფულეებისგან განსხვავებით, Binance Wallet-ის პარამეტრების დაყენებით შეგიძლიათ აღარ იფიქროთ seed ფრაზებზე ან პირად გასაღებებზე, რაც ამარტივებს საფულის გამოყენებას.

  • მობილურისთვის: შექმენით Binance Wallet წამებში Binance-ის აპლიკაციის მეშვეობით seed ფრაზების ან პირადი გასაღებების ხელით მართვის საჭიროების გარეშე.

  • ვებ-ვერსიისთვის: Binance Wallet-ის არსებულ მომხმარებლებს შეუძლიათ სწრაფად შევიდნენ Binance აპლიკაციაში მოცემული QR კოდის დასკანერების მეშვეობით, დამატებითი რეგისტრაციის გარეშე.

მოსახერხებლობა

Binance Bridge-თან და სხვა სერვისის პროვაიდერებთან შეუფერხებელი წვდომის მეშვეობით, Binance Wallet გვთავაობს სხვადასხვა ბლოკჩეინებზე არსებული ტოკენების მარტივ სვოპებს და კონკურენტულ ტარიფებს. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ გაეცნონ DApp-ებს და დააგენერირონ სარგებელი რამდენიმე დაწკაპუნების მეშვეობით.

როგორც მობილური აპლიკაცია, ისე ვებ-ვერსია გვთავაზობს ფუნქციებს, როგორიცაა ტრენდული ტოკენების სიები, Binance Alpha ტოკენები, ტოკენების შესახებ დეტალური ინფორმაცია ფასებით და დიაგრამებით და პორტფოლიოს მართვა. ვებ-ვერსია ასევე გვთავაზობს საფულეს, სოციალური მედიის ტრეკერებს და პერსონალიზებად, მოდულურ ინტერფეისს ვაჭრობისთვის, რომელიც ასევე ოპტიმიზებულია დეკსტოპ-კომპიუტერებისთვის.

Meme Rush

Meme Rush არის ფუნქცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც მობილურ აპლიკაციაში, ისე ვებ-ვერსიაში და ის Binance Wallet-ის მომხმარებლებს აძლევს წვდომას ახლად გაშვებულ meme ტოკენებზე ისეთი პარტნიორი პლატფორმების წყალობით, როგორიცაა BNB Smart Chain-ზე გაშვებული Four.Meme.

ის მოიცავს სამართლიანი გაშვების მექანიზმებს, როგორებიცაა ფასის მრუდები, Meme Rank-ის სარეიტინგო ცხრილი პოსტ-მიგრაციული ეფექტურობის ტრეკინგისთვის და ტოკენის სხვადასხვა ეტაპისთვის (ახალი, დასრულებული, მიგრირებული). მაღალეფექტური ტოკენები შეიძლება განთავსდეს Binance Alpha-ზე.

Binance Alpha

Binance Alpha წარმოგვიდგენს Binance Wallet-ის ეკოსისტემის ადრეული ეტაპის ტოკენებს. მისი დანიშნულებაა პერსპექტიული ტოკენების გამოვლენა (მათ შორის იმ ტოკენების, რომლებმაც პოპულარობა Meme Rush-ის მეშვეობით მოიპოვა), რომლებიც შეიძლება განთავსდეს CEX-ის სიაში.

უსაფრთხოება

Binance Wallet უსაფრთხოების მნიშვნელოვან ფუნქციებს გვთავაზობს, მათ შორის არასწორი მისამართის დაცვას და შესაძლო მავნე სმარტ კონტრაქტების ამოცნობას. ტრანზაქციის შესრულებისას, Wallet-ის აპლიკაცია მომხმარებლებს გაუგზავნის შეტყობინებას, თუ ტოკენი ან ბლოკჩეინი პოტენციურ რისკებს შეიცავს.

  • მობილური აპლიკაცია: იყენებს MPC ტექნოლოგიას გასაღებების უსაფრთხო, მრავალმხრივი შენახვისთვის.

  • ვებ-აპლიკაცია: იყენებს SAS-ს TEE გარემოში პირადი გასაღებების იზოლირებისთვის და ხელმოწერის უსაფრთხო ავტომატიზაციისთვის განმეორებითი დადასტურებების გარეშე.

არაკასტოდიალური

ორივე ვერსია იძლევა სრულ ავტონომიას ციფრულ აქტივებზე, რომლებიც დაშიფრულია უსაფრთხო ტექნოლოგიებით და დაცულია მომხმარებლის მიერ კონტროლირებადი პაროლებით.

მომხმარებლების მხარდაჭერა

უსაფრთხო და შეუფერხებელი გამოცდილების უზრუნველსაყოფად, მომხმარებლებს აქვთ წვდომა სპეციალურ, 24/7 რეჟიმში მომუშავე მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან.

მობილური აპლიკაცია და ვებ-ვერსია: ფუნქციების შედარება

ფუნქცია

მობილური (აპლიკაცია)

ვებ-ვერსია (დესკტოპ-კომპიუტერისთვის)

უსაფრთხოების მოდელი

MPC (3-ნაწილიანი გასაღები)

SAS + TEE

საფულის შექმნა

აპლიკაციაში, seed ფრაზის გარეშე

QR კოდის დასკანერება მობილური აპლიკაციიდან

კროს-ჩეინ სვოპები

დიახ

დიახ

DApp ბრაუზერი

დიახ

დიახ

Meme Rush

დიახ

დიახ

Binance Alpha

დიახ

დიახ

პორტფოლიოს მართვა

დიახ

დიახ (მაღალი დონის)

საფულისა და სოციალური მედიის ტრეკერები

შეზღუდული

დიახ

მოდულური სავაჭრო UI

არა

დიახ

SAS-ის მიერ მხარდაჭერილი ქსელები

არ გამოიყენება

BNB Chain და Solana

როგორ გამოვიყენოთ Binance Wallet

შედით თქვენს Binance ანგარიშზე Binance-ის აპლიკაციის გამოყენებით ან ეწვიეთ Binance Wallet (Web) ვებსაიტს, რომელიც განკუთვნილია ბლოკჩეინზე დესკტოპ-კომპიუტერის მეშვეობით ვაჭრობისთვის.

მობილურ აპლიკაციაში

1. შედით თქვენს Binance-ის ანგარიშზე და გადადით განყოფილებაში [საფულე], რომელიც მოცემულია ეკრანის ზედა ნაწილში.

Binance Wallet-ზე წვდომა

 

2. შემდეგ, დასაწყებად აირჩიეთ [საფულის შექმნა] ან [საფულის ჩამოტვირთვა]. გამოყენებამდე შექმენით საფულის სარეზერვო ასლი და დააყენეთ აღდგენის პაროლი.

Binance Wallet-ის შექმნა

3. Binance Wallet-ის სარეზერვო ასლის შექმნის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი გვერდი: რა არის გასაღებების არმქონე მისამართი Binance Wallet-ში და რისთვის არის საჭირო მისი სარეზერვო ასლი?

ვებ-ვერსიაში

1. შედით თქვენს Binance-ის ანგარიშზე და გადადით ზედა მენიუს ზოლში არსებულ განყოფილებაში [ვაჭრობა] > [DEX].

Binance Wallet-ის ვებ-ვერსიაზე წვდომა

2. შემდეგ, გამოიყენეთ თქვენი Binance-ის მობილური აპლიკაცია და გაააქტიურეთ Secure Auto Sign ფუნქცია Binance Wallet-ის ვებ-ვერსიაში.

Binance Wallet SAS

3. სულ ესაა. თქვენ მზად ხართ დაიწყოთ Binance Wallet-ის ვებ-ვერსიის გამოყენება.

Binance Wallet Social Hype UI 2026

გაითვალისწინეთ, რომ ვებ-ვერსიის მეშვეობით on-chain ვაჭრობის დროს, Secure Auto Sign (SAS) ავტორიზაციის სესია აქტიურია 7 დღის განმავლობაში და განახლდება აქტიურობის შესაბამისად. თუ 7 დღის განმავლობაში აქტიურობა არ დაფიქსირდა, საჭირო იქნება ხელახალი ავტორიზაცია.

მნიშვნელოვანი შეტყობინება

Binance Wallet (Web)-ის მეშვეობით ვაჭრობა უფრო მეტ რისკებთანაა დაკავშირებული, ვიდრე ცენტრალიზებულ ბირჟებზე ვაჭრობა. მომხმარებლებს მოვუწოდებთ, ვაჭრობის დაწყებამდე ყურადღებით გაეცნონ Binance Wallet-ის გამოყენების პირობებს.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: Binance-ის საფულე არის არასავალდებულო პროდუქტი. თქვენს პასუხისმგებლობაში შედის იმის დადგენა, თუ რამდენად მისაღებია თქვენთვის ამ პროდუქტის გამოყენება. Binance არ იღებს პასუხისმგებლობას უშუალოდ თქვენ მიერ მესამე მხარის აპლიკაციებზე (მათ შორის, Binance-ის საფულის ფარგლებში არსებული ფუნქციები) წვდომასა ან მათ გამოყენებაზე და ასევე არ ეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა თქვენ მიერ ასეთი მესამე მხარის აპლიკაციების გამოყენებასთან დაკავშირებულ ქმედებებზე, მათ შორის, გამონაკლისების გარეშე, თქვენს მიერ ნებისმიერ ტრანზაქციის გასაჩივრებაზე. ყურადღებით გაეცანით Binance-ის საფულის გამოყენების პირობებს და ყოველთვის თავად ჩაატარეთ მოკვლევა.