კრიპტო ETF-ები
კრიპტო ETF გახლავთ საინვესტიციო ფონდის ტიპი, რომელიც მიბმულია ერთი ან რამდენიმე კრიპტოვალუტის ფასზე და დაკავშირებულია ტრადიციულ საფონდო ბირჟებზე მიმდინარე ვაჭრობის პროცესებთან. აღნიშნული ერთეულები უზრუნველყოფს წვდომას
ციფრულ აქტივებზე, მათი უშუალოდ ფლობის საჭიროების გარეშე.
სპოტ კრიპტო ETF-ები უზრუნველყოფილია რეალური საბაზისო კრიპტოვალუტით, ხოლო ფიუჩერსების ETF-ები დაკავშირებულია
დერივატივების კონტრაქტებთან, ნაცვლად უშუალოდ რომელიმე აქტივისა.
აშშ-ში პირველი სპოტ
Bitcoin ETF-ის გამოშვების ნებართვა გაიცა 2024 წლის იანვარში. ხოლო სპოტ
Ethereum ETF-ების - 2024 წლის ივლისში. 2026 წლის დასაწყისში აშშ-ის კრიპტო ETF-ების მართვადი აქტივების ჯამურმა ღირებულებამ 134 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
კრიპტოვალუტების საბირჟო საინვესტიციო ფონდები (ETF-ები) მიბმულია ტრადიციულ საფონდო ბირჟებზე ვაჭრობისთვის განთავსებული ერთი ან რამდენიმე კრიპტოვალუტის ფასზე. სტანდარტული
ETF-ების მსგავსად, კრიპტო ETF ინვესტორებს ციფრული აქტივების ფასის მოძრაობაზე დაკვირვების საშუალებას აძლევს აღნიშნული ერთეულების შეძენის, შენახვის ან მართვის საჭიროების გარეშე. სწორედ ამიტომ ანიჭებენ მას უპირატესობას ის ინვესტორები, რომელთათვისაც უფრო მოსახერხებელია რეგულირებულ ფინანსურ ბაზრებზე მუშაობა.
კრიპტო ETF-ების ორი ძირითადი ტიპი არსებობს, მათ შორის სხვაობა კი მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ახლოსაა ფონდის ფასი საბაზისო აქტივის ფასთან.
სპოტ ETF-ები უზრუნველყოფილია რეალური კრიპტოვალუტით. ინვესტორებს სპოტ ETF-ების წილის შეძენა ანიჭებს არაპირდაპირ წვდომას რეალურ აქტივზე, რომელიც წარმოადგენს ფონდის მმართველის საკუთრებაში არსებულ რეალურ აქტივს. აღნიშნული ფონდები თითქმის პირდაპირ ასახავს საბაზისო კრიპტოვალუტის მიმდინარე ფასს. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ პროცესებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს
ცივი შენახვის მეთოდი და ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული აქტივები, სპოტ ETF-ებთან მიმართებაში მოქმედებს უსაფრთხოებასთან და აქტივების მართვის პროცესებთან დაკავშირებული გარკვეული მოთხოვნები.
რაც შეეხება ფიუჩერსების ETF-ებს, ისინი არ არის პირდაპირ უზრუნველყოფილი საბაზისო აქტივით. ნაცვლად ამისა, ისინი დაკავშირებულია
ფიუჩერსების კონტრაქტებთან, რაც წარმოადგენს აქტივის მომავალში, წინასწარ განსაზღვრული ფასით ყიდვის ან გაყიდვის შეთანხმებას. გამომდინარე იქიდან, რომ კონტრაქტებს აქვს მოქმედების განსაზღვრული ვადა და გარკვეული დროის შემდეგ საჭირო ხდება მათი გაგრძელება, ფიუჩერსების ETF-ების ფასი დროთა განმავლობაში შორდება აქტივის სპოტ ფასს. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია
Bitcoin Spot ETF და Bitcoin Futures ETF.
2024 წლის დასაწყისში აშშ-ის კრიპტო ETF ბაზარი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. 2024 წლის 10 იანვარს მოხდა სპოტ
Bitcoin ETF-ების დამტკიცება SEC-ის მიერ, რის შემდეგაც, საკმაოდ მოკლე დროში მოხდა თერთმეტი ფონდის გაშვება. მნიშვნელოვანი შემოსავლის მომტანი აღმოჩნდა გამომშვები ორგანიზაციების პროდუქტები, მათ შორის,
BlackRock და Fidelity. 2026 წლის დასაწყისში, კონკრეტულად Bitcoin ETF-ების მართვადი აქტივების ჯამურმა ღირებულებამ 134 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო უშუალოდ BlackRock-ის საბაზრო წილი 53%-ს შეადგენდა.
2024 წლის ივლისში გაიცა სპოტ
Ethereum ETF-ების გამოშვების ნებართვა და აღნიშნულმა კრიპტოვალუტამ დაიკავა მეორე ადგილი რეგულირებული ETF-ების ბაზარზე, მასშტაბურობის თვალსაზრისით. Ethereum სპოტ ETF-ების წმინდა შემოსავალმა პირველი წლის განმავლობაში 12 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აშშ-ში სპოტ
Solana ETF-ებით ვაჭრობა 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწყო, ხოლო 2026 წლის დასაწყისში აქტივების ჯამურმა ღირებულებამ 800 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. გარდა ამისა, 2025 წელს გაიცა XRP სპოტ ETF-ების გამოშვების ნებართვაც.
დამატებითი კატეგორიის სახით გვევლინება შედარებით ფართომასშტაბიანი, რამდენიმე აქტივით მხარდაჭერილი, ინდექსის ტიპის კრიპტო ETF-ები, რომლებიც, ერთი აქტივით მხარდაჭერილ პროდუქტებისგან განსხვავებით, გვთავაზობს ერთ ფონდში არსებულ ციფრულ აქტივებზე წვდომის მრავალფეროვან შესაძლებლობებს.
ხელმისაწვდომობა: კრიპტო ETF-ები ინვესტორებს ციფრული აქტივების ბაზრებზე მიმდინარე პროცესებში, მათთვის კარგად ცნობილი საბროკერო ანგარიშების, საპენსიო გეგმების და საფონდო ბირჟების მეშვეობით მონაწილეობის საშუალებას აძლევს, საფულეების და პირადი გასაღებების მართვის საჭიროების გარეშე.
მარეგულირებელი პროცედურები: ETF-ები გამოიყენება შესაბამისი მარეგულირებელი აქტების მოქმედების არეალის ან ტრადიციული ფინანსური ბაზრების ფარგლებში, რაც ინვესტორებს ანიჭებს წვდომას უსაფრთხოების უზრუნველყოფის იმგვარ საშუალებებზე, რომლებიც, როგორც წესი, არ იქნებოდა ხელმისაწვდომი პირდაპირ კრიპტო ბაზრებზე.
აქტივების განკარგვის საჭიროების არარსებობა: ETF ოპერატორი თავადაა პასუხისმგებელი საბაზისო აქტივების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და შენახვის პროცედურებზე, რაც აქრობს ინდივიდუალურ ინვესტორების საჭიროებას ტექნიკურ პროცედურებთან დაკავშირებით.
პორტფოლიოს დივერსიფიკაცია: რამდენიმე აქტივით მხარდაჭერილი კრიპტო ETF-ები უზრუნველყოფს წვდომას ციფრული აქტივების კალათზე, რაც ამცირებს ისეთ რისკებს, რომელთა წარმოქმნის ალბათობაც საკმაოდ მაღალია, მაგალითად, მხოლოდ ერთი კრიპტოვალუტის ფლობის შემთხვევაში.
ფასის მერყეობა: კრიპტო ETF-ებისთვის, ისევე, როგორც კრიპტოვალუტებისთვის, დამახასიათებელია ფასების მკვეთრი
ცვალებადობა, რაც, თავისთავად, ფასების მერყეობის ტრადიციულ, აქციების ETF-ებთან შედარებით მაღალი დონის გამომწვევი მიზეზი ხდება.
მართვის საკომისიო: ETF-ებთან ასოცირებული ხარჯების კოეფიციენტი, თუნდაც ეს იყოს მცირე ოდენობის ხარჯი დროის ხანგრძლივი მონაკვეთის ფარგლებში, დროთა განმავლობაში ამცირებს აღნიშნული ერთეულების მეშვეობით მიღებული შემოსავლის ოდენობას.
პირდაპირი მფლობელობის არარსებობა: ETF ინვესტორები ფლობენ მხოლოდ ფონდის წილს და არა უშუალოდ საბაზისო კრიპტოვალუტას. მათ არ გააჩნიათ პირადი გასაღებების მართვის და აქტივების ბლოკჩეინზე განთავსების შესაძლებლობა.
სხვაობა ფასებს შორის: ფიუჩერსების ETF-ების ფასები შესაძლოა განსხვავდებოდეს სპოტ ფასებისგან, რაც დაკავშირებულია კონტრაქტის გაგრძელებასთან დაკავშირებულ ხარჯებთან. აღნიშნული აქტუალურია იმ შემთხვევაშიც კი, თუ არსებობს თუნდაც მცირე სხვაობა სპოტ ETF-ების ფასებსა და აქტივის რეალურ ღირებულებას შორის.
რეგულაციები და შეზღუდვები: კონკრეტული ETF შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ კონკრეტული იურისდიქციის ფარგლებში. პროდუქტები, რომლებიც დამტკიცებულია ერთ ქვეყანაში, სხვა ქვეყანაში შესაძლოა საერთოდ არ იყოს ხელმისაწვდომი.
დიაც. კრიპტო ETF-ებით ვაჭრობა სტანდარტულ საფონდო ბირჟებზე მიმდინარეობს, შესაბამისად, სრულიად შესაძლებელია მათზე წვდომის საბროკერო ანგარიშების მეშვეობით მოპოვება. აშშ-ში მათზე წვდომა საპენსიო ანგარიშებითაც (მაგ., IRA და 401(k)) არის შესაძლებელი, პროვაიდერის შესაბამისად. ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნისა და პლატფორმის მიხედვით.