ETF

განახლებული Jun 24, 2026

მთავარი დეტალები

  • ETF, ანუ საბირჟო საინვესტიციო ფონდი უზრუნველყოფილია აქტივების კალათით და განთავსებულია ვაჭრობისთვის საფონდო ბირჟაზე, ინდივიდუალური აქციის სახით. ძირითად შემთხვევაში, ETF-ები მიბმულია კონკრეტული ინდექსის, სექტორის, საქონლის ან აქტივების ფასზე და გვთავაზობს სავაჭრო ინსტრუმენტების გამოყენების მრავალფეროვან შესაძლებლობებს.

  • 2024 წლის დასაწყისში SEC-მა გასცა პირველი აშშ სპოტ Bitcoin ETF-ის გამოშვების ნებართვა. ამავე წლის დასასრულს, აღნიშნული ნებართვა გაიცა სპოტ Ethereum ETF-ებისთვისაც, რასაც მოჰყვა კრიპტოს რეგულირებული საინვესტიციო პროდუქტების მკვეთრი გაფართოება.

  • სპოტ კრიპტო ETF-ები პირდაპირაა უზრუნველყოფილი საბაზისო ციფრული აქტივით, ხოლო ფიუჩერსებით უზრუნველყოფილი ETF-ები იყენებს დერივატივების კონტრაქტებს, რაც, საბოლოოდ, გვაძლევს სხვაობას ხარჯებსა და მიბმის მახასიათებლებს შორის.

ETF განიმარტება როგორც საბირჟო საინვესტიციო ფონდი. ეს გახლავთ საინვესტიციო ფონდის ტიპი, რომელიც უზრუნველყოფილია ისეთი აქტივების ნაკრებით, როგორიცაა აქციები, ობლიგაციები, საქონელი ან კრიპტოვალუტები და რომლით ვაჭრობაც მიმდინარეობს საფონდო ბირჟაზე, სავაჭრო დღეების განმავლობაში.

როგორც წესი, ETF-ები მიბმულია და ზუსტად ასახავს კონკრეტული ინდექსის ან აქტივის ფასს და არ არის დაკავშირებული ინდივიდუალურ ფასიან ქაღალდებთან. მსგავსი პასიური მიდგომა, ზოგადად, უზრუნველყოფს მართვის საკომისიოების შემცირებას აქტიურად მართულ ფინანსებთან შედარებით. ETF როგორც საცალო, ისე ორგანიზაციული დონის ინვესტორებს სთავაზობს დივერსიფიცირებულ ბაზარზე ფასების ცვლილებით სარგებლის მიღების მრავალფეროვან შესაძლებლობებს, თითოეული საბაზისო აქტივის ინდივიდუალურად შეძენის საჭიროების გარეშე.

ETF-ები კრიპტო ბაზრებზე

კრიპტოვალუტების ETF-ები საშუალებას აძლევს ინვესტორებს, მიიღონ სარგებელი ციფრული აქტივების ფასების ცვლილებით, მათი პირდაპირი ფლობის საჭიროების გარეშე. სწორედ ამიტომაა ETF-ები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ორგანიზაციული დონის ინვესტორებისა და ინდივიდუალური პირებისთვის, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ კრიპტო ბაზრებზე წარმოდგენილ რეგულირებულ, ბირჟის სიაში დამატებულ პროდუქტებს, საფულეებისა და პირადი გასაღებების მართვის საჭიროების გარეშე.
2024 წლის იანვარში აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) გასცა სპოტ Bitcoin ETF-ების პირველი პარტიის გაშვების ნებართვა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რასაც მოჰყვა განაცხადების უარყოფის მთელი სერია, რომელიც თითქმის მთელი ათწლეულის განმავლობაში გაგრძელდა. დამტკიცებიდან საკმაოდ მოკლე პერიოდში მოხდა თერთმეტი ფონდის გაშვება, რაც მოიცავდა ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა BlackRock და Fidelity, რომელმაც საკმაოდ ფართო ინტერესი დაიმსახურა. 2025 წლის ივნისის მონაცემებით სპოტ Bitcoin ETF-ების მარაგმა 1,2 მილიონ BTC-ს გადააჭარბა, ხოლო აქტივების ჯამური ღირებულება დაახლოებით 126 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებდა.
2024 წლის ივლისში SEC-მა გასცა სპოტ Ethereum ETF-ების გამოშვების ნებართვა, რამაც კიდევ უფრო გააფართოვა რეგულირებული კრიპტო საინვესტიციო პროდუქტების დიაპაზონი. კრიპტო ETF პროდუქტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლექსიკონის სტატია კრიპტო Crypto ETF-ები.

სპოტ ETF-ები და ფიუჩერსების ETF-ები

კრიპტო ETF-ები იყოფა ორ ძირითად კატეგორიად. სპოტ ETF-ები უზრუნველყოფილია საბაზისო აქტივებით; ფონდის თითოეული წილი პირდაპირაა მიბმული საკუთრებაში არსებულ რეალურ კრიპტოვალუტასთან. ამის საპირისპიროდ, ფიუჩერსების ETF-ები ფასების ცვლილებით სარგებლის მიღების შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის ფიუჩერსების კონტრაქტებს იყენებს და ამ შემთხვევაში, არ არსებობს უშუალოდ აქტივის ფლობის საჭიროება. აღნიშნული სხვაობა პირდაპირაა დაკავშირებული ღირებულებასა და მიბმის სიზუსტეზე: ფიუჩერსების ETF-ების შემთხვევაში, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მიბმასთან დაკავშირებულ ხარვეზებს, რომლებიც დროთა განმავლობაში იჩენს თავს, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ საჭირო ხდება კონტრაქტების გაგრძელება, რაც, რა თქმა უნდა, შესაბამის ხარჯებთანაა ასოცირებული. სპოტ ETF-ები კი, მეორეს მხრივ, უზრუნველყოფენ 1:1 თანაფარდობას საბაზისო აქტივის სპოტ ფასთან. დეტალური ინფორმაციისთვის, იხილეთ სტატია Bitcoin Spot ETF და Bitcoin Futures ETF.

უპირატესობები და გასათვალისწინებელი დეტალები

უპირატესობები:

  • სხვადასხვა აქტივსა და სექტორზე წვდომისთვის მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის გამოყენებაა საჭირო.

  • პასიური, ინდექსზე მიბმის სტრატეგიების გამოყენება ამცირებს ხარჯებს აქტიურად მართულ ფინანსებთან შედარებით.

  • წვდომის მარტივი შესაძლებლობები ინვესტორებისთვის, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ რეგულირებულ, ბირჟების სიაში დამატებულ პროდუქტებს, სადაც არ არსებობს კრიპტოს პირდაპირი ფლობის საჭიროება.

  • ლიკვიდურობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა საფონდო ბირჟებზე დღის განმავლობაში ვაჭრობისას.

გასათვალისწინებელი დეტალები:

  • ETF ინვესტორებს არ გააჩნიათ საბაზისო აქტივები პირდაპირ საკუთრებაში: ისინი ფლობენ მხოლოდ ფონდის წილებს.

  • აღნიშნული პროცესები ხშირად მოიცავს მართვის საკომისიოებსა და სხვა ხარჯებს, რომლებიც არც თუ ისე მაღალი, თუმცა, მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანია.

  • კრიპტო ETF-ების ფასი შესაძლოა ოდნავ ასცდეს საბაზისო აქტივის ფასს, რაც დამოკიდებულია ფონდის სტრუქტურასა და ბაზრის პირობებზე.

  • მარეგულირებელი პროცესები განსხვავდება იურისდიქციის მიხედვით, რამაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს კონკრეტული პროდუქტების ხელმისაწვდომობაზე.

არის თუ არა Bitcoin ETF და Bitcoin-ის ყიდვა ერთი და იგივე?

არა. Bitcoin ETF-ის ყიდვა ნიშნავს იმ ფონდის წილის ყიდვას, რომელშიც განთავსებულია Bitcoin; ამ შემთხვევაში, საბაზისო Bitcoin არ გადმოდის პირდაპირ თქვენს საკუთრებაში და არ გეკისრებათ საფულის მართვის ვალდებულება. უშუალოდ Bitcoin-ის ყიდვის შემთხვევაში კი, თქვენ მოიპოვებთ აქტივის ფლობისა და სარგებლობის სრულ უფლებას, თუმცა, ამ შემთხვევაში, საჭირო იქნება თქვენ მიერ საფულისა და პირადი გასაღებების მართვა. თითოეული მიდგომა, რა თქმა უნდა, განსხვავდება გადასახადების, უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.

დამატებითი საკითხავი