HODL მოგვიანებით „Hold On for Dear Life“-ის აკრონიმად (ბეკრონიმად) გარდაიქმნა და აღნიშნავს მონეტების გაყიდვაზე უარის თქმას მაშინაც კი, როდესაც ბაზარზე ძლიერი მერყეობა შეინიშნება.
HODL თავდაპირველად წარმოადგენდა BitcoinTalk-ზე „GameKyuubi“-ის სახელით ცნობილი მომხმარებლის ორთოგრაფიულ შეცდომას. BitcoinTalk-ის ორიგინალ ჩატში სახელწოდებით „I AM HODLING“, GameKyuubi-მ დაწერა შემდეგი:
სათაური ორჯერ იმიტომ დავწერე, რომ თავიდანვე ვიცოდი რომ ის შეცდომით იყო. ისევ არასწორია. სულერთია. ჩემი შეყვარებული ლესბოსელების ბარშია, BTC-ის ფასიც ეცემა და მე რატომ არ ვყიდი? გეტყვით რატომაც არ ვყიდი. იმიტომ, რომ ცუდი ტრეიდერი ვარ და ვიცი, რომ ცუდი ტრეიდერი ვარ.
მას შემდეგ HODL სტრატეგიად გადაიქცა, რომელსაც ის ადამიანები იყენებენ, ვინც აღიარებს რომ არ აქვს მოკლევადიანი ვაჭრობისთვის საჭირო უნარები, როგორებიცაა სკალპინგი, დეი-ტრეიდინგი ან სვინგ-ტრეიდინგი. HODL-ის გავლენით გაჩნდა კიდევ ერთი ახალი ტერმინი - BUIDL, რომელსაც კრიპტოვალუტის საზოგადოებაში იყენებენ ბლოკჩეინის სივრცისთვის შექმნილი სხვადასხვა ტიპის აპლიკაციების აღსანიშნად.
კრიპტოვალუტა, რომელიც წარმოადგენს Bitcoin-ის ალტერნატივას. ტერმინი გამოიყენება Bitcoin-ის გარდა სხვა კრიპტო...