TL;DR
2023 წლის თებერვალში გამოვიდა BNB Greenfield whitepaper-ი, რომელმაც Web3-ის ეპოქას წარუდგინა მონაცემთა ახალი სტრუქტურული და ეკონომიკური პარადიგმა. BNB Greenfield-ი იყენებს BNB-ს ადგილობრივი ტოკენის სახით და გახლავთ BNB Chain ეკოსისტემის მესამე ბლოკჩეინი, BNB Beacon Chain-ისა და BNB Smart Chain-ის შემდეგ.
მარტივად რომ ვთქვათ, მას დეცენტრალიზებული შენახვის ინფრასტრუქტურაში შემოაქვს უფრო ფართომასშტაბიანი BNB Chain ეკოსისტემა, რაც მომხმარებლებსა და დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს (DApp-ებს) ანიჭებს მათი კუთვნილი მონაცემების შექმნის, შენახვისა და გადაცვლის შესაძლებლობას. შედეგად ვიღებთ მონაცემთა ახალ ეკონომიკას, სადაც BNB Chain-ის ეკოსისტემის თითოეულ მომხმარებელს აქვს მონაცემთა ფლობის, გამოყენებისა და მონეტიზაციის შესაძლებლობა.
შესავალი
Web3 გახლავთ ინტერნეტის მომავალთან დაკავშირებული ხედვა, სადაც მომხმარებლებს უფრო მეტი კონტროლი აქვთ საკუთარ მონაცემებსა და ონლაინ სივრცეში მიღებულ გამოცდილებაზე. ბლოკჩეინის ტექნოლოგიამ უდიდესი როლი ითამაშა Web3-ზე ამ ცვლილების განხორციელების პროცესში. ბლოკჩეინების მეშვეობით შესაძლებელი გახდა peer-to-peer (P2P) ტრანზაქციების განხორციელება, სადაც არ არსებობს სანდო მესამე მხარეების არსებობის საჭიროება და ასევე შესაძლებელი გახდა DApp-ების შექმნა, სადაც შეთანხმებების ავტომატიზაციისთვის გამოიყენება სმარტ კონტრაქტები.
გამჭირვალობა და მონაცემთა სრულად ფლობის ფენომენის დანერგვა Web3-ის სრული პოტენციალის გამომჟღავნებისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. მუდმივად იზრდება მოთხოვნა დეცენტრალიზებული შენახვის ტექნოლოგიაზე, რაც თავის მხრივ იძლევა მონაცემთა განაწილებულ ქსელში შენახვისა და მათზე წვდომის საშუალებას, ნაცვლად ცენტრალიზებული სერვერისა. BNB Greenfield-ი მოქმედებს ამ საჭიროებების შესაბამისად და მუშაობს მონაცემთა შენახვის დეცენტრალიზებული სისტემისა და მისი შევსებისთვის საჭირო მთელი ეკონომიკის შექმნაზე.
რა არის მონაცემთა დეცენტრალიზებული შენახვა?
მონაცემთა დეცენტრალიზებული შენახვა არის მონაცემების კომპიუტერების განაწილებულ ქსელში შენახვა, ნაცვლად ერთი, ცენტრალური ლოკაციისა. მონაცემები ნაწილდება და ვრცელდება რამდენიმე კომპიუტერზე, ან ნოდზე, რათა მოხდეს მათი ქსელში შენახვა, სადაც შენახვის პროცესში მონაწილეობს თითოეული ნოდი. ეს შესაძლებელს ხდის დიდი მოცულობის მონაცემების შენახვას ცენტრალურ სერვერზე, ან ცალკეულ მაკონტროლებელ ერთეულზე დაყრდნობის საჭიროების გარეშე.
მეორე მხრივ, მონაცემთა ცენტრალიზებული შენახვა უკვე დიდი ხანია საკმაოდ პოპულარულია. ამ შემთხვევაში მონაცემები ერთ სერვერზე (ან ერთიდაიმავე ლოკაციაზე მდებარე სერვერების კლასტერზე) ინახება და ამ პროცესს სრულად მართავს კონკრეტული პროვაიდერი. მაგალითად, ქლაუდ საცავი, როგორც წესი ცენტრალიზებულია, აქ მონაცემები ინახება სერვერებზე, რომლებსაც ერთი კონკრეტული კომპანია აკონტროლებს, მაგალითად Amazon-ი, ან Google-ი.
მონაცემთა ცენტრალიზებული შენახვის მომხრეები აცხადებენ, რომ ეს პროცესი ამარტივებს მონაცემების მართვას და მათზე წვდომას, რადგან აქ მონაცემები სრულადაა განთავსებული ერთ კონკრეტულ ადგილას. გარდა ამისა, უსაფრთხოების შესაბამისი დონის უზრუნველყოფისა და საჭიროების შემთხვევაში, მონაცემთა სარეზერვო ასლის შექმნასა და აღდგენასთან დაკავშირებული პროცესების ჩატარების პასუხისმგებლობა ეკისრება ცალკეულ ცენტრალიზებულ ერთეულს.
თუმცა, მონაცემთა ცენტრალიზებული შენახვის სტრუქტურასაც გააჩნია საკუთარი ხარვეზები. იმის გამო, რომ ყველაფერი ერთ ადგილასაა განთავსებული, ჰაკერებს შესაძლოა მხოლოდ ერთ წერტილზე დარტყმა დასჭირდეთ ზიანის მოსატანად. გარდა ამისა, ცენტრალურ სერვერზე შექმნილმა ნებისმიერმა პრობლემამ შესაძლოა სრულიად შეზღუდოს მასზე განთავსებულ მონაცემებზე წვდომა. სწორედ ამ შემთხვევაშია გამოსადეგი მონაცემთა დეცენტრალიზებული შენახვა.
მონაცემთა დეცენტრალიზებული შენახვის უპირატესობები
მონაცემთა დეცენტრალიზებულ შენახვას მრავალი უპირატესობა გააჩნია მონაცემთა ცენტრალიზებულ შენახვასთან შედარებით:
უსაფრთხოების უფრო მაღალი დონე. ეს გახლავთ იმის შედეგი, რომ დეცენტრალიზებული შენახვის შემთხვევაში მონაცემები ნაწილდება რამდენიმე ნოდზე, ნაცვლად ერთ კონკრეტულ სერვერზე განთავსებისა, რაც ჰაკერებს ბევრად უფრო ურთულებს მონაცემთა საცავზე წვდომის მოპოვებას და ინფორმაციის გამოტანას.
გამძლეობის უფრო მაღალი დონე. ცენტრალიზებული სისტემებისგან განსხვავებით, დეცენტრალიზებული შენახვის შემთხვევაში არ არსებობს ერთი კონკრეტული სუსტი წერტილი, რადგან მონაცემები რამდენიმე ნოდზეა განაწილებული. შესაბამისად, მაშინაც კი, თუ ერთი ნოდი შეწყვეტს მუშაობას, მომხმარებლებს მაინც ექნებათ ქსელში არსებულ მონაცემებზე წვდომა, სხვა ნოდების მეშვეობით.
მომხმარებლებისადმი მინიჭებული თავისუფლება და კონტროლი. დეცენტრალიზებული შენახვის შემთხვევაში, მომხმარებლები სრულად აკონტროლებენ საკუთარ მონაცემებს, მათი გამოყენებასთან და მათზე წვდომასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამრიგად, მონაცემები არ ექვემდებარება ცენტრალიზებული პროვაიდერის მიერ განსაზღვრულ პოლიტიკას, რომლის პირობებიც შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიცვალოს.
კონფიდენციალურობის უფრო მაღალი დონე. საკუთარ მონაცემებზე სრული პასუხისმგებლობის მომხმარებლებისთვის მინიჭების კიდევ ერთი შედეგი გახლავთ ის, რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად ზრდის კონფიდენციალურობის დონეს. ცენტრალიზებული ერთეულებისგან განსხვავებით, დეცენტრალიზებულ სისტემაში მონაცემთა შენახვის მსურველ მომხმარებლებს არ მოეთხოვებათ პირადი ინფორმაციის წარდგენა.
ბაზრის ეფექტურობა. ტოკენზე დაფუძნებული ეკონომიკის გამოყენებამ დეცენტრალიზებული შენახვის სისტემებში შესაძლოა წაახალისოს ინდივიდები საცავის ხელმისაწვდომი სივრცის შევსების საკითხთან დაკავშირებით, რათა მიიღონ ჯილდოები. თავის მხრივ, ეს უზრუნველყოფს უფრო მდგრადი და დეცენტრალიზებული ეკოსისტემის არსებობას.
რა არის BNB Greenfield-ი?
დეცენტრალიზაცია გახლავთ Web3-ის ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება. აგებულების მთავარი პრინციპი გახლავთ ის, რომ პასუხისმგებლობა არ ეკისრება არც ერთ კონკრეტულ ადამიანს, ან ორგანიზაციას. ეს ტექნოლოგია მომხმარებლებს აძლევს ტრანზაქციების უსაფრთხოდ განხორციელების საშუალებას, ნდობის შესანარჩუნებლად მესამე მხარეზე დაყრდნობის საჭიროების გარეშე.
გარდა ამისა, ის გზას უხსნის სმარტ კონტრაქტებს ამ ურთიერთქმედების ავტომატიზაციის საკითხში, რაც თავის მხრივ DApp-ების შექმნის საშუალებას იძლევა, რომელთაც უამრავი სხვადასხვა პროდუქტის მხარდაჭერა გააჩნიათ — დეცენტრალიზებული ფინანსებით დაწყებული (DeFi), თამაშებამდე (GameFi) და ა.შ.
BNB Chain-ი გახლავთ განაწილებული ბლოკჩეინის ქსელი, რომელზეც დეველოპერებსა და ინოვატორებს შეუძლიათ DApp-ების შექმნა Web3-ზე გადასვლის პროცესის შემადგენელი ნაწილის სახით. ამ სტატიის დაწერის დროისთვის (2023 წლის თებერვალი), BNB Chain-ი გახლავთ მსოფლიოში ყველაზე დიდი სმარტ-კონტრაქტ ბლოკჩეინი, ტრანზაქციების მოცულობისა და მომხმარებელთა ყოველდღიური აქტივობის მაჩვენებლების მიხედვით.
2023 წლის 1-ელ თებერვალს BNB Chain-მა გააკეთა განცხადება BNB Greenfield whitepaper-ის გამოშვების შესახებ. შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ BNB Greenfield-ი გვთავაზობს დეცენტრალიზებული შენახვის ინფრასტრუქტურას BNB Chain-ის უფრო ფართომასშტაბიანი ეკოსისტემის ფარგლებში. მთავარ მიზანს წარმოადგენს მომხმარებელთა და DApp-ების მიერ მონაცემთა სრულ საკუთრებაში ქონის, შექმნის, შენახვისა და გადაცვლის ხელშეწყობა და მონაცემთა ახალი ეკონომიკის შექმნა.
როგორ მუშაობს BNB Greenfield-ი?
BNB Greenfield-ი გახლავთ შენახვაზე ორიენტირებული ბლოკჩეინი, რომელიც ურთიერთქმედებს საცავების პროვაიდერების (SP-ების) დეცენტრალიზებულ ქსელთან. მომხმარებლები აქ ტვირთავენ წვდომის უნიკალური პარამეტრებისა და მოხმარების ნებართვების მქონე მონაცემებს. SP-ები მონაცემებს ინახავენ ბლოკჩეინის გარეთ, საკმარისი რაოდენობითა და სარეზერვო ასლებით, მომხმარებლების BNB ლეჯერის მეტამონაცემები კი ინახება BNB Greenfield-ის ბლოკჩეინზე.
ადგილობრივი კროს-ჩეინის ხიდის დამსახურებით, BNB Greenfield-ის ეკოსისტემაში შენახული მონაცემების თითოეული ასპექტის გადატანა მარტივადაა შესაძლებელი BNB Smart Chain-ზე, სადაც მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც არსებულ BNB Chain DApp ეკოსისტემაში, ისე ახალი თაობის BNB Greenfield DApp-ებში. ამ DApp-ებს აქვთ შესაძლებლობა ხელი შეუწყონ მომხმარებლებს Greenfield-ის ეკოსისტემასთან ურთიერთქმედებაში, ან იმოქმედონ როგორც Web3 პროდუქტებმა, რომლებიც ახორციელებენ ხელმისაწვდომი მონაცემების ლევერიჯს.
მონაცემებთან დაკავშირებული ნებართვების უნიკალურად კონფიგურაციის შესაძლებლობა ადგილობრივ სმარტ კონტრაქტებზე მომუშავე გარემოში უამრავი პოტენციური ბიზნეს მოდელის არსებობის შესაძლებლობას იძლევა, რაც მომხმარებლებისა და BNB Greenfield-ში მონაწილე სხვა პირებისთვის სარგებლის მომტანია.
გამოყენების შესაძლო შემთხვევები
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე შესაძლებლობა, რომლის მინიჭებაც შეუძლია BNB Greenfield-ს, DApp-ების ახალი ტალღის შესაქმნელად.
ვებ-გვერდის ჰოსტინგი. რადგან BNB Greenfield-ი გვთავაზობს API-ებს და იყენებს ისეთ ცნებებს, რომლებიც ძალიან ჰგავს Amazon S3-ს, მომხმარებლებს მარტივად შეუძლიათ საკუთარი ვებ-გვერდების ამუშავება BNB Greenfield-ის მეშვეობით და BNB-ით გადახდების მართვა.
პერსონალური ქლაუდ საცავი. პირადი გასაღებების მქონე მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან საკუთარი ქსელის მოწყობილობები BNB Greenfield-ის მეშვეობით, მათი დაშიფრული ფაილების, ფოტოებისა და ვიდეოების ასატვირთად და ჩამოსატვირთად დესკტოპ, ან მობილური მოწყობილობების გამოყენებით.
ბლოკჩეინის მონაცემების შენახვა. L1-ები მოიცავს ათასობით ტერაბაიტის მოცულობის ისტორიულ მონაცემებს, რომლის ძირითადი ნაწილი უმოქმედოა. ამ მონაცემების შესანახად შესაძლოა BNB Greenfield-ის გამოყენება, რაც შეამცირებს L1-ის დაყოვნების დონეს და პირიქით, გაზრდის მონაცემთა ხელმისაწვდომობის მაჩვენებელს, გარდა ამისა, საჭიროებისამებრ გადაიტანს უმოქმედო მონაცემებს L1-ზე. ამ ყველაფერთან ერთად, Greenfield-ის გამოყენება შესაძლებელია L2-ის ტრანზაქციების მონაცემების შენახვის უფრო იაფი ვარიანტის სახით.
გამოქვეყნება. ავტორებს შეუძლიათ საკუთარი ნამუშევრები შეინახონ BNB Greenfield-ზე და შემდეგ გადააკოპირონ ისინი BNB Smart Chain-ზე, სადაც შესაძლებელი იქნება მათი გაყიდვა, გადახდის მიღების შემდეგ მყიდველთა მისამართებისთვის წაკითხვის ნებართვის მინიჭების გზით.
სოციალური ქსელები. BNB Greenfield-ი სოციალური მედიის ინფლუენსერებისთვის და აზრის ლიდერებისთვის ქმნის ისეთ ინფრასტრუქტურას, სადაც მათ სრული მფლობელობა ექნებათ საკუთარ კონტენტსა და მონაცემებზე. DApp-ებს საკომისიოს სანაცვლოდ შეუძლიათ ამ მონაცემების გამოყენება და მათი საჯაროდ გამოქვეყნება დეცენტრალიზებული სოციალური ქსელის მეშვეობით.
პერსონალური მონაცემების ბაზარი. ამ დროისთვის ეს შესაძლოა ეს ყველაზე რთულად მოგვარებადი საკითხი იყოს: როგორ იქონიოთ თქვენს საკუთრებაში თქვენივე მონაცემები — როგორიცაა გვერდის ნახვებთან, დარეგისტრირებულ მომხმარებლებთან, დაწკაპუნებებთან, მომხმარებელთა ქცევასთან დაკავშირებული მონაცემები და სხვა — და როგორ უნდა აირიდოთ თავიდან სხვადასხვა პლატფორმის (როგორც წესი, ფართომასშტაბიანი, ცენტრალიზებული მონოპოლიების) მიერ მათი არასათანადოდ მართვა, ან ბოროტად გამოყენება.
BNB Greenfield-ი აპლიკაციებს თქვენი დაშიფრული მონაცემების თქვენს პირად ანგარიშზე შენახვის და სხვა აპლიკაციების მიერ მათი გამოყენების საშუალებას მისცემს მხოლოდ თქვენგან ნებართვის ქონის შემთხვევაში. კიდევ უკეთესი, თქვენი მონაცემების ამგვარი გამოყენებისთვის საკომისიოს დაწესებაც კი შეგიძლიათ.
BNB Greenfield-ისა და Testnet-ის შექმნა
2023 წლის თებერვლის მონაცემებით, BNB Chain-ის დეველოპერების ძირითადი გუნდი აქტიურად მუშაობს Amazon Web Services-ზე (AWS), NodeReal-სა და Blockdaemon-ზე. ამავდროულად, უკვე დაწყებულია BNB Greenfield-ზე მუშაობა, უახლოეს თვეებში testnet-ის ამუშავების გეგმით.
BNB Greenfield-ი შეიქმნა იმისთვის, რომ მოერგოს როგორც Web2-ის, ისე Web3-ის საზოგადოებას. API-ები შექმნილია იმისთვის, რომ იმოქმედოს ქლაუდ საცავების პოპულარული სისტემების მსგავსად და საკომისიოების BNB-ში გადახდისას, ისინი ჩამოიჭრება USD-ში, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მომხმარებლები მუდმივად ინფორმირებულნი იქნებიან BNB Greenfield-ის ფასებთან დაკავშირებული სტრუქტურის შესახებ.
შეჯამება: BNB Greenfield-ი და Web3-ის მომავალი
როგორც გამოყენების შემთხვევების სიიდან შევიტყვეთ, BNB Greenfield-ის გამოჩენა პოტენციურად უხსნის გზას Web3 -ის DApp-ების ინოვაციური და გამჭირვალე მოდელების სრულიად ახალ ტალღას.
გამჭირვალობა და მონაცემთა სრულად ფლობის ფენომენის დანერგვა Web3-ის სრული პოტენციალის გამომჟღავნებისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. BNB Greenfield-ი განაგრძობს უფრო ფართომასშტაბიან Web3 საზოგადოებასთან ერთად ამ ახალ სფეროში მოქმედებას, მომხმარებელთა შემდეგი თაობისთვის სარგებლის მოტანის მიზნით.
BNB Greenfield whitepaper-ის გამოსვლა 2023 წლის თებერვალში, მხოლოდ პირველი ნაბიჯია მონაცემთა დამოუკიდებლობისა და მფლობელობის უფრო მაღალი დონისა და მომხმარებელთათვის, შემქმნელთათვის და Web3-ის ფართო საზოგადოებისთვის შესაძლებლობების მინიჭებისკენ მიმავალ გზაზე.
დამატებითი საკითხავი
უარი პასუხისმგებლობაზე და რისკის შესახებ გაფრთხილება: წინამდებარე კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სრულად გაეცანით აქ მოცემულ უარს პასუხისმგებლობაზე. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy-ი არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ არის ფინანსური რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ ჩვენი გამოყენების პირობები და რისკის შესახებ გაფრთხილება.