როგორ დავიბრუნოთ არასწორ ქსელში გადარიცხული კრიპტო Binance-ზე

როგორ დავიბრუნოთ არასწორ ქსელში გადარიცხული კრიპტო Binance-ზე

გამოქვეყნებული Mar 25, 2021განახლებული Nov 6, 2023
9m

TL;DR

თქვენი კრიპტოს Binance-ის ანგარიშზე შეტანისას ან გამოტანისას, ყურადღება მიაქციეთ იმ ქსელს, რომელსაც ირჩევთ. ძალიან ადვილად შეიძლება დაიბნეთ, BNB Smart Chain-ის (BEP-20) და Ethereum-ის (ERC-20) ქსელები ერთმანეთში აგერიოთ და თქვენი ტოკენები არასწორ ბლოკჩეინზე გაუშვათ.

თუ იმ კრიპტო საფულეს, რომელზეც თქვენ თანხა შიტანეთ, აქვს BEP-20 და ERC-20 ტოკენების მხარდაჭერა, თქვენ ტოკენების უკან Binance-ზე დაბრუნება რამდენიმე მარტივი მოქმედებით შეგიძლიათ. 

თუ თქვენს საფულეს აქვს მხოლოდ ERC-20 ან BEP-20 ტოკენების მხარდაჭერა, თქვენ დაგჭირდებათ თქვენი საფულის პირადი გასაღების ახალ საფულეში გადატანა, რომელსაც აქვს ორივე ბლოკჩეინის მხადაჭერა. 

თქვენს Binance-ის ანგარიშზე არსებული კრიპტოს არასწორ ბლოკჩეინზე, სხვა კრიპტო ბირჟაზე ან კასტოდიალურ საფულეში გადარიცხვის შემთხვევაში თანხის დაბრუნება უფრო მეტ სირთულესთანაა დაკავშირებული. მსგავს შემთხვევაში, დაუკავშირდით თქვენი საფულის მხარდაჭერის გუნდს, რათა დაადგინოთ, შეუძლიათ თუ არა მათ თქვენი დახმარება.

შესავალი

თუ Binance-დან თანხა გამოგიტანიათ, შეამჩნევდით, რომ ზოგიერთი მონეტისთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა გადარიცხვის ქსელები. გამოცდილი HODLer-ებიც კი ზოგჯერ იბნევიან ტრანზაქციებისთვის სწორი ბლოკჩეინის შერჩევისას. რომელი ქსელი უნდა აირჩიოთ თქვენი კრიპტოს სხვა საფულეში გადასარიცხად? 

მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენ უნდა აირჩიოთ იგივე ქსელი, რომელსაც მიმღები საფულე იყენებს. ტექნიკური თვალსაზრისით, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი ტოკენის სტანდარტი გსურთ რომ გამოიყენოთ - ERC-20, BEP-20, თუ BEP-2.

თუ თქვენ კრიპტო არასწორ ბლოკჩეინზე გადარიცხეთ, ძალიან მნიშვნელოვანია გაარკვიოთ, თუ რა ტიპის საფულეზე მოხდა გადარიცხვა. თუ გაქვთ პირადი გასაღები ან seed ფრაზა, თქვენ არაკასტოდიალურ საფულეს ფლობთ. ხოლო, თუ ზემოხსენებული რეკვიზიტები არ გაქვთ, თქვენი საფულე კასტოდიალურია. ამ ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ პრობლემის გადაჭრის ჩვენ მიერ შემოთავაზებული სამი ვარიანტი.

თუ მე გავაგზავნე თანხა არასწორ ქსელში. რა უნდა გავაკეთო?

პირველ რიგში, არ აჰყვეთ პანიკას. თუ თქვენ გაგზავნეთ ERC-20 ტოკენები (როგორიცაა ETH) BNB Smart Chain-ის (BSC) გამოყენებით ან გადარიცხეთ BEP-20 ტოკენები Ethereum-ის ქსელის მეშვეობით, თქვენ გაქვთ მათი დაბრუნების შესაძლებლობა. არსებობს სცენარის სამი ვარიანტი, რომელთაგან თითოეულს პრობლემის გადაჭრის საკუთარი ვარიანტი აქვს:

1. თუ გადარიცხეთ ტოკენები საფულეში, რომელსაც აქვს BSC-ის და Ethereum-ის მხარდაჭერა. 

შეგიძლიათ ტოკენების უკან Binance-ზე სწორ ქსელში დაბრუნება.

2. თუ თქვენ გადარიცხეთ ტოკენები საფულეში, რომელსაც აქვს ან მხოლოდ BSC-ის, ან მხოლოდ Ethereum-ის მხარდაჭერა.

თქვენ დაგჭირდებათ წვდომა თქვენს პირად გასაღებზე, რათა გადმორიცხოთ თანხა ისეთ საფულეში, რომელსაც ორივე ზემოხსენებული ქსელის მხარდაჭერა აქვს.

3. თუ თქვენ გადარიცხეთ ტოკენები კასტოდიალურ საფულეში ან კრიპტო ბირჟაზე.

დახმარებისთვის მიმართეთ თქვენი საფულის პროვაიდერს ან ბირჟის მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს. ამ შემთხვევაში შესაძლოა ვერ მოხერხდეს თქვენი თანხის დაბრუნება.

სანამ გამოსავალის ძებნას დაიწყებთ, უმჯობესია გესმოდეთ, თუ რა დაემართა თქვენს თანხას, რათა შეამციროთ მომავალში იგივეს განმეორების შანსები.

რა განსხვავებაა BEP-20-სა და ERC-20-ს შორის?

ERC-20 და BEP-20 ტოკენის სტანდარტებია, რომლებიც ტოკენების კონკეტულ წესებსა და ტექნიკურ გაიდლაინებს აღწერს. ეს სტანდარტები განსაზღვრავს, თუ როგორ ხორციელდება ტრანზაქციები, დეპოზიტები და თანხის გამოტანა. ERC-20 და BEP-20 უზრუნველყოფს ტოკენის სხვადასხვა საფულესთან, პროექტთან და სმარტ კონტრაქტთან ურთიერთქმედების სტანდარტიზაციას.

ორივე სტანდარტს აქვს ბევრი მსგავსი მახასიათებელი აქვს,თუმცა ERC-20 მხოლოდ Ethereum ქსელისთვისაა, და BEP-20 კი მხოლოდ BNB Smart Chain-ისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი ტოკენების სტანდარტებია, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ბლოკჩეინს ეკუთვნის.

თუ თქვენი კრიპტო არასწორ ქსელშია, მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება შესაძლოა ვერ მოხერხდეს. მაგალითად, BSC-ზე გადარიცხულ ETH-ს ვერ გამოიყენებთ Ethereum-ის DApp-ებსა და სმარტ კონტრაქტებში.

რა ხდება, როდესაც BEP-20/ERC-20 ტოკენებს არასწორ ბლოკჩეინზე ვაგზავნი?

თუ თქვენ ERC-20 ტოკენს BSC-ზე ან BEP-20 ტოკენს Ethereum-ზე უშვებთ, ტოკენი დაირიცხება იმავე საფულის მისამართზე არჩეულ ქსელში. თქვენი BSC-ის და Ethereum-ის საფულის მისამართები იდენტურია და მათზე წვდომის მოპოვება ერთი და იგივე პირადი გასაღებითაა შესაძლებელი. 

მაგალითად, ETH-ის BSC-ზე გაგზავნით მოხდება BEP-20 ტოკენზე მიბმული Ether-ის გენერირება და BSC ქსელში თქვენი საფულის მისამართზე დარიცხვა. BEP-20 ტოკენების Ethereum-ის ქსელში გადარიცხვის შემთხვევაში, მათი შემოწმება შეგიძლიათ BscScan.com-ზე ან Etherscan.io-ზე ტრანზაქციის ID-ის გამოყენებით.

ქვემოთ მოცემულია მომხმარებლის მაგალითი (BscScan-იდან), ვინც დაიბრუნა თავისი ERC-20 ETH, ხოლო გადასარიცხად გამოიყენა BSC-ის (BEP-20) ქსელი თავის Binance-ის საფულეში. საფულის იგივე მისამართზე BSC-ზე მოცემული ტოკენები აისახება, როგორც Binance-ზე მიბმული Ethereum.

საბედნიეროდ, თქვენი კრიპტო არ გამქრალა. ახლა ისღა დაგრჩენიათ გადარიცხოთ ის უკან, სწორ ბლოკჩეინზე. აირჩიეთ თქვენი სიტუაციის შესაფერისი გამოსავალი ქვემოთ მოცემული ვარიანტებიდან.

თანხის აღდგენა საფულიდან, რომელსაც აქვს როგორც BSC-ის, ისე Ethereum-ის მხარდაჭერა

თქვენი ტოკენების პოვნა არ გაგიჭირდებათ ორივე ბლოკჩეინის მხარდაჭერის მქონე საფულეში. თუ თქვენ ჯერ ვერ ხედავთ თქვენს კრიპტოს, მის გამოსაჩენად აირჩიეთ თითოეული ქსელის შესაბამისი ტოკენების სია.

მაგალითად MetaMask-ს აქვს ღილაკი სახელად [ტოკენის დამატება], რომელიც უფლებას გაძლევთ დაათვალიეროთ ყველა ხელმისაწვდომი მონეტა.

rec-img1

თუ სასურველ მონეტას სიაში ვერ ხედავთ, თქვენ დაგჭირდებდათ მისი შესაბამისი ტოკენის კონტრაქტის თქვენს საფულეში ინტეგრირება. ამ პროცესის ნახვა შეგიძლიათ პუნქტში თანხების აღდგენა ისეთი საფულიდან, რომელსაც აქვს მხოლოდ BSC-ის ან Ethereum-ის მხარდაჭერა საფეხური 5.

თუ გსურთ თქვენი ტოკენის საწყის ბლოკჩეინზე დაბრუნება, ამის ორი გზა არსებობს: Binance Bridge ან მექანიკური მეთოდი.

ხელით კონვერტირება 

ტოკენების ხელით კონვერტირება მოითხოვს თქვენი კრიპტოვალუტის უკან Binance-ზე გადარიცხვას. თქვენი დეპოზიტის ქსელი Binance-ის სპოტ საფულეში უნდა ემთხვეოდეს იმ ბლოკჩეინს, რომელზეც არის ამჟამად თქვენი ტოკენი. როგორც კი თანხა დაირიცხება, თქვენ შეგიძლიათ მისი თქვენს გარე საფულეში დაბრუნება.

ამ მაგალითში ჩვენ დავაკონვერტირებთ Binance-ზე მიბმულ ETH-ს (BEP-20) უკან ERC-20 ETH-ად. დარწმუნდით, რომ იმ საფულეს, საიდანაც აგზავნით ტოკენს, აქვს გაზის საკომისიოს BNB-ით გადახდის მხარდაჭერა.

1. Binance-ის კრიპტოს დეპოზიტის გვერდზე აირჩიეთ ETH, ხოლო დეპოზიტის ქსელად - BEP-20 (BSC). თუ თანხას არასწორ ქსელზე გადარიცხავთ, Binance ვერ მოახერხებს თქვენი თანხის დაბრუნებას.

rec-img3

2. როგორც კი თქვენი ETH დაბრუნდება Binance-ის ანგარიშზე, დააკონვერტირეთ ის ERC-20 ტოკენში, რისთვისაც გადაიტანეთ ის Ethereum-ის მხარდაჭერის მქონე საფულეში და აირჩიეთ Ethereum-ის (ETH) ERC20, როგორც თქვენი ტრანზაქციის ქსელი.

rec-img4

თქვენი თანხა ახლა თქვენი გარე საფულის სწორი ბლოკჩეინისკენ მიმავალ უსაფრთხო გზაზეა.

თანხის აღდგენა საფულიდან, რომელსაც აქვს მხოლოდ BSC-ის ან მხოლოდ Ethereum-ის მხარდაჭერა

მსგავს შემთხვევაში, თქვენი ტოკენების დასაბრუნებლად დაგჭირდებათ თქვენი საფულის პირადი გასაღების იმპორტი ახალ საფულეში, რომელსაც აქვს ორივე ბლოკჩეინის მხარდაჭერა. არჩეული საფულის ტიპიდან გამომდინარე, პირადი გასაღების ნაცვლად შესაძლებელია დაგჭირდეთ seed ფრაზის გამოყენება.

პირადი გასაღების იმპორტი

როდესაც თქვენი საფულის პირადი გასაღები სხვა საფულეში გადაგაქვთ, თქვენ გეძლევათ წვდომა თანხებზე, რომელიც თქვენს პირად გასაღებთანაა კავშირში, მაშინაც კი, როდესაც სხვა საფულეს იყენებთ. 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენი საფულის პირადი გასაღების ახალ საფულეში გადატანით, თქვენი თანხები იმ საფულეში არ გადავა. ეს უბრალოდ დაგეხმარებათ გარე საფულესთან სხვა აპლიკაციის მეშვეობით წვდომაში. გაითვალისწინეთ, რომ ხშირ შემთხვევაში კასტოდიალურ საფულეებს ეს ფუნქცია არ აქვს, რადგან არ გამოიყენება პირადი გასაღები.

ზემოაღნიშნულის გასაკეთებლად ყველაზე ხშირად გამოყენებული საფულეებია Metamask, Trust Wallet, Math Wallet, SafePal დაTokenPocket.

ქვემოთ მოცემულ მაგალითში განხილულია BSC-ზე შემთხვევით გადარიცხული ETH-ის დაბრუნების პროცესი Google Chrome-ის MetaMask-ის გაფართოების გამოყენებით.

თქვენი თანხების დაბრუნება

1. შედით თქვენს MetaMask-ის საფულეში ან შექმენით ახალი საფულე. MetaMask ასევე ხელმისაწვდომია აპლიკაციის სახით როგორც iOS-ზე, ისე Android-ზე.

2. თუ ახალ ანგარიშს ქმნით, თქვენ გექნებათ ძველი საფულის seed ფრაზისიმპორტის შესაძლებლობა. 

rec-img5


3. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, უბრალოდ დააჭირეთ MetaMask-ის გაფართოების სიმბოლოს, შემდეგ კი დააჭირეთ ზედა მარჯვენა კუთხეში არსებულ ანგარიშის პროფილის ხატულას.

rec-img6

4. დააჭირეთ ღილაკს [Import Account] და შემდეგ ჩაწერეთ თქვენი საფულის პირადი გასაღები დაკარგული კრიპტოს ოდენობასთან ერთად. ოპერაციის დასასრულებლად დააჭირეთ ღილაკს [Import]. თქვენ ასევე შეგიძლიათ JSON ფაილის ატვირთვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

5. შემდეგ, თქვენ ხელით უნდა დაამატოთ BSC ქსელი თქვენს MetaMask-ის ანგარიშზე. დააჭირეთ MetaMask-ის გაფართოების სიმბოლოს და შემდეგ გახსენით ეკრანის ზემოთ, ცენტრში არსებული ქსელის ჩამოსაშლელი მენიუ. აირჩიეთ სიის ბოლოში მოცემული [Custom RPC].

rec-img7

6. დაგჭირდებათ დეტალების დამატება, რათა MetaMask-ს მისცეთ BNB Smart Chain-ზე წვდომის უფლება. ეს დეტალები მოიცავს Remote Procedure Call-ის (RPC) ბმულს. ეს ბმული MetaMask-ს საშუალებას აძლევს გამოითხოვოს ინფორმაცია BSC-ის ბლოკჩეინიდან და გააგზავნოს ტრანზაქციის მოთხოვნა.

შესაბამის ველებში შეიყვანეთ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია და დააჭირეთ ეკრანის ქვედა ნაწილში მოცემულ ღილაკს [Save].

ქსელის სახელი: BSC Mainnet

ახალი RPC ბმული: https://bsc-dataseed1.binance.org/

ChainID: 56

სიმბოლო: BNB

ბლოკ-ექსპლორერის ბმული: https://bscscan.com

rec-img9

7. შემდეგ დაამატეთ სწორი ტოკენის კონტრაქტი თქვენს MetaMask საფულეში. ეს საფეხური თქვენ მიერ არჩეულ BEP-20-ის მხარდაჭერის მქონე საფულეს საშუალებას მისცემს მოიძიოს დაკარგული ტოკენი. ტოკენების სიის და ტოკენების კონტრაქტების ნახვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ BscScan. თუ გაქვთ ERC-20 ETH რომელი გაუშვით BSC-ზე, დააჭირეთ Binance-ზე მიბმულ Ethereum-ის ტოკენს (ETH) რათა იპოვოს მისი ტოკენის კონტრაქტი.

rec-img10

8. დააკოპირეთ ტოკენის კონტრაქტი და ჩაიწერეთ ათწილადების ველის მნიშვნელობა.

rec-img11

9. ქსელების ჩამოსაშლელი სიიდან აირჩიეთ [BSC Mainnet], დააჭირეთ ღილაკს [Add Token], შემდეგ დააჭირეთ ღილაკს [Custom Token].

10. შეეიყვანეთ ტოკენის კონტრაქტის მისამართი, ტოკენის სიმბოლო და ციფრების რაოდენობა ათწილადის მძიმის შემდეგ. ETH-ის შემთხვევაში, ეს მონაცემებია:

ტოკენის კონტრაქტის მისამართი: 0x2170ed0880ac9a755fd29b2688956bd959f933f8

ტოკენის სიმბოლო: ETH

ციფრების რაოდენობა ათწილადის მძიმის შემდეგ: 18

დააჭირეთ ღილაკს [Add Tokens] დასადასტურებლად.
rec-img14

11. ამის შემდეგ, თქვენი საფულის ბალანსზე გამოჩნდება დაკარგული ETH-ის ტოკენები. ამის შემდეგ შეგიძლიათ თანხა თქვენი Binance-ის ანგარიშის BEP-20-ის საფულის მისამართზე დააბრუნოთ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ Binance Bridge MetaMask-თან ერთად, რათა სურვილისამებრ დააკონვერტიროთ თქვენი ტოკენი ERC-20-ის სტანდარტის ტოკენში.

თქვენი ტოკენების ბლოკჩეინებს შორის გადატანის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ სექცია თანხის აღდგენა საფულიდან, რომელსაც აქვს როგორც BSC-ის, ისე Ethereum-ის მხარდაჭერა.

თანხის აღდგენა კასტოდიალური საფულიდან ან სავაჭრო ბირჟიდან

თუ თქვენი თანხის გატანას BEP-20-ის სტანდარტის მხარდაჭერის არმქონე კასტოდიალური საფულიდან ან სხვა კრიპტო ბირჟიდან ცდილობთ, თქვენ უნდა დაუკავშირდეთ იმ მხარეს, რომელიც თქვენს საფულეს მართავს.

ზოგიერთი კასტოდიალური საფულის პროვაიდერები შესაძლოა გარკვეული საფასურის სანაცვლოდ დაგეხმარონ ან მოგცენ თქვენს პირად გასაღებზე წვდომა. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დააიმპორტოთ თქვენი პირადი გასაღები BSC-ის მხარდაჭერის მქონე საფულეში. სამწუხაროდ მათი უმეტესობა, ბირჟების ჩათვლით, გასაღების თქვენთვის გადმოცემას ვერ შეძლებს.

თუ თქვენ Binance-ის ანგარიშზე შეიტანთ ტოკენებს არასწორად არჩეული ბლოკჩეინის მეშვეობით, Binance ვერ დაგეხმარებათ თქვენი კრიპტოს დაბრუნებაში.

შეჯამება

სწორი ქსელის არჩევა ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო ნიუანსია კრიპტოს Binance-დან გამოტანისას. თუმცა, როგორც კი ყველაფერში კარგად გაერკვევით, თქვენ აღარ დაუშვებთ მსგავს შეცდომებს BTC ან ETH ტოკენების გაგზავნისას. ხშირ შემთხვევებში, სტანდარტული საფულის ქონისას, თქვენი თანხები დაცულია და მათზე წვდომის აღდგენა მარტივადაა შესაძლებელი.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.