რა არის და როგორ გამოვიყენოთ Phantom Wallet?
მთავარი
სტატიები
რა არის და როგორ გამოვიყენოთ Phantom Wallet?

რა არის და როგორ გამოვიყენოთ Phantom Wallet?

განახლებული Dec 28, 2024
8m

მთავარი დეტალები

  • Phantom Wallet არის კრიპტო საფულე, რომლის დანიშნულებაა სხვადასხვა ბლოკჩეინზე, მათ შორის Solana-ზე, Ethereum-ზე და Bitcoin-ზე განთავსებული კრიპტოვალუტების და სხვა ციფრული აქტივების მართვა.

  • Phantom Wallet არაკასტოდიალურ საფულეს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში არ ინახება პირადი გასაღებები და seed ფრაზები. მომხმარებელი სრულად აკონტროლებს საკუთარ გასაღებებს და ციფრულ აქტივებს.

  • Phantom გვთავაზობს უამრავ ფუნქციას და მომხმარებელს საშუალებას აძლევს მართოს საკუთარი კრიპტოვალუტები და არაჩანაცვლებადი ტოკენები (NFT-ები). ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს დეცენტრალიზებული ფინანსების აპლიკაციებთან ურთიერთქმედების მიზნით.

  • დაიცავით თქვენი საფულე ძლიერი პაროლების გამოყენებით, გაააქტიურეთ ბიომეტრიული ავთენტიფიკაციის ფუნქცია და დაუკავშირდით მხოლოდ სანდო DApp-ებს. თქვენი აღდგენის (seed) ფრაზა შეინახეთ საიდუმლოდ და უსაფრთხოდ.

phantom wallet cta ბანერი

რა არის Phantom Wallet?

Phantom Wallet არის არაკასტოდიალური კრიპტოვალუტის საფულე. თავდაპირველად ის შეიქმნა Solana ბლოკჩეინისთვის, თუმცა ამჟამად მას აქვს რამდენიმე ბლოკჩეინის მხარდაჭერა, რომელთა შორისაა Solana, Ethereum, Base, Polygon და Bitcoin. Phantom Wallet არაკასტოდიალური საფულეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში არ ინახება პირადი გასაღებები და seed ფრაზები, შესაბამისად, მომხმარებელი სრულად აკონტროლებს საკუთარ გასაღებებს და ციფრულ აქტივებს.

Phantom Wallet მომხმარებელს საშუალებას აძლევს თავად მართოს საკუთარი კრიპტოვალუტები და NFT-ები (არაჩანაცვლებადი ტოკენები). სხვა Web3 საფულეების მსგავსად, Phantom ასევე გაძლევთ დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პლატფორმებთან და აპლიკაციებთან (DApp-ებთან) ურთიერთქმედების შესაძლებლობას.

როგორ დავაყენო Phantom Wallet-ის პარამეტრები

Phantom Wallet-ის გამოყენების დაწყებისთვის მხოლოდ რამდენიმე მარტივი საფეხურია საჭირო. ამ მაგალითში ჩვენ გამოვიყენებთ Phantom Wallet-ის ბრაუზერის გაფართოებას, თუმცა ეს პროცესი თითქმის ანალოგიურია მობილური აპლიკაციისთვის. ძირითადი განსხვავება ისაა, რომ მობილურ ვერსიაზე თქვენ შეგიძლიათ ბიომეტრიული ავთენტიფიკაციის ფუნქციების გამოყენება, როგორიცაა თითის ანაბეჭდი ან სახის ამოცნობა.

1. პირველ რიგში გადადით ოფიციალურ ვებსაიტზე და ჩამოტვირთეთ თქვენთვის საჭირო ვერსია. 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, Phantom ხელმისაწვდომია მობილური აპლიკაციის (iOS და Android) ბრაუზერის გაფართოების (Chrome, Firefox, Brave და Edge) ვერსიების სახით.

2. ამის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საფულის შექმნა ან არსებულის იმპორტირება. მოდით შევქმნათ სულ ახალი საფულე.

phantom wallet-ის შექმნა

3. საფულის შექმნისას შეგიძლიათ გამოიყენოთ ელ. ფოსტა ან seed ფრაზა. აქ ჩვენ გამოვიყენებთ seed ფრაზას მისი მუშაობის პრინციპის საილუსტრაციოდ.

ახალი phantom wallet-ის შექმნა

4. თქვენი საფულისთვის აირჩიეთ ძლიერი პაროლი. გაითვალისწინეთ, რომ ეს პაროლი გამოყენებულ იქნება მხოლოდ ადგილობრივად (თქვენს ბრაუზერის პროფილში ან მოწყობილობაში).

თუ მობილურ მოწყობილობას იყენებთ, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ბიომეტრიული ავთენტიფიკაციის მეთოდი, მაგალითად თითის ანაბეჭდი ან სახის ამოცნობა.

phantom wallet-ის საფულის შექმნა

5. შეინახეთ თქვენი seed ფრაზა უსაფრთხო და საიდუმლო ადგილას. ეს ფრაზა ასრულებს მასტერ-გასაღების ფუნქციას და წარმოადგენს თქვენს საფულეზე წვდომის აღდგენის ერთადერთ საშუალებას. არ გაუზიაროთ ის სხვა პირს.

phantom wallet-ის seed ფრაზა

6. სულ ეს არის! თქვენი Phantom Wallet მზადაა გამოსაყენებლად.

phantom wallet-ის პარამეტრების დაყენება

როგორ გამოვიყენოთ Phantom Wallet

თუ იყენებთ Phantom Wallet-ის ბრაუზერის გაფართოებას, მარტივად წვდომისთვის თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ის ბრაუზერის გაფართოებების ზოლში.

როგორ გამოვიყენოთ phantom wallet

Phantom Wallet-ის ძირითადი მახასიათებლები

საფულის გახსნის შემდეგ დაინახავთ შემდეგ ღილაკებს: „მიღება“, „გაგზავნა“, „გადაცვლა“ და „ყიდვა“.

phantom wallet-ის ძირითადი მახასიათებლები

1. მიღება: აქ შეგიძლიათ დააკოპიროთ თქვენი საფულის მისამართი ან მიიღოთ შესაბამისი QR კოდი. ეს მისამართები დაგჭირდებათ დეპოზიტზე თანხის შესატანად ან სხვა პირისგან გამოგზავნილი თანხის მისაღებად. 

მაგალითად, თუ გსურთ თქვენი SOL გადაიტანოთ Binance-ის ანგარიშიდან თქვენს Phantom Wallet-ზე, თქვენ დაგჭირდებათ მიმღების ანგარიშის დაკოპირება და მისი ჩასმა Binance-ის გატანის გვერდზე.

phantom wallet-ის მიმღების ანგარიში

2. გაგზავნა: აქ შეგიძლიათ თანხის გადატანა თქვენი Phantom Wallet-იდან სხვა საფულეში. აირჩიეთ სწორი ბლოკჩეინის ქსელი და დარწმუნდით, რომ სწორად აკოპირებთ და სვამთ მიმღების მისამართს.

phantom wallet-იდან SOL-ის გაგზავნა

3. გადაცვლა: აქ შეგიძლიათ მარტივად გადაცვალოთ ერთი კრიპტოვალუტა მეორეზე (განახორციელოთ სვოპი). გაითვალისწინეთ, რომ ზედა მარჯვენა კუთხეში მოცემული ღილაკის მეშვეობით შეგიძლიათ შეცვალოთ ფასის ცურვის პარამეტრები. 

გადაცვლა Phantom wallet-ით

მოკლედ რომ ვთქვათ, რაც უფრო მაღალია ფასის ცურვის პროცენტული მაჩვენებელი, მით მეტია ალბათობა, რომ ვაჭრობის ღირებულება სავარაუდოზე მაღალი იქნება. ფასის ცურვის დაბალი პროცენტის მითითებისას უკეთეს ფასად შეძლებთ ვაჭრობას, თუმცა თუ ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია, შეიძლება ტრანზაქცია ვერ განხორციელდეს. თუ არ იცით რა მნიშვნელობა მიუთითოთ, შეგიძლიათ აირჩიოთ Auto (ავტომატური) და Phantom Wallet შეეცდება მოძებნოს გაცვლის საუკეთესო ხელმისაწვდომი ვარიანტი.

phantom wallet-ის ფასის ცურვის პარამეტრები

4. ყიდვა: აქ შეგიძლიათ შეიძინოთ კრიპტოვალუტები მესამე მხარის ქსელის პარტნიორების მეშვეობით. გადახდის მეთოდების ხელმისაწვდომობა და საკომისიოები დამოკიდებულია თქვენს ადგილმდებარეობაზე. ყველაზე ხშირად გამოყენებული გადახდის მეთოდებია საკრედიტო და სადებეტო ბარათები, Apple Pay და Google Pay.

phantom wallet-ით კრიპტოს ყიდვა

ტოკენების სიის მართვა

თქვენი Phantom Wallet ავტომატურად გაჩვენებთ მსხვილი კრიპტოვალუტების, მაგალითად SOL-ის, ETH-ის და BTC-ის ბალანსებს. კონკრეტული ტოკენის დასამატებლად ან წასაშლელად დააწკაპუნეთ თქვენი საფულის ინტერფეისის ქვედა ნაწილში მოცემულ ღილაკზე [Manage token list] (ტოკენების სიის მართვა).

phantom wallet-ზე ტოკენების სიის მართვა

ქვემოთ მოცემულ მენიუში შეგიძლიათ აირჩიოთ, თუ რომელი ტოკენი გსურთ გამოჩნდეს თქვენს საფულეში, რისთვისაც უნდა გაააქტიუროთ ან გათიშოთ შესაბამისი გადამრთველი ღილაკები. გარდა ამისა, სასურველი ტოკენის მოსაძებნად შეგიძლიათ გამოიყენოთ საძიებო ველი.

ტოკენების სია phantom wallet-ში

ჩვენ გირჩევთ გათიშოთ უცნობი წყაროებიდან ტოკენების მიღების ფუნქცია, რადგან ჩვეულებრივ ეს თაღლითობაზე მიანიშნებს.

Phantom Wallet-ის ანგარიშები

ზედა ნაწილში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თქვენი Phantom Wallet-ის საჯარო მისამართები. ყოველი მხარდაჭერილი ბლოკჩეინისთვის მოცემულია ერთი მისამართი. 

phantom wallet-ის ანგარიშები

როდესაც გსურთ თანხის სხვა საფულიდან გადმოტანა ან სხვა პირისგან თანხის მიღება, საჯარო მისამართის სწრაფად დასაკოპირებლად და ჩასასმელად შეგიძლიათ დააწკაპუნოთ შესაბამის მისამართზე (ეს „მიღების“ ფუნქციის ანალოგიურია, რომელიც ზემოთ განვიხილეთ).

საჯარო მისამართის სხვებისთვის გაზიარება უსაფრთხოა, თუმცა დარწმუნდით, რომ არჩეული გაქვთ სწორი ქსელი—SPL ტოკენებისთვის აირჩიეთ Solana, ERC ტოკენებისთვის აირჩიეთ Ethereum, ხოლო BTC-ისთვის აირჩიეთ Bitcoin და ა.შ.

როგორ შევქმნათ და ვმართოთ რამდენიმე ანგარიში

Phantom Wallet საშუალებას გაძლევთ ერთსა და იმავე საფულეში შექმნათ რამდენიმე ანგარიში. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი და იმავე პაროლის ან seed ფრაზის გამოყენებით შეგიძლიათ შექმნათ და მართოთ რამდენიმე კრიპტო საფულე.

1. ახალი ანგარიშის შექმნისთვის, დააწკაპუნეთ ზედა მარცხენა კუთხეში, თქვენი ანგარიშის სახელის გვერდით მოცემულ ღილაკზე.

phantom wallet-ის ანგარიშების მართვა

2. ამის შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკზე [Add / Connect Wallet] (საფულის დამატება / დაკავშირება).

phantom wallet-ზე დამატება / დაკავშირება

3. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ახალი, რამდენიმე ბლოკჩეინის მხარდაჭერის მქონე ანგარიში ან დაამატოთ არსებული საფულეები. გაეცანით თქვენი არჩევანის შესაბამის ინსტრუქციებს.

phantom-ზე საფულის დამატება / დაკავშირება

4. თქვენ მარტივად შეგიძლიათ გადახვიდეთ ანგარიშებს შორის, რისთვისაც გამოიყენეთ ზედა მარცხენა კუთხეში მოცემული ღილაკი. გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ ანგარიშს აქვს განსხვავებული საჯარო მისამართები.

phantom wallet-ზე ანგარიშებს შორის გადართვა

Phantom Wallet-ის ქვედა მენიუ

თქვენი Phantom Wallet-ის ქვედა ნაწილში მოცემულია კიდევ ერთი მენიუ. 

პირველი ჩანართის არჩევის შემთხვევაში გადახვალთ მთავარ გვერდზე, რომელიც უკვე განვიხილეთ. აქ მოცემულია თქვენი ტოკენების სია და ბალანსები.

phantom wallet-ის ქვედა მენიუ

მეორე ჩანართის არჩევით თქვენ გადახვალთ NFT-ების კოლექციაზე, სადაც შეგიძლიათ მართოთ თქვენი ციფრული ხელოვნების ნიმუშები და სხვა არაჩანაცვლებადი ტოკენები.

მესამე ჩანართით გადახვალთ გადაცვლის ფუნქციაზე, რომელიც ამ სტატიაში უკვე განვიხილეთ.

მეოთხე ჩანართში მოცემულია თქვენი საფულით ბოლოს განხორციელებული აქტივობები, რაც მოიცავს წინა ტრანზაქციების DApp-ებთან ურთიერთქმედებებს.

მეხუთე ჩანართით გადახვალთ „ნავიგაციის“ ინტერფეისზე, სადაც შეგიძლიათ მოძებნოთ პროექტები, ტოკენები, ვებსაიტები და კოლექციები.

phantom wallet ნავიგაცია

უსაფრთოებასთან დაკავშირებული რჩევები

  • უსაფრთხოდ შეინახეთ თქვენი seed ფრაზა: ჩაიწერეთ და შეინახეთ უსაფრთხო ადგილას. არ შეინახოთ ის ინტერნეტში.

  • გამოიყენეთ ბიომეტრიული ავთენტიფიკაციის ფუნქცია: თუ მობილურ ვერსიას იყენებთ, გაააქტიურეთ Face ID ან თითის ანაბეჭდით ავთენტიფიკაციის ფუნქცია.

  • გამოიჩინეთ სიფრთხილე DApp-ებთან დაკავშირებისას: დაუკავშირდით მხოლოდ სანდო ვებსაიტებს და აპლიკაციებს.

  • განაახლეთ რეგულარულად: იმისათვის, რომ დაცული იყოთ, დარწმუნდით, რომ იყენებთ Phantom-ის უახლეს ვერსიას.

შეჯამება

Phantom Wallet ძალიან მოსახერხებელი და მარტივად გამოსაყენებელი ინსტრუმენტია, რომლითაც შეგიძლიათ მართოთ სხვადასხვა ბლოკჩეინზე განთავსებული კრიპტოები და NFT-ები. რადგან ის არაკასტოდიალურ საფულეს წარმოადგენს, თქვენ სრულად აკონტროლებთ თქვენს აქტივებს, რაც კიდევ უფრო აუმჯობესებს უსაფრთხოებას.

Phantom-ის პარამეტრების დაყენება და გამოყენება ძალიან მარტივია მაშინაც კი, თუ გამოუცდელი ხართ კრიპტოს სფეროში. გაითვალისწინეთ, საფრთხეებისგან თავის დასაცავად საჭიროა seed ფრაზის უსაფრთხოდ შენახვა, უცნობ ტოკენებთან და DApp-ებთან ურთიერთობისას სიფრთხილის გამოჩენა და თქვენი საფულის აპლიკაციის რეგულარული განახლება.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.