პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის. Binance-ის მეშვეობით მოწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ინვესტიციებთან ან ვაჭრობასთან დაკავშირებულ რჩევას ან რეკომენდაციას. Binance არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. რაიმე ფინანსური რისკის გაწევამდე, რჩევისთვის მიმართეთ პროფესიონალს. ამ სტატიაში მოხსენებული პროდუქტები შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში.
მთავარი დეტალები
SolScan წარმოადგენს სპეციალურად Solana-ს ეკოსისტემისთვის შექმნილ ბლოკჩეინ-ექსპლორერს, რომელიც გაძლევთ ბლოკჩეინზე არსებულ სხვადასხვა მონაცემზე, მაგალითად ტრანზაქციების ისტორიაზე, საფულის მისამართებზე, კონტაქტებზე და სხვა უამრავ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობას.
მას აქვს DeFi და NFT ინსტრუმენტების პანელი და ანალიტიკური პლატფორმა, რომელიც გაწვდით ინფორმაციას ტოკენის ფასების ტენდენციების შესახებ. აქვე წარმოდგენილია Solana-ს ქსელში DeFi აქტივობების მონიტორინგის ინსტრუმენტები.
SolScan გთავაზობთ წვდომას API-ზე, რაც საშუალებას გაძლევთ მოიპოვოთ ბლოკჩეინის მონაცემები, მაგალითად ინფორმაცია კრიპტოს ტრანზაქციების, ბლოკების და ვალიდატორების შესახებ, რაც იძლევა მის პერსონალიზებულ აპლიკაციებში ინტეგრაციის შესაძლებლობას.
შესავალი
გამჭვირვალობა ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს წარმოადგენს და სავარაუდოდ სწორედ ეს არის ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში მისი პოპულარობის ზრდის მიზეზი. საჯარო ბლოკჩეინი არის განაწილებული მონაცემთა ბაზა, რომელზე განთავსებული ტრანზაქციების ნახვა ნებისმიერ პირს შეუძლია. ამ გამჭვირვალობის წყალობით მომხმარებლებს შეუძლიათ ბლოკჩეინის ყველა აქტივობის მონიტორინგი რეალურ დროში.
პრაქტიკულად, ბლოკჩეინ-ექსპლორერები ბლოკჩეინის საჯარო მონაცემებზე წვდომის ინსტრუმენტებს წარმოადგენს, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს თვალყური ადევნონ ტრანზაქციებს, გაეცნონ ბაზრის ტენდენციებს, გააანალიზონ სმარტ კონტრაქტებთან ურთიერთქმედებები და ა.შ.
Solana პოპულარული ბლოკჩეინის ქსელია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან ფუნქციებს და პროდუქტებს, მათ შორის კრიპტოვალუტებს, NFT-ებს, დეცენტრალიზებულ ბირჟებს (DEX-ებს) და სხვადასხვა ტიპის დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს (DApp-ებს). BNB Chain-ისთვის შექმნილი BscScan-ის და Ethereum-ისთვის შექმნილი EtherScan-ის მსგავსად, Solana-ს აქვს სპეციალურად მისთვის შემუშავებული ბლოკ-ექსპლორერი, სახელწოდებით SolScan.
ამ სტატიაში ჩვენ გავეცნობით, თუ რა არის SolScan და განვიხილავთ მის რამდენიმე ინსტრუმენტების პანელს და ხელსაწყოს.
რა არის SolScan?
SolScan წარმოადგენს ბლოკჩეინის ექსპლორერს, რომელიც შექმნილია სპეციალურად Solana-ს ქსელისთვის. არსებითად, ის არის საძიებო სისტემა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მოიპოვოთ Solana-ს ბლოკჩეინთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. SolScan გთავაზობთ წვდომას სხვადასხვა სახის ინფორმაციაზე, მათ შორის ტრანზაქციების ისტორიაზე, საფულის მისამართებზე, სმარტ კონტრაქტებზე და ტოკენების ან დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პროექტებთან დაკავშირებულ ანალიტიკურ მონაცემებზე.
SolScan წარმოადგენს Solana Explorer-ის უფასო ალტერნატივას. მომხმარებელზე ორიენტირებული ინტერფეისი გაძლევთ მის ინსტრუმენტებზე და რესურსებზე მარტივად წვდომის შესაძლებლობას. მოდით SolScan-ის გაცნობა დავიწყოთ მისი მთავარი გვერდიდან. თუ უკვე იცნობთ EtherScan-ს, შეამჩნევთ, რომ ამ ორი ბლოკჩეინ-ექსპლორერის დიზაინს ბევრი საერთო მახასიათებელი აქვს.
საძიებო ველი მთავარი გვერდის ზედა ნაწილშია განთავსებული. საძიებო ველში შეგიძლიათ შეიყვანოთ ტრანზაქციის ჰეში, საფულის მისამართი, ტოკენი, NFT კოლექცია, სმარტ კონტრაქტის მისამართი ან ბლოკის ნომერი.
ნავიგაციის ჩანართების ნახვა SolScan-ის მთავარი გვერდის ზედა ნაწილში შეგიძლიათ. მათი საშუალებით შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად მიიღოთ წვდომა SolScan-ის მიერ შემოთავაზებულ ინსტრუმენტებსა და რესურსებზე. ეს მოიცავს ანალიტიკურ ხელსაწყოებს და ინსტრუმენტების პანელებს, DeFi-ს ინსტრუმენტების პანელებს, ბლოკჩეინის მონაცემებს, ტექნიკურ რესურსებს და ტოკენების და NFT-ების სარეიტინგო დაფებს. დამატებითი ფუნქციებით სარგებლობისთვის შეგიძლიათ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია.
SolScan-ის ინტერფეისის ზოგადი მახასიათებლების გაცნობის შემდეგ შეგვიძლია უფრო დეტალურად განვიხილოთ ამ ექსპლორერის შესაძლებლობები და მის მიერ შემოთავაზებული ფუნქციები.
როგორ მოვძებნოთ ტრანზაქციები SolScan-ის მეშვეობით
SolScan-ის გამოყენებით ტრანზაქციის ინფორმაციის მოძებნა შედარებით მარტივი პროცესია. ჰეშის ან მისამართის სწორად შეყვანის შემდეგ თქვენ მიიღებთ ინფორმაციას დროის ნიშნულების, საკომისიოების, სტატუსის და ტრანზაქციაში მონაწილე ანგარიშების შესახებ.
1. Solana-ზე განხორციელებული ყველა ტრანზაქცია იწერება Solana-ს mainnet-ზე, რომელსაც თან ერთვის ტრანზაქციის ხელმოწერა (რომელსაც ასევე ეწოდება ტრანზაქციის ID). ეს ხელმოწერა წარმოადგენს ციფრებისა და ასოებისგან შემდგარ გრძელ სტრიქონს, რომელიც ასე გამოიყურება:
RCvW5vKvhBFS5UGSsUyXs5zdw9FCgrqvJkMCgYhXj6Qcaa5idQ5AaArSkW3aQMZUavqnX4LDG3oa558wr6SU4sU
2. ამ ტრანზაქციის ინფორმაციასთან წვდომისთვის უნდა დააკოპიროთ ეს ხელმოწერა და ჩასვათ SolScan-ის საძიებო ველში.
3. Enter ღილაკზე დაჭერის შემდეგ თქვენ გადამისამართდებით ტრანზაქციის დეტალების გვერდზე. ამ გვერდზე მოცემულია ინფორმაცია კონკრეტული ტრანზაქციის შესახებ. ინფორმაცია წარმოდგენილია სამ კატეგორიაში: ზოგადი ინფორმაცია, SOL-ის ბალანსის ცვლილება და ტოკენის ბალანსის ცვლილება.
4. ზოგადი ინფორმაციის გვერდზე მოცემულია თქვენთვის საჭირო მონაცემების უმეტესობა, როგორიცაა ხელმოწერა, დროის ნიშნული, სტატუსი, ხელმომწერი და ბლოკის ზოგადი მონაცემები. გვერდის ქვედა ნაწილში ასევე შეგიძლიათ იხილოთ საკომისიოების მონაცემები, წინა ბლოკის ჰეში და პროგრამის ლოგები.
5. ჩანართებში SOL-ის ბალანსის ცვლილება და ტოკენის ბალანსის ცვლილება მოცემულია ინფორმაცია ტრანზაქციაში მონაწილე ყველა მხარის ბალანსების ცვლილების შესახებ.
SOL-ის ბალანსის ცვლილების გვერდი დაგეხმარებათ მიიღოთ ინფორმაცია SOL-ის გამგზავნი და მიმღები მხარეების შესახებ.
ტოკენის ბალანსის ცვლილების გვერდი დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ რომელი საფულიდან გაიგზავნა ან რომელ საფულეზე დაირიცხა კონკრეტული ტოკენები.
ახლა, როდესაც უკვე იცით, თუ როგორ უნდა მოძებნოთ ტრანზაქციები SolScan-ის გამოყენებით, მოდით განვიხილოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტერმინი, რომელსაც შეიძლება გადააწყდეთ ტრანზაქციის დეტალების ინსტრუმენტების პანელზე (მოცემულია მათი გამოჩენის თანმიმდევრობით).
როგორ მოვძებნოთ საფულეები SolScan-ის მეშვეობით
ტრანზაქციების მსგავსად, SolScan შეიძლება გამოყენებულ იქნეს კრიპტო საფულეების (რომელსაც ასევე ანგარიშებს უწოდებენ) კონტროლის და მონიტორინგისთვის. თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ზოგადი ინფორმაცია კონკრეტული საფულით განხორციელებული ტრანზაქციების და სმარტ კონტრაქტებთან ურთიერთქმედებების შესახებ. ამისათვის თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ საფულის მისამართი.
1. მისამართი უფრო მოკლეა, ვიდრე ხელმოწერა, თუმცა ისიც ციფრების და ასოების კომბინაციას წარმოადგენს. აქ მოცემულია საფულის მისამართის მაგალითი:
8AumJGmUjvR4ocbADiWVZuKJny9nSzhqjLatvNahu3iF
2. თუ გსურთ მეტი გაიგოთ საფულის მისამართის შესახებ, დააკოპირეთ და ჩასვით ის საძიებო ველში და დააჭირეთ Enter ღილაკს.
3. თქვენ გადამისამართდებით ანგარიშის გვერდზე, რომელზეც მოცემულია ზოგადი ინფორმაცია ბალანსების, მათზე არსებული ტოკენების და საფულის ტრანზაქციის ისტორიის შესახებ.
როგორ მოვძებნოთ ტოკენები SolScan-ის მეშვეობით
SolScan შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტოკენების მარტივად მოსაძებნად. მისი მეშვეობით შეგიძლიათ მიიღოთ სრული და დეტალური ინფორმაცია კონკრეტული ტოკენის შესახებ, მიმდინარე საბაზრო დინამიკის ჩათვლით.
1. საფულის მისამართების ძიების მსგავსად, ციფრებისა და ასოებისგან შემდგარი მისამართები შეგიძლიათ გამოიყენოთ ტოკენების მოსაძებნად. თუ მოგთხოვენ ტოკენის სმარტ კონტრაქტის მისამართს, იცოდეთ, რომ სწორედ ამ მისამართს ითხოვენ. ქვემოთ მოცემულია Raydium (RAY) ტოკენის სმარტ კონტრაქტის მისამართი:
4k3Dyjzvzp8eMZWUXbBCjEvwSkkk59S5iCNLY3QrkX6R
2. ტრანზაქციების მოსაძებნად, შეგიძლიათ ეს ტოკენის მისამართი ჩასვათ საძიებო ველში და დააჭიროთ Enter ღილაკს.
3. Enter ღილაკზე დაჭერის შემდეგ თქვენ დაინახავთ ტოკენის ზოგადი ინფორმაციის გვერდს. ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია Raydium ტოკენის შესახებ. ბაზრის მიმოხილვის განყოფილებაში წარმოდგენილია ზოგადი ინფორმაცია ტოკენის საბაზრო დინამიკის შესახებ.
4. ეს გვერდი ასევე შეიცავს სხვა რესურსებს, მათ შორის ტრანზაქციის მონაცემებს, ინფორმაციას DeFi აქტივობების შესახებ, ტოკენის მფლობელის მონაცემებს, ბაზრის მონაცემებს და ტოკენის ანალიტიკურ ინფორმაციას.
როგორც ქვემოთ არის ნაჩვენები, ბაზრების ჩანართში წარმოდგენილია ზოგადი ინფორმაცია ტოკენის ხელმისაწვდომი ბაზრების და ვაჭრობის აქტივობების შესახებ.
DeFi აქტივობების ჩანართში მოცემულია ზოგადი ინფორმაცია ტოკენის გამოყენების და DeFi ეკოსისტემაში მასთან დაკავშირებული აქტივობების შესახებ, სადაც პირველ რიგში წარმოდგენილია უახლესი ტრანზაქციები.
მარცხენა მხარეს თქვენ ნახავთ ტრანზაქციის ხელმოწერებს, რომელსაც მოსდევს დროის ნიშნული და ტრანზაქციის ტიპი (ქმედება). შუა ნაწილში წარმოდგენილია ანგარიშები, საიდანაც განხორციელდა თითოეული ტრანზაქცია, რომელსაც მოსდევს თანხა და ტოკენის ღირებულება. მარჯვენა მხარეს მოცემულია გამოყენებული DEX ან პლატფორმა.
ანალიტიკის ჩანართი დაგეხმარებათ სწრაფად და მარტივად მიიღოთ ზოგადი ინფორმაცია ტოკენის დინამიკის ისტორიისა და ტენდენციების შესახებ. გაითვალისწინეთ, რომ თითოეული გრაფის ზედა მარჯვენა კუთხეში მოცემულია მენიუ, საიდანაც შეგიძლიათ აირჩიოთ დროის კონკრეტული მონაკვეთი.
ანალიტიკის ჩანართი დაგეხმარებათ დროის კონკრეტულ მონაკვეთში ტოკენის გადარიცხვების, განაწილების ან ფასის შესახებ ინფორმაციის მარტივად მოძიებაში. ქვემოთ მოცემულია ტოკენის განაწილება მფლობელებს შორის და მისი ფასი ბოლო შვიდი დღის პერიოდში.
ახლა, როდესაც უკვე იცით, თუ როგორ უნდა მოძებნოთ ტოკენები SolScan-ის გამოყენებით, მოდით განვიხილოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტერმინი, რომლებსაც შეიძლება გადააწყდეთ ტოკენის შესახებ ინფორმაციის გაცნობის დროს (მოცემულია ანბანური თანმიმდევრობით).
ანალიტიკა SolScan-ზე
ზემოთ უკვე განვიხილეთ გარკვეული ტიპის ანალიტიკური ინფორმაციაზე წვდომის მეთოდები, თუმცა SolScan-ს ასევე აქვს სპეციალური ანალიტიკის განყოფილება, რომელზე წვდომაც შესაძლებელია ანალიტიკის ჩანართის მეშვეობით. 2025 წლის თებერვლის მონაცემებით, ეს მენიუ შედგება ორი პუნქტისგან: Solana-ს ქსელი და ანალიზი.
Solana-ს ქსელი
Solana-ს ქსელის განყოფილებაში წარმოდგენილია რეალურ დროში განახლებადი ყველა ტრანზაქციის რაოდენობა, ტრანზაქციების რაოდენობა წამში, აქტიური ანგარიშების რაოდენობა, საკომისიოების საერთო რაოდენობა და სხვა.
როგორც ქვემოთაა ნაჩვენები, Solana-ს ქსელის განყოფილებაში წამში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობის სანახავად უნდა გადახვიდეთ ჩანართში ქსელები.
აქტიური საფულეების შესახებ განახლებული ინფორმაციის სანახავად უნდა გადახვიდეთ ჩანართში ანგარიშები.
ანალიზი
ანალიზის პუნქტი გთავაზობთ წვდომას უფრო მაღალი დონის ანალიტიკური ინსტრუმენტების პანელზე. ამჟამად ხელმისაწვდომია შემდეგი ინსტრუმენტების პანელები: საკომისიოების ტრეკინგის პანელი, Solana-ს სტეიკინგის პანელი და სტეიბლკოინის პანელი. ეს ფუნქცია განკუთვნილია გამოცდილი მომხმარებლებისთვის.
საკომისიოების ტრეკინგის პანელი საშუალებას გაძლევთ თვალყური ადევნოთ საკომისიოების ცვლილებებს Solana-ს ქსელში.
Solana-ს სტეიკინგის პანელი გთავაზობთ ინფორმაციას Solana-ს ქსელზე სტეიკინგის აქტივობების შესახებ. ეს მოიცავს სტეიკინგზე განთავსებული SOL-ის საერთო რაოდენობას, ყოველდღიურად აქტიურ სტეიკინგში გამოყენებული ტოკენების რაოდენობას და ყოველდღიურად აქტიურ სტეიკინგში მონაწილე ანგარიშებს.
სტეიბლკოინის პანელი გთავაზობთ ინფორმაციას Solana-ს ეკოსისტემაში სტეიბლკოინების გამოყენების და მათთან დაკავშირებული აქტივობების შესახებ. ეს მოიცავს ისეთ მაჩვენებლებს, როგორებიცაა მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია, ტოკენის უნიკალური მფლობელების რაოდენობა და მთლიანი მარაგი.
DeFi-ს ინსტრუმენტების პანელები SolScan-ზე
Defi-ს ნავიგაციის ჩანართის მეშვეობით, რომელიც მოცემულია მთავარი გვერდის ზედა ნაწილში, შეგიძლიათ იხილოთ Solana-ს ეკოსისტემის რამდენიმე უმსხვილესი DEX-ის მონაცემები. ამ მაგალითში ჩვენ განვიხილავთ Raydium-ს.
Defi-ს ინსტრუმენტების პანელი წარმოგიდგენთ ზოგად ინფორმაციას, რაც მოიცავს მთლიან მოცულობას, ბლოკირებული აქტივების მთლიან რაოდენობას, ტრანზაქციების საერთო რაოდენობას და აქტიური მომხმარებლების რაოდენობას.
NFT-ის ინსტრუმენტების პანელი SolScan-ზე
SolScan-ზე NFT-ის ინსტრუმენტების პანელთან წვდომისთვის გადადით მთავარი გვერდის ზედა ნაწილში მოცემულ ჩანართში სარეიტინგო დაფა და დააწკაპუნეთ ღილაკზე NFT.
ეს ინსტრუმენტების პანელი გთავაზობთ ბლოკჩეინის მონაცემებს Solana-ზე ხელმისაწვდომი ყველა სახის NFT-ის შესახებ. სავაჭრო ბირჟების ჩანართი საშუალებას გაძლევთ გაეცნოთ პლატფორმებზე, მაგალითად TensorSwap-ზე და Magic Eden-ზე განხორციელებულ ბოლო აქტივობებს. ახალი NFT-ების ჩანართში ნაჩვენებია Solana-ზე ბოლოს დამატებული NFT-ები.
ბლოკჩეინის მონაცემები SolScan-ზე
ბლოკჩეინის განყოფილებაში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ წვდომა Solana-ს ტრანზაქციების, ბლოკების და ვალიდატორების შესახებ რეალურ დროში განახლებად ინფორმაციაზე.
ტრანზაქციების პუნქტი საშუალებას გაძლევთ რეალურ დროში იხილოთ Solana-ს ქსელში განხორციელებული ყველა ტრანზაქცია. აქ ასევე წარმოდგენილია ტრანზაქციებთან დაკავშირებული, რეალურ დროში განახლებადი ყველა შესაბამისი დეტალური ინფორმაცია, მათ შორის ხელმოწერა, ბლოკი, დრო და საკომისიოები.
ბლოკების განყოფილება საშუალებას გაძლევთ ინდივიდუალურად გაეცნოთ Solana-ს ქსელის თითოეულ ბლოკს. აქ თქვენ ნახავთ თითოეული ბლოკის უნიკალურ ჰეშ-იდენტიფიკატორს, სლოტის ნომერს, სადაც მოცემულია ვალიდატორების მიერ ტრანზაქციების დამუშავების პერიოდები და Tx Count, სადაც მითითებულია ამ ბლოკში შეტანილი ტრანზაქციების რაოდენობა.
ვალიდატორების პუნქტი საშუალებას გაძლევთ მიიღოთ წვდომა ინფორმაციაზე Solana-ს ვალიდატორი ნოდების შესახებ. ვალიდატორები პასუხისმგებელნი არიან ტრანზაქციების შემოწმებასა და დამუშავებაზე, რაც უზრუნველყოფს ბლოკჩეინის მონაცემების დაცულობას და სანდოობას.
შეჯამება
SolScan წარმოადგენს ბლოკჩეინ-ექსპლორერს, რომელიც გაძლევთ Solana-ს ეკოსისტემაში შედარებით მარტივად ნავიგაციის შესაძლებლობას. SolScan გთავაზობთ უამრავ ინსტრუმენტს, რომელთა საშუალებით შეგიძლიათ მიიღოთ წვდომა სხვადასხვა სახის ინფორმაციაზე, მაგალითად გაეცნოთ მონაცემებს კონკრეტული ტრანზაქციის და საფულის შესახებ ან დაათვალიეროთ Solana-ს ეკოსისტემაში შექმნილი უახლესი NFT-ები.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.